“ბექას სკოლის” ინგლისური ენის კურსი მოზარდებისთვის ორიენტირებულია ენის საფუძვლიან შესწავლაზე და მოიცავს ენის ყველა კომპონენტს: speaking, listening, reading, writing, grammar და vocabulary. კურსი თავისი შინაარსით და მიდგომებით სრულად არის მორგებული ქართველ მოზარდებზე და სწავლება მიმდინარეობს არაფორმალურ, მეგობრულ, თავისუფალ და ფერად გარემოში.
კურსის მიზანი
კურსის მიზანია, მოსწავლეებმა სწრაფად და ზედმეტი სტრესის გარეშე დაძლიონ უცხო ენასთან დაკავშირებული ბარიერები და ალაპარაკდნენ ინგლისურად.
მასწავლებლები და სწავლების მეთოდოლოგია
დამწყებ დონეებს (A1 და A2) ქართველი მასწავლებელი უძღვება, B1 დონის ზემოთ ჯგუფებს კი – ინგლისურენოვანი მასწავლებელი (native speaker).
სასწავლო პროგრამა მოზარდზეა მორგებული და მოიცავს სხვადასხვა სახალისო აქტივობებს, როგორიცაა ვიდეოების ჩვენება, სამაგიდო თამაშები, პრეზენტაციები, ქვიზები და ა.შ.
სასწავლო მასალები
მოზარდების კურსისთვის ვიყენებთ კემბრიჯის ამერიკული ინგლისურის სახელმძღვანელოს Think და სასწავლო პლატფორმას Cambridge One. სახელმძღვანელო აერთიანებს Student’s Book-ს და Workbook-ს და სტუდენტს ასევე აქვს წვდომა წიგნის ელექტრონულ ვერსიაზე.
საშინაო დავალება
მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მოსწავლეები არ დავტვირთოთ საშინაო დავალებით და სამუშაოს უდიდესი ნაწილი გაკვეთილზევე შევასრულოთ. თუმცა, მოსწავლეებს უწევთ ელექტრონული დავალებების გაკეთება ტელეფონის ან ლეპტოპის საშუალებით კემბრიჯის სასწავლო პლატფორმაზე. ტრადიციული დავალებებისგან განსხვავებით, ეს ინტერაქციული სავარჯიშოები ბევრად უფრო სახალისოა მათთვის.
სავარჯიშოების წერისას, სწორ პასუხებს პლატფორმა ავტომატურად აჩვენებს მოსწავლეს და, შეცდომების შემთხვევაში, მიუთითებს, რა მასალის გამეორება სჭირდება.
მასწავლებელი ლაივ რეჟიმში ხედავს მოსწავლის აქტივობას – რა დრო დახარჯა პლატფორმაზე, დავალებები როგორ შეასრულა, რა შედეგი აქვს, რა ნაწილში უჭირს და სად სჭირდება დახმარება.
ტესტები და ქვიზები
ყოველი იუნიტის შემდეგ მოსწავლეს შესაძლებლობა აქვს შეავსოს ინტერაქციული ტესტი და გადაამოწმოს, რამდენად კარგად გაიგო მასალა. სასწავლო პლატფორმაზე კეთდება შუალედური და საბოლოო ტესტები. პროგრესს ხედავს როგორც მოსწავლე, ისე მასწავლებელი და სკოლა. სწორედ ამ ტესტირების შედეგების მიხედვით ხდება მოსწავლის შემდეგ დონეზე გადაყვანა.
ყოველი თვის ბოლოს, მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ სახალისო ლაივ ქვიზებში, რომლებიც ტელეფონით კეთდება. ეს ქვიზები მასწავლებელს პროგრესის შეფასების შესაძლებლობას აძლევს და მოსწავლესაც სახალისო ფორმით აწვდის უკუკავშირს.
მშობლებთან კომუნიკაცია
ყველა ჯგუფს თავისი კურატორი ჰყავს, რომელიც მშობლისთვის მთავარი საკონტაქტო პირია სკოლაში. ასევე, კურსის დაწყებისთანავე იქმნება ჯგუფის WhatsApp ჩატი, სადაც ერთიანდებიან მასწავლებელი, მოსწავლეები და მშობლები. ეს ჩატი წარმოადგენს კომუნიკაციის მთავარ პლატფორმას, სადაც ზიარდება სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ყველა სიახლე თუ სხვა საჭირო ინფორმაცია.
ყოველ ორ თვეში ერთხელ მშობელს მეილის საშუალებით ეგზავნება შვილის პროგრესის შეფასება მასწავლებლის მხრიდან, ტესტირების შედეგები და დასწრების აღრიცხვა.
სასწავლო პლატფორმის გამჭვირვალობა საშუალებას აძლევს მშობლებს, რომ მუდმივად ჰქონდეთ წვდომა იმაზე, თუ როგორ მეცადინეობს მათი შვილი, რა დავალებებს ასრულებს, სად უჭირს და რა პროგრესი აქვს.
მოსწავლის მიერ 3 გაცდენის ან პროგრესის შეფერხების შემთხვევაში, მასწავლებელთან კომუნიკაციის საფუძველზე, ჯგუფის კურატორი თავად უკავშირდება მშობელს ტელეფონის საშუალებით და უზიარებს ინფორმაციას არსებული სიტუაციის შესახებ, რათა პროცესში სურვილის შემთხვევაში ჩაერთოს მშობელიც.
კურსის დეტალები
- კურსის ხანგრძლივობა: 9 თვე
- ჯგუფში სტუდენტების რაოდენობა: 8-9 სტუდენტი
- გაკვეთილების რაოდენობა კვირაში: 2
- გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1.5 საათი
- ასაკობრივი ჯგუფები: 11-13 წ და 14-16 წ
- სასწავლო დონეები: A1, A2, B1, B1+, B2
- მასწავლებლები: დამწყებ (A1 და A2) დონეებს ქართველი მასწავლებელი უძღვება, B1 და უფრო მაღალ დონეებს კი – ინგლისურენოვანი (native speaker) მასწავლებელი
- სრული კურსის ფასი: 2250 ₾ | ფასში შედის სახელმძღვანელო, ტესტირება და გასაუბრება | ჩვენი მიმდინარე მოსწავლეების შვილებზე და ოჯახიდან მეორე ბავშვზე ვრცელდება 10%-იანი ფასდაკლება
- გადახდის გრაფიკი: ნახევარი ან სრული კურსის საფასურის წინასწარი გადახდა | კურსზე მოქმედებს 0%-იანი განვადება TBC ბანკის საშუალებით
მოსწავლეების შეფასებები
კურსზე რეგისტრაცია
დარეგისტრირდი მოზარდების კურსზე ან პირდაპირ გაიარე ცოდნის დონის დასადგენი ტესტი და ჩვენ უახლოეს დღეებში დაგიკავშირდებით.