ინგლისურის პრაქტიკა 24/7-ზე: “ბექას სკოლა” ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას იწყებს

ინგლისური ენის შემსწავლელებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა პრაქტიკის ნაკლებობაა. შეიძლება ძალიან კარგად სწავლობდე ყველაფერს, მაგრამ გაკვეთილიდან რომ გამოდიხარ, ირგვლივ ისევ ყველა ქართულად საუბრობს. სახლში მისულს კი არავინ გხვდება ისეთი, ვისთანაც დღის ამბებს ინგლისურად განიხილავდი. არადა, ენას აუცილებლად სჭირდება ყოველდღიური პრარტიკა. რასაც რეალურ ცხოვრებაში არ იყენებ, ის ადვილად გავიწყდება. 

მაშინაც კი, როცა ვინმესთან ინგლისურად საუბრის საშუალება გაქვს, შეიძლება სულ თან დაგდევდეს შეცდომების დაშვების შიში: “ვაიმე, რამე არასწორად არ ვთქვა”, “არ დამცინონ”, “აქ have უნდა თუ had?”.

ზუსტად ამ პრობლემის მოსაგვარებლად, “ბექას სკოლა” სასწავლო პროცესში სრულად ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს! დღეიდან ჩვენს ყველა მოსწავლეს ექნება წვდომა პრემიუმ აპლიკაციაზე — Talkpal, რომელიც სპეციალურად იმისთვის შეიქმნა, რომ სტუდენტებს სამუდამოდ დაავიწყოს ენის ბარიერის პრობლემა.

რას ნახავ ამ ბლოგში

შენი პირადი მენტორი 24/7-ზე

ეს აპლიკაცია არის შენი პირადი დამხმარე, რომელიც ყოველთვის ხელმისაწვდომია და სიამოვნებით გაგესაუბრება ღამის 3 საათზეც კი, არასდროს იღლება შენი მოსმენით, არასდროს ეზარება შეცდომების გასწორება და, რაც მთავარია,  არასდროს განგსჯის შეცდომების გამო. პირიქით, ის მეგობრულად მიგითითებს შეცდომებზე და გთავაზობს, როგორ თქვა იგივე წინადადება უფრო ლამაზად და სწორად. AI-სთან საუბრისას სირცხვილის ფაქტორი ქრება. შეგიძლია 10-ჯერ გაიმეორო ერთი და იგივე წინადადება, სანამ იდეალურად არ გამოგივა.

აპლიკაციის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ის საუბრობს ძალიან ბუნებრივი და სანდომიანი ხმით და არა რობოტის ხმით.

7 რეჟიმი შენი პროგრესისთვის

Chat Mode 💬

ჩატის რეჟიმი შენი ყოველდღიური მეგობარია. ეს არის ყველაზე თავისუფალი რეჟიმი და იდეალურია ყოველდღიური სასაუბრო პრაქტიკისთვის და სპონტანური დიალოგებისთვის. წარმოიდგინე, რომ სულ თან გყავს ინგლისურენოვანი მეგობარი, რომელსაც შეგიძლია ესაუბრო ნებისმიერ თემაზე – ამინდით დაწყებული, კვანტური ფიზიკით დამთავრებული. ის გისწორებს გრამატიკულ შეცდომებს და გამოთქმას და გთავაზობს კონკრეტული სიტუაციისთვის ყველაზე შესაფერის სიტყვებს ან ფრაზებს.

Roleplays 🎭

როლური თამაშები ყველაზე პრაქტიკული რეჟიმია, რომელიც გამზადებს რეალური ცხოვრებისეული სიტუაციებისთვის. აეროპორტში ხარ და ბარგი დაგეკარგა? რესტორანში საჭმელს უკვეთავ? სამსახურში ინტერვიუ გაქვს? აირჩიე სიტუაცია და გაითამაშე როლები რეალურთან მიახლოებულ გარემოში.

Sentence Mode ✍️

წინადადებების აწყობის რეჟიმი განსაკუთრებით სასარგებლოა დამწყები (A1, A2, B1) დონეების მოსწავლეებისთვის. ინგლისურ წინადადებას სიტყვების მკაცრად განსაზღვრული წყობა აქვს, რაც ქართულისგან საკმაოდ განსხვავებულია. ეს რეჟიმი ეხმარება დამწყები დონეების მოსწავლეებს, თავიდანვე მიეჩვიონ ინგლისური წინადადების სტრუქტურას. 

Debates 🎤

დებატების რეჟიმი შედარებით მაღალი დონის (B2, C1) ხმოსწავლეებისთვისაა, ვისაც სურს ცოდნის გაღრმავება და ინგლისურ ენაზე არგუმენტირებული საუბარი. შეგიძლია აირჩიო სადებატო თემა (მაგალითად: “ხელოვნური ინტელექტი საფრთხეა თუ დამხმარე?”) და იმდენი ეკამათო აპლიკაციას, სანამ კუთხეში არ მიიმწყვდევ. ეს საუკეთესო გზაა კრიტიკული აზროვნების უნარის და ინგლისური ენის ერთად გასავარჯიშებლად. ეს რეჟიმი ძალიან სასარგებლოა მათთვის, ვინც საერთაშორისო გამოცდებისთვის უნდა საუბრის ნაწილისთვის კარგად მოემზადოს ან არგუმენტირებული ესეს წერაში ივარჯიშოს. 

Characters 👑

პერსონაჟების რეჟიმი ისტორიულ ფიგურებთან ან გამოგონილ გმირებთან საუბრის საშუალებას გაძლევს. გინდა აინშტაინს ესაუბრო ფარდობითობის თეორიაზე ან ჰარი პოტერს ჰკითხო ჰოგვორტსის შესახებ? ეს რეჟიმი სწავლას ნამდვილ თავგადასავლად აქცევს.

Call Mode ☎️

ზარის რეჟიმი სატელეფონო საუბრის სიმულაციაა. არანაირი ტექსტი ეკრანზე – უნდა დაეყრდნო მხოლოდ სმენას და მეტყველებას. საუკეთესოა მოსმენის უნარის გასაუმჯობესებლად.

Photo Mode 📷

ფოტო რეჟიმი საუკეთესოა A2 და B1 დონის მოსწავლეებისთვის, ვისაც უნდა ბაზისური ლექსიკის განვითარება (ძირითადად, არსებითი სახელები და ზედსართავები). შეგიძლია აირჩიო ან ატვირთო სასურველი სურათი და აღწერო ის AI-სთან ერთად. ეს რეჟიმი დაგეხმარება დაინახო დეტალები და იპოვო ზუსტი სიტყვები იმის გადმოსაცემად, რაც შენს გარშემოა.

AI-ის ინტეგრირება ჩვენს სასწავლო პროგრამაში

ჩვენ არ ვეუბნებით მოსწავლეებს, რომ უბრალოდ გადმოწერონ აპლიკაცია და ივარჯიშონ. არა, ხელოვნური ინტელექტი ჩვენი მეთოდოლოგიის ორგანული ნაწილი ხდება. 

წარმოიდგინე, მაგალითად, რომ დღეს გაკვეთილზე გავიარეთ მედიცინის თემატიკა და ვისწავლეთ სიტყვები და ფრაზები, რომლებიც ექიმთან ვიზიტის დროს შეიძლება გამოგვადგეს. სახლში მისვლისას, ნაცვლად იმისა, რომ სიტყვები უბრალოდ დაიზეპირო, შენ ხსნი აპლიკაციას, რთავ როლური თამაშების რეჟიმს და ირჩევ ექიმთან გასაუბრების როლურ თამაშს. შენ ირგებ პაციენტის როლს, AI კი ხდება ექიმი. შენ მას უყვები სიმპტომებზე, ის გისვამს კითხვებს, გინიშნავს წამლებს. შენ რეალურ დროში, ხმოვანი შეტყობინებებით გადიხარ რეპეტიციას იმ სიტუაციისა, რომელიც ხვალ შეიძლება ლონდონის ან ნიუ-იორკის კლინიკაში გამოგადგეს.

ან იქნებ გაკვეთილის თემა ბერძნული მითოლოგიაა. გადადიხარ პერსონაჟების რეჟიმში, ირჩევ ზევსს და პირდაპირ ოლიმპოს მთავარ ღმერთს ეკითხები, რას ერჩოდა საწყალ პრომეთეს. როცა ზევსს ეკამათები ინგლისურად, სიტყვები სულ სხვანაირად გამახსოვრდება.

შეიძლება გაკვეთილის თემა იყოს სოციალური მედია და აქ იმდენი საკამათო საკითხია, რომ ლოგიკურია, არ გეყოს მხოლოდ მასწავლებელთან გაკვეთილზე საუბარი ამ თემის გარშემო. სახლში მისული რთავ დებატების რეჟიმს და იწყებ კამათს თემაზე: “უნდა აიკრძალოს თუ არა TikTok 16 წლამდე?” AI მოგიყვანს არგუმენტებს, შენ კი უნდა გააბათილო ისინი. ასე სწავლობ არა მხოლოდ ენას, არამედ კრიტიკულ აზროვნებასაც.

ნიშნავს თუ არა ეს მასწავლებლის ჩანაცვლებას?

რა თქმა უნდა, არა! ვერანაირი ტექნოლოგია ვერ შეცვლის იმ ემოციას, მხარდაჭერას და სიღრმისეულ ახსნას, რასაც ჩვენი პროფესიონალი მასწავლებლები გაძლევენ.

Talkpal არის დამხმარე ინსტრუმენტი. ჩვენი ქართველი მასწავლებლები გაძლევენ თეორიულ ცოდნას და გეხმარებიან მყარი ფუნდამენტის აშენებაში (გრამატიკა და ლექსიკა). ჩვენი უცხოელი მასწავლებლები გეხმარებიან ენის პრაქტიკაში გამოყენების უნარების (საუბარი, მოსმენა, წერა, კითხვა) გამომუშავებაში. AI აპლიკაცია კი გაძლევს უსასრულო პრაქტიკას, რომ კურსზე მიღებული ცოდნა ავტომატურ და მექანიკურ უნარებამდე მიიყვანო.

“ბექას სკოლაში” გვჯერა, რომ ენა ცოცხალი ორგანიზმია და ის წიგნის ფურცლებზე არ უნდა დარჩეს. ჩვენ გაძლევთ ცოდნას, პრაქტიკულ უნარებს, მიმართულებას და ახლა უკვე – საუკეთესო ტექნოლოგიურ მეწყვილეს.

სარჩევი

“ბექას სკოლის” კურსები

ისწავლე ინგლისური ყველაზე კომფორტულ და მეგობრულ გარემოში საუკეთესო ქართველ და უცხოელ მასწავლებლებთან!

ჩვენს მრავალფეროვან სასწავლო პროგრამებში აუცილებლად იპოვი ისეთს, რომელიც შენს საჭიროებებსა და მიზნებზეა მორგებული.

მსგავსი პოსტები