Beka's School
  • ჩვენ შესახებ
    • “ბექას სკოლის” შესახებ
    • ინგლისურის მასწავლებლები
    • ჩვენი გუნდი
    • ინგლისურის ცოდნის დონეები
    • კურსებზე რეგისტრაციის პროცესი
  • კურსები
    • ზოგადი ინგლისურის კურსი
    • სასაუბრო ინგლისურის კურსი
    • სასაუბრო ინგლისურის ექსპრეს კურსი
    • ბიზნეს ინგლისურის ექსპრეს კურსი
    • ბექას გრამატიკის კურსი
    • ინგლისურის კურსი მოზარდებისთვის
  • კორპორაციული
  • ბლოგი
  • წიგნები
  • ჩვენ შესახებ
    • “ბექას სკოლის” შესახებ
    • ინგლისურის მასწავლებლები
    • ჩვენი გუნდი
    • ინგლისურის ცოდნის დონეები
    • კურსებზე რეგისტრაციის პროცესი
  • კურსები
    • ზოგადი ინგლისურის კურსი
    • სასაუბრო ინგლისურის კურსი
    • სასაუბრო ინგლისურის ექსპრეს კურსი
    • ბიზნეს ინგლისურის ექსპრეს კურსი
    • ბექას გრამატიკის კურსი
    • ინგლისურის კურსი მოზარდებისთვის
  • კორპორაციული
  • ბლოგი
  • წიგნები
ინგლისურის დონის ტესტი
Beka's School
ჩვენ შესახებ
  • “ბექას სკოლის” შესახებ
  • ინგლისურის მასწავლებლები
  • ინგლისურის ცოდნის დონეები
  • რეგისტრაციის პროცესი
“ბექას სკოლის” კურსები
  • ზოგადი ინგლისურის კურსი
  • სასაუბრო ინგლისურის კურსი
  • სასაუბრო ინგლისურის ექსპრეს კურსი
  • ბიზნეს ინგლისურის ექსპრეს კურსი
  • ბექას გრამატიკის კურსი
  • ინგლისურის კურსი მოზარდებისთვის
  • კორპორაციული სერვისი
უფასო რესურსები
  • “ბექას სკოლის” ბლოგი
  • ვიდეოგაკვეთილები
  • სოციალური ლექსიკონი
  • უფასო კლუბები
  • “ბექას სკოლის” სტიპენდია
  • ბექას ბლოგი
  • გრამატიკის სახელმძღვანელო
ინგლისურის დონის ტესტი

ინგლისურის კურსი მოზარდებისთვის

  • მთავარი
  • /
  • კურსები
  • /
  • ინგლისურის კურსი მოზარდებისთვის

ინგლისურის კურსი მოზარდებისთვის

  • მთავარი
  • /
  • კურსები
  • /
  • ინგლისურის კურსი მოზარდებისთვის

ინგლისურის კურსი მოზარდებისთვის

  • მთავარი
  • /
  • კურსები
  • /
  • ინგლისურის კურსი მოზარდებისთვის

“ბექას სკოლის” ინგლისური ენის კურსი მოზარდებისთვის ორიენტირებულია ენის საფუძვლიან შესწავლაზე და მოიცავს ენის ყველა კომპონენტს: speaking, listening, reading, writing, grammar და vocabulary. კურსი თავისი შინაარსით და მიდგომებით სრულად არის მორგებული ქართველ მოზარდებზე და სწავლება მიმდინარეობს არაფორმალურ, მეგობრულ, თავისუფალ და ფერად გარემოში. 

კურსის მიზანი

კურსის მიზანია, მოსწავლეებმა სწრაფად და ზედმეტი სტრესის გარეშე დაძლიონ უცხო ენასთან დაკავშირებული ბარიერები და ალაპარაკდნენ ინგლისურად.

მასწავლებლები და სწავლების მეთოდოლოგია

დამწყებ დონეებს (A1 და A2) ქართველი მასწავლებელი უძღვება, B1 დონის ზემოთ ჯგუფებს კი – ინგლისურენოვანი მასწავლებელი (native speaker).

სასწავლო პროგრამა მოზარდზეა მორგებული და მოიცავს სხვადასხვა სახალისო აქტივობებს, როგორიცაა ვიდეოების ჩვენება, სამაგიდო თამაშები, პრეზენტაციები, ქვიზები და ა.შ.

სასწავლო მასალები

მოზარდების კურსისთვის ვიყენებთ კემბრიჯის ამერიკული ინგლისურის სახელმძღვანელოს Think და სასწავლო პლატფორმას Cambridge One. სახელმძღვანელო აერთიანებს Student’s Book-ს და Workbook-ს და სტუდენტს ასევე აქვს წვდომა წიგნის ელექტრონულ ვერსიაზე.

  • კურსის სილაბუსები
  • სასწავლო მასალების ნიმუშები

საშინაო დავალება

მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მოსწავლეები არ დავტვირთოთ საშინაო დავალებით და სამუშაოს უდიდესი ნაწილი გაკვეთილზევე შევასრულოთ. თუმცა, მოსწავლეებს უწევთ ელექტრონული დავალებების გაკეთება ტელეფონის ან ლეპტოპის საშუალებით კემბრიჯის სასწავლო პლატფორმაზე. ტრადიციული დავალებებისგან განსხვავებით, ეს ინტერაქციული სავარჯიშოები ბევრად უფრო სახალისოა მათთვის.

სავარჯიშოების წერისას, სწორ პასუხებს პლატფორმა ავტომატურად აჩვენებს მოსწავლეს და, შეცდომების შემთხვევაში, მიუთითებს, რა მასალის გამეორება სჭირდება.

მასწავლებელი ლაივ რეჟიმში ხედავს მოსწავლის აქტივობას – რა დრო დახარჯა პლატფორმაზე, დავალებები როგორ შეასრულა, რა შედეგი აქვს, რა ნაწილში უჭირს და სად სჭირდება დახმარება.

ტესტები და ქვიზები

ყოველი იუნიტის შემდეგ მოსწავლეს შესაძლებლობა აქვს შეავსოს ინტერაქციული ტესტი და გადაამოწმოს, რამდენად კარგად გაიგო მასალა. სასწავლო პლატფორმაზე კეთდება შუალედური და საბოლოო ტესტები. პროგრესს ხედავს როგორც მოსწავლე, ისე მასწავლებელი და სკოლა. სწორედ ამ ტესტირების შედეგების მიხედვით ხდება მოსწავლის შემდეგ დონეზე გადაყვანა.

ყოველი თვის ბოლოს, მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ სახალისო ლაივ ქვიზებში, რომლებიც ტელეფონით კეთდება. ეს ქვიზები მასწავლებელს პროგრესის შეფასების შესაძლებლობას აძლევს და მოსწავლესაც სახალისო ფორმით აწვდის უკუკავშირს.

AI აპლიკაცია საუბრის პრაქტიკისთვის

გაკვეთილის გარეთ სასაუბრო უნარების გასავარჯიშებლად ვიყენებთ AI აპლიკაციას, რომელიც სპეციალურად უცხო ენაზე საუბრის პრაქტიკისთვისაა შექმნილი. აპლიკაციაში შესაძლებელია ხელოვნურ ინტელექტთან საუბარი ჩატის, სატელეფონო ზარის ან დებატების რეჟიმში. სტუდენტებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, ესაუბრონ ისტორიულ და გამოგონილ პერსონაჟებს სხვადასხვა თემებზე. როლური თამაშების რეჟიმში მოსწავლეებს შეუძლიათ გაკვეთილზე გავლილი მასალა გაივარჯიშონ სხვადასხვა რეალურთან მიახლოებულ ცხოვრებისეულ სიტუაციებში (მაგალითად, ექიმთან ვიზიტი, საყიდლებზე სუპერმარკეტში, მეგობართან კამათი, სასტუმროს დაჯავშნა და სხვა).

აპლიკაცია მოსწავლეს უსწორებს შეცდომებს და სთავაზობს მას წინადადების უკეთეს ალტერნატივებს. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტი არასდროს განსჯის სტუდენტს დაშვებული შეცდომების გამო და ქმნის უსაფრთხო გარემოს საუბრის კომპლექსის მოსახსნელად.

მშობლებთან კომუნიკაცია

ყველა ჯგუფს თავისი კურატორი ჰყავს, რომელიც მშობლისთვის მთავარი საკონტაქტო პირია სკოლაში. ასევე, კურსის დაწყებისთანავე იქმნება ჯგუფის WhatsApp ჩატი, სადაც ერთიანდებიან მასწავლებელი, მოსწავლეები და მშობლები. ეს ჩატი წარმოადგენს კომუნიკაციის მთავარ პლატფორმას, სადაც ზიარდება სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ყველა სიახლე თუ სხვა საჭირო ინფორმაცია.

ყოველ ორ თვეში ერთხელ მშობელს მეილის საშუალებით ეგზავნება შვილის პროგრესის შეფასება მასწავლებლის მხრიდან, ტესტირების შედეგები და დასწრების აღრიცხვა.

სასწავლო პლატფორმის გამჭვირვალობა საშუალებას აძლევს მშობლებს, რომ მუდმივად ჰქონდეთ წვდომა იმაზე, თუ როგორ მეცადინეობს მათი შვილი, რა დავალებებს ასრულებს, სად უჭირს და რა პროგრესი აქვს.

მოსწავლის მიერ 3 გაცდენის ან პროგრესის შეფერხების შემთხვევაში, მასწავლებელთან კომუნიკაციის საფუძველზე, ჯგუფის კურატორი თავად უკავშირდება მშობელს ტელეფონის საშუალებით და უზიარებს ინფორმაციას არსებული სიტუაციის შესახებ, რათა პროცესში სურვილის შემთხვევაში ჩაერთოს მშობელიც.

კურსის დეტალები

  • კურსის ხანგრძლივობა: 9 თვე
  • ჯგუფში სტუდენტების რაოდენობა: 8-9 სტუდენტი
  • გაკვეთილების რაოდენობა კვირაში: 2
  • გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1.5 საათი
  • ასაკობრივი ჯგუფები: 11-13 წ და 14-16 წ
  • სასწავლო დონეები: A1, A2, B1, B1+, B2
  • მასწავლებლები: დამწყებ (A1 და A2) დონეებს ქართველი მასწავლებელი უძღვება, B1 და უფრო მაღალ დონეებს კი – ინგლისურენოვანი (native speaker) მასწავლებელი
  • სრული კურსის ფასი: 2550 ₾ | ფასში შედის სახელმძღვანელო, ტესტირება და გასაუბრება | ჩვენი მიმდინარე მოსწავლეების შვილებზე და ოჯახიდან მეორე ბავშვზე ვრცელდება 10%-იანი ფასდაკლება
  • გადახდის გრაფიკი: ნახევარი ან სრული კურსის საფასურის წინასწარი გადახდა | კურსზე მოქმედებს 0%-იანი განვადება TBC ბანკის საშუალებით

მოსწავლეების შეფასებები

“ბექას სკოლაში ინგლისურის სწავლა ძალიან სახალისოა! მასწავლებლები ჩვენთან ინგლისურად ლაპარაკობენ, მაგრამ ყველაფერს ისე გვიხსნიან, რომ ვიგებთ. გაკვეთილებზე ვთამაშობთ და ვსაუბრობთ, ამიტომ მეც გამიადვილდა ლაპარაკი!”
ანი ინაშვილი
“აქ ინგლისურს ისე ვსწავლობთ, რომ დროის გასვლას ვერც კი ვამჩნევ! მასწავლებლები ძალიან კარგები არიან და ყველაფერს მარტივად მიხსნიან. ახლა ჩემს საყვარელ სიმღერებში უფრო მეტ სიტყვას ვიგებ!”
დადა დობაძიშვილი
“აქამდე მეგონა, რომ ინგლისური ძალიან რთული იყო, მაგრამ მასწავლებლებმა მასწავლეს, როგორ ვილაპარაკო ისე, რომ არ ვიფიქრო ხოლმე სიტყვებზე. ახლა უფრო სწრაფად ვპასუხობ და აღარ მეშინია!”
ანასტასია ეზიეშვილი

კურსზე რეგისტრაცია

დარეგისტრირდი კურსზე ან პირდაპირ გაიარე ცოდნის დონის დასადგენი ტესტი და ჩვენ უახლოეს დღეებში დაგიკავშირდებით.

დარეგისტრირდი
გაიარე ტესტი
Beka's School

ინგლისური ენის სკოლა, სადაც გელოდებათ ქართველი და უცხოელი პროფესიონალების დიდი გუნდი და საუკეთესო გარემო ენის შესასწავლად

Facebook Instagram Tiktok Youtube Linkedin-in Pinterest

კონტაქტი

  • გალაკტიონ ტაბიძის ქ. 18, თბილისი
  • info@bekas.school
  • (+995) 551 02 45 18
    (+995) 574 77 44 55
  • ორშ-პარ – 10:00-22:00
    შაბათი – 11:00-16:00

ჩანიშნე საკონსულტაციო შეხვედრა ჩვენს ადმინისტრატორთან.

დაჯავშნე ვიზიტი

ბმულები

  • სკოლის შესახებ
  • ინგლისურის კურსები
  • კორპორაციული შეთავაზება
  • ინგლისურის ცოდნის დონეები
  • ბექას გრამატიკის წიგნები
  • ხშირად დასმული კითხვები

ნიუსლეთერი

გამოიწერე ჩვენი ნიუსლეთერი და მიიღე სასარგებლო რჩევები, ენის შესასწავლი რესურსები და საუკეთესო შეთავაზებები.

  • კონფიდენციალურობა
  • ხშირად დასმული კითხვები

©2025 შპს “ინგლისურის ცენტრი”.  ყველა უფლება დაცულია

Beka's School
Sign inSign up

Sign in

Don’t have an account? Sign up
Lost your password?

Sign up

Already have an account? Sign in