როგორ მივეჩვიოთ ინგლისურად ფიქრს

ენის შესწავლის საწყის ეტაპზე ბუნებრივია, რომ ჩვენს მშობლიურ ენას ვიყენებთ “ხარაჩოდ”. როდესაც რაიმეს თქმა გვინდა, ჯერ ქართულად ვაყალიბებთ აზრს, შემდეგ გონებაში ვთარგმნით მას და ბოლოს წარმოვთქვამთ. თუმცა, ეს პროცესი დიდ ენერგიას მოითხოვს, იწვევს პაუზებს საუბარში და ხშირად გრამატიკულ შეცდომებამდე მივყავართ, რადგან ქართული და ინგლისური ენების სტრუქტურა ერთმანეთისგან განსხვავდება.

რეალური პროგრესი მაშინ იწყება, როცა იწყებ ინგლისურად ფიქრს. ეს არის ის მომენტი, როცა აღარ გჭირდება ქართულიდან თარგმნა და აზრები პირდაპირ ინგლისურად ყალიბდება. ეს ერთ დღეში ნამდვილად არ ხდება, მაგრამ კარგი ამბავი ისაა, რომ ინგლისურად ფიქრი არის არა განსაკუთრებული ნიჭი, რომელიც მხოლოდ რჩეულებს აქვთ, არამედ უნარი, რომლის განვითარებაც ყველას შეუძლია სწორი სტრატეგიით და პრაქტიკით.

ამ სტატიაში გაგიზიარებთ პრაქტიკულ და მარტივ მეთოდებს, რომლებიც დაგეხმარება ეტაპობრივად გადახვიდე ინგლისურ ფიქრზე.

რას ნახავ ამ ბლოგში

დაიწყე მარტივი “მარკირებით”​

პირველი ნაბიჯი არ მოითხოვს არც სახელმძღვანელოს და არც მასწავლებელს. აზროვნების ენის შეცვლა იწყება არა რთული ფილოსოფიური მსჯელობით, არამედ შენს გარშემო არსებული საგნებით. დაიწყე მათი ინგლისური სახელებით აღნიშვნა (labeling). დააწებე პატარა ფერადი ფურცლები სახლში არსებულ ნივთებს – მაცივარს დააწერე “fridge”, სარკეს – “mirror”, კარს კი – “door”. 

თუ არ გსურს სახლის აჭრელება, გამოიყენე წარმოსახვა. ყოველდღიურად, როდესაც სახლში ან სამსახურში ხარ, შეხედე ნივთებს და გონებაში დაასახელე ისინი ინგლისურად. ჩამოუარე სამზარეულოს ნივთებს – “fridge”, “kettle”, “cutting board”. გადახედე სამუშაო მაგიდას – “charger”, “notebook”, “sticky note”. გააგრძელე ეს ყველგან – “window”, “car”, “street”, “coffee”. როდესაც ეს ჩვევად გექცევა, გადადი მოკლე ფრაზებზე – “a beautiful sunset”, “cold coffee”, “a blue car”. 

შეიძლება ეს მეთოდი პრიმიტიულად მოგეჩვენოს, მაგრამ ეს პატარა ნაბიჯი ეხმარება ტვინს იმაში, რომ საგანსა და ინგლისურ სიტყვას შორის პირდაპირი კავშირი დაამყაროს – ქართული ენის, როგორც შუამავლის გარეშე.

გახდით საკუთარი ცხოვრების “კომენტატორი”

ეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და სახალისო მეთოდია. წარმოიდგინე, რომ შენ ხარ შენი ცხოვრების კომენტატორი და ყველაფერს ინგლისურად აღწერ იმ მომენტში, როცა ის ხდება. კომენტარების გაკეთება შესაძლებელია როგორც გონებაში, ისე ხმამაღლა. მაგალითად: 

თუ რომელიმე სიტყვა არ იცი, ნუ გაჩერდები. აღწერე ის სხვა სიტყვები ან უბრალოდ ჩაანაცვლე, მაგრამ ეცადე, წინადადების სტრუქტურა ინგლისური დარჩეს. შინაგანი მონოლოგი თავდაპირველად ძალდატანებულად შეიძლება მოგეჩვენოს, მაგრამ კვირების განმავლობაში გადაიქცევა ავტომატურ ქმედებად. სწორედ ეს ავტომატურობა არის ინგლისურად ფიქრის საფუძველი.

დაგეგმე დღე ინგლისურად

დილით, სანამ მუშაობას დაიწყებ, ჩამოწერე (ან გონებაში გაიარე) დღის გეგმა ინგლისურად:

ასევე შეგიძლია საღამოს გაიხსენო, რა გააკეთე და შეაჯამო დღე ინგლისურად:

ეს ავარჯიშებს ტვინს იმაში, რომ ყოველდღიური რუტინა ინგლისურთან დააკავშიროს.

გამოიყენე ინგლისურ-ინგლისური ლექსიკონი

ეს არის გადამწყვეტი ნაბიჯი. როცა ახალ სიტყვას სწავლობ, დიდი ცდუნებაა, რომ პირდაპირ ქართულ თარგმანს შეხედო. მაგრამ ამით შენ ხელს უშლი ტვინს, რომ პირდაპირი კავშირი დაამყაროს ცნებასა და ინგლისურ სიტყვას შორის – ქართული ენის, როგორც შუამავლის გარეშე. შემდეგ, როცა ინგლისური სიტყვა დაგჭირდება, ჯერ მისი ქართული შესატყვისი გახსენდება, რომელიც გონებაში უნდა თარგმნო ინგლისურად და შემდეგ გამოიყენო საუბარში. თუ გინდა, რომ ეს ჯაჭვი გაწყვიტო ქართულსა და ინგლისურს შორის და მიაჩვიო ტვინი, რომ ინგლისური სიტყვები ინგლისურადვე გაახსენდეს, უნდა გამოიყენო ინგლისურ-ინგლისური ლექსიკონი.

გამოიყენე ისეთი ლექსიკონები, როგორიცაა Oxford, Cambridge ან Merriam-Webster. როდესაც სიტყვის მნიშვნელობას ინგლისურად კითხულობ, ეს აიძულებს შენს ტვინს, დარჩეს ინგლისურენოვან “სივრცეში”. ეს გეხმარება, კარგად აღიქვა სიტყვის არსი და არა მხოლოდ მისი თარგმანი, კარგად დაინახო კონტექსტი, რომელშიც ეს სიტყვა გამოიყენება. დამატებითი სიტყვები, რომლებიც განმარტებაშია გამოყენებული, გეხმარება, აღიქვა რომელ სხვა სიტყვებს და ფრაზებს იყენებენ ადამიანები, როცა ამ თემაზე საუბრობენ. შედეგად, გივთარდება უნარი, რომ ნებისმიერი სიტყვის ახსნა შეძლო უფრო მარტივი ნაცნობი სიტყვებით. ეს უნარი ინგლისურად ფიქრის საფუძველია. 

ისწავლე ფრაზები და არა ცალკეული სიტყვები

ინგლისურად ფიქრის ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი არის ის, რომ ხშირად სიტყვებს ვსწავლობთ ცალე და შემდეგ საუბრის დროს ვცდილობთ წინადადებების აწყობას ნულიდან. თუმცა, ინგლისური ენა მდიდარია მზა “ბლოკებით” (chunks), რომლებიც პირდაპირ შეგვიძლია გამოვიყენოთ საუბრისას, რაც ფიქრის პროცესს საგრძნობლად აჩქარებს.

მაგალითად, თუ სწავლობ სიტყვას “decision”, იქვე აუცილებლად ისწავლე ფრაზა “make a decision”. თუ სწავლობ სიტყვას “ready”, აუცილებლად მიაქციე ყურადღება ფრაზებს “get ready”, “ready for something” და “ready to do something”. ინგლისურ-ინგლისურ ლექსიკონებში ასეთი ფრაზები ყოველთვის გამოყოფილია მუქად.

შეიქმენი ინგლისურენოვანი გარემო

თუ მთელი დღე ქართული ენა გესმის და ქართულად საუბრობ, შენს ტვინს გაუჭირდება ინგლისურზე გადართვა. შეეცადეთ, მაქსიმალურად შემოიყვანო ინგლისური შენს ყოველდღიურ ცხოვრებაში:

ინგლისურენოვანი გარემოს შექმნა ტვინს ეხმარება იმაში, რომ ინგლისური აღიქვას არა როგორც სასწავლო საგანი, არამედ როგორც კომუნიკაციის აუცილებელი ინსტრუმენტი. შედეგად, ტვინი ავტომატურად ერთვება ინგლისურენოვან რეჟიმზე. 

დაიწყე სწავლა native speaker მასწავლებლებთან

ინგლისურად ფიქრის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და სწრაფი გზაა ურთიერთობა ადამიანებთან, რომელთათვისაც ეს ენა მშობლიურია. როდესაც შენი მასწავლებელი native speaker-ია, გიწევს “კომფორტის ზონიდან” გამოსვლა – აღარ გაქვს საშუალება, რთული აზრი ქართულად განმარტო. ეს გაიძულებს, გამოიყენო შენი არსებული რესურსი, იპოვო ალტერნატიული გზები და, საბოლოო ჯამში, დაიწყო ფიქრი პირდაპირ ინგლისურად.

სწორედ ამგვარ გარემოს გთავაზობთ “ბექას სკოლა”. აქ გაქვს საშუალება ისწავლო პროფესიონალ მასწავლებლებთან ამერიკიდან, ბრიტანეთიდან და სამხრეთ აფრიკიდან. თუ გინდა დაინახო რეალური პროგრესი და ინგლისური შენი “მეორე მშობლიური ენა” გახდეს, აუცილებლად გაეცანი “ბექას სკოლის” კურსებს.

იყავი თანმიმდევრული და მოთმინებით სავსე

ინგლისურად ფიქრი არ არის ის უნარი, რომელიც ერთ დღეში მოდის. ეს არის პროცესი, რომელიც მოითხოვს რეგულარულ პრაქტიკას და მოთმინებას. სჯობს ყოველდღე 10-15 წუთი ივარჯიშო, ვიდრე კვირაში ერთხელ რამდენიმე საათით “ჩაუჯდე”. დაიწყე პატარა ნაბიჯებით, იყავი თანმიმდევრული და ნელ-ნელა შენ თვითონვე შეამჩნევ, როგორ გახდება ინგლისური შენი ფიქრის ენა.

English Grammar Guide
English Vocabulary Builder
Everyday English
English Idioms
English Phrasal Verbs

სარჩევი

“ბექას სკოლის” კურსები

ისწავლე ინგლისური ყველაზე კომფორტულ და მეგობრულ გარემოში საუკეთესო ქართველ და უცხოელ მასწავლებლებთან!

ჩვენს მრავალფეროვან სასწავლო პროგრამებში აუცილებლად იპოვი ისეთს, რომელიც შენს საჭიროებებსა და მიზნებზეა მორგებული.

მსგავსი პოსტები