ბექას მარათონი: არტიკლები
- მთავარი
- /
- მარათონები
- /
- არტიკლები
ბექას მარათონი: არტიკლები
- მთავარი
- /
- მარათონები
- /
- არტიკლები
ბექას მარათონი: არტიკლები
- მთავარი
- /
- მარათონები
- /
- არტიკლები
ქართველი სტუდენტებისთვის არტიკლები ინგლისური გრამატიკის ერთ-ერთი ყველაზე რთული და დამაბნეველი ნაწილია. ეს ბუნებრივიცაა – ჩვენს მშობლიურ ენაში არტიკლის ცნება საერთოდ არ არსებობს, რის გამოც ხშირად გვიწევს “მარჩიელობა” იმაზე, რომელი არტიკლი გამოვიყენოთ ან საერთოდ გამოვიყენოთ თუ არა. თუმცა, სირთულე მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება: ინგლისური არტიკლების სისტემა სავსეა ისეთი ნიუანსებით, ურთიერთგამომრიცხავი შემთხვევებითა და გამონაკლისებით, რომელთა ალღოს აღება მხოლოდ “ინტუიციით” თითქმის შეუძლებელია.
ეს მარათონი არის ერთთვიანი ინტენსიური პროგრამა, სადაც დეტალურად განვიხილავთ არტიკლების და სხვა მსაზღველების გამოყენების ყველა ლოგიკურ წესს და ალოგიკურ გამონაკლისს.
რას მოიცავს მარათონი
მარათონის განმავლობაში ჩვენ დეტალურად დავამუშავებთ ყველაფერს, რაც ეხება არა მხოლოდ არტიკლების, არამედ სხვა მნიშვნელოვანი მსაზღვრელების გამოყენებასაც:
- არტიკლების გამოყენება: განუსაზღვრელი და განსაზღვრული არტიკლების გამოყენების ფუნდამენტური პრინციპები და მათი როლი აზრის ზუსტად ჩამოყალიბებაში.
- ნულოვანი არტიკლი: შემთხვევები, როდესაც არტიკლი საერთოდ არ გამოიყენება. ეს ხშირად ყველაზე რთული ნაწილია სტუდენტებისთვის.
- გამონაკლისები და სპეციფიკური შემთხვევები: არტიკლების გამოყენება გეოგრაფიულ სახელებთან, დაწესებულებებთან, აბსტრაქტულ ცნებებთან და ა. შ.
- არტიკლების მყარ შესიტყვებებში: არტიკლების გამოყენება ფიქსირებულ ფრაზებში, სადაც გრამატიკული წესები ხშირად ლოგიკურად არ მოქმედებს.
- რაოდენობრივი მსაზღვრელები: კურსი ასევე ფარავს ყველა იმ ძირითად სიტყვას, რომლებიც რაოდენობას განსაზღვრავს: some, any, much, many, (a) few, (a) little, all და ა. შ.
- სხვა მსაზღვრელები: კურსის ფარგლებში დეტალურად განვიხილავთ ისეთ მნიშვნელოვან მსაზღვრელებს, როგორიცაა every, each, both, neither, either, other, another, the other და ა. შ.
ვისთვისაა ეს მარათონი
მარათონი განკუთვნილია მათთვის, ვინც უკვე ფლობს ენას საშუალო ან მაღალ დონეზე, თუმცა წერისას ან საუბრისას მაინც ყოყმანობს არტიკლების ან სხვა მსაზღვრელების შერჩევისას. კურსზე დასასწრებად აუცილებელია სტუდენტს ჰქონდეს B1+, B2 ან C1 დონე.
ვისთვის არაა ეს მარათონი
კურსი არ არის განკუთვნილი დამწყები დონეებისთვის, რადგან არტიკლების ნიუანსების აღქმა მოითხოვს ენის საბაზისო სტრუქტურების კარგად ცოდნას. ის ასევე არ გამოადგებათ მათ, ვისაც მხოლოდ ზედაპირული ცოდნა სურს – ეს მარათონი მოითხოვს დეტალებზე ორიენტირებულობას და ინტენსიურ მუშაობას.
მეთოდოლოგია და სწავლის პროცესი
ჩვენი მიდგომა აერთიანებს თეორიულ სიცხადესა და დაუყოვნებელ პრაქტიკას, რაც სამ ძირითად კომპონენტზეა დაფუძნებული:
- ინტერაქციული ონლაინ ლექციები: გაკვეთილები მიმდინარეობს ცოცხალ, ინტერაქციულ რეჟიმში. მასწავლებელი ქართულ ენაზე განმარტავს თითოეულ გრამატიკულ ნიუანსს, რაც უზრუნველყოფს მასალის სიღრმისეულ გააზრებას. მონაწილეები ლექციის მიმდინარეობისას საკუთარი ტელეფონების საშუალებით პასუხობენ ეკრანზე დასმულ კითხვებს.
- ინტერაქციული ვიდეოგაკვეთილები: მოკლე და დინამიკური ვიდეოები, რომლებიც ყურების პროცესში ავტომატურად ჩერდება. ვიდეო გისვამს კითხვას ახსნილ მასალაზე და მხოლოდ სწორი პასუხის მონიშვნის შემდეგ გაძლევს ყურების გაგრძელების საშუალებას.
- თამაშები და ქვესთები: საინტერესო ამოცანების ამოხსნა და დროების სწორად გამოყენება, რათა ვირტუალური ოთახიდან თავი დააღწიო ან თამაშის მომდევნო ეტაპზე გადახვიდე.
- ინტერაქციული ინფოგრაფიკები: ვიზუალური გზამკვლევები, სადაც მარტივი კლიკით იხსნება დამატებითი განმარტებები, მაგალითები და ილუსტრაციები. ეს გეხმარება რთული სტრუქტურები აღიქვა მთლიანობაში და არა ფრაგმენტულად.
- ელექტრონული ქვიზები: ყოველი თემის დასრულების შემდეგ სტუდენტები გადიან ინტერაქციულ ტესტებს ტელეფონით ან ლეპტოპით, რაც უზრუნველყოფს მიღებული ცოდნის დაუყოვნებლივ განმტკიცებას, შეცდომების სწრაფ ანალიზსა და პროგრესის მუდმივ მონიტორინგს.
მარათონის დეტალები
- მარათონის ხანგრძლივობა: 1 თვე (4 კვირა)
- მასწავლებელი: ბექა
- სტუდენტის საჭირო დონე: B1+, B2, C1
- მარათონის ფასი: 150 ₾
მარათონზე რეგისტრაცია
დარეგისტრირდი არტიკლების მარათონზე ან პირდაპირ გაიარე ცოდნის დონის დასადგენი ტესტი და ჩვენ უახლოეს დღეებში დაგიკავშირდებით.


