ხშირად დასმული კითხვები
- მთავარი
- /
- კორპორატიული
- /
- ხშირად დასმული კითხვები
სად ტარდება გაკვეთილები?
ჩვენი პარტნიორების უმეტესობა ონლაინ გაკვეთილებს ანიჭებს უპირატესობას, თუმცა, ჩვენს მასწავლებლებს შეუძლიათ თქვენი კომპანიის ოფისში მოსვლაც (თუ ოფისი ქალაქის ცენტრიდან ძალიან შორს არ მდებარეობს).
რომელ პლატფორმას იყენებთ ონლაინ გაკვეთილების ჩასატარებლად?
ძირითადად, ონლაინ კურსებისთვის Zoom პლატფორმას ვიყენებთ.
გარდა ამისა, ზოგადი ინგლისურის კურსისთვის ვიყენებთ კემბრიჯის სასწავლო პლატფორმას, რომელიც მოიცავს ელექტრონულ სახელმძღვანელოს და დავალებებს, რომელთა შესრულებაც შესაძლებელია ტელეფონის ან ლეპტოპის საშუალებით.
რამდენად შესაძლებელია ჰიბრიდული კურსის დაგეგმვა – ნაწილობრივ ონლაინ, ნაწილობრივ ადგილზე გაკვეთილები?
წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, სრულიად შესაძლებელია.
რა ხანგრძლივობისაა გაკვეთილები?
გაკვეთილების ხანგრძლივობას კომპანია თავად ირჩევს, ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობის, თანამშრომელთა დაკავებულობის და საჭიროებების შესაბამისად.
ყველაზე ხშირად კომპანიები 1.5 საათიან გაკვეთილებს ანიჭებენ უპირატესობას.
რამდენი ხანი გრძელდება კურსები?
ზოგადი და სასაუბრო ინგლისურის სტანდარტული კურსები 54 საათს მოიცავს. კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ კვირაში რამდენ გაკვეთილის ჩატარებას აირჩევს კომპანია.
ექსპრეს სასაუბრო და ბიზნეს სასაუბრო კურსები თემატურ გაკვეთილებს მოიცავს და მათი მიზანი საუბრის პრაქტიკაა და არა დონის სრულად დაფარვა, ამიტომ შესაძლებელია იმ ხანგრძლივობის კურსების დაგეგმვა, რამდენი პრაქტიკაც სჭირდებათ კომპანიის თანამშრომლებს.
კვირაში რამდენი გაკვეთილი ტარდება?
კომპანიის სურვილიდან და კურსის სპეციფიკიდან გამომდინარე, ვყალიბდებით კვირაში გაკვეთილების ოპტიმალურ რაოდენობაზე. ხშირად პარტნიორები კვირაში 2 ან 3 გაკვეთილს ირჩევენ თანამშრომელთა დაკავებულობიდან გამომდინარე. თუმცა, გვქონია გაცილებით უფრო ინტენსიური კურსის დაგეგმვის გამოცდილებაც, კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე
სადაური მასწავლებლები გყავთ?
გვყავს როგორც ქართველი, ისე უცხოელი (native speaker) მასწავლებლები. ქართველი მასწავლებლები “ბექას სკოლაში” მხოლოდ გრამატიკის და ლექსიკის ნაწილს ასწავლიან, ხოლო დანარჩენს – ინგლისურენოვანი მასწავლებლები. ჩვენი მასწავლებლები არიან ამერიკიდან, დიდი ბრიტანეთიდან და სამხრეთ აფრიკიდან (სადაც ინგლისური მშობლიური ენაა).
სასწავლო მასალების ნიმუშები სად შეიძლება ვნახოთ?
თითოეული კურსის სასწავლო მასალების ნიმუშები შეგიძლიათ იხილოთ აქ:
რა ნაბიჯებია გასავლელი სასწავლო პროცესის დასაწყებად?
-
პირველ რიგში, კომპანიის თანამშრომლებმა უნდა შეავსონ ჩვენი ინგლისურის ცოდნის დონის დასადგენი ონლაინ ტესტი (სადაც მიუთითებენ კომპანიის დასახელებას).
-
“ბექას სკოლის” წარმომადგენელი კომპანიას მიაწვდის დონეების მიხედვით დაჯგუფებულ თანამშრომელთა სიას, რის შემდეგაც, კონსულტაციის საფუძველზე, კომპანიის მიზნებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე, ჩამოვყალიბდებით თითოეული ჯგუფისთვის ყველაზე ოპტიმალურ კურსზე და საჭიროების შემთხვევაში, კურსის ადაპტაციაზე. რის შემდეგაც, კომპანიას უკვე კონკრეტული, მასზე მორგებული შეთავაზება და განფასება გადაეგზავნება.
- კომპანია გვაწვდის ინფორმაციას თითოეული ჯგუფისთვის მისაღები განრიგის შესახებ, რის საფუძველზეც სკოლა არჩევს შესაბამის მასწავლებელს.
- სასწავლო პროცესის დაწყების თარიღს და დასვენების პერიოდებს ირჩევს კომპანია თავისი საჭიროებებიდან და შინაგანაწესიდან გამომდინარე. ამის საფუძველზე, სკოლა თანამშრომლებს უგზავნის სრული კურსის გაკვეთილების განრიგს, სასწავლო პროცესის შესახებ დეტალური ინსტრუქციას და იწყება სწავლება.
რამდენად შესაძლებელია სასწავლო პროცესის მონიტორინგი?
თანამშრომლობის დაწყებისთანავე, კომპანიის წარმომადგენელს უზიარდება ონლაინ ფაილი, სადაც მასწავლებელი აღრიცხავს კომპანიის თანამშრომელთა გაკვეთილებზე დასწრებას, კომპანიას კი შეუძლია დასწრების მუდმივი მონიტორინგი.
ყოველი თვის ბოლოს, კომპანიას ეგზავნება თანამშრომელთა ყოველთვიური დასწრების აღრიცხვა და მასწავლებლის მიერ დაწერილი თანამშრომელთა ინდივიდუალური პროგრესის რეპორტი.
რამდენად შესაძლებელია სასწავლო პროცესში გრაფიკის ან გაკვეთილის ხანგრძლივობის ცვლილება?
კომპანიის საჭიროებების ცვლილებისას, მასწავლებელთან შეთანხმების საფუძველზე, შესაძლოა სასწავლო პროცესში როგორც გაკვეთილების ხანგრძლივობის, ისე გრაფიკის ცვლილებაც.
როგორ ითვლება კორპორატიული სერვისის საფასური?
კორპორატიული სერვისის შემთხვევაში, საფასური ჩატარებული საათების მიხედვით ითვლება და არა ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით. შესაბამისად, კურსის შერჩევის შემდეგ შევძლებთ საფასურის განსაზღვრას. ხოლო, რაც მეტია ჯგუფში თანამშრომელთა რაოდენობა, მით ნაკლები უჯდება კომპანიას ერთ თანამშრომელზე ინვესტიცია.
ჯგუფში მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა 10 ადამიანია საათნახევრიანი გაკვეთილების პირობებში.
როგორ ხდება ანგარიშსწორება?
შეგვიძლია მაქსიმალურად მოვერგოთ კომპანიის საჭიროებებს და გადახდის გრაფიკიც თქვენი სურვილის მიხედვით განვსაზღვროთ.
ძირითადად, ანგარიშსწორება ყოველი თვის ბოლოს, ჩატარებული გაკვეთილების დათვლის შემდეგ, ინვოისის საფუძველზე ხდება.
დაგვიკავშირდით
- info@bekas.school
- 551 02 42 98 | 598 17 99 96
- info@bekas.school
- 551 02 42 98 | 598 17 99 96
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, ჩანიშნეთ საკონსულტაციო ონლაინ შეხვედრა ჩვენს მენეჯერთან.