ოდესმე გაგჭირვებია ინგლისურად ზუსტად იმის თქმა, რას გრძნობ? იქნებ ძალიან გახარებული იყავი და მარტივი “I’m happy” არ აღწერდა შენს ემოციას? ან იქნებ ძალიან გაბრაზდი და “I’m angry” საკმარისი არ იყო? ემოციების ზუსტად გამოხატვა მშობლიურ ენაზეც არაა ხშირად მარტივი, მით უმეტეს უცხო ენაზე. ხშირად ვიზღუდავთ თავს რამდენიმე მარტივი ფრაზით, მაშინ როცა ინგლისური ენა სავსეა მრავალფეროვანი, საინტერსო და ხატოვანი გამოთქმებით, რომლებიც ჩვენს ემოციებს გაცილებით ზუსტად გადმოსცემს.
ამ ბლოგში გაგაცნობთ იმ ინგლისურ ფრაზებსა და იდიომებს, რომლებიც დაგეხმარება სიხარულის, გაბრაზების, გაოცების, დაბნეულობისა და სიყვარულის უფრო ექსპრესიულად გამოხატვაში. ეს ფრაზები არა მხოლოდ შენს ლექსიკას გაამდიდრებს, არამედ არამედ საშუალებას მოგცემს, ინგლისურენოვან გარემოში თავი ისევე კომფორტულად და თავდაჯერებულად იგრძნო, როგორც მშობლიურ ენაზე საუბრისას.
ფრაზები, რომლებსაც ამ ბლოგში ნახავ

ბედნიერება და სიხარული
on cloud nine
როდესაც ბედნიერებისგან “მეცხრე ცაზე ხარ”, ინგლისურად შეგიძლია გამოიყენო ფრაზა “on cloud nine” გამოიყენე. ეს ფრაზა უზომო ბედნიერებასა და ეიფორიას გამოხატავს. მაგალითად:
“After getting that promotion, I was on cloud nine for weeks!”
walking on air
ეს ფრაზაც ძალიან ჰგავს წინას და აღწერს სიტუაციას, როცა “სიხარულისგან დაფრინავ”. მაგალითად:
“Ever since she got engaged, she’s been walking on air.”
over the moon
როდესაც რაღაც ისეთი კარგი ხდება, რომ გინდა იყვირო და მთელ მსოფლიოს გააგებინო, მაშინ ხარ “over the moon”. მაგალითად:
“When I heard I got the job, I was over the moon!”
გაბრაზება და იმედგაცრუება
hitting a brick wall
ყველას გვქონია ისეთი მომენტი, როცა გვიცდია და გვიცდია რაღაცის გაკეთება, მაგრამ უბრალოდ არაფერი გამოდის. ეს ისეთი შეგრძნებაა, თითქოს აგურის კედელს ეჯახები. წარმოიდგინე, რომ მანქანით მიდიხარ და უცებ წინ კედელი აღმოჩნდა – ვერც გვერდს აუვლი, ვერც გადალახავ. ესაა “hitting a brick wall” – როცა უიმედო ჩიხში ხარ. მაგალითად:
“I’ve been trying to solve this math problem for hours, but I feel like I’m hitting a brick wall.”
fly off the handle
იდიომა “fly off the handle” ასეთ მდგომარეობას აღწერს, როცა ვინმე უცებ ისე ბრაზდება რომ ყველანაირ კონტროლს კარგავს, ოფოფებს რომ ააფრენს, ცოფებს რომ ყრის ან ყურებიდან ორთქლს რომ უშვებს.
ფრაზა უკავშირდება ძველ ცულს, რომელიც ხშირად კარგად არ იყო ტარზე დამაგრებული და შეიძლება შეშის ჩეხვის დროს მომძვრალიყო ტარიდან და გაფრენილიყო და საფრთხე შეექმნა გარშემომყოფებისთვის. “fly off the handle” არ არის უბრალოდ გაბრაზება – ეს არის მოულოდნელი, ძლიერი ემოციური აფეთქება! მაგალითად:
“My dad flew off the handle when he saw my bad grades.”
at the end of one's rope
ეს ხატოვანი ფრაზა გამოიყენება, როცა იმდენად დაღლილი და იმედგაცრუებული ხარ, რომ მეტის ატანა აღარ შეგიძლია. თითქოს დასაბმელი თოკის ბოლოში ხარ, და სადაცაა აიწყვიტავ, როგორც შეიძლება დაბმულმა ცხოველმა აიწყვიტოს. მაგალითად:
“I’m at the end of my rope with these constant delays.”
blow a fuse
წარმოიდგინე, რომ შენი ტვინი ელექტრობის ყუთია და უცებ დამცველი გადაიწვა ან მოკლე ჩართვა მოხდა. ზუსტად ესაა “blow a fuse” – როცა იმდენად ბრაზდები, რომ სისტემა წყობიდან გამოდის. ეს არის გაბრაზების ის მომენტი, როცა ლოგიკა გეთიშება და მხოლოდ ემოცია მუშაობს. მაგალითად:
“When my brother broke my new phone, I completely blew a fuse!”
გაოცება, შოკი და შიში
eyes pop out of your head
გინახავს მულტფილმებში, როგორ უვარდებათ პერსონაჟებს თვალები გაოცებისგან? აი, ზუსტად ასეთ ემოციას აღწერს ეს ფრაზა. ქართულად ამ დროს ვამბობთ, რომ ადამიანს გაოცებისგან “თვალები შუბლზე აუვიდა”. მაგალითად:
“When I saw the price of the concert tickets, my eyes nearly popped out of my head!”
jaw dropped
გაოცებისგან ყბა რომ ჩამოგივარდება, მაშინ შეგიძლია გამოიყენო ფრაზა “jaw dropped”. მაგალითად:
“When she told me she was moving to Paris next week, my jaw dropped.”
make your blood run cold
როცა რაღაც ისეთ საშიშს დაინახავ ან გაიგონებ ან რაღაც ისეთი საშიში ფიქრი გაგიელვებს, რომ “ძარღვებში სისხლი გაგეყინება”, ზუსტად ამ დროს შეგიძლია გამოიყენო ეს ფრაზა. მაგალითად:
“Her scream made my blood run cold.”
make your blood run cold
როცა რაღაც ისეთ საშიშს დაინახავ ან გაიგონებ ან რაღაც ისეთი საშიში ფიქრი გაგიელვებს, რომ “ძარღვებში სისხლი გაგეყინება”, ზუსტად ამ დროს შეგიძლია გამოიყენო ეს ფრაზა. მაგალითად:
“Her scream made my blood run cold.”
დაბნეულობა
in a fog
ოდესმე გივლია სქელ ნისლში, როცა ვერაფერს ხედავ და არ იცი, საით მიდიხარ? ზუსტად ასეთ გრძნობას გამოხატავს ფრაზა “in a fog”, როცა აზრები არეული გაქვს და ვერაფერს აანალიზებ ნათლად, თითქოს შენი გონება ბურუსშია გახვეული. მაგალითად:
“Sorry if I seem distracted, I’ve been in a fog since I got that bad news yesterday.”
between a rock and a hard place
იყავი ოდესმე ისეთ სიტუაციაში, როცა გაქვს ორი ვარიანტი და ორივე ცუდია? წარმოიდგინე, რომ ერთ მხარეს კლდე გაქვს, მეორე მხარეს – მყარი კედელი, და შუაში ხარ მომწყვდეული. ასეთი სიტუაციის დროს ინგლისურად ამბობენ “between a rock and a hard place”. მაგალითად:
“I‘m between a rock and a hard place – if I work late, I’ll miss my daughter’s play, but if I leave early, I might lose the client.”
lost my train of thought
როცა აზრი გაგიწყდება და ვეღარ იხსენებ, რას ამბობდი, შეგიძლია გამოიყენო ფრაზა “lost my train of thought”. მაგალითად:
“Where was I? Oh no, I lost my train of thought!”
სიყვარული
head over heels
ქართულად ვამბობთ, რომ “ყურებამდე ვართ შეყვარებული”. ინგლისურ ენაში ასეთი სიყვარულის გამოსახატავად გამოიყენება ფრაზა “head over heels”. მაგალითად:
“Ever since our first date, I’ve been head over heels for him.”
to have a soft spot for someone
ეს ფრაზა შეგიძლია გამოიყენო ადამიანებზე, რომლებიც განსაკუთრებულ ადგილს იკავებენ შენს გულში, თუნდაც ვერ ხსნიდე რატომ. ეს ადგილი შენს გულში არის არის “soft spot” ანუ სუსტი წერტილი. ეს შეიძლება არ არის ღრმა და სერიოზული სიყვარული, უფრო განსაკუთრებული სითბო და სიმპათია, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში განიცდი ვიღაცის მიმართ. მაგალითად:
“I know he can be difficult sometimes, but I’ve always had a soft spot for him since we were kids.”
to fall for someone hook, line, and sinker
ეს გამოთქმა თევზაობიდან მოდის – როცა თევზი არა მხოლოდ ნემსკავს (hook) ყლაპავს, არამედ ძუას (line) და ტყვიასაც (sinker). ეს არის სიყვარული, რომელიც გატყვევებს მთლიანად, ყოველგვარი დაეჭვების ან წინააღმდეგობის გარეშე, როცა ისე ხარ დატყვევებული, თითქოს ანკესზე წამოეგე. მაგალითად:
“He fell for her hook, line, and sinker on their first date.”