კაილი კალიფორნიიდანაა და უკვე 15 წელია თბილისში ცხოვრობს. მას ქართველი მეუღლე და პატარა შვილი ჰყავს. კაილი საქართველოს თავის მეორე სახლად თვლის. ის აშშ-ს ევერესტის ინსტიტუტის კურსდამთავრებულია, და უკვე ოთხ წელზე მეტია მუშაობს ბექას სკოლაში ინგლისურის მასწავლებლად. თავისუფალ დროს კაილს უყვარს ვარჯიში, განსაკუთრებით სირბილი, კულინარია, მებაღეობა, ვიდეოთამაშები და ცეკვა. მისი მრავალმხრივი ინტერესები მას საინტერესო და ხალისიან თანამოსაუბრესა და მასწავლებელს ხდის, რაც მის გაკვეთილებს დამატებით ხიბლს სძენს.