კორპორატიული სერვისი
- მთავარი
- /
- კორპორატიული სერვისი
კორპორატიული სერვისი
- მთავარი
- /
- კორპორაციული სერვისი
კორპორატიული სერვისი
- მთავარი
- /
- კორპორაციული სერვისი
თანამედროვე კომპანიებისთვის თანამშრომლების განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რაც დადებითად აისახება არა მხოლოდ გუნდის კმაყოფილებაზე, არამედ კომპანიის წარმატებაზეც. ინგლისური ენის ცოდნა კი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც ხშირად განსაზღვრავს ბიზნესის წარმატებას. სწორედ ამ საჭიროებაზეა მორგებული “ბექას სკოლის” კორპორატიული სერვისი, რომლის ფარგლებშიც, ჩვენი მასწავლებლები სწრაფად და ეფექტურად ასწავლიან თქვენს გუნდს თანამედროვე გამოყენებით ინგლისურ ენას, თანაც თქვენსავე ოფისში ან ონლაინ. თქვენ კი მათი პროგრესის შესახებ ინფორმაციას ყოველთვიურად მიიღებთ.

კომპანიები, რომლებმაც აირჩიეს “ბექას სკოლა”
“ბექას სკოლა” უკვე 8 წელია, რაც თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნესებთან და ორგანიზაციებთან და სთავაზობს მათ თანამშრომლებს და ბენეფიციარებს ინგლისური ენის კურსების ფართო არჩევანს. საკუთარი გუნდისთვის ინგლისურის გასაუმჯობესებლად “ბექას სკოლა” უკვე აირჩია 80-ზე მეტმა კომპანიამ, რომელთა შორის არიან დიდი ბანკები, კორპორაციები, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, ადგილობრივი სტარტაპები და ა. შ.









































ჩვენი ყველაზე პოპულარული კურსები
ზოგადი ინგლისური
ზოგადი ინგლისურის კურსი “ბექას სკოლის” მთავარი და ყველაზე სიღრმისეული კურსია, რომელიც თავისი შინაარსით და მიდგომებით სრულად არის მორგებული ქართველ სტუდენტზე. კურსი მოიცავს ენის ყველა კომპონენტს: speaking, listening, reading, writing, grammar და vocabulary.
კურსის მთავარი მიზანია, ჩვენმა სტუდენტებმა სრულად დაფარონ ინგლისურის შესაბამისი დონე და, კურსის გავლის შემდეგ, გადავიდნენ ინგლისურის ცოდნის მომდევნო დონეზე, ენის ყველა კომპონენტის გათვალისწინებით.
- სასწავლო დონეები: A1, A2, B1, B1+, B2, C1
- კურსის ხანგრძლივობა: 54 საათი
- გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1.5 საათი
- მასწავლებელი: დამწყებ დონეებზე (A1, A2) ქართველი | B1 და უფრო მაღალ დონეებზე უცხოელი (native speaker)
- სასწავლო მასალები: კემბრიჯის ამერიკული ინგლისურის სახელმძღვანელო Empower და სასწავლო პლატფორმა Cambridge One
- საშინაო დავალებები: Digital Workbook-ის ინტერაქციული ელექტრონული სავარჯიშოები
გაკვეთილების განრიგს, პერიოდულობას, ჯგუფში სტუდენტების რაოდენობას ირჩევს კომპანია.
სასაუბრო ინგლისური
“ბექას სკოლის” სასაუბრო ინგლისურის კურსი შექმნილია იმისთვის, რომ სტუდენტებმა გაიუმჯობესონ ინგლისურად საუბრის უნარები სამსახურეობრივი ან აკადემიური მიზნებისთვის. კურსი არ შემოიფარგლება მხოლოდ საუბრის პრაქტიკით. ის ასევე ავითარებს ყველა იმ უნარს, რომლებიც საჭიროა მკაფიო, ეფექტური და თავდაჯერებული კომუნიკაციისთვის.
კურსის მეთოდოლოგია ეფუძნება ბენჯამინ ბლუმის მიერ შექმნილ აზროვნების დონეების სისტემას, რომელიც აღწერს სწავლის პროცესში განვითარებული კოგნიტური უნარების დონეებს – დამახსოვრებიდან შემოქმედებით აზროვნებამდე. სისტემა გამოყოფს ექვს დონეს: დამახსოვრება, გაგება, გამოყენება, ანალიზი, შეფასება და შექმნა.
- სასწავლო დონეები: B1, B1+, B2 და C1
- კურსის ხანგრძლივობა: 54 საათი
- გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1.5 საათი
- მასწავლებელი: ინგლისურენოვანი (native speaker)
- სასწავლო მასალები: კემბრიჯის ამერიკული ინგლისურის სახელმძღვანელო Prism და სასწავლო პლატფორმა Cambridge One
- საშინაო დავალებები: Digital Workbook-ის ინტერაქციული ელექტრონული სავარჯიშოები
გაკვეთილების განრიგს, პერიოდულობას, ჯგუფში სტუდენტების რაოდენობას ირჩევს კომპანია.
სასაუბრო ინგლისურის ექსპრეს კურსი
სასაუბრო ინგლისურის ექსპრეს კურსი არის ადამიანებისთვის, ვინც გარკვეულ დონეზე იცის ინგლისური, მაგრამ ამ დონის შესაბამისად ვერ საუბრობს პრაქტიკის ნაკლებობის გამო.
კურსი ორიენტირებულია თანამედროვე გამოყენებითი სასაუბრო ინგლისურის სწავლებაზე და მისი მთავარი მიზანია ჩვენი მოსწავლეებისთვის უცხო ენაზე საუბრის კომპლექსის მოხსნა, ბარიერების გადალახვა და ინგლისურად თავისუფლად ალაპარაკება მათი დონის შესაბამისად.
სასაუბრო ინგლისურის ექსპრეს კურსს უძღვებიან მხოლოდ ინგლისურენოვანი (native speaker) მასწავლებლები ამერიკიდან, ბრიტანეთიდან და სამხრეთ აფრიკიდან. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სტუდენტებისთვის უფრო მარტივია ინგლისურ ენასთან დაკავშირებული კომპლექსების და ბარიერების მოხსნა უცხოელ მასწავლებელთან.
ბიზნეს ინგლისურის ექსპრეს კურსი
ბიზნეს ინგლისურის ექსპრეს კურსი ინგლისურის სწრაფი კურსია დაკავებული ადამიანებისთვის, რომლებსაც უნდათ ინგლისურთან ერთად ბიზნესისთვის საჭირო უნარების განვითარება, როგორიცაა ბიზნეს სმოლ თოქი, პრეზენტაციის უნარები, ზრდილობიანი კომუნიკაცია ინგლისურად, მოლაპარაკებები, ფიჩინგი, სატელეფონო საუბარი, იმეილის წერა და ა. შ.
კურსის მთავარი მიზანია მოსწავლეებს დაეხმაროს ბიზნეს კომუნიკაციისთვის საჭირო ტერმინოლოგიის წრაფად ათვისებაში, ინგლისურად საუბრის კომპლექსის მოხსნაში, ბარიერების გადალახვაში და ინგლისურად თავისუფლად ალაპარაკებაში.
ბიზნეს ინგლისურის ექსპრეს კურსს უძღვებიან მხოლოდ ინგლისურენოვანი (native speaker) მასწავლებლები ამერიკიდან, ბრიტანეთიდან და სამხრეთ აფრიკიდან. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სტუდენტებისთვის უფრო მარტივია ინგლისურ ენასთან დაკავშირებული კომპლექსების და ბარიერების მოხსნა უცხოელ მასწავლებელთან.
კორპორატიული შეთავაზების ფარგლებში ჩვენ გთავაზობთ:
- კურსის ადაპტაციას თქვენი კომპანიის საჭიროებების და საქმიანობის შესაბამისად
- თქვენი საქმიანობის სფეროსთვის დამახასიათებელი ტერმინოლოგიის და სპეციფიკის ინტეგრირებას კურსში
- ყოველთვიურად ინდივიდუალური პროგრესის რეპორტს და დასწრების აღრიცხვას მასწავლებლისგან
- ქართველი და უცხოელი მასწავლებლების დიდი გუნდიდან თქვენთვის ყველაზე მისაღების შერჩევას (მათ შორის საერთაშორისო CELTA დაTEFL სერტიფიკატების მქონე მასწავლებლებს)
- კურსის დაგეგმვას თქვენი სურვილის შესაბამისად: გაკვეთილების დრო, ხანგრძლივობა, შინაარსი, გასავითარებელი უნარები და ა. შ.
- გაკვეთილებს თქვენი ორგანიზაციის ოფისში ან ონლაინ
- გადახდის გრაფიკზე ინდივიდუალურ შეთანხმებას
- მაღალ მოქნილობას, სწავლების პროცესში თქვენთვის საჭირო ცვლილებების შეტანას: გაკვეთილების დრო, გადასამზადებელი თანამშრომლები, სასწავლო მატერიალები, მეთოდოლოგია, მასწავლებელი და ა. შ.
- ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს
- ინგლისურის დონის დასადგენ ტესტს სხვა ნებისმიერი თანამშრომლისთვის
- მონაწილეობის მიღებას ჩვენს არაფორმალურ აქტივობებში, რაც თქვენს თანამშრომლებს მისცემს შესაძლებლობას, გაიუმჯობესონ ინგლისური კურსს მიღმა, არაფორმალურ გარემოში.
ჩვენი სტანდარტული შეთავაზება შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ამ ბმულის საშუალებით:
რას ამბობენ ჩვენზე პარტნიორები
“მასწავლებლის დამოკიდებულება საქმისადმი სამაგალითოა. ის მოთმინებით და დიდი გულისხმიერებით ეკიდება თითოეული ჩვენგანის საჭიროებებს დაარავინ რჩება ყურადღების მიღმა”

“ძალიან გაგვიმართლა, რომ ვიპოვეთ ბექას სკოლა თავისი პროფესიონალი მასწავლებლებით და შესანიშნავი გუნდით, რომლებიც მუდამ მზად არიან პროდუქტული თანამშრომლობისათვის!”

“ბექას სკოლის პროფესიონალი პედაგოგები და ჩვენს საჭიროებაზე მორგებული კურსი დაგვეხმარა ჩვენი თანამშრომლების ინგლისურის გაუმჯობესებაში, საუბრისა და მოსმენის უნარების დახვეწაში, რაც განსაკუთრებით გვჭირდება ყოველდღიურ საქმიანობაში.”

“გაკვეთილები გამოირჩევა საინტერესო სასწავლო მასალებით და ჩვენი სფეროსთვის საჭირო სასაუბრო თემატიკით”

“სწავლის პროცესი ძალიან კომფორტულია და დატვირთულია ჩვენზე მორგებული და საინტერესო მასალებით, რაც ამარტივებს და სასიამოვნოს ხდის ინგლისური ენის შესწავლას.”

“რჩეულთა შორის რჩეული! გამოცდილი გუნდი, კრეატიული მიდგომა, თანამედროვე მეთოდები, ჩვენზე მორგებული გრაფიკი, გულისხმიერება, მხარდაჭერა და ემპათია – ბექას სკოლის ძირითადი მახასიათებლებია.”

“გამოცდილება, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ როგორი მნიშვნელოვანია პროფესიონალებთან ურთიერთობა, რომლებსაც ზუსტად შეუძლიათ დამკვეთის საჭიროების განსაზღვრა, აქვთ საკმარისი მოქნილობა და ეფექტურად გეგმავენ სასწავლო კურსს სასურველი შედეგების მისაღწევად.”

“ბექას სკოლის ონლაინ კურსების წყალობით დავეხმარეთ რეგიონში მცხოვრებ ჩვენი პროექტის მონაწილეებს ინგლისურის გაუმჯობესებაში, რამაც ხელი შეუწყო მათ კარიერულ წინსვლას.”

“ნამდვილად გაამართლა ბექას სკოლამ ჩვენი გუნდის მოლოდინი! ვსწავლობთ და თან ვმხიარულობთ, რაც გვაძლევს მოტივაციას და გვხდის მეტად პროდუქტიულს.”

ხშირად დასმული კითხვები
სად ტარდება გაკვეთილები?
ჩვენი პარტნიორების უმეტესობა ონლაინ გაკვეთილებს ანიჭებს უპირატესობას, თუმცა, ჩვენს მასწავლებლებს შეუძლიათ თქვენი კომპანიის ოფისში მოსვლაც (თუ ოფისი ქალაქის ცენტრიდან ძალიან შორს არ მდებარეობს).
როგორ ითვლება კორპორატიული სერვისის საფასური?
კორპორატიული სერვისის შემთხვევაში, საფასური ჩატარებული საათების მიხედვით ითვლება და არა ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით. შესაბამისად, კურსის შერჩევის შემდეგ შევძლებთ საფასურის განსაზღვრას. ხოლო, რაც მეტია ჯგუფში თანამშრომელთა რაოდენობა, მით ნაკლები უჯდება კომპანიას ერთ თანამშრომელზე ინვესტიცია.
ჯგუფში მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა 10 ადამიანია საათნახევრიანი გაკვეთილების პირობებში.
სადაური მასწავლებლები გყავთ?
გვყავს როგორც ქართველი, ისე უცხოელი (native speaker) მასწავლებლები. ქართველი მასწავლებლები “ბექას სკოლაში” მხოლოდ გრამატიკის და ლექსიკის ნაწილს ასწავლიან, ხოლო დანარჩენს – ინგლისურენოვანი მასწავლებლები. ჩვენი მასწავლებლები არიან ამერიკიდან, დიდი ბრიტანეთიდან და სამხრეთ აფრიკიდან (სადაც ინგლისური მშობლიური ენაა).
რა ნაბიჯებია გასავლელი სასწავლო პროცესის დასაწყებად?
-
პირველ რიგში, კომპანიის თანამშრომლებმა უნდა შეავსონ ჩვენი ინგლისურის ცოდნის დონის დასადგენი ონლაინ ტესტი (სადაც მიუთითებენ კომპანიის დასახელებას).
-
“ბექას სკოლის” წარმომადგენელი კომპანიას მიაწვდის დონეების მიხედვით დაჯგუფებულ თანამშრომელთა სიას, რის შემდეგაც, კონსულტაციის საფუძველზე, კომპანიის მიზნებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე, ჩამოვყალიბდებით თითოეული ჯგუფისთვის ყველაზე ოპტიმალურ კურსზე და საჭიროების შემთხვევაში, კურსის ადაპტაციაზე. რის შემდეგაც, კომპანიას უკვე კონკრეტული, მასზე მორგებული შეთავაზება და განფასება გადაეგზავნება.
- კომპანია გვაწვდის ინფორმაციას თითოეული ჯგუფისთვის მისაღები განრიგის შესახებ, რის საფუძველზეც სკოლა არჩევს შესაბამის მასწავლებელს.
- სასწავლო პროცესის დაწყების თარიღს და დასვენების პერიოდებს ირჩევს კომპანია თავისი საჭიროებებიდან და შინაგანაწესიდან გამომდინარე. ამის საფუძველზე, სკოლა თანამშრომლებს უგზავნის სრული კურსის გაკვეთილების განრიგს, სასწავლო პროცესის შესახებ დეტალური ინსტრუქციას და იწყება სწავლება.
სასწავლო მასალების ნიმუშები სად შეიძლება ვნახოთ?
თითოეული კურსის სასწავლო მასალების ნიმუშები შეგიძლიათ იხილოთ აქ:
დაგვიკავშირდით
- info@bekas.school
- 551 02 42 98 | 598 17 99 96
- info@bekas.school
- 551 02 42 98 | 598 17 99 96
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, ჩანიშნეთ საკონსულტაციო ონლაინ შეხვედრა ჩვენს მენეჯერთან.