როგორც წესი, სასაუბრო ინგლისურის დონე უფრო რთულად ვითარდება ვიდრე ენის სხვა კომპონენტები. ამის მთავარი მიზეზი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში საუბრის პრაქტიკის არქონაა. სასაუბრო ინგლისურის კურსი არის ადამიანებისთვის, ვინც გარკვეულ დონეზე იცის ინგლისური, მაგრამ ამ დონის შესაბამისად ვერ საუბრობს პრაქტიკის ნაკლებობის გამო.
კურსის მიზანი
კურსი ორიენტირებულია თანამედროვე გამოყენებითი სასაუბრო ინგლისურის სწავლებაზე და მისი მთავარი მიზანია ჩვენი მოსწავლეებისთვის უცხო ენაზე საუბრის კომპლექსის მოხსნა, ბარიერების გადალახვა და ინგლისურად თავისუფლად ალაპარაკება მათი დონის შესაბამისად.
სასაუბრო ინგლისურის ექსპრეს კურსი არ არის მათთვის, ვისაც სურს თითოეული დონის საფუძვლიანი გავლა, გრამატიკისა და ლექსიკის ცოდნის დონის გაუმჯობესება და შემდეგ სასწავლო დონეზე გადასვლა. ამ კურსის მიზანი ახალი ცოდნის მიღებაზე მეტად არის არსებული პასიური ცოდნის გააქტიურება და პრაქტიკაში გადმოტანა.
მასწავლებლები
სასაუბრო ინგლისურის კურსს უძღვებიან მხოლოდ ინგლისურენოვანი (native speaker) მასწავლებლები ამერიკიდან, ბრიტანეთიდან და სამხრეთ აფრიკიდან. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სტუდენტებისთვის უფრო მარტივია ინგლისურ ენასთან დაკავშირებული კომპლექსების და ბარიერების მოხსნა უცხოელ მასწავლებელთან.
სასწავლო მასალები და მეთოდოლოგია
სასაუბრო ინგლისურის ექსპრეს კურსი მოიცავს მრავალფეროვან თემატურ გაკვეთილებს, რომლებშიც შეხვდებით ახალ სიტყვებს და ფრაზებს, სასაუბრო აქტივობებს, თემატურ დისკუსიებს, სიმულაციურ როლურ თამაშებს, ვიდეოებს, უახლეს სტატიებს და სხვა მასალებს.
კურსი მდიდარია თემატური ლექსიკით. ნასწავლი სიტყვების და ფრაზების უკეთ დამახსოვრების მიზნით, ვიყენებთ თანამედროვე აპლიკაციას მეხსიერების ბარათებით (flashcards).
კურსის დეტალები
- კურსის ხანგრძლივობა: 2 თვე (36 საათი)
- ჯგუფში სტუდენტების რაოდენობა: 6-7 სტუდენტი
- გაკვეთილების რაოდენობა კვირაში: 3
- გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1.5 საათი
- სასწავლო დონეები: B1, B1+, B2 და C1
- მასწავლებლები: ინგლისურენოვანი (native speaker)
- ფორმატი: სკოლაში ან ონლაინ
- სრული კურსის ფასი: 760 ₾ | კურსზე მოქმედებს 0%-იანი განვადება
- სასწავლო მასალების ფასი: შედის კურსის საფასურში
მოსწავლეების შეფასებები
“ჩემი მიზანი იყო თავისუფლად მესაუბრა და მეფიქრა ინგლისურად, რაშიც ეს კურსი ძალიან დამეხმარა. მთელი გაკვეთილის განმავლობაში ინგლისურად საუბრობ და თანდათან გრძნობ, როგორ გეხსნება დაძაბულობა.”
“ჩემთვის პროგრესი ძალიან სწრაფი იყო. ეს კურსი ძალიან გეხმარება, რომ დააწიო შენი სასაუბრო პრაქტიკა შენი ინგლისურის ცოდნის ბაზისს.”
“ბექას სკოლაში გაკვეთილები ინტერაქტიული და პრაქტიკაზე ორიენტირებულია, რაც დამეხმარა, რომ ინგლისური რეალურ კომუნიკაციაში გამომეყენებინა. საუბრის ფორმატში სწავლა მაძლევდა საშუალებას, უფრო თავდაჯერებულად მესაუბრა.”
“მოკლე დროში ინგლისურის პრაქტიკული გამოყენება ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. სწორედ ამას მივაღწიე ამ კურსის დახმარებით. ინტენსიური გაკვეთილები და მუდმივი კომუნიკაცია დამეხმარა, სწრაფად გამემტკიცებინა საუბრის უნარი და დამეძლია ენის ბარიერი.”
“კურსის გავლის შემდეგ ბევრად თავდაჯერებული ვარ, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილში, რაც ბექას სკოლის სწავლების მეთოდებმა და პედაგოგების მიდგომებმა განსაზღვრა.”
“წესებს და გრამატიკას ყველგან გასწავლიან, მაგრამ აქ მთავარია საუბარი! ამ კურსმა რეალურ ცხოვრებაში კომუნიკაციის უნარი მომცა, რაც ჩემს პროფესიულ განვითარებაშიც დამეხმარა.”
კურსზე რეგისტრაცია
დარეგისტრირდი კურსზე ან პირდაპირ გაიარე ცოდნის დონის დასადგენი ტესტი და ჩვენ უახლოეს დღეებში დაგიკავშირდებით.


