როგორ დავიმახსოვროთ ინგლისური სიტყვები მარტივად (და სამუდამოდ!)

თუ ინგლისურს სწავლობ, ალბათ შენთვისაც ნაცნობია ეს მომენტი: კითხულობ, უსმენ, თითქოს ყველაფერი გესმის (ნუ, ნაწილი მაინც), მაგრამ როცა საქმე ლაპარაკზე მიდგება, საჭირო სიტყვებს ვერასდროს პოულობ. ან კიდევ, სწავლობ ახალ სიტყვებს, მაგრამ რამდენიმე დღეში უკვე აღარ გახსოვს. მარტო არ ხარ! ეს ბევრისთვის ნაცნობი პრობლემაა, მაგრამ კარგი ამბავი ისაა, რომ გამოსავალი არსებობს.

ამ ბლოგში გაგიზიარებთ ყველაზე ეფექტურ თანამედროვე მეთოდებს, რომლებიც დაგეხმარება ინგლისური სიტყვების ადვილად დამახსოვრებაში და ასევე გაგაცნობთ მობილურ აპლიკაციებს, რომლების გარეშეც ცხოვრების გაგრძელება გაგიჭირდება. დავიწყოთ!

რას ნახავ ამ ბლოგში

მეხსიერების ბარათები (Flashcards): ძველი, მაგრამ ოქრო მეთოდი!

სიტყვების დამახსოვრების ეს კლასიკური ფორმა დღესაც ძალიან ეფექტურია. ამ მეთოდს ზუსტად შეესაბამება ინგლისური გამოთქმა “old but gold”. შეგიძლია გამოიყენო როგორც ჩვეულებრივი, ფურცლის ბარათები, ისე ციფრული ვერსიები აპლიკაციებში.

თუ სიტყვების ხელით ამოწერა გიყვარს და ეს გეხმარება დამახსოვრებაში, vocabulary ბლოკნოტი შეგიძლია მთლიანად ჩაანაცვლო ბარათების დასტებით. ეს ბლოკნოტთან შედარებით უფრო ეფექტურია, რადგან გაძლევს სიტყვების დახარისხების საშუალებას, დამახსოვრებული სიტყვები გადაგაქვს ცალკე დასტაში, ის სიტყვები კი რომლებსაც ჯერ კიდევ სწავლობ, ცალკე დასტაში გაქვს. ასევე შეგიძლია თემატური დასტები გააკეთო. 

თუ უკვე სრულიად გაელექტრონულებული ადამიანი ხარ და კალამი ხელში დიდი ხანია არ გჭერია, მაშინ ბარათების აპლიკაციები შენთვისაა შექმნილი. არსებობს აპები, სადაც მზა დასტებია შენთვის შექმნილი და არსებობს ისეთებიც, სადაც შენს გემოზე ქმნი დასტებს. საუკეთესო მობილურ აპლიკაციებზე ცოტა ქვემოთ ნახავ რჩევებს. 

ინტერვალური გამეორების სისტემა (SRS): ტვინის საუკეთესო მეგობარი

რატომ გვავიწყდება ახალნასწავლი სიტყვები მალევე და რატომ ვტრიალებთ სულ ერთ წრე ენის სწავლის დროს? ისწავლი, დაგავიწყდება, მერე თავიდან ისწავლი, მერე ისევ დაგავიწყდება და ასე. 

შენ არანაირად არ ხარ გამონაკლისი, ყველა ასე ვართ. ეს საკითხი ჯერ კიდევ 1885 წელს შეისწავლა გერმანელმა ფსიქოლოგმა ჰერმან ებინგჰაუსმა. მან აღმოაჩინა ის, რასაც დღეს “ებინგჰაუსის მრუდს” ანუ “დავიწყებადობის მრუდს” ვუწოდებთ. ამ მრუდის მიხედვით, ახალნასწავლი ინფორმაციის დაახლოებით 50% გვავიწყდება 1 დღეში, 1 კვირაში კი ნასწავლის 90% აღარ გვახსოვს. 

საშინელებაა! წარმოიდგინე, რამდენი დრო დახარჯე 100 სიტყვის სასწავლად და ერთი კვირის შემდეგ მხოლოდ 10 სიტყვა გახსოვს!

რატომ ხდება ასე? ჩვენი ტვინი ენერგიის დაზოგვას ცდილობს. თუ ხედავს, რომ ინფორმაციას არ ვიყენებთ, ფიქრობს: “ჰმ, ეს არავის სჭირდება, მოდი, წავშლი!” და ბუმ! წაიშალა. 

მაგრამ გამოსავალი არსებობს! დავიწყების მრუდს ვებრძვით ყველაზე ეფექტური იარაღით – პერიოდული, ჭკვიანურად დაგეგმილი გამეორებით. სწორედ ამას ეფუძნება ინტერვალური გამეორების სისტემა (Spaced Repetition System – SRS).

ისწავლე კონტექსტში: სიტყვები წინადადებებში ცოცხლდებიან!

ერთია სიტყვების ცალ-ცალკე დაზეპირება, მაგრამ მეორეა მათი სწორად გამოყენება. ხშირად სიტყვის მნიშვნელობა იცვლება იმის მიხედვით, თუ რა კონტექსტში გამოიყენება.

ავიღოთ, მაგალითად, ზმნა “catch”. შეიძლება იცოდე, რომ ნიშნავს “დაჭერას”. მაგრამ ინგლისურში ძალიან ხშირად გამოიყენება ტრანსპორტთან დაკავშირებით: “I catch the bus at 7:30” (ავტობუსს ვიჭერ 7:30-ზე – ქართულად ასე არ ვამბობთ, მაგრამ ინგლისურად ეს სტანდარტული ფრაზაა). მხოლოდ “დაჭერის” მნიშვნელობა რომ იცოდე, ეს წინადადება უცნაურად მოგეჩვენებოდა.

მნემონიკა: გახადე დამახსოვრება სახალისო!

მნემონიკა არის ასოციაციების შექმნის ხელოვნება. ახალ, უცხო სიტყვას აკავშირებ რაიმე ნაცნობთან, სასაცილოსთან, უცნაურთან ან ადვილად წარმოსადგენთან.

დაიწყე ფიქრი ინგლისურად: გამოიყენე ინგლისურ-ინგლისური ლექსიკონები

როგორ უნდა მიეჩვიო იმას, რომ ერთ ენაზე იფიქრო და მუდმივად არ თარმნიდე სიტყვებს გონებაში? ეს თავისით არ ხდება, ამაში გონება უნდა ვავარჯიშოთ, უნდა გავაბათ ძაფები, რომლებიც ცნებებს აკავშირებს პირდაპირ ინგლისურ სიტყვებთან, ქართულის გავლის გარეშე.

წარმოიდგინე, რომ ხედავ რომ ვიღაცა არის გაბრაზებული. როცა ქართულად აზროვნებ, შენს თავში ჯერ მოდის სიტყვა “გაბრაზებული” და შემდეგ თარგმნი ინგლისურად – “angry”, მაგრამ ყველას გვინდა, რომ გაბრაზებულ ადამიანს რომ დავინახავთ, პირდაპირ გაგვახსენდეს სიტყვა “angry”, ხო? 

ამისთვის ყველაზე ეფექტური საშუალება არის ინგლისური სიტყვების სწავლა ინგლისური განმარტებებით, ქართული თარგმანის გარეშე. რაღაცნაირად უნდა ამოვაგდოთ ქართული როგორც შუალედური მედიატორი ცნებასა და ინგლისურ სიტყვას შორის. მოკლედ, თავიდან სიტყვებს სწავლობ ინგლისური განმარტებებით, მერე ეჩვევი იმას, რომ შენ თვითონ შეძლო სიტყვის განმარტება ინგლისურად. ასე ნელ-ნელა ტვინი გადადის ინგლისურენოვან რეჟიმზე და როცა ამ რეჟიმზე გადაერთვება, ქართული საერთოდ აღარ სჭირდება. 

შეიძლება თავიდან რთული ჩანდეს, მაგრამ გვენდე, კენწეროში გატკბილდების.

Use it or lose it: გამოიყენე ახალი სიტყვები პრაქტიკაში, თორემ დაგავიწყდება

ინგლისურში არის ასეთი გამოთქმა: “გამოიყენე, თორემ დაკარგავ”. ეს ეხება ყველაფერს, რაც რეგულარული გამოყენების გარეშე სუსტდება – ფიზიკური ფორმა, მანქანის ძრავი… და განსაკუთრებით – ახალი ლექსიკა! ყველას გვქონია შემთხვევა, როცა ნასწავლი სიტყვა დაგვვიწყებია, უბრალოდ იმიტომ, რომ არ გამოგვიყენებია.

ლექსიკის მწვრთნელები შენს ჯიბეში: საუკეთესო აპლიკაციები სიტყვების დასამახსოვრებლად

საბედნიეროდ, აღარ გვიწევს ბარათების ხელით ჭრა ან გამეორების გრაფიკის თავად შედგენა (თუმცა ესეც შესაძლებელია!). თანამედროვე აპლიკაციები გვეხმარებიან ბარათების მეთოდის, ინტერვალური გამეორების (SRS) და სხვა ტექნიკების მარტივად და ეფექტურად გამოყენებაში. მოდი, ვნახოთ რამდენიმე პოპულარული და საინტერესო ვარიანტი:

1. Cambridge Dictionary +Plus

ეს არის კემბრიჯის ცნობილი ლექსიკონის გაფართოებული ვერსია (აპლიკაცია/ვებგვერდი), რომელიც ლექსიკონის ფუნქციებს სწავლის ინსტრუმენტებს უმატებს.

უპირატესობები:

ნაკლოვანებები:

2. Anki

ძალიან ძლიერი, მოქნილი და პოპულარული ინტერვალური გამეორების (SRS) პროგრამა, რომელიც ღია კოდს ეფუძნება. ბარათების და SRS სისტემის მოყვარულებისთვის Anki უპირველესია.

უპირატესობები:

ნაკლოვანებები:

3. Memrise

Memrise არის ენების შესწავლის პოპულარული პლატფორმა, რომელიც იყენებს SRS სისტემას, ვიდეოებს და მნემონიკას.

უპირატესობები:

ნაკლოვანებები:

4. Quizlet

Quizlet ძალიან პოპულარული და მარტივი აპლიკაცია ბარათების (flashcards) შესაქმნელად და სასწავლად, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს სხვადასხვა სწავლის რეჟიმებს.

უპირატესობები:

ნაკლოვანებები:

4. Knowt

შედარებით ახალი აპლიკაცია, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს (AI) იყენებს PDF ფაილებიდან, შენი ჩანაწერებიდან ან თუნდაც YouTube ვიდეოებიდან ელექტრონული ბარათების, ქვიზების და ნოუთების ავტომატურად შესაქმნელად. ასევე იყენებს SRS სისტემას.

უპირატესობები:

ნაკლოვანებები:

სიტყვებიდან თადვაჯერებულ საუბრამდე: სასაუბრო ინგლისურის ექსპრეს კურსი “ბექას სკოლაში”

თუ გრძნობ, რომ ინგლისური გარკვეულ დონეზე იცი, მაგრამ პრაქტიკის ნაკლებობის გამო საუბარი გიჭირს, საჭირო სიტყვებს ვერასდროს იხსენებ და გჭირდება გარემო, სადაც ნასწავლს აქტიურად გამოიყენებ, მაშინ შესაძლოა სპეციალიზებული სასაუბრო კურსი იყოს ის, რაც გჭირდება. 

“ბექას სკოლის” სასაუბრო ინგლისურის ექსპრეს კურსი ორიენტირებულია სიტყვების მარაგის გამდიდრებაზე, პასიური ლექსიკის გააქტიურებაზე და საუბრის კომპლექსის მოხსნაზე.

მოკლედ, თუ სწორ მიდგომას აირჩევ და ამ მეთოდებიდან და აპლიკაციებიდან რომელიმეს მაინც დაამუღამებ, ინგლისური სიტყვების დამახსოვრება აღარ იქნება მოსაწყენი და რთული პროცესი! მთავარია, იპოვო შენთვის ყველაზე მოსახერხებელი მეთოდი და იყო თანმიმდევრული!

ყოველი ახალი სიტყვა წინ გადადგმული ნაბიჯია თავისუფალი და თავდაჯერებული საუბრისკენ. შენ ეს ნამდვილად შეგიძლია! წარმატებები!

სარჩევი

“ბექას სკოლის” კურსები

ისწავლე ინგლისური ყველაზე კომფორტულ და მეგობრულ გარემოში საუკეთესო ქართველ და უცხოელ მასწავლებლებთან!

ჩვენს მრავალფეროვან სასწავლო პროგრამებში აუცილებლად იპოვი ისეთს, რომელიც შენს საჭიროებებსა და მიზნებზეა მორგებული.

მსგავსი პოსტები