[ben]

[ben]

ბენი “ბექას სკოლის” ამერიკელი მასწავლებელია. მას ძალიან უყვარს ენები და პროფესიითაც ლინგვისტია. სწორედ ენების სიყვარულმა დააკავშირა იგი საქართველოსთან, როცა ინდიანას უნივერსიტეტში ქართული ენის შესწავლა დაიწყო. ამან ჩამოიყვანა თავიდან საქართველოში, თუმცა მერე ქართული კულტურა და ხალხიც შეუყვარდა, გადაწყვიტა, აქ დარჩენილიყო საცხოვრებლად და ბექას სკოლის ერთგული მასწავლებელი გამხდარიყო.

მიუხედავად იმისა, რომ ბენი ძალიან კარგად საუბრობს ქართულად და გრამატიკაც ბევრ ქართველზე უკეთ იცის, მის კლასებში ქართულად ხმას ვერ ამოიღებ.

მას ინგლისურის სწავლების თორმეტწლიანი გამოცდილება აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და ამჟამად “ბექას სკოლაში” ზოგადი და ბიზნეს ინგლისურის კურსებს უძღვება, შიგადაშიგ კი კორპორაციულ კლიენტებსაც ასწავლის ინგლისურს.

ასევე, წლების განმავლობაში, ბენი ბექასთან ერთად მუშაობს ინგლისურის გრამატიკის წიგნზე, რომელიც სპეციალურად ქართველი სტუდენტებისთვის იქმნება!

[rock]

[rock]

როკი ბექას სკოლის ამერიკელი მასწავლებელია, რომელსაც საქართველოსთან უკვე ათობით წელი აკავშირებს. როკს ბექას სკოლაში ყველა იცნობს, როგორც „ექსპრეს სასაუბრო კურსის გურუს“. ის ძალიან ლაღი მასწავლებელია და შეუძლია თქვენი თავდაჯერებულობა ცამდე აამაღლოს, იქიდან გამომდინარე, რომ ყველაფერთან ერთად გამოცდილი ტრენერიცაა.

როკს გამორჩეული კოვბოური სტილი აქვს. ძალიან უყვარს თავისი Harley Davidson, ქანთრი მუსიკა და როკენროლი.

[iako]

[iako]

იაკო ბექას სკოლის ქართველი მასწავლებელია. მას ინგლისური ენის სწავლების დიდი გამოცდილება აქვს. პირველადი პროფესიით იაკო ლექსიკოგრაფია და 5 წლის განმავლობაში მუშაობდა ინგლისურ-ქართული ლექსიკონის რედაქტირებაზე.

იაკო მხიარული, კომუნიკაბელური და მიზანდასახულია, რაც ხშირად უჩენს მოსწავლეებს ინგლისური ენის სწავლის უფრო და უფრო მეტ სურვილს.

იაკო ჩვენთან ზოგადი ინგლისურის კურსს უძღვება და გრამატიკას და ლექსიკას ასწავლის.

[carl]

[carl]

კარლი ბექას სკოლის ბრიტანელი მასწავლებელია, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია, ჩვენი გუნდის წევრია. კარლს ხშირად მოიხსენიებენ ბექას სკოლის ერთ-ერთ ყველაზე აკადემიურ მასწავლებლად.

კარლი ჩვენთან უძღვება როგორც ზოგადი ინგლისურის, ისე ექსპრეს სასაუბრო ინგლისურის კურსს, თუმცა მისი მთავარი მიმართულება მაინც IELTS-ის გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსია. ვინ შეიძლება მოგამზადოთ ბრიტანულ გამოცდაში უკეთესად, ვიდრე 15-წლიანი გამოცდილების მქონე ბრიტანელმა მასწავლებელმა?

[allison]

[allison]

ელისონი ბექას სკოლის კალიფორნიელი მასწავლებელია და ზუსტად ისეთი აქცენტი აქვს თქვენს საყვარელ ამერიკულ ფილმებსა და სერიალებში რომ გესმით ხოლმე.

ელისონს ძალიან უყვარს მოგზაურობა და ახალ ადამიანებთან შეხვედრა და არაერთ ქვეყანაში უსწავლებია ინგლისური, თუმცა ამჯერად არჩევანი საქართველოზე შეაჩერა, ვინაიდან ძალიან მოსწონს ჩვენი ბუნება.

თუ გინდა, რომ შენი საყვარელი კალიფორნიული აქცენტი დაამუღამო, მაშინ ექსპრეს კურსზე ელისონთან უნდა დაიწყო სიარული.

[beka]

[beka]

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ბექა ყველაზე ძველი მასწავლებელია ბექას სკოლაში. წლების განმავლობაში ბევრი პროფესია მოირგო, ისწავლა ეპიდემიოლოგია და გრაფიკული დიზაიანი, მაგრამ ამერიკიდან ჩამოსვლის შემდეგ გადაწყვიტა ინგლისურის მასწავლებელი გამხდარიყო და თავის ამერიკელ თანამასწავლებელთან ერთად მოსწავლეების სახლში მომზადება დაიწყო.

ბევრი მუშაობის შედეგად ბექამ შექმნა ინგლისურის სწავლების საკუთარი მეთოლოგია და 3 წლის წინ გადაწყვიტა ამ პროცესისთვის უფრო სერიოზული და მასშტაბური სახე მიეცა და ასე დაარსდა ბექას სკოლა.

დღეს ბექა უკვე სპეციალურად ქართველებისთვის შექმნილი გრამატიკის სახელძღვანელოს ავტორია, რომელიც ნოემბრის ბოლოს გამოიცემა.

[sam]

[sam]

სემი ბექას სკოლის ამერიკელი მასწავლებელია. ის ორი წლის განმავლობაში ცხოვრობდა გურიაში და ასწავლიდა ინგლისურს ახლა კი ჩვენთან ექსპრეს სასაუბრო ინგლისურის კურსს უძღვება. სემი ენერგიული და ძალიან მეგობრული მასწავლებელია.

სემს ძალიან უყვარს საქართველო, ქართველი ხალხი და ჩვენი კულტურა. შესაბამისად, გასაკვირი არ არის ის ფაქტი, რომ ქართულადაც მშვენივრად საუბრობს.

[fleur]

[fleur]

ფლერი, მართალია ფრანგული სახელი აქვს და ყვავილს ნიშნავს, მაგრამ ჩვენი სამხრეთაფრიკელი მასწავლებელია. პირველად 7 წლის წინ ტაილანდში მიხვდა, რომ მასწავლებლობა უნდოდა და მას შემდეგ ეს მის საყვარელ საქმიანობად იქცა. ფლერი საკუთარ თავს მშვიდ მასწავლებლად ახასიათებს, რომელსაც ყველაზე მეტად მოსწავლეების პროგრესის ნახვა ახარებს.

ფლერი ჩვენთან ზოგადი ინგლისურის კურსს უძღვება.

[elene]

[elene]

ელენე ბექას სკოლის ქართველი მასწავლებელია. წლებია ინგლისურს ასწავლის და სწავლების სერთიფიკატების მთელი დასტა აქვს. როგორც თავად ამბობს, მისი მეორე პროფესია – ფსიქოლოგია, მოსწავლეებთან კომუნიკაციას უმარტივებს. სწავლების პროცესში ყველაზე მეტად განსხვავებულ ადამიანებთან ურთიერთობა და გამოცდილების გაზიარება სიამოვნებს. ელენეს ყველაზე მეტად ფილმების ყურება და მოგზაურობა უყვარს.

ელენე ჩვენთან ზოგადი ინგლისურის კურსს უძღვება და გრამატიკას და ლექსიკას ასწავლის.

[alia]

[alia]

ალია ჩვენი სამხრეთ-აფრიკელი მასწავლებელია, რომელიც 2 წელია საქართველოში ცხოვრობს. 6 წლის წინ მასწავლებლობა სრულიად შემთხვევით დაიწყო, პროცესში კი მისთვის საყვარელ საქმიანობად გადაიქცა.

ალია ბექას სკოლაში ზოგადი ინგლისურის კურსს უძღვება და მოსწავლეები მას ყველაზე თბილ და ფერად პიროვნებად ახასიათებენ. ალია ფიქრობს, რომ crazy cat lady-ია და ჩვენც ვეთანხმებით.

[DJ]

[DJ]

დიჯეი “ბექას სკოლის” ამერიკელი მასწავლებელია დალასიდან, ტეხასის შტატიდან. მას ლიტერატურის მიმართ ინტერესი ბავშვობიდან ქონდა და წერაც ყოველთვის უყვარდა. ამიტომ, ერთ დღესაც გადაწყვიტა, თავისი პოეზიის ევროპის ქვეყნების სცენებზე წარდგენა და დაიწყო ევროტური, რამაც საქართველოში, წერაქვის ფესტივალზე ჩამოიყვანა! ფესტივალის შემდეგ კი საქართველოში საცხოვრებლად დარჩენაც გადაწყვიტა.

დიჯეის ინგლისურის სწავლების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და “ბექას სკოლაში” ექსპრეს სასაუბრო კურსებს უძღვება. მას ძალიან უყვარს ადამიანებისთვის ცოდნის გაზიარება. განსაკუთრებით კი ის მომენტი და სახის გამომეტყველება, უცებ რაღაც ახალს რომ აღმოაჩენენ მოსწავლეები, ან ნაცნობი ფრაზის ნამდვილ მნიშვენლობას გაიგებენ!

[tamo]

[tamo]

თამო ჩვენი სკოლის ერთ-ერთი ქართველი მასწავლებელია. წლებია, რაც ინგლისურ ენას ასწავლის და, შესაბამისად, მოსწავლეებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება აქვს. მას ძალიან უყვარს თავის პროფესია და, ზოგადად, ენათმეცნიერება.

თამო ბექას სკოლაში დამწყებთათვის განკუთვნილ კურსებს უძღვება.