Zigzag საზაფხულო ბანაკი
- მთავარი
- /
- ბანაკი
Zigzag საზაფხულო ბანაკი
- მთავარი
- /
- ბანაკი
Zigzag საზაფხულო ბანაკი
- მთავარი
- /
- ბანაკი
“ბექას სკოლაში” სწავლა ყოველთვის თავგადასავალია. ამ ზაფხულს კი გადავწყვიტეთ, ეს გამოცდილება საკლასო ოთახებიდან ბუნებაში გადავიტანოთ. ZigZag არის საერთაშორისო სტანდარტის ინგლისურენოვანი ბანაკი 9-16 წლის მოზარდებისთვის, სადაც დასვენება და პიროვნული განვითარება ერთმანეთს ერწყმის.
ჩვენი გუნდის 15-წლიანი საერთაშორისო გამოცდილება (არასამთავრობო ორგანიზაციიდან “International Center for Peace and Integration”) და “ბექას სკოლის” აპრობირებული მეთოდოლოგია ერთ სივრცეში გავაერთიანეთ. შედეგად, შევქმენით გარემო, სადაც ინგლისური ენა ცოცხალი კომუნიკაციის ერთადერთი ინსტრუმენტია.
თითოეულ ნაკადზე მოწვეული გვეყოლება სპეციალური სტუმარი მონაწილეებთან შესახვედრად:
დათო ტურაშვილი
მწერალი
ნაკადი: 26 ივლისი – 1 აგვისტო, მანგლისი
ალექსანდრე ლორთქიფანიძე
ავტორი და ტელეწამყვანი
ნაკადი: 1-7 სექტემბერი, ცემი
რატომ ZigZag?
აქ არ ვსხედვართ მაგიდებთან, აქ ვსწავლობთ მოქმედებაში! პროგრამა 5 მთავარ პრინციპს ეყრდნობა:
- Zero Judgment Zone: Native Speaker მენტორებთან ერთად, მოზარდები თავისუფლდებიან შეცდომების შიშისგან და ენობრივ ბარიერს პირველივე დღიდან ლახავენ.
- მომავლის უნარები: კომუნიკაცია, საჯარო გამოსვლები, პერსონალური ბრენდინგი და კრეატიული ქონთენთის შექმნა – ვსწავლობთ, როგორ ვაქციოთ ჰობი რეალურ შესაძლებლობად.
- ციფრული დეტოქსი: სმარტფონებს რეალური ემოციებით ვანაცვლებთ – ლაშქრობები, კოცონი და გუნდური აქტივობები ნამდვილი მეგობრობის საფუძველია.
- თვითგამორკვევა და ემპათია: ჩვენი ფასილიტატორები ეხმარებიან თინეიჯერებს საკუთარი პოტენციალის აღმოჩენასა და პიროვნულ ზრდაში.
- Find Your Tribe: ეს არის სივრცე თანამოაზრეების პოვნისა და ზაფხულის საუკეთესო მოგონებების შესაქმნელად.
სად და როდის?
ამ ეტაპზე, ორ ნაკადზე გვაქვს რეგისტრაცია გახსნილი:
26 ივლისი - 1 აგვისტო | მანგლისი | “მწვანე ბანაკთან” კოლაბორაციით
- ასაკი: 9-12 წლის და 13-16 წლის ჯგუფები
- ლოკაცია: მანგლისი რეზორტი
- ხანგრძლივობა: 7 დღე
- განთავსება & კვება: 3-ჯერადი ჯანსაღი & მრავალფეროვანი კვება, კომფორტული სასტუმრო ტყესთან, მაქსიმუმ 4 მონაწილე ერთ ოთახში
- საორგანიზაციო გუნდი: გამოცდილი ფასილიტატორები, Native Speaker მასწავლებელი, ექიმი და ფსიქოლოგი
- მოწვეული სტუმარი: მწერალი დათო ტურაშვილი
ამ ნაკადს “მწვანე ბანაკთან” კოლაბორაციით ვახორციელებთ. მათ ქართულენოვანი ბანაკების კეთების 9 წლიანი გამოცდილება აქვთ და ამ დროის განმავლობაში უკვე 3 000-ზე მეტ მოზარდს უმასპინძლეს.
1-7 სექტემბერი | ცემი
- ასაკი: 13-16 წელი
- ლოკაცია: სასტუმრო “განთიადი”
- მონაწილეთა რაოდენობა: 30
- ხანგრძლივობა: 7 დღე
- განთავსება & კვება: 3-ჯერადი ჯანსაღი & მრავალფეროვანი კვება, კომფორტული სასტუმრო ტყესთან, მაქსიმუმ 4 მონაწილე ერთ ოთახში
- საორგანიზაციო გუნდი: გამოცდილი ფასილიტატორები, Native Speaker მასწავლებელი, ექიმი და ფსიქოლოგი
- მოწვეული სტუმარი: ალექსანდრე ლორთქიფანიძე, “წიგნების თაროს” წამყვანი და ავტორი.
ინგლისურის ცოდნის დონე
იმისთვის რომ მოზარდებმა შეძლონ ინგლისურენოვან ბანაკში მონაწილეობა, აუცილებელია მათი ენის ცოდნის დონე იყოს B1 ან მასზე მაღალი. ზუსტი დონის დასადგენად, საჭიროა ამ უფასო ონლაინ ტესტის გაკეთება.
უსაფრთხოება და ხარისხი
მშობლებისთვის Zigzag ნიშნავს სიმშვიდეს. ჩვენი პროგრამა ეყრდნობა ევროპულ სტანდარტებს, ხოლო კემბრიჯის საგანმანათლებლო პარტნიორის, “ბექას სკოლის” რეპუტაცია იმის გარანტიაა, რომ თქვენი შვილი საიმედო პროფესიონალთა ხელშია.
დეტალური ინფორმაცია
პროგრამის, განრიგის, კვებისა და უსაფრთხოების წესების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ჩვენს გზამკვლევებში:
ღირებულება
მონაწილეობის ღირებულებაა 1590 ₾ და მოიცავს სრულ პაკეტს – ტრანსპორტირება, კვება, პროგრამა. დედმაშვილ(ებ)ზე მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.
გადახდის პირობები: ადგილის დასაჯავშნად საკმარისია ღირებულების 30%-ის ჩარიცხვა. სრულ თანხას კი ფარავთ ბანაკის დაწყებამდე 10 დღით ადრე.
რეგისტრაცია
დარეგისტრირდი სასურველ ნაკადზე და დეტალებზე ჩვენი წარმომადგენლები დაგიკავშირდებიან.
შევხვდებით ზიგზგაგ ბანაკში!


