ბექას ბლოგი
- მთავარი
- /
- ბლოგი
ბექას ბლოგი
- მთავარი
- /
- რესურსები
- /
- ბლოგი
ბექას ბლოგი
- მთავარი
- /
- რესურსები
- /
- ბლოგი
- სასწავლო რესურსები, სწავლის მეთოდები
- A1, A2
ინგლისური ენის ცოდნა დღევანდელ გლობალიზებულ სამყაროში აუცილებელ უნარად იქცა. ეს არის საერთაშორისო კომუნიკაციის, განათლების, კარიერული განვითარების და ინფორმაციაზე წვდომის გასაღები. ინგლისური მყარად იკავებს პირველ პოზიციას გლობალურ ენებში და ამაზე ციფრებიც მეტყველებს: ინგლისურად საუბრობს 1.35 მილიარდი ადამიანი, რაც მთელი მსოფლიოს მოსახლეობის 17%-ია. გარდა ამისა, ინგლისური არის ენა, რომელსაც ყველაზე მეტი ადამიანი ...
- 7 წუთი
- სწავლის მეთოდები
- A1, A2, B1
ალბათ ხშირად გსმენია ფრაზა: “ბავშვობაში უნდა მესწავლა, ახლა რაღა დროს ჩემი ინგლისურია, ტვინი ვეღარ ითვისებს”. ეს მავნე მოსაზრება იმდენად ღრმად არის გამჯდარი საზოგადოებაში, რომ უამრავ ადამიანს აკარგვინებს საკუთარი კარიერული თუ პიროვნული განვითარების შანსს. ბავშვებს ენის ათვისებისას გარკვეული ბიოლოგიური უპირატესობები ნამდვილად აქვთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უფროსებს ენის სწავლა არ ...
- 4 წუთი
- სწავლის მეთოდები
- A1, A2, B1, B1+, B2, C1, C2
დღესდღეობით, უცხო ენის შესწავლის მსურველთა შორის ფართოდ არის გავრცელებული მოსაზრება, რომ ინდივიდუალური გაკვეთილები დასახული მიზნის მიღწევის ყველაზე სწრაფი და ეფექტური გზაა. ლოგიკა ერთი შეხედვით მარტივია: მთელი ყურადღება შენზეა მომართული, მასწავლებელი მხოლოდ შენს შეცდომებს ასწორებს და ტემპიც შენს საჭიროებებზეა მორგებული. თუმცა, თანამედროვე ლინგვისტიკა, ნეიროფსიქოლოგია და სოციალური მეცნიერებები სრულიად საპირისპირო მოცემულობაზე მიგვითითებენ. ...
- 4 წუთი
- სასაუბრო ინგლისური, სწავლის მეთოდები
- B1, B1+, B2, C1
ხშირად ხდება ისე, რომ ინგლისური გესმის, მაგრამ როცა საქმე საუბარზე მიდგება, ყველა სიტყვა გავიწყდება და ჩერდები. საუბრის ბარიერს ყველაზე ხშირად პრაქტიკის ნაკლებობითაა გამოწვეული. ამის ობიექტური მიზეზიც შეიძლება გქონდეს. მართლაც, თუ გარშემო არ გყავს ინგლისურენოვანი ადამიანები, ვისთან უნდა გქონდეს პრაქტიკა? ქუჩაში ხომ არ მივარდები ამერიკელებს და ხომ არ დაუწყებ ინგლისურად საუბარს? ...
- 5 წუთი
- სწავლის მეთოდები
- A1, A2, B1, B1+, B2, C1, C2
გქონია ისეთი მომენტი, როცა რაღაცის თქმა გინდოდა ინგლისურად, მაგრამ გაჩერდი, რადგან შეგეშინდა, რომ შეცდომას დაუშვებდი? ენის სწავლის პროცესში ხშირად გვეშინია შეცდომების დაშვების და გვგონია, რომ შეცდომებით ლაპარაკს სჯობს, რომ საერთოდ არ ვილაპარაკოთ. სინამდვილეში ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, რაც ახალი ენის შესწავლისას შეიძლება დავუშვათ. ამას ნეირომეცნიერება, ფსიქოლოგია და ენათმეცნიერება ერთხმად ...
- 9 წუთი
- ინფოგრაფიკი
- A1, A2, B1, B1+, B2, C1, C2
გაინტერესებთ, როდის და როგორ აღნიშნავენ ამერიკელები მადლიერების დღეს ან რას ნიშნავს Juneteenth? ამერიკის შეერთებული შტატები კულტურული მრავალფეროვნებით გამორჩეული ქვეყანაა, რაც მის კალენდარზეც ნათლად აისახება. ეს ინფოგრაფიკი წარმოგიდგენს ამერიკის უმნიშვნელოვანეს დღესასწაულებსა და ღირსშესანიშნავ თარიღებს – დაწყებული ისტორიული ფედერალური უქმეებიდან, დამთავრებული კულტურული და სოციალური მნიშვნელობის მქონე თვეებით. გაეცანი დღესასწაულებს, რომლებიც ამერიკულ საზოგადოებას ...
- 5 წუთი
- გრამატიკა, ლექსიკა, სასწავლო რესურსები
- A1, A2, B1, B1+, B2, C1, C2
ინგლისურის სწავლა დღეს ყველასთვის ხელმისაწვდომია მობილური აპლიკაციების, ხელოვნური ინტელექტის და Youtube ან Tiktok ვიდეო გაკვეთილების საშუალებით. თუმცა, ამ ციფრულ ხმაურში რთულია პროგრესის დანახვა, რადგან ამ მეთოდებით სწავლას აკლია სისტემურობა და თანმიმდევრულობა. სწორედ ამიტომ, თვითმასწავლებელი წიგნები კვლავ შეუცვლელ რესურსად რჩება. ისინი გვთავაზობენ მკაფიოდ სტრუქტურირებულ გზას, რაც საშუალებას გვაძლევს, ენა საფუძვლიანად, ყოველგვარი ...
- 10 წუთი
- სწავლის მეთოდები
- B1, B1+, B2, C1
ენის შესწავლის საწყის ეტაპზე ბუნებრივია, რომ ჩვენს მშობლიურ ენას ვიყენებთ “ხარაჩოდ”. როდესაც რაიმეს თქმა გვინდა, ჯერ ქართულად ვაყალიბებთ აზრს, შემდეგ გონებაში ვთარგმნით მას და ბოლოს წარმოვთქვამთ. თუმცა, ეს პროცესი დიდ ენერგიას მოითხოვს, იწვევს პაუზებს საუბარში და ხშირად გრამატიკულ შეცდომებამდე მივყავართ, რადგან ქართული და ინგლისური ენების სტრუქტურა ერთმანეთისგან განსხვავდება. რეალური პროგრესი ...
- 5 წუთი
- სწავლის მეთოდები
- A1, A2, B1, B1+, B2
ენის შესწავლა ბევრისთვის წლობით გაწელილ, დამღლელ პროცესთან ასოცირდება. ხშირად ამის მიზეზი არა მონდომების ნაკლებობა, არამედ ის ფესვგადგმული მითებია, რომლებიც არასწორ მოლოდინებს გვიჩენს და არასწორ მეთოდებში დროს და ფულს გვახარჯვინებს. ამ ბლოგში გთავაზობთ იმ გავრცელებული მცდარი წარმოდგენების ანალიზს, რომლებიც ენის სწავლაში ხელს გვიშლის. რას ნახავ ამ ბლოგში მითი 1: “ინგლისურის ...
- 3 წუთი
- სასაუბრო ინგლისური, სწავლის მეთოდები
- B1, B1+, B2
აუცილებლად გეყოლება ვინმე ნაცნობი (ან შეიძლება თავად ხარ ასეთი), ვინც სკოლის ასაკიდან სწავლობს ინგლისურს, იცის რთული გრამატიკული კონსტრუქციები, თავისუფლად კითხულობს ტექსტებს, თუმცა, როგორც კი საქმე უცხოელთან გამოლაპარაკებაზე ან სამსახურებრივ პრეზენტაციაზე მიდგება, “ენა ებმება”. რატომ ხდება, რომ წლობით დახარჯული ენერგია რეალურ კომუნიკაციაში არ აისახება? რას ნახავ ამ ბლოგში შეცდომის დაშვების ...
- 2 წუთი
- სასწავლო რესურსები
- A1, A2, B1, B1+, B2, C1, C2
ენის სწავლა ხშირად ასოცირდება მოსაწყენ სახელმძღვანელოებთან, გრამატიკულ სავარჯიშოებთან და სიტყვების დაზეპირებასთან. თუმცა, თანამედროვე სამყაროში არსებობს მეთოდები, რომელთა საშუალებითაც ენის სწავლა შეიძლება ვაქციოთ საინტერესო და სახალისო პროცესად. ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ასეთი მეთოდი არის ფილმებისა და სერიალების ყურება ინგლისურად. რას ნახავ ამ ბლოგში რატომ არის ფილმები საუკეთესო “მასწავლებელი”? ფილმების საშუალებით ინგლისურის სწავლა ...
- 14 წუთი
- სასაუბრო ინგლისური, სასწავლო რესურსები
- B1, B1+, B2, C1, C2
დღევანდელ მსოფლიოში ენის სწავლა მხოლოდ სახელმძღვანელოებითა და გრამატიკული სავარჯიშოებით აღარ შემოიფარგლება. ტექნოლოგიების განვითარებამ მოგვცა საშუალება, ჯიბეში გყავდეს პერსონალური რეპეტიტორი, რომელიც არასოდეს იღლება და ყოველთვის მზად არის შენთან სასაუბროდ. სწორედ ასეთია Talkpal – ხელოვნურ ინტელექტზე (AI) დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც ენის სწავლის პროცესს ინტერაქტიულ და საინტერესო თავგადასავლად აქცევს. რას ნახავ ამ ბლოგში ...
- 4 წუთი
- გრამატიკა, ლექსიკა
- B1+, B2, C1, C2
ხშირად გვგონია, რომ გრამატიკული წესების დარღვევა მხოლოდ დამწყებებს ეპატიებათ. თუმცა, ისტორია და პოპ-კულტურა სავსეა ისეთი მომენტებით, როცა მსოფლიო დონის ვარსკვლავებმა, პრეზიდენტებმა და გენიოსმა მწერლებმაც კი უხეში შეცდომები დაუშვეს. ზოგჯერ ეს შემთხვევითობა იყო, ზოგჯერ კი – შეგნებული არჩევანი ეფექტის გასაძლიერებლად. თუ ინგლისური ენის შესწავლისას ხშირად ნერვიულობ არტიკლებზე, დროებსა თუ არაწესიერ ზმნებზე, ...
- 11 წუთი
- ლექსიკა, სასწავლო რესურსები
- A1, A2, B1, B1+, B2, C1, C2
ინგლისურის სწავლა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზანია დღეს. ცხოვრების რაღაც ეტაპზე ყველა ხვდება, რომ ინგლისური სჭირდება – სამსახურისთვის, სწავლისთვის, მოგზაურობისთვის ან უბრალოდ იმიტომ, რომ ინტერნეტის დიდი ნაწილი ინგლისურადაა. მაგრამ როცა სწავლას იწყებ, სწრაფადვე ჩნდება კითხვა: რომელი მეთოდი მუშაობს რეალურად? სიმართლე ისაა, რომ ერთი იდეალური ჯადოსნური მეთოდი არ არსებობს. სხვადასხვა მეთოდი სხვადასხვა ...
- 7 წუთი
- ლექსიკა
- A2, B1, B1+, B2
ინგლისურის სწავლისას ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა წინდებულებია. პრობლემა ის არის, რომ ქართულ ფრაზებში ხშირად სხვა წინდებულებია გამოყენებული და შესაბამის ინგლისურ ფრაზებში – სხვა წინდებულები. ამიტომ ამ ფრაზებში ხშირად ვუშვებთ შეცდომას, რადგან ქართულ ფრაზებს სიტყვასიტყვით ვთარგმნით. აი, 15 ყველაზე გავრცელებული შეცდომა და მათი სწორი ფორმები. 1. in a good mood (და ...
- 3 წუთი
- სასწავლო რესურსები
- A1, A2, B1, B1+, B2, C1, C2
თანამედროვე სამყაროში ხელოვნური ინტელექტი (AI) აღარ არის მომავლის ტექნოლოგია – ის უკვე ჩვენი ყოველდღიურობის, სამუშაოსა და განათლების განუყოფელი ნაწილია. თუმცა, ინგლისურის შემსწავლელებისთვის ის გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ტექსტის დამწერი ან სწრაფი მთარგმნელი. AI შეიძლება იყოს შენი პერსონალური ტუტორი, რომელიც ხელმისაწვდომია 24/7-ზე, არასდროს იღლება ახსნით და შეცდომების გასწორებით, არ ღიზიანდება ერთი ...
- 14 წუთი
