რატომ ვსწავლობთ ინგლისურს წლობით და მაინც ვერ ვლაპარაკობთ

აუცილებლად გეყოლება ვინმე ნაცნობი (ან შეიძლება თავად ხარ ასეთი), ვინც სკოლის ასაკიდან სწავლობს ინგლისურს, იცის რთული გრამატიკული კონსტრუქციები, თავისუფლად კითხულობს ტექსტებს, თუმცა, როგორც კი საქმე უცხოელთან გამოლაპარაკებაზე ან სამსახურებრივ პრეზენტაციაზე მიდგება, “ენა ებმება”. რატომ ხდება, რომ წლობით დახარჯული ენერგია რეალურ კომუნიკაციაში არ აისახება?

რას ნახავ ამ ბლოგში

შეცდომის დაშვების შიში და “სკოლის ტრავმა”

ბევრი ჩვენგანისთვის ენის სწავლა ასოცირდება წითელ კალამთან და მასწავლებლის მკაცრ მზერასთან ყოველი დაშვებული შეცდომის დროს. ეს ქვეცნობიერი შიში ზრდასრულ ასაკშიც მოგვყვება. იმდენად ვართ კონცენტრირებული იმაზე, რომ წინადადება უშეცდომოდ ავაწყოთ, რომ კომუნიკაციის მთავარი მიზანი – აზრის გადმოცემა – გვავიწყდება. შედეგად, ხშირად გვირჩევნია საერთოდ არაფერი ვთვათ, ვიდრე უცოდინარი გამოვჩნდეთ.

გრამატიკაზე ზედმეტი ფოკუსი

ტრადიციული სწავლების მეთოდი ხშირად გრამატიკული წესების მექანიკურ დაზეპირებას ეფუძნება. თუმცა, რეალური საუბარი არ ხდება მათემატიკური ფორმულებით. როდესაც ზედმეტად ბევრს ფიქრობ იმაზე, გამოიყენო თუ არა Present Perfect, ტვინი ერთგვარ “თვითცენზურის” რეჟიმში გადადის, რაც კომუნიკაციის ბუნებრივ დინებას აფერხებს. ნაცვლად იმისა, რომ ყურადღება აზრის გაზიარებასა და თანამოსაუბრესთან ემოციურ კავშირზე გადავიტანოთ, ჩვენი ტვინი მუდმივად დაკავებულია წინადადებების აგებითა და შეცდომების ძებნით.

ენობრივი გარემოს ნაკლებობა

ხშირად ინგლისურს ვსწავლობთ იზოლირებულად, სახელმძღვანელოებში მოცემული ხელოვნური დიალოგებით, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში იშვიათად გამოიყენება. თუ სტუდენტს არ აქვს შეხება ცოცხალ, თანამედროვე ენასთან და native speaker-ებთან, მას უჭირს იმ ჟარგონების, იდიომებისა და ინტონაციების გაგება, რაც ყოველდღიური კომუნიკაციის ნახევარზე მეტს შეადგენს.

ქართულ ენაზე ფიქრი და “თარგმნის ჩვევა”

კიდევ ერთი მიზეზი არის ტვინის მიდრეკილება, ჯერ ქართულად ჩამოაყალიბოს აზრი და შემდეგ გადათარგმნოს იგი ინგლისურად. ეს პროცესი დროს მოითხოვს, რაც საუბარს წყვეტილს და დამღლელს ხდის. ლაპარაკის ბარიერი არ მოიხსნება, სანამ ადამიანი არ დაიწყებს ინგლისურად ფიქრს, რაც მხოლოდ ინტენსიური სმენითი და სასაუბრო პრაქტიკით მიიღწევა.

როგორ პასუხობს ამ გამოწვევებს “ბექას სკოლა”?

ჩვენი მიდგომა სწორედ იმ ფსიქოლოგიური და პრაქტიკული ბარიერების მოხსნაზეა ორიენტირებული, რომლებიც ზემოთ მიმოვიხილეთ:

სარჩევი

“ბექას სკოლის” კურსები

ისწავლე ინგლისური ყველაზე კომფორტულ და მეგობრულ გარემოში საუკეთესო ქართველ და უცხოელ მასწავლებლებთან!

ჩვენს მრავალფეროვან სასწავლო პროგრამებში აუცილებლად იპოვი ისეთს, რომელიც შენს საჭიროებებსა და მიზნებზეა მორგებული.

მსგავსი პოსტები