Beka's School
  • ჩვენ შესახებ
    • “ბექას სკოლის” შესახებ
    • ინგლისურის მასწავლებლები
    • ჩვენი გუნდი
    • ინგლისურის ცოდნის დონეები
    • კურსებზე რეგისტრაციის პროცესი
  • კურსები
    • ზოგადი ინგლისურის კურსი
    • სასაუბრო ინგლისურის კურსი
    • სასაუბრო ინგლისურის ექსპრეს კურსი
    • ბიზნეს ინგლისურის ექსპრეს კურსი
    • ბექას გრამატიკის კურსი
    • ინგლისურის კურსი მოზარდებისთვის
  • კორპორაციული
  • ბლოგი
  • წიგნები
  • ჩვენ შესახებ
    • “ბექას სკოლის” შესახებ
    • ინგლისურის მასწავლებლები
    • ჩვენი გუნდი
    • ინგლისურის ცოდნის დონეები
    • კურსებზე რეგისტრაციის პროცესი
  • კურსები
    • ზოგადი ინგლისურის კურსი
    • სასაუბრო ინგლისურის კურსი
    • სასაუბრო ინგლისურის ექსპრეს კურსი
    • ბიზნეს ინგლისურის ექსპრეს კურსი
    • ბექას გრამატიკის კურსი
    • ინგლისურის კურსი მოზარდებისთვის
  • კორპორაციული
  • ბლოგი
  • წიგნები
ინგლისურის დონის ტესტი
Beka's School
ჩვენ შესახებ
  • “ბექას სკოლის” შესახებ
  • ინგლისურის მასწავლებლები
  • ინგლისურის ცოდნის დონეები
  • რეგისტრაციის პროცესი
“ბექას სკოლის” კურსები
  • ზოგადი ინგლისურის კურსი
  • სასაუბრო ინგლისურის კურსი
  • სასაუბრო ინგლისურის ექსპრეს კურსი
  • ბიზნეს ინგლისურის ექსპრეს კურსი
  • ბექას გრამატიკის კურსი
  • ინგლისურის კურსი მოზარდებისთვის
  • კორპორაციული სერვისი
უფასო რესურსები
  • “ბექას სკოლის” ბლოგი
  • ვიდეოგაკვეთილები
  • სოციალური ლექსიკონი
  • უფასო კლუბები
  • “ბექას სკოლის” სტიპენდია
  • ბექას ბლოგი
  • გრამატიკის სახელმძღვანელო
ინგლისურის დონის ტესტი

სასაუბრო ინგლისურის კურსი

  • მთავარი
  • /
  • კურსები
  • /
  • სასაუბრო ინგლისურის კურსი

სასაუბრო ინგლისურის კურსი

  • მთავარი
  • /
  • კურსები
  • /
  • სასაუბრო ინგლისურის კურსი

სასაუბრო ინგლისურის კურსი

  • მთავარი
  • /
  • კურსები
  • /
  • სასაუბრო ინგლისურის კურსი

“ბექას სკოლის” სასაუბრო ინგლისურის კურსი შექმნილია იმისთვის, რომ სტუდენტებმა გაიუმჯობესონ ინგლისურად საუბრის უნარები სამსახურეობრივი ან აკადემიური მიზნებისთვის. კურსი არ შემოიფარგლება მხოლოდ საუბრის პრაქტიკით. ის ასევე ავითარებს ყველა იმ უნარს, რომლებიც საჭიროა მკაფიო, ეფექტური და თავდაჯერებული კომუნიკაციისთვის.

კურსის მიზანი

კურსის მიზანი საუბრის დახვეწასთან ერთად არის კრიტიკული აზროვნების და ინგლისური ენის ეფექტურად გამოყენების უნარების განვითარება. კურსი ასევე ყურადღებას ამახვილებს გამოთქმაზე, ყოველდღიური საუბრისთვის საჭირო გრამატიკაზე, ლექსიკის გამდიდრებაზე, აქტიურ მოსმენასა და პრეზენტაციის უნარებზე – ყველაფერზე, რაც აუცილებელია როგორც პროფესიულ, ისე არაფორმალურ გარემოში თავდაჯერებული კომუნიკაციისთვის.

მასწავლებლები

კურსს უძღვებიან ინგლისურენოვანი (native speaker) მასწავლებლები ამერიკიდან, ბრიტანეთიდან და სამხრეთ აფრიკიდან, რომლებსაც კარგად ესმით ის გამოწვევები, რაც ინგლისურის სწავლისას ხვდებათ სტუდენტებს. უცხოელ მასწავლებლებთან სწავლა ქმნის ისეთ გარემოს, რომელიც უბიძგებს სტუდენტებს, მუდმივად იფიქრონ და ისაუბრონ ინგლისურად, რაც ეხმარება მათ თავდაჯერებულობის გამომუშავებაში.

კურსის მეთოდოლოგია

კურსის მეთოდოლოგია ეფუძნება ბენჯამინ ბლუმის მიერ შექმნილ აზროვნების დონეების სისტემას, რომელიც აღწერს სწავლის პროცესში განვითარებული კოგნიტური უნარების დონეებს – დამახსოვრებიდან შემოქმედებით აზროვნებამდე. სისტემა გამოყოფს ექვს დონეს: დამახსოვრება, გაგება, გამოყენება, ანალიზი, შეფასება და შექმნა.

ამ კურსზე სტუდენტები მუშაობენ ბლუმის სისტემის ყველა დონეზე. ისინი იწყებენ ძირითადი ინფორმაციის დამახსოვრებითა და გაგებით, შემდეგ კი ამ ცოდნას იყენებენ რეალურ სიტუაციებში. კურსის მსვლელობისას, სტუდენტები აანალიზებენ კომპლექსურ იდეებს, აფასებენ ინფორმაციას და აყალიბებენ ახალ იდეებსა თუ გადაწყვეტილებებს. ასეთი მიდგომა გვეხმარება სწავლა უფრო ეფექტური გავხადოთ. ნაცვლად იმისა, რომ მხოლოდ ინფორმაცია დავიზეპიროთ, ჩვენ ვსწავლობთ როგორ გავიაზროთ, გავაანალიზოთ და გამოვიყენოთ მიღებული ცოდნა რეალურ ცხოვრებაში.

  • სახელმძღვანელოს სტრუქტურა და მეთოდოლოგია

სასწავლო მასალები

სასაუბრო ინგლისურის კურსისთვის ვიყენებთ კემბრიჯის ამერიკული ინგლისურის სახელმძღვანელოს Prism და სასწავლო პლატფორმას Cambridge One. პლატფორმა ელექტრონული წიგნის, ვიდეოების და მოსასმენი ფაილების გარდა მოიცავს Digital Workbook-ს, რომელიც თანამედროვე მიდგომებითაა შექმნილი. ტრადიციული დავალებებისგან განსხვავებით, ის ინტერაქციულ ელექტრონულ სავარჯიშოებს მოიცავს, რომლის შესრულებაც მოსწავლეს ნებისმიერ დროს შეუძლია ტელეფონიდან ან ლეპტოპიდან. სავარჯიშოების გაკეთების შემდეგ, სწორ პასუხებს პლატფორმა ავტომატურად აჩვენებს მოსწავლეს და, შეცდომების შემთხვევაში, მიუთითებს, რა მასალის გამეორება სჭირდება. Speaking-ის დავალებებიც პლატფორმაზე სრულდება და სტუდენტი მასწავლებლისგან უკუკავშირს იქვე იღებს.

მასწავლებლებს შეუძლიათ რეალურ დროში თვალი ადევნონ სტუდენტების აქტივობას – რამდენ დროს ატარებენ პლატფორმაზე, როგორ ასრულებენ დავალებებს, რა შედეგებს აჩვენებენ, რა უჭირთ და სად სჭირდებათ დამატებითი დახმარება.

  • კურსის სილაბუსები
  • სასწავლო მასალების ნიმუშები

AI აპლიკაცია საუბრის პრაქტიკისთვის

გაკვეთილის გარეთ სასაუბრო უნარების გასავარჯიშებლად ვიყენებთ AI აპლიკაციას, რომელიც სპეციალურად უცხო ენაზე საუბრის პრაქტიკისთვისაა შექმნილი. აპლიკაციაში შესაძლებელია ხელოვნურ ინტელექტთან საუბარი ჩატის, სატელეფონო ზარის ან დებატების რეჟიმში. სტუდენტებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, ესაუბრონ ისტორიულ და გამოგონილ პერსონაჟებს სხვადასხვა თემებზე. როლური თამაშების რეჟიმში მოსწავლეებს შეუძლიათ გაკვეთილზე გავლილი მასალა გაივარჯიშონ სხვადასხვა რეალურთან მიახლოებულ ცხოვრებისეულ სიტუაციებში (მაგალითად, ექიმთან ვიზიტი, საყიდლებზე სუპერმარკეტში, მეგობართან კამათი, სასტუმროს დაჯავშნა და სხვა).

აპლიკაცია მოსწავლეს უსწორებს შეცდომებს და სთავაზობს მას წინადადების უკეთეს ალტერნატივებს. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტი არასდროს განსჯის სტუდენტს დაშვებული შეცდომების გამო და ქმნის უსაფრთხო გარემოს საუბრის კომპლექსის მოსახსნელად.

კურსის დეტალები

  • კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე (54 საათი)
  • ჯგუფში სტუდენტების რაოდენობა: 6-7 სტუდენტი
  • გაკვეთილების რაოდენობა კვირაში: 3
  • გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1.5 საათი
  • სასწავლო დონეები: B1, B1+, B2 და C1
  • მასწავლებლები: ინგლისურენოვანი (native speaker)
  • ფორმატი: სკოლაში ან ონლაინ
  • სრული კურსის ფასი: 1140 ₾ | კურსზე მოქმედებს 0%-იანი განვადება
  • სასწავლო მასალების ფასი: 60 ₾

მოსწავლეების შეფასებები

★★★★★
“ჩემი მიზანი იყო თავისუფლად მესაუბრა და მეფიქრა ინგლისურად, რაშიც ეს კურსი ძალიან დამეხმარა. მთელი გაკვეთილის განმავლობაში ინგლისურად საუბრობ და თანდათან გრძნობ, როგორ გეხსნება დაძაბულობა.”
ნინუცა გაბისონია
ნინუცა გაბისონიაგრაფიკული დიზაინერი
★★★★★
“ჩემთვის პროგრესი ძალიან სწრაფი იყო. ეს კურსი ძალიან გეხმარება, რომ დააწიო შენი სასაუბრო პრაქტიკა შენი ინგლისურის ცოდნის ბაზისს.”
ტორესა მოსი
ტორესა მოსიმწერალი
★★★★★
“ბექას სკოლაში გაკვეთილები ინტერაქტიული და პრაქტიკაზე ორიენტირებულია, რაც დამეხმარა, რომ ინგლისური რეალურ კომუნიკაციაში გამომეყენებინა. საუბრის ფორმატში სწავლა მაძლევდა საშუალებას, უფრო თავდაჯერებულად მესაუბრა.”
ანა ჭანკვეტაძე
ანა ჭანკვეტაძეგაყიდვების მენეჯერი
★★★★★
“ჩემი მიზანი იყო თავისუფლად მესაუბრა და მეფიქრა ინგლისურად, რაშიც ეს კურსი ძალიან დამეხმარა. მთელი გაკვეთილის განმავლობაში ინგლისურად საუბრობ და თანდათან გრძნობ, როგორ გეხსნება დაძაბულობა.”
ნინუცა გაბისონია
ნინუცა გაბისონიაგრაფიკული დიზაინერი
★★★★★
“ჩემთვის პროგრესი ძალიან სწრაფი იყო. ეს კურსი ძალიან გეხმარება, რომ დააწიო შენი სასაუბრო პრაქტიკა შენი ინგლისურის ცოდნის ბაზისს.”
ტორესა მოსი
ტორესა მოსიმწერალი
★★★★★
“ბექას სკოლაში გაკვეთილები ინტერაქტიული და პრაქტიკაზე ორიენტირებულია, რაც დამეხმარა, რომ ინგლისური რეალურ კომუნიკაციაში გამომეყენებინა. საუბრის ფორმატში სწავლა მაძლევდა საშუალებას, უფრო თავდაჯერებულად მესაუბრა.”
ანა ჭანკვეტაძე
ანა ჭანკვეტაძეგაყიდვების მენეჯერი

კურსზე რეგისტრაცია

დარეგისტრირდი კურსზე ან პირდაპირ გაიარე ცოდნის დონის დასადგენი ტესტი და ჩვენ უახლოეს დღეებში დაგიკავშირდებით.

დარეგისტრირდი
გაიარე ტესტი
Beka's School

ინგლისური ენის სკოლა, სადაც გელოდებათ ქართველი და უცხოელი პროფესიონალების დიდი გუნდი და საუკეთესო გარემო ენის შესასწავლად

Facebook Instagram Tiktok Youtube Linkedin-in Pinterest

კონტაქტი

  • გალაკტიონ ტაბიძის ქ. 18, თბილისი
  • info@bekas.school
  • (+995) 551 02 45 18
    (+995) 574 77 44 55
  • ორშ-პარ – 10:00-22:00
    შაბათი – 11:00-16:00

ჩანიშნე საკონსულტაციო შეხვედრა ჩვენს ადმინისტრატორთან.

დაჯავშნე ვიზიტი

ბმულები

  • სკოლის შესახებ
  • ინგლისურის კურსები
  • კორპორაციული შეთავაზება
  • ინგლისურის ცოდნის დონეები
  • ბექას გრამატიკის წიგნები
  • ხშირად დასმული კითხვები

ნიუსლეთერი

გამოიწერე ჩვენი ნიუსლეთერი და მიიღე სასარგებლო რჩევები, ენის შესასწავლი რესურსები და საუკეთესო შეთავაზებები.

  • კონფიდენციალურობა
  • ხშირად დასმული კითხვები

©2025 შპს “ინგლისურის ცენტრი”.  ყველა უფლება დაცულია

Beka's School
Sign inSign up

Sign in

Don’t have an account? Sign up
Lost your password?

Sign up

Already have an account? Sign in