ბექას გრამატიკის კურსი სპეციალურად ქართველებისთვის შექმნილი ინგლისური ენის გრამატიკის ონლაინ კურსია, რომელიც სრულად ფარავს შესაბამისი დონის გრამატიკას დაწყებული დროის ფორმებით და დამთავრებული არტიკლებით და წინდებულებით. კურსის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ისეთ საკითხებს, რომლებიც ქართველ მოსწავლეებს ყველაზე მეტად უჭირთ.
კურსის მიზანი
კურსი მიზნად ისახავს, დაეხმაროს მოსწავლეებს არსებული ფრაგმენტული ცოდნის სისტემაში მოყვანაში და მისცეს მათ სრული და ამომწურავი ცოდნა იმის შესახებ, როგორ მუშაობს და რა პრინციპებს ემორჩილება ინგლისური ენა. კურსის ეხმარება მოსწავლეებს მყარი თეორიული საფუძვლის შექმნაში, რომელიც აუცილებელია ინგლისურ ენაზე თავდაჯერებული კომუნიკაციისთვის.
კურსის მეთოდოლოგია
კურსის მეთოდოლოგია ეფუძნება ეტაპობრივ და თანამიმდევრულ სწავლებას. თითოეული ლექცია იწყება თეორიული განმარტებებით, რასაც მოჰყვება პრაქტიკული სავარჯიშოები და ინტერაქციული ქვიზები. ეს მიდგომა უზრუნველყოფს გრამატიკის სიღრმისეულ გააზრებას, სტუდენტის თავდაჯერებულობის გაზრდას და ისეთი უნარების განვითარებას, რომლებიც უზრუნველყოფს ენის სწორ გამოყენებას ყოველდღიურ კომუნიკაციაში.
სასწავლო მასალები
კურსისთვის ვიყენებთ ბექას ახალ სახელმძღვანელოებს, რომლებიც მოიცავს ქართულად და მარტივ ენაზე ახსნილ გრამატიკას, ვიზუალურ დიაგრამებს, მრავალფეროვან სავარჯიშოებს, ინტერაქციულ ელექტრონულ ქვიზებს და ბარათებიან ქვიზებს.
საშინაო დავალება
კურსი საკმაოდ დატვირთულია საშინაო დავალებით, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ტიპის გრამატიკულ სავარჯიშოებს და ელექტრონულ ქვიზებს, რომლებიც ტელეფონით კეთდება. ქვიზი თითოეული პასუხის შემდეგ გეუბნებათ, რატომ არის ეს პასუხი სწორი ან არასწორი. ასეთი ინტერაქციული ქვიზები გაძლევთ არა მხოლოდ ცოდნის შემოწმების, არამედ ასევე გავლილი მასალის გამეორების შესაძლებლობას.
Intermediate კურსის დეტალები
- კურსის ხანგრძლივობა: 4 თვე (30 ლექცია)
- ფორმატი: ინტერაქციული ლექციები ონლაინ
- ჯგუფში სტუდენტების რაოდენობა: 15-18 სტუდენტი
- ლექციების რაოდენობა კვირაში: 2
- ლექციის ხანგრძლივობა: 1.5 საათი
- სრული კურსის ფასი: 800 ₾
- სახელმძღვანელოს ფასი: 45 ₾
Advanced კურსის დეტალები
- კურსის ხანგრძლივობა: 5 თვე (40 ლექცია)
- ფორმატი: ინტერაქციული ლექციები ონლაინ
- ჯგუფში სტუდენტების რაოდენობა: 15-18 სტუდენტი
- ლექციების რაოდენობა კვირაში: 2
- ლექციის ხანგრძლივობა: 2 საათი
- სრული კურსის ფასი: 1000 ₾
- სახელმძღვანელოს ფასი: თეორიული ნაწილი – 65 ₾, პრაქტიკული ნაწილი – 20 ₾
კურსზე რეგისტრაცია
დარეგისტრირდი ბექას გრამატიკის კურსზე ან პირდაპირ გაიარე ცოდნის დონის დასადგენი ტესტი და ჩვენ უახლოეს დღეებში დაგიკავშირდებით.