კურსებზე რეგისტრაციის პროცესი
- მთავარი
- /
- ჩვენ შესახებ
- /
- რეგისტრაციის პროცესი
კურსების კალენდარი
“ბექას სკოლაში” ზრდასრულთა ჯგუფების მიღება წელიწადში 4-ჯერ გვაქვს – სექტემბერში, დეკემბერში, მარტში და ივნისში, ხოლო მოზარდებისთვის 2-ჯერ – სექტემბერში და თებერვალში (მოზარდებისთვის ასევე შესაძლებელია დაწყებულ კურსებზე შემოერთება).
ჯგუფების შედგენის პრინციპები
ზრდასრულთა კურსებზე მიღება 18 წლიდან იწყება და ასაკობრივი ზედა ზღვარი არ გვაქვს, ხოლო თინეიჯერებისთვის ცალკე კურსი გვაქვს, რომელიც 11-13 და 14-16 წლის მოზარდებით არის დაკომპლექტებული.
ჯგუფები ცოდნის დონის შესაბამისად დგება, რაც ჩვენი უფასო ონლაინ ტესტის და შემდგომ გასაუბრების საფუძველზე განისაზღვრება.
გაკვეთილების დრო
“ბექას სკოლაში” პირველი გაკვეთილი დილის 10 საათზე იწყება და ბოლო გაკვეთილი საღამოს 11 საათზე სრულდება. მოთხოვნიდან გამომდინარე, გაკვეთილების უმეტესობა ტარდება დილის და საღამოს საათებში.
“ბექას სკოლის” კურსებზე რეგისტრაციის პროცესი
- უნდა გაიაროთ რეგისტრაცია თქვენთვის სასურველ კურსზე და დაწეროთ ჩვენი ონლაინ ტესტი, რომლის საფუძველზეც დაადგენთ, თუ რა დონეზე იცით ინგლისური.
- ჩვენი ადმინისტრატორები თავად დაგიკავშირდებიან, მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას კურსების და გაკვეთილების განრიგების შესახებ. თქვენ თავად შეარჩევთ სასურველ განრიგს და გადმოგეგზავნებათ კურსის საფასურის გადახდის ინსტრუქცია.
- სასაუბრო ინგლისურის დონის შესამოწმებლად, 15-20 წუთიანი ონლაინ ინტერვიუ ჩაგენიშნებათ ჩვენს ქართველ და უცხოელ მასწავლებლებთან, რის საფუძველზეც განისაზღვრება თქვენი საბოლოო დონე.
- თანხის ჩარიცხვისთანავე, თქვენ ჩაჯდებით სასურველ ჯგუფში.
- პირველ გაკვეთილის წინ, მეილის საშუალებით მიიღებთ სრულ ინსტრუქციას გაკვეთილების, სასწავლო მასალების შესახებ და დაიწყებთ სასწავლო პროცესს.
თანხის გადახდის პროცესი
თანხის გადახდა კურსის დაწყებამდე სრულად ხდება საბანკო გადარიცხვის საშუალებით. კურსებზე მოქმედებს TBC ბანკის 4 თვიანი 0%-იანი “განაწილების პროგრამა”, ან TBC ბანკის 0%-იანი განვადება (განვადების შემთხვევაში, შეგიძლიათ გადახდა იმდენ თვეზე გადაანაწილოთ, რამდენზეც გსურთ, თუმცა ბანკი ამატებს “გაცემის საკომისიოს”, რაც დამოკიდებულია თვეების რაოდენობაზე).
სერტიფიკატის გაცემა
კურსის წარმატებით დასრულებისას, გავცემთ შესაბამისი კურსის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს და ეს სწავლის საფასურში შედის.
დარეგისტრირდი
დარეგისტრირდი სასურველ კურსზე ან პირდაპირ გაიარე ცოდნის დონის დასადგენი ტესტი და ჩვენ უახლოეს დღეებში დაგიკავშირდებით.