ინგლისურის ცოდნის დონეები
- მთავარი
- /
- ჩვენ შესახებ
- /
- ინგლისურის ცოდნის დონეები
როგორ განისაზღვრება ინგლისურის ცოდნის დონე
სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები ან გამომცემლობები, რომელიც გამოსცემენ ინგლისურის სახელმძღვანელოებს, შეიძლება ოდნავ განსხვავებულად აღნიშნავდნენ ინგლისურის ცოდნის დონეებს. თუმცა, ზოგადად, A ნიშნავს დამწყებ დონეს, B – საშუალო დონეს, ხოლო C – მაღალ დონეს.
“ბექას სკოლა” კემბრიჯის და ოქსფორდის მიერ დამკვიდრებულ საერთაშორისო სისტემას მიჰყვება, რომელთა წამყვან სახელმძღვანელოებშიც გამოიყოფა შემდეგი დონეები: Beginner, Elementary, Pre-Intermediate, Intermediate, Upper-Intermediate და Advanced.
დროთა განმავლობაში, ეს სისტემა გადაეწყო საერთო ევროპულ სისტემაზე – CEFR (Common European Framework of Reference for Languages). ეს სისტემა მოიცავს A1, A2, B1, B2, C1 და C2 დონეებს. კემბრიჯი თავის ახალ სახელმძღვანელოებში ასევე გამოყოფს B1+ დონეს, რადგან საშუალო (B) დონე მოცულობით ყველაზე ფართოა და საჭიროებს სამ ქვე-დონეს.
რას ნიშნავს თითოეული დონე
A1 — Beginner
- ამ დონის დაფარვის შემდეგ მოსწავლეს შეუძლია მარტივი წინადადებების გაგება და გამოყენება ყოველდღიურ სიტუაციებში. მას შეუძლია საკუთარი თავის წარდგენა და სხვებისთვის მარტივი კითხვების დასმა. ამ დონეზე ადამიანი ფლობს ელემენტარულ ლექსიკას, რომელიც საკმარისია ძირითადი საჭიროებების გამოსახატავად. მას შეუძლია დაამყაროს მარტივი კომუნიკაცია, თუ თანამოსაუბრე ლაპარაკობს ნელა და გასაგებად და მზად არის დაეხმაროს.
- ამ დონეზე მყოფ მოსწავლეებს “ბექას სკოლაში” ვთავაზობთ ზოგადი ინგლისურის კურსს დამწყებთათვის, რომელსაც ქართველი მასწავლებელი უძღვება და სრული დონე სამ თვეში იფარება.
A2 — Elementary
- ამ დონის დაფარვის შემდეგ მოსწავლეს შეუძლია მარტივი დიალოგების წარმართვა ყოველდღიურ თემებზე და იგებს ხშირად გამოყენებულ გამოთქმებს. ამ დონეზე ადამიანს შეუძლია მოკლე წერილების დაწერა და საბაზისო გრამატიკული სტრუქტურების გამოყენება. შემსწავლელი უკვე ახერხებს მარტივი ინფორმაციის გაცვლას ნაცნობ თემებზე და შეუძლია აღწეროს თავისი გარემო, ოჯახი და ყოველდღიური საქმიანობა.
- ამ დონეზე მყოფ მოსწავლეებს “ბექას სკოლაში” ვთავაზობთ ზოგადი ინგლისურის კურსს დამწყებთათვის, რომელსაც ქართველი მასწავლებელი უძღვება და სრული დონე სამ თვეში იფარება.
B1 — Pre-Intermediate
- ამ დონის დაფარვის შემდეგ მოსწავლეს შეუძლია გასაგებად გამოხატოს აზრები ნაცნობ თემებზე და გამოიტანოს მთავარი აზრი ტექსტებიდან, რომლებიც შეეხება მარტივ ან ნაცნობ თემებს. მას შეუძლია თავი გაართვას მოგზაურობასთან დაკავშირებულ მარტივ სიტუაციებს, როგორებიცაა, მაგალითად, მიმართულებების კითხვა ან საჭმლის შეკვეთა. B1 დონის მფლობელს შეუძლია მოკლე მარტივი, თანმიმდევრული ტექსტები პირად ინტერესებსა და გამოცდილებებზე.
- ამ დონეზე მყოფ მოსწავლეებს “ბექას სკოლაში” რამდენიმე კურსს ვთავაზობთ. თუ მოსწავლეს სურს გრამატიკის და ლექსიკის ცოდნის გაუმჯობესება, პრაქტიკული უნარების განვითარება და შემდეგ სასწავლო დონეზე გადასვლა, მაშინ მან ზოგადი ინგლისურის კურსი უნდა გაიაროს, რომელსაც ქართველი და უცხოელი მასწავლებლები უძღვებიან და სრული დონე ორ სამთვიან კურსში იფარება. თუ მოსწავლეს უჭირს საუბარი თავისი ცოდნის დონის შესაბამისად და უნდა, რომ განივითაროს საუბრის და მოსმენის უნარები, მაშინ მას შეუძლია აირჩიოს სასაუბრო კურსი ან ექსპრეს სასაუბრო კურსი. ამ კურსებს მხოლოდ უცხოელი (native speaker) მასწავლებლები ასწავლიან და გაკვეთილები სრულად ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს.
B1+ — Intermediate
- ამ დონის დაფარვის შემდეგ მოსწავლეს შეუძლია აზრი გამოიტანოს საუბრებიდან და ტექსტებიდან როგორც ყოფით თემებზე, ისე გარკვეულ აბსტრაქტულ საკითხებზე. მას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს დისკუსიებში მიმდინარე მოვლენების, აქტუალური საკითხების, გეგმების, ჰობის ან ინტერესების შესახებ. B1+ დონის მფლობელს შეუძლია საკმაოდ დაწვრილებით გადმოსცეს გამოცდილებები, შთაბეჭდილებები და შეხედულებები, როგორც წერილობითი, ისე ზეპირი კომუნიკაციისას.
- ამ დონეზე მყოფ მოსწავლეებს “ბექას სკოლაში” რამდენიმე კურსს ვთავაზობთ. თუ მოსწავლეს სურს გრამატიკის და ლექსიკის ცოდნის გაუმჯობესება, პრაქტიკული უნარების განვითარება და შემდეგ სასწავლო დონეზე გადასვლა, მაშინ მან ზოგადი ინგლისურის კურსი უნდა გაიაროს, რომელსაც ქართველი და უცხოელი მასწავლებლები უძღვებიან და სრული დონე ორ სამთვიან კურსში იფარება. თუ მოსწავლეს უჭირს საუბარი თავისი ცოდნის დონის შესაბამისად და უნდა, რომ განივითაროს საუბრის და მოსმენის უნარები, მაშინ მას შეუძლია აირჩიოს სასაუბრო კურსი ან ექსპრეს სასაუბრო კურსი. ამ კურსებს მხოლოდ უცხოელი (native speaker) მასწავლებლები ასწავლიან და გაკვეთილები სრულად ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს.
B2 — Upper-Intermediate
- ამ დონის დაფარვის შემდეგ მოსწავლეს შეუძლია გამოიტანოს აზრი რთული ტექსტებიდან სხვადასხვა თემებზე, მათ შორის ტექნიკურ საკითხებზე. შეუძლია ბუნებრივად და დიდი ძალისხმევის გარეშე ილაპარაკოს ინგლისურენოვან ადამიანებთან. ამ დონის მფლობელს შეუძლია დეტალური ტექსტების დაწერა სხვადასხვა თემაზე და რთული გრამატიკული კონსტრუქციების გამოყენება. B2 დონეზე შემსწავლელი უკვე ახერხებს საკუთარი პოზიციის დასაბუთებას, არგუმენტების მოყვანას და დისკუსიაში აქტიურ მონაწილეობას.
- B2 დონის დაფარვის შემდეგ ადამიანს შეუძლია ჩააბაროს კემბრიჯის საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდა B2 First (იგივე FCE). ამ დონეს შეესაბამება 72-94 ქულა TOEFL გამოცდაზე და 5.5-6.5 ქულა IELTS გამოცდაზე.
- ამ დონეზე მყოფ მოსწავლეებს “ბექას სკოლაში” რამდენიმე კურსს ვთავაზობთ. თუ მოსწავლეს სურს გრამატიკის და ლექსიკის ცოდნის გაუმჯობესება, პრაქტიკული უნარების განვითარება და შემდეგ სასწავლო დონეზე გადასვლა, მაშინ მან ზოგადი ინგლისურის კურსი უნდა გაიაროს, რომელსაც ქართველი და უცხოელი მასწავლებლები უძღვებიან და სრული დონე ორ სამთვიან კურსში იფარება. თუ მოსწავლეს უჭირს საუბარი თავისი ცოდნის დონის შესაბამისად და უნდა, რომ განივითაროს საუბრის და მოსმენის უნარები, მაშინ მას შეუძლია აირჩიოს სასაუბრო, ექსპრეს სასაუბრო ან ბიზნეს სასაუბრო კურსები. ამ კურსებს მხოლოდ უცხოელი (native speaker) მასწავლებლები ასწავლიან და გაკვეთილები სრულად ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს.
C1 — Advanced
- C1 დონის დაფარვის შემდეგ ადამიანს შეუძლია გაიგოს გრძელი და რთული ტექსტები ნებისმიერ თემაზე. შეუძლია აღიქვას ნიუანსები, გადატანითი მნიშვნელობები, სარკაზმი და იუმორი. შეუძლია ენის მოქნილად და ეფექტურად გამოყენება როგორც სოციალურ, ისე აკადემიურ და პროფესიულ კონტექსტში. ამ დონეზე შემსწავლელს შეუძლია აკადემიური და პროფესიული ტექსტების შექმნა, რთული იდეების გამოხატვა და მდიდარი ლექსიკისა და იდიომების გამოყენება.
- C1 დონის დაფარვის შემდეგ ადამიანს შეუძლია ჩააბაროს კემბრიჯის საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდა C1 Advanced (იგივე CAE). ამ დონეს შეესაბამება 95-113 ქულა TOEFL გამოცდაზე და 7.0-8.0 ქულა IELTS გამოცდაზე.
- ამ დონეზე მყოფ მოსწავლეებს “ბექას სკოლაში” რამდენიმე კურსს ვთავაზობთ. თუ მოსწავლეს სურს გრამატიკის და ლექსიკის ცოდნის გაუმჯობესება, პრაქტიკული უნარების განვითარება და შემდეგ სასწავლო დონეზე გადასვლა, მაშინ მან ზოგადი ინგლისურის კურსი უნდა გაიაროს, რომელსაც ქართველი და უცხოელი მასწავლებლები უძღვებიან და სრული დონე ორ სამთვიან კურსში იფარება. თუ მოსწავლეს უჭირს საუბარი თავისი ცოდნის დონის შესაბამისად და უნდა, რომ განივითაროს საუბრის და მოსმენის უნარები, მაშინ მას შეუძლია აირჩიოს სასაუბრო, ექსპრეს სასაუბრო ან ბიზნეს სასაუბრო კურსები. ამ კურსებს მხოლოდ უცხოელი (native speaker) მასწავლებლები ასწავლიან და გაკვეთილები სრულად ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს.
C2 — Proficiency
- C2 დონე წარმოადგენს ენის ფლობის უმაღლეს საფეხურს. ამ დონის მქონე პირს შეუძლია გაიგოს თითქმის ყველაფერი, რასაც ისმენს ან კითხულობს, მათ შორის, სრულიად უცხო ან ძალიან კომპლექსური თემების შესახებ. შეუძლია გააერთიანოს და შეაჯამოს ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან და მკაფიოდ ჩამოაყალიბოს დასკვნები. C2 დონის მფლობელს შეუძლია აზრების ძალიან ზუსტად და მოქნილად გამოხატვა და ენის გამოყენება თითქმის მშობლიური ენის დონეზე. მას შეუძლია ნიუანსების გაგება და გადმოცემა რთულ სიტუაციებშიც კი.
- C2 დონის დაფარვის შემდეგ ადამიანს შეუძლია ჩააბაროს კემბრიჯის საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდა C2 Proficiency (იგივე CPE). ამ დონეს შეესაბამება 114-120 ქულა TOEFL გამოცდაზე და 8.5-9.0 ქულა IELTS გამოცდაზე.
- ამ დონეზე “ბექას სკოლაში” კურსები არ გვაქვს. ეს დონე გულისხმობს ინგლისურის პროფესიონალურ ცოდნას, როცა ადამიანს უკვე თავად შეუძლია განივითაროს ენა ნებისმიერი მიმართულებით, მასწავლებლის დახმარების გარეშე.
“ბექას სკოლის” ტესტი და გასაუბრება
“ბექას სკოლაში” ენის დონის დასადგენად გამოიყენება ორეტაპიანი შეფასების სისტემა.
პირველი ეტაპი არის ონლაინ ტესტირება, რომელიც ადგენს, რომელი დონის გასავლელად არის ადამიანი მზად. ტესტი მოიცავს გრამატიკულ და ლექსიკურ სავარჯიშოებს და დავალებებს წაკითხულის გააზრების და მოსმენის უნარების შესამოწმებლად. ტესტი შედგება 70 კითხვისგან და მის გასაკეთებლად საჭიროა დაახლოებით 40 წუთი.
“ბექას სკოლის” ონლაინ ტესტი სრულიად უფასოა და მისი გაკეთება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
მეორე ეტაპი არის ონლაინ გასაუბრება ქართველ და უცხოელ მასწავლებლებთან, რომელიც გრძელდება დაახლოებით 15-20 წუთი. გასაუბრების დროს მოწმდება სტუდენტის საუბრის, მოსმენისა და გაგების უნარები. გასაუბრების შედეგად ხდება სტუდენტის საბოლოო დონის დადგენა. გასაუბრებას გადიან მხოლოდ ის მოსწავლეები, რომლებიც კონკრეტულ კურსზე არიან ჩარიცხული.
საერთაშორისო გამოცდები და სერტიფიკატები
საერთაშორისო ინგლისური ენის გამოცდები წარმოადგენს ენის ცოდნის დადასტურების სტანდარტიზებულ საშუალებას. ეს გამოცდები აღიარებულია მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების, დამსაქმებლებისა და ორგანიზაციების მიერ. ქვემოთ მოცემულია ყველაზე პოპულარული და აღიარებული სასერტიფიკატო გამოცდები.
კემბრიჯის ინგლისური ენის გამოცდები წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე აღიარებულ საერთაშორისო სერტიფიკატებს. მათ შორის ყველაზე პოპულარულია B2 First (FCE), C1 Advanced (CAE) და C2 Proficiency (CPE). თითოეული გამოცდა შედგება ოთხი ძირითადი ნაწილისგან: კითხვა და გამოყენებითი ინგლისური (Reading and Use of English), წერა (Writing), მოსმენა (Listening) და საუბარი (Speaking). კემბრიჯის სერტიფიკატები გამოირჩევა იმით, რომ უვადოა და აღიარებულია მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებისა და დამსაქმებლების მიერ.
IELTS არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საერთაშორისო გამოცდა, რომელიც არსებობს ორი ფორმატით: აკადემიური და ზოგადი. აკადემიური IELTS განკუთვნილია მათთვის, ვინც გეგმავს სწავლის გაგრძელებას ინგლისურენოვან უნივერსიტეტებში, ხოლო ზოგადი IELTS გამოიყენება იმიგრაციისა და სამუშაო მიზნებისთვის. გამოცდა მოიცავს ოთხ ნაწილს: მოსმენა (Listening), კითხვა (Reading), წერა (Writing) და საუბარი (Speaking). IELTS-ის შეფასება ხდება 9-ბალიანი სისტემით, სადაც 9 არის უმაღლესი შეფასება. სერტიფიკატი მოქმედია 2 წლის განმავლობაში.
TOEFL არის ამერიკული გამოცდა, რომელიც განსაკუთრებით პოპულარულია ჩრდილოეთ ამერიკის უნივერსიტეტებში. გამოცდა რამდენიმე სხვადასხვა ფორმატით ტარდება, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია ინტერნეტზე დაფუძნებული ფორმატი (TOEFL iBT). ტესტი მოიცავს ოთხ სექციას: კითხვა (Reading), მოსმენა (Listening), საუბარი (Speaking) და წერა (Writing). თითოეული სექცია ფასდება 0-30 ქულით, ჯამური მაქსიმალური ქულაა 120. სერტიფიკატი ძალაშია 2 წლის განმავლობაში.
“ბექას სკოლის” კურსები
ჩვენს მრავალფეროვან სასწავლო პროგრამებში აუცილებლად იპოვი ისეთს, რომელიც შენს საჭიროებებსა და მიზნებზეა მორგებული.
რეგისტრაცია და ტესტი
დარეგისტრირდი სასურველ კურსზე ან პირდაპირ გაიარე ცოდნის დონის დასადგენი ტესტი და ჩვენ უახლოეს დღეებში დაგიკავშირდებით.