კონფიდენციალურობის პოლიტიკა
- მთავარი
- /
- კონფიდენციალურობა
“ბექას სკოლა” (შპს “ინგლისურის ცენტრი”) აფასებს თქვენს ინტერესს ჩვენი სერვისებისა და პროდუქტების მიმართ.
კონფიდენციალურობის დაცვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენ ვიცავთ და ვუფრთხილდებით თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც შეგროვდა, მუშავდება და გამოიყენება “ბექას სკოლასთან” თქვენი ურთიერთობის, მათ შორის, საიტზე თქვენი სტუმრობის განმავლობაში.
“ბექას სკოლა” მონაცემებს ამუშავებს “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ამავე კანონის პრინციპების დაცვით.
რა ინფორმაციას ვამუშავებთ:
სკოლაში თქვენი რეგისტრაციის დროს, ჩვენ ვამუშავებთ შემდეგ მონაცემებს:
- საიდენტიფიკაციო მონაცემები - სახელი, გვარი;
- დემოგრაფიული მონაცემები - სქესი, ასაკი;
- ენის ცოდნასთან დაკავშირებული ინფორმაცია ტესტის შევსების შედეგად;
- საკონტაქტო მონაცემები;
- ინფორმაცია მოწყობილობის შესახებ - IP მისამართი, ვებგვერდი, რომლიდანაც ჩვენს ვებგვერდს ესტუმრეთ, ვიზიტის დროს გამოყენებული ინტერნეტ-ბრაუზერის ტიპი, “ბექას სკოლის” საიტის ის კონკრეტული გვერდები, რომლებსაც ფაქტობრივად ესტუმრეთ და ვებგვერდზე თქვენი სტუმრობის თარიღი და ხანგრძლივობა, მზა ჩანაწერები (ე.წ. ქუქი ფაილები).
არასრულწლოვანთა მონაცემები
ჩვენ ვაცნობიერებთ 18 წლამდე პირების მონაცემების დაცვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად:
- 16 წლამდე არასრულწლოვნების მონაცემების შეგროვება და დამუშავება ხორციელდება მხოლოდ მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით;
- არასრულწლოვანზე ინფორმაცია გამოიყენება მხოლოდ სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და კომუნიკაციის მიზნით;
- ჩვენ არ ვიყენებთ არასრულწლოვანთა მონაცემებს მარკეტინგული მიზნებისთვის მათი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე.
ინფორმაციის მიღების წყარო
აღნიშნულ ინფორმაციას ვიღებთ თქვენგან კურსზე ან ტესტზე რეგისტრაციისას, ასევე, ნაწილობრის საიტზე თქვენი ვიზიტისას ავტომატურად.
როგორ ვიყენებთ მონაცემებს
თქვენს შესახებ პერსონალურ მონაცემებს “ბექას სკოლა” ამუშავებს და იყენებს შემდეგი მიზნებისთვის:
- სასწავლო პროცესის ორგანიზება;
- კურსზე მოსწავლის რეგისტრაცია;
- ჩვენი სერვისებისა და პროდუქტების შესახებ თქვენთვის ინფორმაციის მოსაწოდებლად, ასევე მარკეტინგული შეთავაზებების გასაკეთებლად (მხოლოდ თქვენი თანხმობის შემთხვევაში).
მონაცემების გადაცემა
თქვენი მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეს, გარდა სამართალდამცავი ორგანოებისა, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
მონაცემთა უსაფრთხოება
ჩვენ ვიღებთ შესაბამის ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს, რათა დავიცვათ თქვენი მონაცემების უსაფრთხოება, მათ შორის არასანქცირებული წვდომისგან, გამოყენებისგან, დაკარგვისგან ან განადგურებისგან.
მზა ჩანაწერები (Cookies)
ჩვენი ვებ-გვერდი/პორტალი იყენებს მზა ჩანაწერებს საიტის უკეთ ფუნქციონირებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. თქვენ შეგიძლიათ არ დაეთანხმოთ და/ან ნებისმიერ დროს შეცვალოთ მზა ჩანაწერების პარამეტრები თქვენი ინტერნეტ-ბრაუზერის მეშვეობით (როგორც წესი, სექციიდან “დახმარება”).
მზა ჩანაწერების პარამეტრების ცვლილებამ ან მათზე უარის თქმამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს “ბექას სკოლის” პორტალის და სერვისების ან მათი ცალკეული კომპონენტების ხელმისაწვოდმობაზე და მათ გამართულ ფუნქციონირებაზე.
თქვენი უფლებები
თქვენ უფლება გაქვთ:
- მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემებთან დაკავშირებით;
- მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, შესწორება, წაშლა;
- მოითხოვოთ მონაცემთა გადატანა;
- ნებისმიერ დროს უარი თქვათ თქვენს მიერ გცემულ თანხმობაზე;
- ასევე, ისარგებლოთ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.
დამატებითი შეკითხვების ან თქვენი უფლებებით სარგებლობისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: info@bekas.school.


