ინგლისური ენის შესწავლა ერთდროულად შეიძლება იყოს როგორც გამოწვევა, ასევე სახალისო პროცესი. ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო და ეფექტური მეთოდი ენის უკეთ დასაუფლებლად, რომელიც სწავლის პროცესს უფრო მარტივსა და სახალისოს ხდის, ფილმების ყურებაა. ფილმები არა მხოლოდ გვაძლევს ბუნებრივი ენის გამოყენების მაგალითებს, არამედ გვაცნობს კულტურულ ასპექტებს და გვაჩვენებს, როგორ გამოიყენება ინგლისური სხვადასხვა სიტუაციაში.
ამ ბლოგში ინგლისური ენის ცენტრი “ბექას სკოლა” ვრცლად ისაუბრებს იმ უპირატესობებზე, რასაც ინგლისურ ენაზე ფილმების ყურება გვაძლევს. ასევე, გავაზიარებთ რჩევებს, თუ რა მეთოდები უნდა გამოიყენო მაქსიმალური შედეგის მისაღებად და თითოეული დონისთვის შესაბამის ფილმებსაც ჩამოვწერთ.