Beka's School
  • ჩვენ შესახებ
    • “ბექას სკოლის” შესახებ
    • ინგლისურის მასწავლებლები
    • ჩვენი გუნდი
    • ინგლისურის ცოდნის დონეები
    • კურსებზე რეგისტრაციის პროცესი
  • კურსები
    • ზოგადი ინგლისურის კურსი
    • სასაუბრო ინგლისურის კურსი
    • სასაუბრო ინგლისურის ექსპრეს კურსი
    • ბიზნეს ინგლისურის ექსპრეს კურსი
    • ბექას გრამატიკის კურსი
    • ინგლისურის კურსი მოზარდებისთვის
  • კორპორაციული
  • ბლოგი
  • წიგნები
  • ჩვენ შესახებ
    • “ბექას სკოლის” შესახებ
    • ინგლისურის მასწავლებლები
    • ჩვენი გუნდი
    • ინგლისურის ცოდნის დონეები
    • კურსებზე რეგისტრაციის პროცესი
  • კურსები
    • ზოგადი ინგლისურის კურსი
    • სასაუბრო ინგლისურის კურსი
    • სასაუბრო ინგლისურის ექსპრეს კურსი
    • ბიზნეს ინგლისურის ექსპრეს კურსი
    • ბექას გრამატიკის კურსი
    • ინგლისურის კურსი მოზარდებისთვის
  • კორპორაციული
  • ბლოგი
  • წიგნები
ინგლისურის დონის ტესტი
Beka's School
ჩვენ შესახებ
  • “ბექას სკოლის” შესახებ
  • ინგლისურის მასწავლებლები
  • ინგლისურის ცოდნის დონეები
  • რეგისტრაციის პროცესი
“ბექას სკოლის” კურსები
  • ზოგადი ინგლისურის კურსი
  • სასაუბრო ინგლისურის კურსი
  • სასაუბრო ინგლისურის ექსპრეს კურსი
  • ბიზნეს ინგლისურის ექსპრეს კურსი
  • ბექას გრამატიკის კურსი
  • ინგლისურის კურსი მოზარდებისთვის
  • კორპორაციული სერვისი
უფასო რესურსები
  • “ბექას სკოლის” ბლოგი
  • ვიდეოგაკვეთილები
  • სოციალური ლექსიკონი
  • უფასო კლუბები
  • “ბექას სკოლის” სტიპენდია
  • ბექას ბლოგი
  • გრამატიკის სახელმძღვანელო
ინგლისურის დონის ტესტი

ხშირად დასმული კითხვები

  • მთავარი
  • /
  • კორპორაციული
  • /
  • ხშირად დასმული კითხვები
სად ტარდება გაკვეთილები?

ჩვენი პარტნიორების უმეტესობა ონლაინ გაკვეთილებს ანიჭებს უპირატესობას, თუმცა, ჩვენს მასწავლებლებს შეუძლიათ თქვენი კომპანიის ოფისში მოსვლაც (თუ ოფისი ქალაქის ცენტრიდან ძალიან შორს არ მდებარეობს).

რომელ პლატფორმას იყენებთ ონლაინ გაკვეთილების ჩასატარებლად?

ძირითადად, ონლაინ კურსებისთვის Zoom პლატფორმას ვიყენებთ.

გარდა ამისა, ზოგადი ინგლისურის კურსისთვის ვიყენებთ კემბრიჯის სასწავლო პლატფორმას, რომელიც მოიცავს ელექტრონულ სახელმძღვანელოს და დავალებებს, რომელთა შესრულებაც შესაძლებელია ტელეფონის ან ლეპტოპის საშუალებით.

რამდენად შესაძლებელია ჰიბრიდული კურსის დაგეგმვა – ნაწილობრივ ონლაინ, ნაწილობრივ ადგილზე გაკვეთილები?

წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, სრულიად შესაძლებელია.

რა ხანგრძლივობისაა გაკვეთილები?

გაკვეთილების ხანგრძლივობას კომპანია თავად ირჩევს, ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობის, თანამშრომელთა დაკავებულობის და საჭიროებების შესაბამისად. 

ყველაზე ხშირად კომპანიები 1.5 საათიან გაკვეთილებს ანიჭებენ უპირატესობას.

რამდენი ხანი გრძელდება კურსები?

ზოგადი და სასაუბრო ინგლისურის სტანდარტული კურსები 54 საათს მოიცავს. კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ კვირაში რამდენ გაკვეთილის ჩატარებას აირჩევს კომპანია.

სასაუბრო ინგლისურის და ბიზნეს ინგლისურის ექსპრეს კურსები თემატურ გაკვეთილებს მოიცავს და მათი მიზანი საუბრის პრაქტიკაა და არა დონის სრულად დაფარვა, ამიტომ შესაძლებელია იმ ხანგრძლივობის კურსების დაგეგმვა, რამდენი პრაქტიკაც სჭირდებათ კომპანიის თანამშრომლებს.

კვირაში რამდენი გაკვეთილი ტარდება?

კომპანიის სურვილიდან და კურსის სპეციფიკიდან გამომდინარე, ვყალიბდებით კვირაში გაკვეთილების ოპტიმალურ რაოდენობაზე. ხშირად პარტნიორები კვირაში 2 ან 3 გაკვეთილს ირჩევენ თანამშრომელთა დაკავებულობიდან გამომდინარე. თუმცა, გვქონია გაცილებით უფრო ინტენსიური კურსის დაგეგმვის გამოცდილებაც, კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე

სადაური მასწავლებლები გყავთ?

გვყავს როგორც ქართველი, ისე უცხოელი (native speaker) მასწავლებლები. ქართველი მასწავლებლები “ბექას სკოლაში” მხოლოდ გრამატიკის და ლექსიკის ნაწილს ასწავლიან, ხოლო დანარჩენს – ინგლისურენოვანი მასწავლებლები. ჩვენი მასწავლებლები არიან ამერიკიდან, დიდი ბრიტანეთიდან და სამხრეთ აფრიკიდან (სადაც ინგლისური მშობლიური ენაა).

სასწავლო მასალების ნიმუშები სად შეიძლება ვნახოთ?

თითოეული კურსის სასწავლო მასალების ნიმუშები შეგიძლიათ იხილოთ აქ:

  • სასწავლო მასალების ნიმუშები
რა ნაბიჯებია გასავლელი სასწავლო პროცესის დასაწყებად?
  • პირველ რიგში, კომპანიის თანამშრომლებმა უნდა შეავსონ ჩვენი ინგლისურის ცოდნის დონის დასადგენი ონლაინ ტესტი (სადაც მიუთითებენ კომპანიის დასახელებას).
  • “ბექას სკოლის” წარმომადგენელი კომპანიას მიაწვდის დონეების მიხედვით დაჯგუფებულ თანამშრომელთა სიას, რის შემდეგაც, კონსულტაციის საფუძველზე, კომპანიის მიზნებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე, ჩამოვყალიბდებით თითოეული ჯგუფისთვის ყველაზე ოპტიმალურ კურსზე და საჭიროების შემთხვევაში, კურსის ადაპტაციაზე. რის შემდეგაც, კომპანიას უკვე კონკრეტული, მასზე მორგებული შეთავაზება და განფასება გადაეგზავნება.
  • კომპანია გვაწვდის ინფორმაციას თითოეული ჯგუფისთვის მისაღები განრიგის შესახებ, რის საფუძველზეც სკოლა არჩევს შესაბამის მასწავლებელს.
  • სასწავლო პროცესის დაწყების თარიღს და დასვენების პერიოდებს ირჩევს კომპანია თავისი საჭიროებებიდან და შინაგანაწესიდან გამომდინარე. ამის საფუძველზე, სკოლა თანამშრომლებს უგზავნის სრული კურსის გაკვეთილების განრიგს, სასწავლო პროცესის შესახებ დეტალური ინსტრუქციას და იწყება სწავლება.
რამდენად შესაძლებელია სასწავლო პროცესის მონიტორინგი?

თანამშრომლობის დაწყებისთანავე, კომპანიის წარმომადგენელს უზიარდება ონლაინ ფაილი, სადაც მასწავლებელი აღრიცხავს კომპანიის თანამშრომელთა გაკვეთილებზე დასწრებას, კომპანიას კი შეუძლია დასწრების მუდმივი მონიტორინგი.

ყოველი თვის ბოლოს, კომპანიას ეგზავნება თანამშრომელთა ყოველთვიური დასწრების აღრიცხვა და მასწავლებლის მიერ დაწერილი თანამშრომელთა ინდივიდუალური პროგრესის რეპორტი.

რამდენად შესაძლებელია სასწავლო პროცესში გრაფიკის ან გაკვეთილის ხანგრძლივობის ცვლილება?

კომპანიის საჭიროებების ცვლილებისას, მასწავლებელთან შეთანხმების საფუძველზე, შესაძლოა სასწავლო პროცესში როგორც გაკვეთილების ხანგრძლივობის, ისე გრაფიკის ცვლილებაც.

როგორ ითვლება კორპორაციული სერვისის საფასური?

კორპორაციული სერვისის შემთხვევაში, საფასური ჩატარებული საათების მიხედვით ითვლება და არა ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით. შესაბამისად, კურსის შერჩევის შემდეგ შევძლებთ საფასურის განსაზღვრას. ხოლო, რაც მეტია ჯგუფში თანამშრომელთა რაოდენობა, მით ნაკლები უჯდება კომპანიას ერთ თანამშრომელზე ინვესტიცია. 

ჯგუფში მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა 10 ადამიანია საათნახევრიანი გაკვეთილების პირობებში.

როგორ ხდება ანგარიშსწორება?

შეგვიძლია მაქსიმალურად მოვერგოთ კომპანიის საჭიროებებს და გადახდის გრაფიკიც თქვენი სურვილის მიხედვით განვსაზღვროთ. 

ძირითადად, ანგარიშსწორება ყოველი თვის ბოლოს, ჩატარებული გაკვეთილების დათვლის შემდეგ, ინვოისის საფუძველზე ხდება.

დაგვიკავშირდით

  • info@bekas.school
  • 551 02 42 98 | 598 17 99 96
  • info@bekas.school
  • 551 02 42 98 | 598 17 99 96

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, ჩანიშნეთ საკონსულტაციო ონლაინ შეხვედრა ჩვენს მენეჯერთან.

დაჯავშნეთ ვიზიტი
Beka's School

ინგლისური ენის სკოლა, სადაც გელოდებათ ქართველი და უცხოელი პროფესიონალების დიდი გუნდი და საუკეთესო გარემო ენის შესასწავლად

Facebook Instagram Tiktok Youtube Linkedin-in Pinterest

კონტაქტი

  • გალაკტიონ ტაბიძის ქ. 18, თბილისი
  • info@bekas.school
  • (+995) 551 02 45 18
    (+995) 574 77 44 55
  • ორშ-პარ – 10:00-22:00
    შაბათი – 11:00-16:00

ჩანიშნე საკონსულტაციო შეხვედრა ჩვენს ადმინისტრატორთან.

დაჯავშნე ვიზიტი

ბმულები

  • სკოლის შესახებ
  • ინგლისურის კურსები
  • კორპორაციული შეთავაზება
  • ინგლისურის ცოდნის დონეები
  • ბექას გრამატიკის წიგნები
  • ხშირად დასმული კითხვები

ნიუსლეთერი

გამოიწერე ჩვენი ნიუსლეთერი და მიიღე სასარგებლო რჩევები, ენის შესასწავლი რესურსები და საუკეთესო შეთავაზებები.

  • კონფიდენციალურობა
  • ხშირად დასმული კითხვები

©2025 შპს “ინგლისურის ცენტრი”.  ყველა უფლება დაცულია

Beka's School
Sign inSign up

Sign in

Don’t have an account? Sign up
Lost your password?

Sign up

Already have an account? Sign in