Beka's School
  • ჩვენ შესახებ
    • “ბექას სკოლის” შესახებ
    • ინგლისურის მასწავლებლები
    • ჩვენი გუნდი
    • ინგლისურის ცოდნის დონეები
    • კურსებზე რეგისტრაციის პროცესი
  • კურსები
    • ზოგადი ინგლისურის კურსი
    • სასაუბრო ინგლისურის კურსი
    • სასაუბრო ინგლისურის ექსპრეს კურსი
    • ბიზნეს ინგლისურის ექსპრეს კურსი
    • ბექას გრამატიკის კურსი
    • ინგლისურის კურსი მოზარდებისთვის
  • კორპორაციული
  • ბლოგი
  • წიგნები
  • ჩვენ შესახებ
    • “ბექას სკოლის” შესახებ
    • ინგლისურის მასწავლებლები
    • ჩვენი გუნდი
    • ინგლისურის ცოდნის დონეები
    • კურსებზე რეგისტრაციის პროცესი
  • კურსები
    • ზოგადი ინგლისურის კურსი
    • სასაუბრო ინგლისურის კურსი
    • სასაუბრო ინგლისურის ექსპრეს კურსი
    • ბიზნეს ინგლისურის ექსპრეს კურსი
    • ბექას გრამატიკის კურსი
    • ინგლისურის კურსი მოზარდებისთვის
  • კორპორაციული
  • ბლოგი
  • წიგნები
ინგლისურის დონის ტესტი
Beka's School
ჩვენ შესახებ
  • “ბექას სკოლის” შესახებ
  • ინგლისურის მასწავლებლები
  • ინგლისურის ცოდნის დონეები
  • რეგისტრაციის პროცესი
“ბექას სკოლის” კურსები
  • ზოგადი ინგლისურის კურსი
  • სასაუბრო ინგლისურის კურსი
  • სასაუბრო ინგლისურის ექსპრეს კურსი
  • ბიზნეს ინგლისურის ექსპრეს კურსი
  • ბექას გრამატიკის კურსი
  • ინგლისურის კურსი მოზარდებისთვის
  • კორპორაციული სერვისი
უფასო რესურსები
  • “ბექას სკოლის” ბლოგი
  • ვიდეოგაკვეთილები
  • სოციალური ლექსიკონი
  • უფასო კლუბები
  • “ბექას სკოლის” სტიპენდია
  • ბექას ბლოგი
  • გრამატიკის სახელმძღვანელო
ინგლისურის დონის ტესტი

ბექას გრამატიკის წიგნები

  • მთავარი
  • /
  • წიგნები

ბექას გრამატიკის წიგნები

  • მთავარი
  • /
  • ბექას გრამატიკის წიგნები

ბექას გრამატიკის წიგნები

  • მთავარი
  • /
  • ბექას გრამატიკის წიგნები

ბექას გრამატიკის სახელმძღვანელოები განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურთ, სრულად და ამომწურავად შეისწავლონ ინგლისური ენის გრამატიკა, რათა შეძლონ უშეცდომოდ წერა და საუბარი როგორც ყოველდღიურ, ისე აკადემიურ ან ბიზნესგარემოში. 

სახელმძღვანელოები სრულად პასუხობს ქართველი სტუდენტების საჭიროებას, რაც იმას გულისხმობს, რომ გრამატიკული წესები ახსნილია ქართულ ენაზე, ისეთი ფორმით და ისეთი ტერმინების გამოყენებით, რომლებიც ქართულენოვანი ადამიანისთვის ადვილად გასაგებს ხდის ინგლისური ენის მუშაობის პრინციპებს და ინგლისური წინადადების სტრუქტურას. სახელმძღვანელოში ხაზგასმულია ის ძირითადი შეცდომები, რომლებსაც ქართველები განსაკუთრებით ხშირად უშვებენ ინგლისურ ენაზე ზეპირი ან წერითი მეტყველებისას.

წიგნების გამოყენება შესაძლებელია როგორც საკლასო სახელმძღვანელოდ, ისე ინდივიდუალურად, თვითმასწავლებელ რესურსად. 

Intermediate დონის სახელმძღვანელო

სახელმძღვანელო შედგება თეორიული და პრაქტიკული ნაწილებისგან, რომლებიც ერთ წიგნშია მოქცეული. თეორიული ნაწილი მოიცავს 154 თავს და ფარავს ინგლისურის გრამატიკას სრულად, დაწყებული დროის ფორმებით და დამთავრებული არტიკლებითა და წინდებულებით. გრამატიკა ვიზუალურად წარმოდგენილია ისეთი ფორმით, რომელიც ძალიან აადვილებს მასალის ათვისებას. სახელმძღვანელოს პრაქტიკულ ნაწილში წარმოდგენილია თითოეული თავის შესაბამისი გრამატიკული სავარჯიშოები.

სახელმძღვანელო სრულად შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმის ინგლისური ენის სტანდარტს და მისი გამოყენება შესაძლებელია ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებლად. 

  • Intermediate სახელმღვანელოს ნიმუში

Advanced დონის სახელმძღვანელო

სახელმძღვანელო ორი წიგნისგან შედგება. თეორიული ნაწილი მოიცავს 16 თავს და ფარავს ინგლისური ენის გრამატიკას სრულად. თითოეული თავი მოიცავს დიაგრამებს, რომლებიც ხელს უწყობს მასალის ვიზუალურ აღქმას და აადვილებს სხვადასვხა გრამატიკული კონსტრუქციის გაგებას. სახელმძღვანელოს პრაქტიკულ ნაწილში წარმოდგენილია თითოეული თავის შესაბამისი გრამატიკული სავარჯიშოები და ინტერაქციული ელექტრონული ქვიზები. 

ამ წიგნის მეშვეობით იმოგზაურებთ, ერთი მხრივ, ინგლისური ენის გრამატიკის სამყაროში, მეორე მხრივ კი – ამერიკის შეერთებულ შტატებში. წიგნის თითოეული თავი ეძღვნება ერთ ლოკაციას ამ ქვეყანაში და გაფორმებულია შესაბამისი ფოტოებით. ყოველი  თავი იწყება ტექსტით, რომელიც ეხება ამ ადგილს და რომელშიც გამოყენებულია შესაბამის თავში ახსნილი გრამატიკული კონსტრუქციები. სახელმძღვანელოს პრაქტიკულ ნაწილში ასევე შეგხვდებათ სავარჯიშოები ტექსტებითა და დიალოგებით, რომლებიც ამ კონკრეტულ ლოკაციასთანაა დაკავშირებული. 

  • თეორიული ნაწილის ნიმუში
  • პრაქტიკული ნაწილის ნიმუში

რას მოიცავს სახელმძღვანელოები

ᲗᲔᲝᲠᲘᲐ

თითოეული დონის სახელმძღვანელო სრულად ფარავს შესაბამისი დონის გრამატი­კას, დაწყებული დროის ფორმებით და დამთავრებული არტიკლებითა და წინდებულებით. გრამატიკა ვიზუალურად წარმოდგენილია ისეთი ფორმით, რომელიც ძალიან აადვილებს მასალის ათვისებას.

ᲓᲘᲐᲒᲠᲐᲛᲔᲑᲘ

თითოეული თავი მოიცავს დიაგრამებს, რომლებშიც თვალსაჩინოდ არის წარმოდგენილი გრამატიკული კონსტრუქციები.

ᲒᲐᲕᲠᲪᲔᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲨᲔᲪᲓᲝᲛᲔᲑᲘ

სახელმძღვანელოებში ხაზგასმულია ის ძირითადი შეცდომები, რომლებსაც ქართველები განსაკუთრებით ხშირად უშვებენ ინგლისურ ენაზე ზეპირი ან წერითი მეტყველებისას.

ᲔᲚᲔᲥᲢᲠᲝᲜᲣᲚᲘ ᲥᲕᲘᲖᲔᲑᲘ

სახელმძღვანელოები მოიცავს ელექტრონულ ინტერაქციულ ქვიზებს, რომლებზე გადასვლაც QR კოდის დასკანერებით შეგიძლიათ. ქვიზი თითოეული პასუხის შემდეგ გეუბნებათ, რატომ არის ეს პასუხი სწორი ან არასწორი. ასეთი ინტერაქციული ქვიზები გაძლევთ არა მხოლოდ ცოდნის შემოწმების, არამედ ასევე გავლილი მასალის გამეორების შესაძლებლობას. 

ᲑᲐᲠᲐᲗᲔᲑᲘᲐᲜᲘ ᲥᲕᲘᲖᲔᲑᲘ (FLASHCARDS)

ბარათებიანი ქვიზები ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა საზეპირო მასალის დასამახსოვრებლად და გასამეორებლად. ამ ქვიზებს ნახავთ წიგნის იმ დანართებში, რომლებიც ეძღვნება საზეპირო მასალას (არაწესიერი ზმნები, წინდებულები, ფრაზული ზმნები და ა. შ.). 

ᲡᲐᲕᲐᲠᲯᲘᲨᲝᲔᲑᲘ

თითოეული თავი მოიცავს სხვადასხვა ტიპის გრამატიკულ სავარჯიშოებს, როგორებიცაა წინადადებების შედგენა, სიტყვების ჩასმა, სავარჯიშოები ასარჩევი პასუხებით, პერიფრაზირება და ა. შ.

GRAMMAR IN CONTEXT ᲩᲐᲜᲐᲠᲗᲔᲑᲘ

Advanced დონის სახელმძღვანელოს თითოეულ თავს ახლავს ჩანართი Grammar in Context. მასში მოცემული ტექსტი ეძღვნება ერთ-ერთ ლოკაციას ამერიკის შეერთებულ შტატებში და აგებულია შესაბამის თავში ახსნილი გრამატიკული კონსტრუქციებით. პრაქტიკული ნაწილი ასევე მოიცავს ჩანართებს ტექსტებით და დიალოგებით, რომლებიც ამ ლოკაციას უკავშირდება.

ᲡᲐᲗᲐᲠᲒᲛᲜᲘ ᲡᲐᲕᲐᲠᲯᲘᲨᲝᲔᲑᲘ

Advanced დონის სახელმძღვანელოს თითოეული თავი მოიცავს ქართულიდან ინგლისურად თარგმნის სავარჯიშოებს.

ᲓᲐᲕᲐᲚᲔᲑᲔᲑᲘ ᲬᲔᲠᲘᲡ ᲞᲠᲐᲥᲢᲘᲙᲘᲡᲗᲕᲘᲡ

Advanced დონის სახელმძღვანელოს თითოეული თავი მოიცავს დავალებებს წერის პრაქტიკისთვის, რომლებშიც მოსწავლემ თავად უნდა შეადგინოს წინადადებები ან ტექსტები ახლად ნასწავლი გრამატიკული სტრუქტურების გამოყენებით.

ᲓᲐᲕᲐᲚᲔᲑᲔᲑᲘ ᲡᲐᲣᲑᲠᲘᲡ ᲞᲠᲐᲥᲢᲘᲙᲘᲡᲗᲕᲘᲡ

Advanced დონის სახელმძღვანელოს თითოეული თავი მოიცავს კითხვებს და დავალებებს საუბრის პრაქტიკისთვის. ეს დავალებები მოსწავლეს ეხმარება მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გადმოიტანოს.

ᲡᲐᲕᲐᲠᲯᲘᲨᲝᲔᲑᲘᲡ ᲞᲐᲡᲣᲮᲔᲑᲘ

პასუხების ნახვა შესაძლებელია QR კოდების საშუალებით.

ავტორების შესახებ

ბექა ბერიკაშვილი არის ინგლისურის მასწავლებელი, რომელსაც აქვს ქართველებისთვის ინგლისურის სწავლების თხუთმეტწლიანი გამოცდილება. ბექა ცნობილია თავისი ინოვაციური და შემოქმედებითი მიდგომებით ინგლისურის სწავლებისადმი. გარდა გრამატიკის ღრმა ცოდნისა, მას აქვს უნარი, კომპლექსური ცნებები სახალისოდ, მარტივად და გასაგებად გააცნოს ნებისმიერ დონეზე მყოფ სტუდენტებს, რის გამოც ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მასწავლებელია საქართველოში და ჰყავს ასობით ათასი მიმდევარი სოციალური მედიის პლატფორმებზე.

ბენ მილერი ამერიკელი ლინგვისტი და ინგლისურის მასწავლებელია, რომელსაც საქართველოსა და ბევრ სხვა ქვეყანაში ინგლისური ენის სწავლების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ბენს ტიპური ამერიკული დამოკიდებულება აქვს ინგლისურ ენასთან და მის გრამატიკასთან – მისთვის ენა მუდმივად ცვალებადი და ცოცხალია. ამიტომ მნიშვნელოვნად მიაჩნია, ისეთი გრამატიკა ასწავლოს, როგორიც ყოველდღიურ სასაუბრო ინგლისურში გამოიყენება. ბენი ასევე შესანიშნავად ფლობს ქართულ ენას, რომლის შესწავლა ჯერ კიდევ ინდიანას უნივერსიტეტში დაიწყო პროფესორ დოდონა კიზირიას ხელმძღვანელობით. სწორედ ქართული ენის სიყვარულმა ჩამოიყვანა იგი საქართველოში 2010 წელს და მას შემდეგ უამრავ ქართველს ასწავლა ინგლისური ენა.

წიგნების შეძენა

წიგნების  შეძენა შესაძლებელია “ბიბლუსის” მაღაზიათა ქსელში ან გამომცემლობა “დიოგენეს” ვებსაიტზე.

წიგნების შეძენა

ბექას გრამატიკის კურსი

ბექას გრამატიკის კურსი სპეციალურად ქართველებისთვის შექმნილი ინგლისური ენის გრამატიკის ონლაინ კურსია. 

კურსის აღწერა
Beka's School

ინგლისური ენის სკოლა, სადაც გელოდებათ ქართველი და უცხოელი პროფესიონალების დიდი გუნდი და საუკეთესო გარემო ენის შესასწავლად

Facebook Instagram Tiktok Youtube Linkedin-in Pinterest

კონტაქტი

  • გალაკტიონ ტაბიძის ქ. 18, თბილისი
  • info@bekas.school
  • (+995) 551 02 45 18
    (+995) 574 77 44 55
  • ორშ-პარ – 10:00-22:00
    შაბათი – 11:00-16:00

ჩანიშნე საკონსულტაციო შეხვედრა ჩვენს ადმინისტრატორთან.

დაჯავშნე ვიზიტი

ბმულები

  • სკოლის შესახებ
  • ინგლისურის კურსები
  • კორპორაციული შეთავაზება
  • ინგლისურის ცოდნის დონეები
  • ბექას გრამატიკის წიგნები
  • ხშირად დასმული კითხვები

ნიუსლეთერი

გამოიწერე ჩვენი ნიუსლეთერი და მიიღე სასარგებლო რჩევები, ენის შესასწავლი რესურსები და საუკეთესო შეთავაზებები.

  • კონფიდენციალურობა
  • ხშირად დასმული კითხვები

©2025 შპს “ინგლისურის ცენტრი”.  ყველა უფლება დაცულია

Beka's School
Sign inSign up

Sign in

Don’t have an account? Sign up
Lost your password?

Sign up

Already have an account? Sign in