Beka's School
  • ჩვენ შესახებ
    • “ბექას სკოლის” შესახებ
    • ინგლისურის მასწავლებლები
    • ჩვენი გუნდი
    • ინგლისურის ცოდნის დონეები
    • ბექას გრამატიკის წიგნები
  • კურსები
    • ზოგადი ინგლისურის კურსი
    • ინგლისურის კურსი მოზარდებისთვის
    • კემბრიჯის გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსი
    • სასაუბრო ინგლისურის კურსი
    • სასაუბრო ინგლისურის ექსპრეს კურსი
    • ბიზნეს ინგლისურის ექსპრეს კურსი
    • ბექას გრამატიკის კურსი
  • ბანაკი
  • კორპორაციული
  • ბლოგი
  • ჩვენ შესახებ
    • “ბექას სკოლის” შესახებ
    • ინგლისურის მასწავლებლები
    • ჩვენი გუნდი
    • ინგლისურის ცოდნის დონეები
    • ბექას გრამატიკის წიგნები
  • კურსები
    • ზოგადი ინგლისურის კურსი
    • ინგლისურის კურსი მოზარდებისთვის
    • კემბრიჯის გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსი
    • სასაუბრო ინგლისურის კურსი
    • სასაუბრო ინგლისურის ექსპრეს კურსი
    • ბიზნეს ინგლისურის ექსპრეს კურსი
    • ბექას გრამატიკის კურსი
  • ბანაკი
  • კორპორაციული
  • ბლოგი
დონის ტესტი
Beka's School
ჩვენ შესახებ
  • “ბექას სკოლის” შესახებ
  • ინგლისურის მასწავლებლები
  • ინგლისურის ცოდნის დონეები
  • გრამატიკის სახელმძღვანელო
ინგლისურის კურსები
  • ზოგადი ინგლისურის კურსი
  • ინგლისურის კურსი მოზარდებისთვის
  • კემბრიჯის გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსი
  • სასაუბრო ინგლისურის კურსი
  • სასაუბრო ინგლისურის ექსპრეს კურსი
  • ბიზნეს ინგლისურის ექსპრეს კურსი
  • ბექას გრამატიკის კურსი
  • Zigzag ბანაკი
  • კორპორაციული სერვისი
  • ბექას ბლოგი
ინგლისურის დონის ტესტი

ბექას მარათონი: წინდებულები

  • მთავარი
  • /
  • მარათონები
  • /
  • წინდებულები

ბექას მარათონი: წინდებულები

  • მთავარი
  • /
  • მარათონები
  • /
  • წინდებულები

ბექას მარათონი: წინდებულები

  • მთავარი
  • /
  • მარათონები
  • /
  • წინდებულები

წინდებულები ინგლისური ენის იმ ნაწილს მიეკუთვნება, სადაც ლოგიკა ხშირად არ მოქმედებს. ქართველი სტუდენტებისთვის ეს თემა განსაკუთრებით რთულია, რადგან ინგლისური წინდებულები ძალიან ხშირად არ ემთხვევა ქართულ თარგმანს. სწორედ ამიტომ, წინდებულებში შეცდომებს ყველაზე ხშირად უშვებენ არა მხოლოდ დამწყებები, არამედ მაღალი დონის სტუდენტებიც. ეს არის ენის ფლობის ის ბოლო ბარიერი, რომლის გადალახვაც მხოლოდ წესების ცოდნით შეუძლებელია – აქ აუცილებელია უამრავი ფიქსირებული ფრაზისა და შესიტყვების დამახსოვრება.

ეს მარათონი არის ინტენსიური სასწავლო პროგრამა, რომელიც დაგეხმარება ინგლისური წინდებულების გამოყენებისას დაშვებული შეცდომების მინიმუმამდე დაყვანაში. კურსის განმავლობაში ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ არა მხოლოდ მშრალ წესებზე, არამედ იმ შემთხვევებზე, სადაც წინდებულების შერჩევა ყველაზე მეტად აბნევს ქართველ სტუდენტებს.

რას მოიცავს მარათონი

მარათონის განმავლობაში ჩვენ დეტალურად დავამუშავებთ წინდებულებთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს:

  • ადგილის, მიმართულებისა და დროის წინდებულები: ვისწავლით ყველა იმ წინდებულს, რომლების გამოყენებითაც შეგვიძლია აღვწეროთ საგნის ორიენტაცია დროსა და სივრცეში.
  • წინდებულიანი ფრაზები: ეს კურსის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ინგლისურ ენაში უამრავი წინდებულიანი ფრაზა არსებობს, რომლებიც უბრალოდ უნდა დავიმახსოვრო, რადგან მათი ლოგიკურად “გამოცნობა” ხშირად უბრალოდ შეუძლებელია.
  • წინდებული, როგორც მაკავშირებელი სიტყვა: ინგლისურ ენაში ძალიან ბევრ ზმნას, ზედსართავსა და არსებით სახელს სპეციფიკური წინდებული მოსდევს სხვა სიტყვებთან დასაკავშირებლად. მათი დამახსოვრება საკმაოდ რთულია, რადგან ხშირად რაიმე ლოგიკას არ ექვემდებარება და არც ქართულ შესატყვისს ემთხვევა.

კურსი მოიცავს ასობით ფრაზას, რომელთა დამახსოვრებითაც შენი ინგლისური სრულიად სხვა საფეხურზე გადადის. 

ვისთვისაა ეს მარათონი

მარათონი განკუთვნილია მათთვის, ვინც ფლობს ენას საშუალო ან მაღალ დონეზე, თუმცა საუბრისას თუ წერისას მაინც უშვებს შეცდომებს წინდებულებში. ბევრი ასეთი შეცდომა გამოწვეულია ქართულიდან ფრაზების პირდაპირ თარგმნით და შეიძლება ვერც კი ხვდებოდე, რომ ეს შეცდომაა. კურსი დაგეხმარება, შენი ინგლისური გახადო უფრო ბუნებრივი და საბოლოოდ გათავისუფლდე ამ “ქართული კალკისგან”. კურსზე დასასწრებად აუცილებელია სტუდენტს ჰქონდეს B1+, B2 ან C1 დონე.

ვისთვის არაა ეს მარათონი

კურსი არ არის განკუთვნილი დამწყები დონეებისთვის, რადგან წინდებულების ნიუანსების აღქმა მოითხოვს ენის საბაზისო სტრუქტურების კარგად ცოდნას. ის ასევე არ გამოადგებათ მათ, ვინც არ არის მზად დეტალებზე ორიენტირებული მუშაობისთვის და დიდი რაოდენობით ფრაზების დასამახსოვრებლად.

მეთოდოლოგია და სწავლის პროცესი

ჩვენი მიდგომა აერთიანებს თეორიულ სიცხადესა და დაუყოვნებელ პრაქტიკას, რაც სამ ძირითად კომპონენტზეა დაფუძნებული:

  • ინტერაქციული ონლაინ ლექციები: გაკვეთილები მიმდინარეობს ცოცხალ, ინტერაქციულ რეჟიმში. მასწავლებელი ქართულ ენაზე განმარტავს თითოეულ გრამატიკულ ნიუანსს, რაც უზრუნველყოფს მასალის სიღრმისეულ გააზრებას. მონაწილეები ლექციის მიმდინარეობისას საკუთარი ტელეფონების საშუალებით პასუხობენ ეკრანზე დასმულ კითხვებს.
  • ინტერაქციული ვიდეოგაკვეთილები: მოკლე და დინამიკური ვიდეოები, რომლებიც ყურების პროცესში ავტომატურად ჩერდება. ვიდეო გისვამს კითხვას ახსნილ მასალაზე და მხოლოდ სწორი პასუხის მონიშვნის შემდეგ გაძლევს ყურების გაგრძელების საშუალებას.
  • თამაშები და ქვესთები: საინტერესო ამოცანების ამოხსნა და დროების სწორად გამოყენება, რათა ვირტუალური ოთახიდან თავი დააღწიო ან თამაშის მომდევნო ეტაპზე გადახვიდე.
  • ინტერაქციული ინფოგრაფიკები: ვიზუალური გზამკვლევები, სადაც მარტივი კლიკით იხსნება დამატებითი განმარტებები, მაგალითები და ილუსტრაციები. ეს გეხმარება რთული სტრუქტურები აღიქვა მთლიანობაში და არა ფრაგმენტულად.
  • ელექტრონული ქვიზები: ყოველი თემის დასრულების შემდეგ სტუდენტები გადიან ინტერაქციულ ტესტებს ტელეფონით ან ლეპტოპით, რაც უზრუნველყოფს მიღებული ცოდნის დაუყოვნებლივ განმტკიცებას, შეცდომების სწრაფ ანალიზსა და პროგრესის მუდმივ მონიტორინგს.

მეხსიერების ბარათები და ინტერვალური გამეორების ალგორითმი

წინდებულების სწავლა დიდწილად ლექსიკური საკითხია და არა მხოლოდ გრამატიკული. ვინაიდან უამრავი შესიტყვება ყოველგვარ ლოგიკას სცილდება, მათი დამახსოვრება მხოლოდ დაზეპირებით არის შესაძლებელი. სწორედ ამისთვის, ჩვენ ვიყენებთ მეხსიერების ბარათებსა (Flashcards) და ინტერვალური გამეორების (Spaced Repetition) მეთოდს:

  • მეხსიერების ბარათები: თითოეულ ბარათზე მოცემულია წინადადების ნაწილი გამოტოვებული წინდებულით. თქვენი ამოცანაა გაიხსენოთ სწორი პასუხი, რაც ააქტიურებს “აქტიური გახსენების” (Active Recall) პროცესს. ეს გაცილებით ეფექტურია, ვიდრე წესების უბრალოდ კითხვა.
  • ინტერვალური გამეორების ალგორითმი: ეს არის ჭკვიანი ალგორითმი, რომელიც მეცნიერულ პრინციპებს ეყრდნობა. ის საჭირო ინტერვალებით გამეორებინებს ფრაზებს მანამ, სანამ ისინი სამუდამოდ არ გადავა თქვენს გრძელვადიან მეხსიერებაში.

მარათონის დეტალები

  • მარათონის ხანგრძლივობა: 1 თვე (4 კვირა)
  • მასწავლებელი: ბექა
  • სტუდენტის საჭირო დონე: B1+, B2, C1
  • მარათონის ფასი: 150 ₾

მარათონზე რეგისტრაცია

დარეგისტრირდი წინდებულების მარათონზე ან პირდაპირ გაიარე ცოდნის დონის დასადგენი ტესტი და ჩვენ უახლოეს დღეებში დაგიკავშირდებით.

დარეგისტრირდი
გაიარე ტესტი
Beka's School

ინგლისური ენის სკოლა, სადაც გელოდებათ ქართველი და უცხოელი პროფესიონალების დიდი გუნდი და საუკეთესო გარემო ენის შესასწავლად

Facebook Instagram Tiktok Youtube Linkedin-in Pinterest

კონტაქტი

  • ზანდუკელის ქ. 9, თბილისი
  • info@bekas.school
  • (+995) 551 02 45 18
    (+995) 574 77 44 55
  • ორშ-პარ – 10:00-22:00
    შაბათი – 11:00-16:00

ჩანიშნე საკონსულტაციო შეხვედრა ჩვენს ადმინისტრატორთან.

დაჯავშნე ვიზიტი

ბმულები

  • ინგლისურის კურსები
  • კორპორაციული შეთავაზება
  • საზაფხულო ბანაკი
  • ინგლისურის ცოდნის დონეები
  • ბექას გრამატიკის წიგნები
  • ხშირად დასმული კითხვები

ნიუსლეთერი

გამოიწერე ჩვენი ნიუსლეთერი და მიიღე სასარგებლო რჩევები, ენის შესასწავლი რესურსები და საუკეთესო შეთავაზებები.

  • კონფიდენციალურობა
  • ხშირად დასმული კითხვები

©2025 შპს “ინგლისურის ცენტრი”.  ყველა უფლება დაცულია

Beka's School
Sign inSign up

Sign in

Don’t have an account? Sign up
Lost your password?

Sign up

Already have an account? Sign in