“ბექას სკოლის” შესახებ
- მთავარი
- /
- ჩვენ შესახებ
“ბექას სკოლა” არის ერთ-ერთი წამყვანი ინგლისური ენის სასწავლო ცენტრი თბილისში. სკოლას მართავს ქართველი და უცხოელი პროფესიონალების გუნდი, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შექმნას პოზიტიური, მეგობრული და სასიამოვნო სასწავლო გარემო. სკოლა ცნობილია სწავლების სახალისო და საინტერესო მეთოდებით, რომელიც აერთიანებს ფორმალურ და არაფორმალურ საგანმანათლებლო მიდგომებს.
სკოლა ეტაპობრივად განვითარდა. 2016 წელს 2 მასწავლებლით დავიწყეთ და დღეს 40-მდე თანამშრომელი, მათ შორის 25 უცხოელი (native speaker) მასწავლებელი, 12 000-ზე მეტი გადამზადებული და 400-ზე მეტი მიმდინარე მოსწავლე გვყავს.
მისია
ჩვენი მისიაა ინგლისური ენის სწავლება ქართველებზე მორგებული ინოვაციური მიდგომებით, რათა ხელი შევუწყოთ ჩვენს სტუდენტებს პირადი, აკადემიური და პროფესიული მიზნების ასრულებაში. ამას ვაღწევთ ფორმალური და არაფორმალური მეთოდოლოგიების სინთეზით, მეგობრული სასწავლო გარემოს შექმნით და უფასო საგანმანათლებლო რესურსების გაზიარებით.
მეთოდოლოგია და მიდგომები
- ჩვენ შევიმუშავეთ ქართველებზე მორგებული ეფექტური მეთოდოლოგია, რომლის საშუალებითაც არა მხოლოდ გასწავლით, არამედ “დაგამუღამებინებთ” კიდეც თანამედროვე გამოყენებით ინგლისურ ენას.
- ჩვენთვის ხარისხიანი სწავლების აუცილებელი წინაპირობაა მასწავლებლების შერჩევის მკაცრი კრიტერიუმები და პროფესიონალი native speaker მასწავლებლების ფართო არჩევანი. ჩვენი მასწავლებლების გუნდი აერთიანებს მრავალწლიანი გამოცდილების და საერთაშორისო სერტიფიკატების (CELTA, TEFL) მქონე, მეგობრულ და ხალისიან ქართველ და უცხოელ მასწავლებლებს.
- გარდა ფასიანი კურსებისა, მუდმივად ვცდილობთ უფასო რესურსების შეთავაზებას ინგლისურის შესწავლით დაინტერესებული ადამიანებისთვის, როგორიცაა ვიდეოგაკვეთილები, ინგლისური ენის კლუბები, ვორქშოფები, სტიპენდიის პროგრამა და ა.შ.
- გვაქვს არაფორმალური კულტურა – ვეწინააღმდეგებით აზრს, რომ იმისთვის, რომ სერიოზულად აღვიქმებოდეთ, მუდმივად სერიოზულები უნდა ვიყოთ! არაფერიც, ძალიან გვიყვარს იუმორი, თავისუფლება და მხიარულება. სწორედ ამიტომ, ვცდილობთ შევქმნათ გარემო, სადაც ყველა ფერია და ვცემთ პატივს ყველას თავისუფლებას.
- გვაქვს მუდმივი სწრაფვა განვითარებისკენ – ჩვენ გვჯერა, რომ ყოველთვის არის სივრცე ზრდისთვის და პროგრესისთვის. ამიტომ მუდმივად მზად ვართ არა მხოლოდ ვასწავლოთ, არამედ ვისწავლოთ და თქვენთან ერთად განვვითარდეთ.
“ბექას სკოლა” – კემბრიჯის საგანმანათლებლო პარტნიორი
“ბექას სკოლა” არის კემბრიჯის ოფიციალური საგანმანათლებლო პარტნიორი (Cambridge English Educational Partner). ეს სტატუსი ნიშნავს იმის აღიარებას, რომ ჩვენი სწავლების ხარისხი, სასწავლო მასალები, მეთოდოლოგია და გარემო სრულად შეესაბამება მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული საგანმანათლებლო ინსტიტუციის სტანდარტებს.
ინგლისური ენის სწავლების სამყაროში Cambridge University Press & Assessment უდავო ლიდერია, რომელიც ქმნის განათლების ოქროს სტანდარტს და განსაზღვრავს, თუ როგორი უნდა იყოს ენის სწავლების უმაღლესი დონე. კემბრიჯის უნივერსიტეტის ეს დეპარტამენტი 1534 წელს დაარსდა და მას შემდეგ ნდობასა და აკადემიურ სიზუსტესთან ასოცირდება. კემბრიჯის ლოგო არ არის უბრალო სიმბოლო – ეს არის საერთაშორისო ხარისხის ნიშანი, რომელსაც ენდობიან მშობლები, სტუდენტები და დამსაქმებლები მთელ მსოფლიოში.
სასწავლო პროცესში სრულად ინტეგრირებულია Cambridge One – ინოვაციური ციფრული ეკოსისტემა, რომელიც საშუალებას აძლევს სტუდენტებს, ჰქონდეთ მუდმივი წვდომა მსოფლიო დონის სასწავლო რესურსებზე ნებისმიერი მოწყობილობიდან – იქნება ეს სმარტფონი, პლანშეტი თუ კომპიუტერი. ეს პლატფორმა არ არის მხოლოდ ელექტრონული ბიბლიოთეკა. ეს არის ჭკვიანი სასწავლო სივრცე, რომელიც აერთიანებს აუდიო-ვიდეო მასალებს, ინტერაქტიულ თამაშებსა და დინამიკურ სავარჯიშოებს. სისტემა იყენებს ხელოვნურ ინტელექტს, რათა გააანალიზოს თითოეული მოსწავლის პროგრესი დეტალებში, განსაზღვროს სუსტი მხარეები და ავტომატურად შესთავაზოს პერსონალიზებული სავარჯიშოები ცოდნის გასამყარებლად.
პარტნიორობა ასევე ითვალისწინებს პედაგოგების მუდმივ პროფესიულ ზრდას. სკოლის მასწავლებლებს წვდომა აქვთ კემბრიჯის ექსკლუზიურ ტრენინგებსა და მეთოდოლოგიურ რესურსებზე, რაც უზრუნველყოფს, რომ სწავლება “ბექას სკოლაში” მუდმივად უახლესი, თანამედროვე სტანდარტებით მიმდინარეობდეს.
კემბრიჯთან პარტნიორობა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიიღონ თანამედროვე განათლება, ისარგებლონ საერთაშორისო რესურსებით და მოემზადონ კემბრიჯის პრესტიჟული საერთაშორისო გამოცდებისთვის, რომლებიც მათ კარიერულ და აკადემიურ წინსვლას უზრუნველყოფს.
რეგისტრაცია და ტესტი
დარეგისტრირდი სასურველ კურსზე ან პირდაპირ გაიარე ცოდნის დონის დასადგენი ტესტი და ჩვენ უახლოეს დღეებში დაგიკავშირდებით.
“ბექას სკოლის” კურსები
ჩვენს მრავალფეროვან სასწავლო პროგრამებში აუცილებლად იპოვი ისეთს, რომელიც შენს საჭიროებებსა და მიზნებზეა მორგებული.


