“ბექას სკოლის” სტიპენდია
- მთავარი
- /
- რესურსები
- /
- სტიპენდია
ინგლისური ენის შესასწავლად სტიპენდიების გაცემა “ბექას სკოლამ” 3 წლის წინ დაიწყო და ამ დროის განმავლობაში 200-ზე მეტ ახალგაზრდას უფასოდ გადაეცა ინგლისური ენის კურსები. “ბექას სკოლის” სტიპენდიანტების შერჩევის მთავარი კრიტერიუმებია:
- ინგლისური ენის საჭიროება
- მაღალი მოტივაცია
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შეავსონ შემდეგი სააპლიკაციო ფორმა: აპლიკაციის შევსებამდე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
- პირველ რიგში, აუცილებლად შეავსეთ ჩვენი ინგლისურის დონის დასადგენი ონლაინ ტესტი. ტესტზე რეგისტრაციისას, გთხოვთ, სახელის და გვარის გვერდით ფრჩხილებში მიუთითოთ “სტიპენდია”
- სასურველი კურსის შესარჩევად, გთხოვთ იხილოთ ჩვენი კურსის აღწეროლობები
- გაითვალისწნეთ, რომ ექსპრეს სასაუბრო ინგლისურის კურსების გასავლელად, აუცილებელია ინგლისურის მინიმუმ B1 დონეზე, ხოლო და ბიზნეს სასაუბრო ინგლისურის გასავლელად - B2 დონეზე ცოდნა
- ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, ვერ გავცემთ სტიპენდიას არასრულწლოვნებზე
განაცხადის შერჩევის შემთხვევაში, ჩვენ თავად დავუკავშირდებით აპლიკანტს მითითებულ ნომერზე ან მეილზე. იმ შემთხვევაში, თუ აპლიკაცია მოგვეწონა, მაგრამ ამ ეტაპზე არ გვაქვს შესაფერის კურსზე ადგილი, მონაცემები ინახება ბაზაში და შესაძლოა, რამდენიმე თვის შემდეგ დაგიკავშირდეთ.
მოგვწერეთ
სტიპენდიაზე განაცხადის გასაკეთებლად გამოგვიგზავნეთ სამოტივაციო წერილი მეილზე: info@bekas.school