“ბექას სკოლა” Cambridge-ის საგანმანათლებლო პარტნიორი გახდა!

“ბექას სკოლაში” დიდი სიახლეების დროა! მოხარულები და ამაყები ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენმა სკოლამ წარმატებით გაიარა აკრედიტაციის რთული პროცესი და ოფიციალურად გახდა Cambridge English Educational Partner. ეს სტატუსი ნიშნავს იმის აღიარებას, რომ ჩვენი სწავლების ხარისხი, სასწავლო მასალები, მეთოდოლოგია და გარემო სრულად შეესაბამება მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული საგანმანათლებლო ინსტიტუციის სტანდარტებს.

“ბექას სკოლა” უკვე თითქმის 10 წელია, რაც ინგლისური ენის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ცენტრია თბილისში. ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული, არაფორმალური და ამავდროულად პროფესიონალური გარემო, სადაც ქართველი, ამერიკელი, ბრიტანელი და სამხრეთაფრიკელი მასწავლებლები ეხმარებიან სტუდენტებს ენობრივი ბარიერის დაძლევასა და თავდაჯერებულობის მოპოვებაში. ახლა კი, ამ გამოცდილებას კემბრიჯის აკადემიური სიძლიერეც ემატება.

რატომ Cambridge?

ინგლისური ენის სწავლების სამყაროში Cambridge University Press & Assessment უდავო ლიდერია, რომელიც ქმნის განათლების ოქროს სტანდარტს და განსაზღვრავს, თუ როგორი უნდა იყოს ენის სწავლების უმაღლესი დონე. კემბრიჯის უნივერსიტეტის ეს დეპარტამენტი 1534 წელს დაარსდა და მას შემდეგ ნდობასა და აკადემიურ სიზუსტესთან ასოცირდება. 

კემბრიჯის ლოგო არ არის უბრალო სიმბოლო – ეს არის საერთაშორისო ხარისხის ნიშანი, რომელსაც ენდობიან მშობლები, სტუდენტები და დამსაქმებლები მთელ მსოფლიოში. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყო, რომ “ბექას სკოლის” სასწავლო პროცესი ამ გლობალური ლიდერის ქოლგის ქვეშ გაერთიანებულიყო.

რას ნიშნავს კემბრიჯის საგანმანათლებლო პარტნიორობა?

გახდე კემბრიჯის საგანმანათლებლო პარტნიორი – ნიშნავს, შეუერთდე იმ რჩეული სასწავლო დაწესებულებების გლობალურ ქსელს, რომლებისთვისაც ინგლისური ენის სწავლება უმაღლეს პასუხისმგებლობასთან ასოცირდება. ამ პარტნიორობით “ბექას სკოლა” იღებს პირდაპირ წვდომას კემბრიჯის უნიკალურ სასწავლო რესურსებზე, უახლეს კვლევებსა და თანამედროვე მეთოდოლოგიაზე.

რას ნიშნავს ეს პარტნიორობა ჩვენი სტუდენტებისთვის?

Cambridge One – სწავლების თანამედროვე პლატფორმა

“ბექას სკოლა” მუდმივად ორიენტირებულია ინოვაციებზე, ამიტომ ჩვენს სასწავლო პროცესში სრულად ინტეგრირებულია Cambridge One. ეს არის თანამედროვე ციფრული სასწავლო პლატფორმა, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ დაეხმაროს სტუდენტებს ინგლისური ენის სწავლაში, მასწავლებლებს კი – სწავლების პროცესის მართვაში.

რატომ არის Cambridge One განსაკუთრებული?

მალე: კემბრიჯის გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსები!

კემბრიჯთან პარტნიორობის ფარგლებში “ბექას სკოლა” მალე შემოგთავაზებთ სპეციალურ მოსამზადებელ კურსებს კემბრიჯის ოფიციალური გამოცდებისთვის (როგორიცაა B2 First, C1 Advanced და ა.შ.).

რატომ უნდა ჩააბაროთ კემბრიჯის გამოცდა?

კემბრიჯის სერტიფიკატები აღიარებულია 25,000-ზე მეტი ორგანიზაციის, უნივერსიტეტისა და დამსაქმებლის მიერ მთელ მსოფლიოში. ეს არის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ თქვენ ფლობთ რეალურ, პრაქტიკულ უნარებს და შეგიძლიათ ინგლისურ ენაზე პროფესიული კომუნიკაცია. სხვა პოპულარული ტესტებისგან (IELTS, TOEFL) განსხვავებით, რომელთა მოქმედების ვადა 2 წელია, კემბრიჯის სერტიფიკატი უვადოა. ეს არის ყველაზე გონივრული, ერთჯერადი ინვესტიცია, რომელიც შეგიძლიათ საკუთარ განათლებასა და მომავალში ჩადოთ, შედეგს კი მთელი ცხოვრების მანძილზე გამოიყენებთ.

“ბექას სკოლა” აგრძელებს ზრდას და განვითარებას. შემოგვიერთდით, ისწავლეთ ინგლისური კემბრიჯის სტანდარტებით და გახადეთ წარმატება თქვენი ყოველდღიურობის ნაწილი!

სარჩევი

“ბექას სკოლის” კურსები

ისწავლე ინგლისური ყველაზე კომფორტულ და მეგობრულ გარემოში საუკეთესო ქართველ და უცხოელ მასწავლებლებთან!

ჩვენს მრავალფეროვან სასწავლო პროგრამებში აუცილებლად იპოვი ისეთს, რომელიც შენს საჭიროებებსა და მიზნებზეა მორგებული.

მსგავსი პოსტები