Beka's School
  • ჩვენ შესახებ
    • “ბექას სკოლის” შესახებ
    • ინგლისურის მასწავლებლები
    • ჩვენი გუნდი
    • ინგლისურის ცოდნის დონეები
    • კურსებზე რეგისტრაციის პროცესი
  • კურსები
    • ზოგადი ინგლისურის კურსი
    • სასაუბრო ინგლისურის კურსი
    • სასაუბრო ინგლისურის ექსპრეს კურსი
    • ბიზნეს ინგლისურის ექსპრეს კურსი
    • ბექას გრამატიკის კურსი
    • ინგლისურის კურსი მოზარდებისთვის
  • კორპორაციული
  • ბლოგი
  • წიგნები
  • ჩვენ შესახებ
    • “ბექას სკოლის” შესახებ
    • ინგლისურის მასწავლებლები
    • ჩვენი გუნდი
    • ინგლისურის ცოდნის დონეები
    • კურსებზე რეგისტრაციის პროცესი
  • კურსები
    • ზოგადი ინგლისურის კურსი
    • სასაუბრო ინგლისურის კურსი
    • სასაუბრო ინგლისურის ექსპრეს კურსი
    • ბიზნეს ინგლისურის ექსპრეს კურსი
    • ბექას გრამატიკის კურსი
    • ინგლისურის კურსი მოზარდებისთვის
  • კორპორაციული
  • ბლოგი
  • წიგნები
ინგლისურის დონის ტესტი
Beka's School
ჩვენ შესახებ
  • “ბექას სკოლის” შესახებ
  • ინგლისურის მასწავლებლები
  • ინგლისურის ცოდნის დონეები
  • რეგისტრაციის პროცესი
“ბექას სკოლის” კურსები
  • ზოგადი ინგლისურის კურსი
  • სასაუბრო ინგლისურის კურსი
  • სასაუბრო ინგლისურის ექსპრეს კურსი
  • ბიზნეს ინგლისურის ექსპრეს კურსი
  • ბექას გრამატიკის კურსი
  • ინგლისურის კურსი მოზარდებისთვის
  • კორპორაციული სერვისი
უფასო რესურსები
  • “ბექას სკოლის” ბლოგი
  • ვიდეოგაკვეთილები
  • სოციალური ლექსიკონი
  • უფასო კლუბები
  • “ბექას სკოლის” სტიპენდია
  • ბექას ბლოგი
  • გრამატიკის სახელმძღვანელო
ინგლისურის დონის ტესტი

კორპორაციული სერვისი

  • მთავარი
  • /
  • კორპორაციული სერვისი

კორპორაციული სერვისი

  • მთავარი
  • /
  • კორპორაციული სერვისი

კორპორაციული სერვისი

  • მთავარი
  • /
  • კორპორაციული სერვისი

თანამედროვე კომპანიებისთვის თანამშრომლების განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რაც დადებითად აისახება არა მხოლოდ გუნდის კმაყოფილებაზე, არამედ კომპანიის წარმატებაზეც. ინგლისური ენის ცოდნა კი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც ხშირად განსაზღვრავს ბიზნესის წარმატებას. სწორედ ამ საჭიროებაზეა მორგებული “ბექას სკოლის” კორპორაციული სერვისი, რომლის ფარგლებშიც, ჩვენი მასწავლებლები სწრაფად და ეფექტურად ასწავლიან თქვენს გუნდს თანამედროვე გამოყენებით ინგლისურ ენას, თანაც თქვენსავე ოფისში ან ონლაინ. თქვენ კი მათი პროგრესის შესახებ ინფორმაციას ყოველთვიურად მიიღებთ.

კომპანიები, რომლებმაც აირჩიეს “ბექას სკოლა”

“ბექას სკოლა” უკვე 8 წელია, რაც თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნესებთან და ორგანიზაციებთან და სთავაზობს მათ თანამშრომლებს და ბენეფიციარებს ინგლისური ენის კურსების ფართო არჩევანს. საკუთარი გუნდისთვის ინგლისურის გასაუმჯობესებლად “ბექას სკოლა” უკვე აირჩია 80-ზე მეტმა კომპანიამ, რომელთა შორის არიან დიდი ბანკები, კორპორაციები, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, ადგილობრივი სტარტაპები და ა. შ.

Mac
CAT
BOG
Karcher
Spar
TBC
HeidelbergCement
UNDP
Tegeta Motors
RFSL
Caparol
Diplomat
Liberty
Adjarabet
ProCredit
Gulf
Prodware
KPMG
CSRDG
Irex
BDO
Mac
CAT
BOG
Spar
HeidelbergCement
TBC
Karcher
Liberty
Adjarabet
KPMG
UNDP
Tegeta Motors
RFSL
Caparol
Diplomat
ProCredit
Gulf
CSRDG
Irex
BDO

ჩვენი ყველაზე პოპულარული კურსები

ზოგადი ინგლისური

ზოგადი ინგლისურის კურსი “ბექას სკოლის” მთავარი და ყველაზე სიღრმისეული კურსია, რომელიც თავისი შინაარსით და მიდგომებით სრულად არის მორგებული ქართველ სტუდენტზე. კურსი მოიცავს ენის ყველა კომპონენტს: speaking, listening, reading, writing, grammar და vocabulary.

კურსის მთავარი მიზანია, ჩვენმა სტუდენტებმა სრულად დაფარონ ინგლისურის შესაბამისი დონე და, კურსის გავლის შემდეგ, გადავიდნენ ინგლისურის ცოდნის მომდევნო დონეზე, ენის ყველა კომპონენტის გათვალისწინებით.

  • სასწავლო დონეები: A1, A2, B1, B1+, B2, C1
  • კურსის ხანგრძლივობა: 54 საათი
  • გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1.5 საათი
  • მასწავლებელი: დამწყებ დონეებზე (A1, A2) ქართველი | B1 და უფრო მაღალ დონეებზე უცხოელი (native speaker)
  • სასწავლო მასალები: კემბრიჯის ამერიკული ინგლისურის სახელმძღვანელო Empower და სასწავლო პლატფორმა Cambridge One
  • საშინაო დავალებები: Digital Workbook-ის ინტერაქციული ელექტრონული სავარჯიშოები

გაკვეთილების განრიგს, პერიოდულობას, ჯგუფში სტუდენტების რაოდენობას ირჩევს კომპანია.

სასაუბრო ინგლისური

“ბექას სკოლის” სასაუბრო ინგლისურის კურსი შექმნილია იმისთვის, რომ სტუდენტებმა გაიუმჯობესონ ინგლისურად საუბრის უნარები სამსახურეობრივი ან აკადემიური მიზნებისთვის. კურსი არ შემოიფარგლება მხოლოდ საუბრის პრაქტიკით. ის ასევე ავითარებს ყველა იმ უნარს, რომლებიც საჭიროა მკაფიო, ეფექტური და თავდაჯერებული კომუნიკაციისთვის.

კურსის მეთოდოლოგია ეფუძნება ბენჯამინ ბლუმის მიერ შექმნილ აზროვნების დონეების სისტემას, რომელიც აღწერს სწავლის პროცესში განვითარებული კოგნიტური უნარების დონეებს – დამახსოვრებიდან შემოქმედებით აზროვნებამდე. სისტემა გამოყოფს ექვს დონეს: დამახსოვრება, გაგება, გამოყენება, ანალიზი, შეფასება და შექმნა.

  • სასწავლო დონეები: B1, B1+, B2 და C1
  • კურსის ხანგრძლივობა: 54 საათი
  • გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1.5 საათი
  • მასწავლებელი: ინგლისურენოვანი (native speaker)
  • სასწავლო მასალები: კემბრიჯის ამერიკული ინგლისურის სახელმძღვანელო Prism და სასწავლო პლატფორმა Cambridge One
  • საშინაო დავალებები: Digital Workbook-ის ინტერაქციული ელექტრონული სავარჯიშოები

გაკვეთილების განრიგს, პერიოდულობას, ჯგუფში სტუდენტების რაოდენობას ირჩევს კომპანია.

სასაუბრო ინგლისურის ექსპრეს კურსი

სასაუბრო ინგლისურის ექსპრეს კურსი არის ადამიანებისთვის, ვინც გარკვეულ დონეზე იცის ინგლისური, მაგრამ ამ დონის შესაბამისად ვერ საუბრობს პრაქტიკის ნაკლებობის გამო.

კურსი ორიენტირებულია თანამედროვე გამოყენებითი სასაუბრო ინგლისურის სწავლებაზე და მისი მთავარი მიზანია ჩვენი მოსწავლეებისთვის უცხო ენაზე საუბრის კომპლექსის მოხსნა, ბარიერების გადალახვა და ინგლისურად თავისუფლად ალაპარაკება მათი დონის შესაბამისად.

სასაუბრო ინგლისურის ექსპრეს კურსს უძღვებიან მხოლოდ ინგლისურენოვანი (native speaker) მასწავლებლები ამერიკიდან, ბრიტანეთიდან და სამხრეთ აფრიკიდან. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სტუდენტებისთვის უფრო მარტივია ინგლისურ ენასთან დაკავშირებული კომპლექსების და ბარიერების მოხსნა უცხოელ მასწავლებელთან.

ბიზნეს ინგლისურის ექსპრეს კურსი

ბიზნეს ინგლისურის ექსპრეს კურსი ინგლისურის სწრაფი კურსია დაკავებული ადამიანებისთვის, რომლებსაც უნდათ ინგლისურთან ერთად ბიზნესისთვის საჭირო უნარების განვითარება, როგორიცაა ბიზნეს სმოლ თოქი, პრეზენტაციის უნარები, ზრდილობიანი კომუნიკაცია ინგლისურად, მოლაპარაკებები, ფიჩინგი, სატელეფონო საუბარი, იმეილის წერა და ა. შ.

კურსის მთავარი მიზანია მოსწავლეებს დაეხმაროს ბიზნეს კომუნიკაციისთვის საჭირო ტერმინოლოგიის წრაფად ათვისებაში, ინგლისურად საუბრის კომპლექსის მოხსნაში, ბარიერების გადალახვაში და ინგლისურად თავისუფლად ალაპარაკებაში.

ბიზნეს ინგლისურის ექსპრეს კურსს უძღვებიან მხოლოდ ინგლისურენოვანი (native speaker) მასწავლებლები ამერიკიდან, ბრიტანეთიდან და სამხრეთ აფრიკიდან. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სტუდენტებისთვის უფრო მარტივია ინგლისურ ენასთან დაკავშირებული კომპლექსების და ბარიერების მოხსნა უცხოელ მასწავლებელთან.

კორპორაციული შეთავაზების ფარგლებში ჩვენ გთავაზობთ:

  • კურსის ადაპტაციას თქვენი კომპანიის საჭიროებების და საქმიანობის შესაბამისად
  • თქვენი საქმიანობის სფეროსთვის დამახასიათებელი ტერმინოლოგიის და სპეციფიკის ინტეგრირებას კურსში
  • ყოველთვიურად ინდივიდუალური პროგრესის რეპორტს და დასწრების აღრიცხვას მასწავლებლისგან
  • ქართველი და უცხოელი მასწავლებლების დიდი გუნდიდან თქვენთვის ყველაზე მისაღების შერჩევას (მათ შორის საერთაშორისო CELTA დაTEFL სერტიფიკატების მქონე მასწავლებლებს)
  • კურსის დაგეგმვას თქვენი სურვილის შესაბამისად: გაკვეთილების დრო, ხანგრძლივობა, შინაარსი, გასავითარებელი უნარები და ა. შ.
  • გაკვეთილებს თქვენი ორგანიზაციის ოფისში ან ონლაინ
  • გადახდის გრაფიკზე ინდივიდუალურ შეთანხმებას
  • მაღალ მოქნილობას, სწავლების პროცესში თქვენთვის საჭირო ცვლილებების შეტანას: გაკვეთილების დრო, გადასამზადებელი თანამშრომლები, სასწავლო მატერიალები, მეთოდოლოგია, მასწავლებელი და ა. შ.
  • ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს
  • ინგლისურის დონის დასადგენ ტესტს სხვა ნებისმიერი თანამშრომლისთვის
  • მონაწილეობის მიღებას ჩვენს არაფორმალურ აქტივობებში, რაც თქვენს თანამშრომლებს მისცემს შესაძლებლობას, გაიუმჯობესონ ინგლისური კურსს მიღმა, არაფორმალურ გარემოში.

ჩვენი სტანდარტული შეთავაზება შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ამ ბმულის საშუალებით:

  • კორპორაციული შეთავაზება

რას ამბობენ ჩვენზე პარტნიორები

★★★★★
“მასწავლებლის დამოკიდებულება საქმისადმი სამაგალითოა. ის მოთმინებით და დიდი გულისხმიერებით ეკიდება თითოეული ჩვენგანის საჭიროებებს დაარავინ რჩება ყურადღების მიღმა”
რადიო თავისუფლება
რადიო თავისუფლებაRadio Free Europe / Radio Liberty
★★★★★
“ძალიან გაგვიმართლა, რომ ვიპოვეთ ბექას სკოლა თავისი პროფესიონალი მასწავლებლებით და შესანიშნავი გუნდით, რომლებიც მუდამ მზად არიან პროდუქტული თანამშრომლობისათვის!”
McDonald's Georgia
McDonald's Georgiaმაკდონალდსი საქართველო
★★★★★
“ბექას სკოლის პროფესიონალი პედაგოგები და ჩვენს საჭიროებაზე მორგებული კურსი დაგვეხმარა ჩვენი თანამშრომლების ინგლისურის გაუმჯობესებაში, საუბრისა და მოსმენის უნარების დახვეწაში, რაც განსაკუთრებით გვჭირდება ყოველდღიურ საქმიანობაში.”
Foodmart
FoodmartSPAR Georgia, Ioli Supermarket, Kalata
★★★★★
“გაკვეთილები გამოირჩევა საინტერესო სასწავლო მასალებით და ჩვენი სფეროსთვის საჭირო სასაუბრო თემატიკით”
Borusan CAT
Borusan CATCaterpillar-ის ექსკლუზიური დილერი საქართველოში
★★★★★
“სწავლის პროცესი ძალიან კომფორტულია და დატვირთულია ჩვენზე მორგებული და საინტერესო მასალებით, რაც ამარტივებს და სასიამოვნოს ხდის ინგლისური ენის შესწავლას.”
Finbureau
Finbureauფინბიურო
★★★★★
“რჩეულთა შორის რჩეული! გამოცდილი გუნდი, კრეატიული მიდგომა, თანამედროვე მეთოდები, ჩვენზე მორგებული გრაფიკი, გულისხმიერება, მხარდაჭერა და ემპათია – ბექას სკოლის ძირითადი მახასიათებლებია.”
საგა
საგასაქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია
★★★★★
“გამოცდილება, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ როგორი მნიშვნელოვანია პროფესიონალებთან ურთიერთობა, რომლებსაც ზუსტად შეუძლიათ დამკვეთის საჭიროების განსაზღვრა, აქვთ საკმარისი მოქნილობა და ეფექტურად გეგმავენ სასწავლო კურსს სასურველი შედეგების მისაღწევად.”
BDO Georgia
BDO GeorgiaBDO საქართველო
★★★★★
“ბექას სკოლის ონლაინ კურსების წყალობით დავეხმარეთ რეგიონში მცხოვრებ ჩვენი პროექტის მონაწილეებს ინგლისურის გაუმჯობესებაში, რამაც ხელი შეუწყო მათ კარიერულ წინსვლას.”
CSRDG
CSRDGსაქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
★★★★★
“ნამდვილად გაამართლა ბექას სკოლამ ჩვენი გუნდის მოლოდინი! ვსწავლობთ და თან ვმხიარულობთ, რაც გვაძლევს მოტივაციას და გვხდის მეტად პროდუქტიულს.”
ClipArt
ClipArtMedia and Digital Communications Agency

ხშირად დასმული კითხვები

ყველა კითხვის ნახვა
სად ტარდება გაკვეთილები?

ჩვენი პარტნიორების უმეტესობა ონლაინ გაკვეთილებს ანიჭებს უპირატესობას, თუმცა, ჩვენს მასწავლებლებს შეუძლიათ თქვენი კომპანიის ოფისში მოსვლაც (თუ ოფისი ქალაქის ცენტრიდან ძალიან შორს არ მდებარეობს).

როგორ ითვლება კორპორაციული სერვისის საფასური?

კორპორაციული სერვისის შემთხვევაში, საფასური ჩატარებული საათების მიხედვით ითვლება და არა ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით. შესაბამისად, კურსის შერჩევის შემდეგ შევძლებთ საფასურის განსაზღვრას. ხოლო, რაც მეტია ჯგუფში თანამშრომელთა რაოდენობა, მით ნაკლები უჯდება კომპანიას ერთ თანამშრომელზე ინვესტიცია. 

ჯგუფში მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა 10 ადამიანია საათნახევრიანი გაკვეთილების პირობებში.

სადაური მასწავლებლები გყავთ?

გვყავს როგორც ქართველი, ისე უცხოელი (native speaker) მასწავლებლები. ქართველი მასწავლებლები “ბექას სკოლაში” მხოლოდ გრამატიკის და ლექსიკის ნაწილს ასწავლიან, ხოლო დანარჩენს – ინგლისურენოვანი მასწავლებლები. ჩვენი მასწავლებლები არიან ამერიკიდან, დიდი ბრიტანეთიდან და სამხრეთ აფრიკიდან (სადაც ინგლისური მშობლიური ენაა).

რა ნაბიჯებია გასავლელი სასწავლო პროცესის დასაწყებად?
  • პირველ რიგში, კომპანიის თანამშრომლებმა უნდა შეავსონ ჩვენი ინგლისურის ცოდნის დონის დასადგენი ონლაინ ტესტი (სადაც მიუთითებენ კომპანიის დასახელებას).
  • “ბექას სკოლის” წარმომადგენელი კომპანიას მიაწვდის დონეების მიხედვით დაჯგუფებულ თანამშრომელთა სიას, რის შემდეგაც, კონსულტაციის საფუძველზე, კომპანიის მიზნებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე, ჩამოვყალიბდებით თითოეული ჯგუფისთვის ყველაზე ოპტიმალურ კურსზე და საჭიროების შემთხვევაში, კურსის ადაპტაციაზე. რის შემდეგაც, კომპანიას უკვე კონკრეტული, მასზე მორგებული შეთავაზება და განფასება გადაეგზავნება.
  • კომპანია გვაწვდის ინფორმაციას თითოეული ჯგუფისთვის მისაღები განრიგის შესახებ, რის საფუძველზეც სკოლა არჩევს შესაბამის მასწავლებელს.
  • სასწავლო პროცესის დაწყების თარიღს და დასვენების პერიოდებს ირჩევს კომპანია თავისი საჭიროებებიდან და შინაგანაწესიდან გამომდინარე. ამის საფუძველზე, სკოლა თანამშრომლებს უგზავნის სრული კურსის გაკვეთილების განრიგს, სასწავლო პროცესის შესახებ დეტალური ინსტრუქციას და იწყება სწავლება.
სასწავლო მასალების ნიმუშები სად შეიძლება ვნახოთ?

თითოეული კურსის სასწავლო მასალების ნიმუშები შეგიძლიათ იხილოთ აქ:

  • სასწავლო მასალების ნიმუშები

დაგვიკავშირდით

  • info@bekas.school
  • 551 02 42 98 | 598 17 99 96
  • info@bekas.school
  • 551 02 42 98 | 598 17 99 96

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, ჩანიშნეთ საკონსულტაციო ონლაინ შეხვედრა ჩვენს მენეჯერთან.

დაჯავშნეთ ვიზიტი
Beka's School

ინგლისური ენის სკოლა, სადაც გელოდებათ ქართველი და უცხოელი პროფესიონალების დიდი გუნდი და საუკეთესო გარემო ენის შესასწავლად

Facebook Instagram Tiktok Youtube Linkedin-in Pinterest

კონტაქტი

  • გალაკტიონ ტაბიძის ქ. 18, თბილისი
  • info@bekas.school
  • (+995) 551 02 45 18
    (+995) 574 77 44 55
  • ორშ-პარ – 10:00-22:00
    შაბათი – 11:00-16:00

ჩანიშნე საკონსულტაციო შეხვედრა ჩვენს ადმინისტრატორთან.

დაჯავშნე ვიზიტი

ბმულები

  • სკოლის შესახებ
  • ინგლისურის კურსები
  • კორპორაციული შეთავაზება
  • ინგლისურის ცოდნის დონეები
  • ბექას გრამატიკის წიგნები
  • ხშირად დასმული კითხვები

ნიუსლეთერი

გამოიწერე ჩვენი ნიუსლეთერი და მიიღე სასარგებლო რჩევები, ენის შესასწავლი რესურსები და საუკეთესო შეთავაზებები.

  • კონფიდენციალურობა
  • ხშირად დასმული კითხვები

©2025 შპს “ინგლისურის ცენტრი”.  ყველა უფლება დაცულია

Beka's School
Sign inSign up

Sign in

Don’t have an account? Sign up
Lost your password?

Sign up

Already have an account? Sign in