7 საუკეთესო აპლიკაცია ინგლისურის სასწავლად

ინგლისურის ენის შესწავლა ბევრი ადამიანის პრიორიტეტია, მაგრამ ხშირად დროის, ენერგიისა და ფინანსების ნაკლებობა ხელს უშლის მათ მიზნის მიღწევაში. საბედნიეროდ, ტექნოლოგიის განვითარებამ სწავლის პროცესი გაამარტივა და უფრო ხელმისაწვდომი გახადა. ერთ-ერთი ასეთი საშუალება გახლავთ ენის შემსწავლელი აპლიკაციები. ამ ბლოგში განვიხილავთ 7 საუკეთესო აპლიკაციას, რომლებიც ყველას შეუძლია გამოიყენოს ინგლისური ენის შესასწავლად.

ყოველი აპლიკაცია გამოირჩევა თავისი უნიკალური მიდგომით. ზოგი მათგანი მთლიანად ინტერაქციულია, ზოგი კი მხოლოდ გამოთქმაზეა ორიენტირებული. აპების ნაწილი ფასიანია, თუმცა ზოგიერთი მათგანი უფასო ვერსიასაც გვთავაზობს.

აპლიკაციები, რომლებსაც ამ ბლოგში ნახავ

1. Duolingo

დუოლინგო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ფართოდ გამოყენებადი ენის შემსწავლელი აპლიკაციაა. აპი უფასოა და მისი მეშვეობით შეგიძლია ისწავლო სხვადასხვა უცხო ენა, მათ შორის ინგლისური, ან გაიმყარო უკვე არსებული ცოდნა. თუმცა, თუ გსურს დამატებითი პრივილეგიებით სარგებლობა, როგორიცაა შეუზღუდავი რაოდენობის “გულები” (ეს იგივეა, რაც სიცოცხლე ვიდეო თამაშებში), ამ შემთხვევაში დაგჭირდება გარკვეული საფასურის სანაცვლოდ სუპერ დუოლინგოს პაკეტზე გადახვიდე.

დუოლინგოს უნიკალურობა სწავლის პროცესისა და თამაშის იდეის შერწყმაში მდგომარეობს – მომხმარებელს კითხვის, წერის, საუბრისა და მოსმენის უნარების განვითარება სახალისო მეთოდით შეუძლია.

აპლიკაციის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მახასიათებელი მისი უნიკალური ბრენდინგია. დუოლინგოს ჰყავს საკუთარი მასკოტი – ბუ დუო, რომელიც თავისი პასიურ-აგრესიული შეტყობინებებით ცდილობს მომხმარებელი მუდმივად ჩართული იყოს სწავლის პროცესში და არ დაკარგოს მოტივაცია. 

რატომ შეგიყვარდება დუოლინგო
რა შეიძლება არ მოგეწონოს
ვერდიქტი

თუ ინგლისური ენის შესწავლის სახალისო და ადვილ გზას ეძებ, დუოლინგო სწორედ შენთვისაა. აპლიკაციამ შეიძლება ვერ მოგცეს ღრმა ცოდნა, მაგრამ იდეალური ვარიანტია, თუ ახლა იწყებ უცხო ენის დაუფლებას. ამ აპლიკაციასთან ერთად ენის შესწავლა ისეთივე სახალისოა, როგორც ვიდეო თამაში, ოღონდ გაცილებით უფრო სასარგებლო.

რეკომენდებულია შემდეგი დონეებისთვის: A1, A2, B1

2. FluentU

FluentU ენის შესწავლის აპლიკაციაა, რომელიც რეალური სამყაროს ვიდეოებს იყენებს სრულიად ახლებური და ჩამთრევი სასწავლო გამოცდილების შესაქმნელად. ეს ვიდეოები მოიცავს მუსიკალურ კლიპებს, ფილმების ტრეილერებს, ახალ ამბებსა და შთამაგონებელ საუბრებს, რომლებსაც FluentU გარდაქმნის პერსონალიზებულ ენის გაკვეთილებად. სწორედ ეს უნიკალური მიდგომა ხდის FluentU-ს გამორჩეულ პლატფორმად ენის შესწავლის სფეროში.

FluentU-ს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ავთენტური კონტენტია. ვიდეოები გეხმარება უკეთ გაიაზრო, როგორ ხდება ენის ბუნებრივად გამოყენება, მათ შორის ჟარგონები, იდიომები და დამატებით, კულტურულ ნიუანსებსაც უკეთ გაეცნობი. ეს ავთენტურობა სწავლის პროცესს უფრო საინტერესოსა და პრაქტიკულს ხდის.

FluentU-ს კიდევ ერთი გამორჩეული მახასიათებელია ინტერაქციულობა. ყოველ ვიდეოს თან ახლავს სუბტიტრები, რომლებიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მყისიერად მიიღოს ინფორმაცია ნებისმიერი უცნობი სიტყვის შესახებ – მათ შორის განმარტება, მაგალითები და გამოთქმა. ეს ფუნქცია დაგეხმარება უკეთ გაიგო სიტყვებისა და ფრაზების მნიშვნელობა და გამოყენება რეალურ კონტექსტში.

FluentU-ს ძლიერი მხარეები
FluentU-ს ნაკლოვანებები
ვერდიქტი

FluentU გამოირჩევა რეალური ვიდეო კონტენტის გამოყენებით ენის შესასწავლად, რაც აუმჯობესებს ლექსიკას, მოსმენასა და გაგების უნარებს. მისი ინტერაქტიული სუბტიტრები და პერსონალიზებული ქვიზები განსაკუთრებით სასარგებლოა კონტექსტზე დაფუძნებული სწავლის მოყვარულთათვის.

თუმცა, აპლიკაცია ნაკლებად ორიენტირებულია გრამატიკისა და ლაპარაკის უნარების განვითარებაზე და საკმაოდ ძვირია სხვა ალტერნატივებთან შედარებით. მისი გამოყენება განსაკუთრებით ეფექტურია სხვა მეთოდებთან ერთად კომბინაციაში.

რეკომენდებულია შემდეგი დონეებისთვის: B1+, B2, C1

3. Babbel

Babbel ინგლისურის შესწავლას 15-წუთიანი ინტერაქციული გაკვეთილების საშუალებით გთავაზობს. თითოეული გაკვეთილი ფოკუსირებულია თემებზე, რომლებიც შენთვისაა საინტერესოა – ბიზნესიდან დაწყებული, მოგზაურობით დამთავრებული.  Babbel-ის ეს უნიკალური მიდგომა ქმნის სასწავლო გამოცდილებას, რომელიც მაქსიმალურად რელევანტურია მოსწავლისთვის.

Babbel-ის გაკვეთილები მოკლე და ლაკონიურია, თუმცა ამავდროულად ძალიან ინფორმაციული და პრაქტიკული. თითოეული გაკვეთილი მოიცავს ლექსიკის წერილობით და აუდიო ვერსიებს, რომლებიც შემდგომ განმტკიცდება სავარჯიშოების შესრულებით.

Babbel-ის ძლიერი მხარეები
რა შეიძლება არ მოგეწონოს
ვერდიქტი

Babbel კარგი არჩევანია განსაკუთრებით დამწყებთათვის. აპლიკაცია ეფექტურად ავითარებს საუბრის, მოსმენის, კითხვისა და წერის უნარებს საშუალო დონემდე. ინტერაქციული გაკვეთილები და კულტურული ინსაითები მას ძალიან სასარგებლო ინსტრუმენტად აქცევს, მიუხედავად ღირებულებისა და შეზღუდული უფასო კონტენტისა.

რეკომენდებულია შემდეგი დონეებისთვის: A1, A2, B1, B1+

4. Rosetta Stone

Rosetta Stone ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ცნობილი ენის შემსწავლელი პროგრამაა, რომელმაც შეცვალა ადამიანების მიდგომა ენის სწავლისადმი. ის პირველად გამოჩნდა ჯერ კიდევ 1992 წელს და მას შემდეგ მილიონობით ადამიანს დაეხმარა მსოფლიოს სხვადასხვა ენის შესწავლაში.

რატომ უნდა აირჩიო Rosetta Stone
რა უნდა გაითვალისწინო, სანამ Rosetta Stone-ს აირჩევ
ვერდიქტი

მიუხედავად მცირე ნაკლოვანებებისა, Rosetta Stone მაინც რჩება ენის შესწავლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პლატფორმად როგორც დამწყებთათვის, ისე მაღალ დონეზე მყოფი მოსწავლეებისთვის. ის გამოირჩევა თავისი უნიკალური იმერსიული სწავლების მეთოდით, რომელიც ენას ასწავლის მშობლიური ენის გამოყენების გარეშე. მისი ინოვაციური მიდგომა, ტექნოლოგიური დახვეწილობა და ენობრივი მრავალფეროვნება მას გამორჩეულს ხდის სხვებისგან.

რეკომენდებულია შემდეგი დონეებისთვის: A2, B1, B1+, B2

5. ELSA Speak

ELSA Speak ინოვაციური, ხელოვნური ინტელექტით მართული აპლიკაციაა, რომელიც შექმნილია მეცნიერებისა და ლინგვისტების მიერ. მისი მთავარი მიზანია დაგეხმაროს ამერიკული ინგლისურის გამოთქმის დახვეწაში ინტერაქციული სავარჯიშოებისა და რეალურ დროში უკუკავშირის მეშვეობით.

განსხვავებით სხვა ენის შემსწავლელი აპლიკაციებისგან, ELSA Speak მთლიანად ფოკუსირებულია მხოლოდ გამოთქმის გაუმჯობესებაზე. აპი იყენებს ხმის ამოცნობის ტექნოლოგიას, რათა გაანალიზოს გამოთქმა და მოგაწოდოს პერსონალიზებული რჩევები.

ELSA Speak აპლიკაციას აქვს როგორც ძლიერი, ისე სუსტი მხარეები. მოდი, უფრო დეტალურად განვიხილოთ თითოეული მათგანი.

დადებითი მხარეები
უარყოფითი მხარეები
ვერდიქტი

Elsa Speak იდეალურია ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც სურს ინგლისური გამოთქმის დახვეწა. აპლიკაციის მახვილგონივრული და ზოგჯერ პირდაპირ გულწრფელი უკუკავშირი (დიახ, გეტყვის, თუ რობოტივით ჟღერ) სწავლას ინფორმატიულს და გასართობს ხდის. თუმცა, მზად იყავი, ჩადო ინვესტიცია აპლიკაციაში, თუ გსურს მაქსიმალური სარგებელი მიიღო მისგან.

რეკომენდებულია შემდეგი დონეებისთვის: B1, B1+, B2, C1

6. Promova

Promova ინოვაციური აპლიკაციაა, რომელიც ინგლისურის შესწავლას სრულიად ახალ დონეზე აიყვანს. წარმოიდგინე, შენი ძალისხმევა და მიზნები ერწყმის აპლიკაციის ჭკვიან ალგორითმს და შედეგად იღებ 100% პერსონალიზებულ სასწავლო გეგმას, რომელიც ზუსტად შენზეა მორგებული.

რატომ Promova
რა შეიძლება არ მოგეწონოს
ვერდიქტი

თუ შენი მიზანია, სწრაფად გაიმდიდრო ლექსიკა ვიზუალურად მიმზიდველ გარემოში, Promova შესანიშნავი არჩევანი იქნება. თუმცა, გრამატიკისა და ზეპირი პრაქტიკის სიმწირის გამო ის შეიძლება არ იყოს იდეალური არჩევანი ენის სრულყოფილად დაუფლების მსურველთათვის.

რეკომენდებულია შემდეგი დონეებისთვის: A2, B1, B1+, B2, C1

7. Memrise

Memrise პოპულარული ენის შემსწავლელი აპლიკაციაა, რომელიც იყენებს მნემონიკური ტექნიკებისა და პერიოდული გამეორების ალგორითმის კომბინაციას, რათა დაეხმაროს მომხმარებლებს ახალი ლექსიკისა და ფრაზების სწავლასა და დამახსოვრებაში. 

დადებითი მხარეები
უარყოფითი მხარეები
ვერდიქტი

Memrise იდეალური ინსტრუმენტია ლექსიკის გასამდიდრებლად, მაგრამ ენის სრულყოფილი ათვისებისთვის საჭიროებს სხვა რესურსებთან კომბინირებას. რეალური ცხოვრების ვიდეოებისა და პერიოდული გამეორების ალგორითმის გამოყენება მას ფასეულ რესურსად აქცევს შემსწავლელთათვის, მიუხედავად მისი შეზღუდვებისა გრამატიკისა და ენის სისტემური შესწავლის მხრივ.

რეკომენდებულია შემდეგი დონეებისთვის: A1, A2, B1, B1+

ბონუს აპლიკაცია: Lingwing

და ბოლოს, ბონუსად წარმოგიდგენთ უცხო ენების შემსწავლელ ქართულ აპლიკაციას Lingwing. პლატფორმამ მოღვაწეობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო და დღესდღეობით დაახლოებით 300 000-მდე მომხმარებელი ჰყავს. პლატფორმაზე 7 ენის სწავლა შეგიძლია და მათ შორისაა ქართული და ინგლისური. 

Lingwing-ის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ უცხო ენის ნულიდან სწავლა შეგიძლია ქართულად დაიწყო. პლატფორმა საკმაოდ მოსახერხებელია და მარტივია ნავიგაცია.

Lingwing-ის დადებითი მხარეები
Lingwing-ის ნაკლოვანებები
ვერდიქტი

Lingwing იდეალურია ქართველი მომხმარებლისათვის, რომელსაც სურს, რომ უცხო ენის სწავლა მშობლიურ ენაზე დაიწყოს. როგორც აღვნიშნეთ, პლატფორმაზე მხოლოდ დამწყები დონეები დაგხვდება, მაგრამ ამ დონეების გადალახვის შემდეგ შეგიძლია სხვა, რომელიმე ჩამოთვლილ აპლიკაციებზე გადახვიდე და კიდევ უფრო გაიღრმავო ინგლისურის ცოდნა.

რეკომენდებულია შემდეგი დონეებისთვის: A1, A2, B1

სარჩევი

“ბექას სკოლის” კურსები

ისწავლე ინგლისური ყველაზე კომფორტულ და მეგობრულ გარემოში საუკეთესო ქართველ და უცხოელ მასწავლებლებთან!

ჩვენს მრავალფეროვან სასწავლო პროგრამებში აუცილებლად იპოვი ისეთს, რომელიც შენს საჭიროებებსა და მიზნებზეა მორგებული.

მსგავსი პოსტები