ზოგადი ინგლისურის კურსი “ბექას სკოლის” მთავარი და ყველაზე სიღრმისეული კურსია, რომელიც თავისი შინაარსით და მიდგომებით სრულად არის მორგებული ქართველ სტუდენტებზე. კურსი მოიცავს ენის ყველა კომპონენტს: speaking, listening, reading, writing, grammar და vocabulary.
კურსის მიზანი
კურსის მთავარი მიზანია, ჩვენმა სტუდენტებმა სრულად დაფარონ ინგლისურის შესაბამისი დონე და გადავიდნენ მომდევნო დონეზე, ენის ყველა კომპონენტის გათვალისწინებით.
მასწავლებლები და მეთოდოლოგია
დამწყებ დონეებს (A1 და A2) მხოლოდ ქართველი მასწავლებელი ასწავლის, რადგან ენის შესწავლის პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებმა ყველაფერი კარგად გაიგონ მშობლიურ ენაზე. ეს დონეები ერთ სამთვიან კურსში იფარება.
B1 და უფრო მაღალ დონეებზე კურსს პარალელურად უძღვებიან ქართველი და უცხოელი (native speaker) მასწავლებლები. კვირაში ერთ გაკვეთილს ატარებს ქართველი მასწავლებელი, ორს კი – უცხოელი. თითოეული ამ დონის დასაფარად ორი სამთვიანი კურსის გავლაა საჭირო.
ქართველი მასწავლებელი ენის თეორიულ ნაწილს ასწავლის, რაც გრამატიკასა და ლექსიკას მოიცავს. გრამატიკულ წესებს და ნორმებს ქართულ ენაზე ვხსნით, რომ სტუდენტმა ყველაფერი გაიგოს და გაურკვეველი არაფერი დარჩეს. გრამატიკის საფუძვლიანი შესწავლა სტუდენტს ეხმარება არსებული ფრაგმენტული ცოდნის სტრუქტურირებასა და ახალი ცოდნის მიღებაში. სტუდენტი მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში უკვე უცხოელ მასწავლებელთან იყენებს, სადაც ივითარებს ენის გამოყენების უნარებს – speaking, listening, reading და writing. ეს გაკვეთილები სრულად ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. ასეთი კომბინირებული მიდგომა მაქსიმალურად ზრდის სტუდენტის როგორც ცოდნის დონეს, ისე მის თავდაჯერებულობას ინგლისურენოვან გარემოში.
სასწავლო მასალები
ზოგადი ინგლისურის კურსისთვის ვიყენებთ კემბრიჯის ახალ ამერიკული ინგლისურის სახელმძღვანელოს Empower და სასწავლო პლატფორმას Cambridge One. სახელმძღვანელო აერთიანებს Student’s Book-ს და Workbook-ს და სტუდენტს ასევე წვდომა აქვს წიგნის ელექტრონულ ვერსიაზე.
საშინაო დავალებები
კემბრიჯის სასწავლო პლატფორმა მოიცავს Digital Workbook-ს, რომელიც თანამედროვე მიდგომებითაა შექმნილი. ტრადიციული დავალებებისგან განსხვავებით, ის ინტერაქციულ ელექტრონულ სავარჯიშოებს მოიცავს, რომლის შესრულებაც მოსწავლეს ნებისმიერ დროს შეუძლია ტელეფონიდან ან ლეპტოპიდან.
სავარჯიშოების წერისას, სწორ პასუხებს პლატფორმა ავტომატურად აჩვენებს მოსწავლეს და, შეცდომების შემთხვევაში, მიუთითებს, რა მასალის გამეორება სჭირდება. სასაუბრო და წერითი დავალებებიც პლატფორმაზე სრულდება და სტუდენტი მასწავლებლისგან უკუკავშირს იქვე იღებს.
მასწავლებელი ლაივ რეჟიმში ხედავს მოსწავლის აქტივობას – რა დრო დახარჯა პლატფორმაზე, დავალებები როგორ შეასრულა, რა შედეგი აქვს, რა ნაწილში უჭირს და სად სჭირდება დახმარება.
ტესტები
ყოველი თავის შემდეგ მოსწავლეს შესაძლებლობა აქვს შეავსოს ინტერაქციული ტესტი და გადაამოწმოს, რამდენად კარგად გაიგო მასალა.
სასწავლო პლატფორმაზე კეთდება შუალედური და საბოლოო ტესტები. პროგრესს ხედავს როგორც მოსწავლე, ისე მასწავლებელი და სკოლა. სწორედ ამ ტესტირების შედეგების მიხედვით ხდება მოსწავლის შემდეგ დონეზე გადაყვანა.
კურსის დეტალები
- კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე (54 საათი)
- ჯგუფში სტუდენტების რაოდენობა: 8-9 სტუდენტი
- გაკვეთილების რაოდენობა კვირაში: 3
- გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1.5 საათი
- სასწავლო დონეები: A1, A2, B1, B1+, B2 და C1
- მასწავლებლები: A1 და A2 დონეებს მხოლოდ ქართველი მასწავლებელი ასწავლის, B1, B1+, B2 და C1 დონეებს კი – ქართველი და უცხოელი (კვირაში 1 გაკვეთილი ქართველთან, 2 უცხოელთან)
- სრული კურსის ფასი: 1050 ₾ | კურსზე მოქმედებს 0%-იანი განვადება
- სასწავლო მასალების ფასი: 50 ₾
მოსწავლეების შეფასებები
“ბექას სკოლა ძალიან დამეხმარა ინგლისურის გაუმჯობესებაში, რადგან კურსი არ მოიცავს მხოლოდ წესებისა და სიტყვების დაზეპირებას, არამედ ყველაფერი ეს პრაქტიკაში გადმოგვაქვს ინგლისურენოვან პედაგოგთან.”

“კურსის გავლამდე ორ სიტყვას ვერ ვიძახდი გადაბმულად, ახლა კი შემიძლია, რომ ნებისმიერ თემაზე ვისაუბრო ინგლისურად ბარიერებისა და კომპლექსების გარეშე.”

“ბექას სკოლაში სწავლის პროცესმა თავდაჯერებულობა შემმატა. აქ მთავარი არაა მხოლოდ გრამატიკა და წესები – ჩვენ ვსწავლობთ რეალური კომუნიკაციის გზით, რაც ძალიან ეფექტურია.”

“ბექას სკოლა ძალიან დამეხმარა ინგლისურის გაუმჯობესებაში, რადგან კურსი არ მოიცავს მხოლოდ წესებისა და სიტყვების დაზეპირებას, არამედ ყველაფერი ეს პრაქტიკაში გადმოგვაქვს ინგლისურენოვან პედაგოგთან.”

“კურსის გავლამდე ორ სიტყვას ვერ ვიძახდი გადაბმულად, ახლა კი შემიძლია, რომ ნებისმიერ თემაზე ვისაუბრო ინგლისურად ბარიერებისა და კომპლექსების გარეშე.”

“ბექას სკოლაში სწავლის პროცესმა თავდაჯერებულობა შემმატა. აქ მთავარი არაა მხოლოდ გრამატიკა და წესები – ჩვენ ვსწავლობთ რეალური კომუნიკაციის გზით, რაც ძალიან ეფექტურია.”

კურსზე რეგისტრაცია
დარეგისტრირდი ზოგადი ინგლისურის კურსზე ან პირდაპირ გაიარე ცოდნის დონის დასადგენი ტესტი და ჩვენ უახლოეს დღეებში დაგიკავშირდებით.