დღევანდელ სამყაროში ინგლისური ენის ცოდნის გარეშე რთულია, მიიღო ხარისხიანი თანამედროვე განათლება და გქონდეს წარმატებული კარიერა.
კავკასიის ბარომეტრის 2017 წლის მონაცემებისმიხედვით, ინგლისურის ცოდნა დადებით კორელაციაშია:
- დასაქმებასთან, გადახდისუნარიანობასთან და ეკონომიკურ მდგომარეობასთან;
- კომპიუტერულ უნარებთან და ინტერნეტის მოხმარებასთან, მაშინ, როცა ინტერნეტის ნახევარზე მეტი ინგლისურ ენაზეა, ქართულად კი 0,02%-იც კი არ არის;
- ფორმალური განათლების სისტემაში გატარებულ წლებთან;
- ჯანმრთელობის დონესთან;
- და, საბოლოოდ, ბედნიერების დონესთანაც კი.
ამასთან, რაც უფრო მაღალია ქვეყნის მოსახლეობის ინგლისური ენის ცოდნის დონე, მით უფრო მეტ ღირებულებას ქმნიან ადამიანები თითოეულ ნამუშევარ საათში და აქვთ მეტი შემოსავალი (www.ef.edu/epi).
შესაბამისად, ჩვენ ვთვლით, რომ ინგლისურის ცოდნა პირდაპირ აისახება საქართველოს მოსახელეობის განათლების დონეზე, ინფორმირებულობაზე, კონკურენტუნარიანობაზე, ღირებულებით სისტემაზე, პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე და, საერთო ჯამში, ქვეყნის განვითარებაზე.
უცხო ენის სწავლა ბევრისთვის რთული პროცესია. ინგლისური ენის შესწავლის მსურველებისთვის უამრავი კერძო რეპეტიტორი თუ საგანმანათლებლო ცენტრი არსებობს. მეგობრების გამოცდილება ცალკეულ ცენტრთან თუ მასწავლებლებთან მიმართებაშიც განსხვავებულია და საბოლოოდ, ძალიან რთულია არჩევანის გაკეთება!
ჩვენ გვჯერა, რომ ხარისხიანი განათლება სწორად დაგეგმილ პროცესს, გარემოს, მეთოდოლოგიას და მიდგომებს მოითხოვს, რაც უმეტეს შემთხვევაში, იმ ადამიანების პროფესიონალებზეა დამოკიდებული რომლებიც ამ პროცესს მართავენ.
„ბექას სკოლა“ ქართველი და უცხოელი პროფესიონალებით დაკომპლექტებული ინგლისური ენის ცენტრია და არა მხოლოდ!
სკოლა ეტაპობრივად განვითარდა. 2016 წელს 2 მასწავლებლით დავიწყეთ და დღეს 25-მდე თანამშრომელი (მათ შორის 10-ზე მეტი native speaker მასწავლებელი), 5000-მდე გადამზადებული და 400-მდე მიმდინარე მოსწავლე გვყავს.
ჩვენი მისიაა – თანამედროვე ინგლისური ენის სწავლება ქართველებზე ადაპტირებული ნოვატორული მიდგომებით, არაფორმალური და აკადემიური განათლების მეთოდების სინთეზით.
არჩევანის „ბექას სკოლაზე“ შეჩერებით, თქვენ:
- უმოკლეს დროში, სწრაფად და ეფექტურად შეისწავლოთ თანამედროვე, გამოყენებით ინგლისურ ენას;
- გექნებათ სახალისო, ინტერაქტიულ მეთოდებზე და თანამედროვე მიდგომებზე დაფუძნებული გაკვეთილები სასიამოვნო გარემოში, ონლაინ თუ სკოლაში;
- გეყოლებათ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, მეგობრული და ხალისიანი ქართველი ან/და უცხოელი პროფესიონალი მასწავლებლები;
- გექნებათ შესაძლებლობა, თქვენ მეგობრებთან ერთად, მიიღოთ მონაწილეობა ჩვენს არაფორმალურ აქტივობებში და დამატებით, კიდევ შეიძინოთ ახალი მეგობრები.