ინგლისური ენის შესასწავლად სტიპენდიების გაცემა 2 წლის წინ დავიწყეთ და ამ დროის განმავლობაში 200-მდე ახალგაზრდას უფასოდ გადავეცით ინგლისური ენის კურსი ჩვენს სკოლაში.

“ბექას სკოლის” სტიპენდიანტების შერჩევის მთავარი კრიტერიუმებია:

  • ინგლისური ენის საჭიროება
  • მაღალი მოტივაცია

დაინტერესებულმა პირებმა შეგიძლიათ, პირდაპირ შეავსოთ ონლაინ სააპლიკაციო ფორმა: forms.gle/EXhGrQSUG6DpzUip7

ხოლო ორგანიზაციებმა, რომელთაც გსურთ თქვენი ბენეფიციარებისთვის ინგლისურის უფასოდ სწავლება, გთხოვთ, მოგვწეროთ: info@bekas.school

აპლიკაციის შევსებამდე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ:

  • პირველ რიგში, აუცილებლად შეავსოთ ჩვენი ინგლისურის დონის დასადგენი ონლაინ ტესტი: bekas.school/test
    ტესტზე რეგისტრაციისას, გთხოვთ, სახელის და გვარის გვერდით ფრჩხილებში მიუთითოთ “სტიპენდია”
  • იქიდან გამომდინარე, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ სრულწლოვნებს ვასწავლით, სამწუხაროდ, ვერ გავცემთ სტიპენდიას არასრულწლოვნებზე
  • სასურველი კურსის შესარჩევად, გთხოვთ იხილოთ ჩვენი კურსების აღწერილობები: bekas.school/courses/
  • ამ ეტაპზე, ონლაინ მხოლოდ ექსპრეს სასაუბრო და ბიზნეს სასაუბრო ინგლისურის კურსებს ვასწავლით. მათ გასავლელად კი, აუცილებელია ინგლისურის მინიმუმ A2 დონეზე ცოდნა

განაცხადის შერჩევის შემთხვევაში, ჩვენ თავად დავუკავშირდებით აპლიკანტს მითითებულ ნომერზე.

იმ შემთხვევაში, თუ აპლიკაცია მოგვეწონა, მაგრამ ამ ეტაპზე არ გვაქვს შესაფერის კურსზე ადგილი, მონაცემები ინახება ბაზაში და შესაძლოა, მომავალში დავუკავშირდეთ აპლიკანტს.