ინგლისური ენის შესწავლა ნულიდან

ინგლისური ენის ცოდნა დღევანდელ გლობალიზებულ სამყაროში აუცილებელ უნარად იქცა. ეს არის საერთაშორისო კომუნიკაციის, განათლების, კარიერული განვითარების და ინფორმაციაზე წვდომის გასაღები. ინგლისური მყარად იკავებს პირველ პოზიციას გლობალურ ენებში და ამაზე ციფრებიც მეტყველებს: ინგლისურად საუბრობს 1.35 მილიარდი ადამიანი, რაც მთელი მსოფლიოს მოსახლეობის 17%-ია. გარდა ამისა, ინგლისური არის ენა, რომელსაც ყველაზე მეტი ადამიანი სწავლობს მსოფლიოში.

თუ გსურს ამ მასშტაბური სტატისტიკის ნაწილი გახდე და ინგლისური ენის შესწავლა ნულიდან დაიწყო, გასამხნევებლად ისევ ციფრებს მოვიშველიებთ და გეტყვით, რომ მარტო არ ხარ! ყოველდღე მილიონობით ადამიანი დგამს პირველ ნაბიჯებს.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ინგლისური ენის შესწავლა რთულ გამოწვევად ეჩვენება, სწორი მიდგომით და თანამედროვე რესურსების გამოყენებით, ამ ენის დაუფლება ნულიდან სავსებით შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში. მის მიერ მოტანილი სარგებელი და შესაძლებლობები ნამდვილად ღირს ძალისხმევად. როგორც იტყვიან, კენწეროში გატკბილდების.

რას ნახავ ამ ბლოგში

ინგლისური ენის დამწყები დონეები

“ბექას სკოლა” მიჰყვება დონის განსაზღვრის საერთაშორისო CEFR სისტემას, რომლის მიხედვითაც დამწყებების ორი დონე გამოიყოფა – beginner (A1) და elementary (A2). 

დონის ზუსტად დასადგენად ვიყენებთ ორეტაპიან სისტემას. პირველი ეტაპი არის “ბექას სკოლის” ონლაინ ტესტი, რომელიც სრულიად უფასოა და მისი გაკეთება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

მეორე ეტაპი არის ონლაინ გასაუბრება ქართველ მასწავლებლებთან, რომელიც გრძელდება დაახლოებით 15-20 წუთი. გასაუბრების დროს მოწმდება სტუდენტის საუბრის, მოსმენისა და გაგების უნარები. გასაუბრების შედეგად ხდება სტუდენტის საბოლოო დონის დადგენა. გასაუბრებას გადიან მხოლოდ ის მოსწავლეები, რომლებიც კონკრეტულ კურსზე არიან ჩარიცხული.

ძირითადი გამოწვევები და მათი დაძლევის გზები

საწყისი ბარიერი - როგორ დავიწყოთ

დაწყება ყოველთვის ყველაზე რთულია. ბევრი დამწყები იბნევა, არ იცის საიდან დაიწყოს და როგორ დაგეგმოს სწავლის პროცესი.

ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ იპოვო ისეთი მეთოდი, რომელიც სწავლას სასიამოვნო პროცესად აქცევს. ეს შეიძლება იყოს მობილური აპლიკაცია, ინგლისურის კურსი დამწყებთათვის, მეხსიერების ბარათები, პოდკასტები, ვიდეოგაკვეთილები და ა. შ. ყველა ადამიანი განსხვავებულად სწავლობს. მნიშვნელოვანია, რომ იპოვო ინგლისურის შესწავლის ის მეთოდები, რომლებიც შენთვის არის ეფექტური.

მნიშვნელოვანია, შეიმუშავო რელისტური სასწავლო გეგმა და დაიწყო მარტივი მიზნებით. მაგალითად, მიზნად დაისახო დღეში 5-10 ახალი სიტყვის სწავლა. 

ენის შესწავლის პირველ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწავლის პროცესის ყოველდღიურ რუტინად ქცევა. ამაში შეიძლება დაგეხმაროს ინგლისურის კურსი დამწებთათვის ან მობილური აპლიკაცია, რომელიც ყოველდღიურად შეგახსენებს მეცადინეობას.

კომუნიკაციის ბარიერი

ბევრი დამწყები მოსწავლე გრძნობს შიშს ან უხერხულობას, როდესაც საქმე ეხება ინგლისურ ენაზე კომუნიკაციას. ეს შფოთვა ხშირად ხდება პროგრესის შემაფერხებელი ფაქტორი.

მნიშვნელოვანია, რომ დაიწყო ლაპარაკი ინგლისურად, თუნდაც შეცდომებით. გახსოვდეს, რომ შეცდომები სწავლის პროცესის აუცილებელი ნაწილია. ბარიერის გადალახვაში დაგეხმარება თუ შეუერთდები დამწყებთა ჯგუფებს, სადაც ყველა ერთნაირ მდგომარეობაშია და არავის უკვირს შენი შეცდომები. 

გრამატიკა და ლექსიკა

ინგლისური ენის გრამატიკის წესები, სიტყვები და ფრაზები ხშირად რთულად აღსაქმელია დამწყებთათვის, განსაკუთრებით როდესაც მშობლიური ენა მნიშვნელოვნად განსხვავდება.

გამოიყენე თვითმასწავლებელი წიგნები: გრმატიკა და ლექსიკა ენის თეორიული კომპონენტებია და ამ ნაწილში განსაკუთრებით ეფექტურია თვითმასწავლებელი რესურსები.

ლექსიკის გასაუმჯობესებლად განსაკუთრებით ეფექტურია მობილური აპლიკაციები, რომლებიც დამწყებებზეა ორიენტირებული.

საუბრის და მოსმენის უნარები

ინგლისური ენის შესწავლის პირველ ეტაპზე მოსწავლეების უმრავლესობისთვის მოსმენა და საუბარი წარმოადგენს განსაკუთრებულ გამოწვევას. ხშირად მათ შეუძლიათ წერა და კითხვა, მაგრამ უჭირთ რეალური საუბრის გაგება ან მასში მონაწილეობა.

ამ ნაწილში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გაგებით მოეკიდო იმ ფაქტს, რომ ენის პრაქტიკაში გამოყენების უნარების განვითარებას გარკვეული დრო სჭირდება.

მოსმენის უნარების განვითარებაში შეიძლება დაგეხმაროს პოდკასტები დამწყებთათვის და აპლიკაციები, რომლებიც მოსმენაზეა ორიენტირებული. დაიწყე ფილმების და სერიალების ყურება ინგლისურად. თავიდან უყურე ისეთ ფილმებს და სერიალებს, რომლებიც ბევრჯერ გაქვს ნანახი და ფაქტობრივად ზეპირად იცი.

მოტივაციის შენარჩუნება

გრძელვადიანი მოტივაციის შენარჩუნება ხშირად ყველაზე რთული ნაწილია. ბევრი დამწყები ენთუზიაზმით იწყებს და შემდეგ კარგავს ინტერესს, როდესაც პროგრესი ნელდება.

მოტივაციის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია, რომ დასახო მცირე, მიღწევადი მიზნები და შეაქო საკუთარი ტავი მათი შესრულების შემდეგ. ძალიან დაგეხმარება, თუ სწავლის პროცესს დაუკავშირებ შენს ინტერესებს (მუსიკა, ფილმები, ჰობი).

მოტივაციის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია ანგარიშვალდებულების განცდა. ამაში დაგეხმარება ენის შესასწავლი კურსი ან პარტნიორი, რომელთან ერთადაც სწავლობ.

ინგლისური ენის შესწავლა ნულიდან ბექას სკოლაში

ინგლისურის სწავლა ნულიდან შეიძლება რთული ჩანდეს, მაგრამ ბექას სკოლის კურსები სწორედ იმისთვისაა შექმნილი, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად მარტივი, სასიამოვნო და შედეგზე ორიენტირებული გახდეს. ჩვენი საინტერესო და მრავალმხრივი პროგრამები ყველასთვისაა, მათ შორის, ვინც ახლა იწყებს ინგლისური ენის დაუფლებას. ჩვენი მიზანია დავნერგოთ ინოვაციური მიდგომები, რომლებიც კონკრეტულად ქართველ მოსწავლეებზეა მორგებული. “ბექას სკოლა” გთავაზობთ როგორც ადგილზე გაკვეთილებს, ასევე ონლაინ კურსებსაც.

ზოგადი ინგლისურის კურსი დამწყებთათვის

ზოგადი ინგლისურის კურსი არის ჩვენი მთავარი სასწავლო პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია ენის ყველა კომპონენტის განვითარებაზე: საუბარი, მოსმენა, კითხვა, წერა, გრამატიკა და ლექსიკა. ჩვენ გვესმის, რომ ენის ეფექტური სწავლება მოიცავს დაბალანსებულ მიდგომას და კურსი უზრუნველყოფს სტუდენტების ჩამოყალიბებას ყველა ზემო ჩამოთვლილი მიმართულებით. დამწყებებს ორი დონის კურსს ვთავაზობთ – beginner (A1) და elementary (A2).

ენის შესწავლის საწყის ეტაპზე აუცილებელია, მოსწავლეს ჰყავდეს მშობლიურ ენაზე მოსაუბრე მასწავლებელი, ამიტომ კურსს ქართველი მასწავლებელი უძღვება. საწყისი ეტაპის გავლის შემდეგ, სტუდენტი მზად იქნება გადავიდეს pre-intermediate (B1) დონეზე, რაც გულისხმობს იმას, რომ უკვე შეეძლება უცხოელ (native speaker) მასწავლებელთან თავისუფლად ჰქონდეს კომუნიკაცია.

კემბრიჯის სასწავლო პლატფორმა

ზოგადი ინგლისურის კურსისთვის ვიყენებთ კემბრიჯის ახალ ამერიკული ინგლისურის სახელმძღვანელოს და სასწავლო პლატფორმას Cambridge One. პლატფორმა მოიცავს Digital Workbook-ს, რომელიც თანამედროვე მიდგომებითაა შექმნილი. ტრადიციული დავალებებისგან განსხვავებით, ის ინტერაქციულ ელექტრონულ სავარჯიშოებს მოიცავს, რომლის შესრულებაც მოსწავლეს ნებისმიერ დროს შეუძლია ტელეფონიდან ან ლეპტოპიდან.

სავარჯიშოების წერისას, სწორ პასუხებს პლატფორმა ავტომატურად აჩვენებს მოსწავლეს და, შეცდომების შემთხვევაში, მიუთითებს, რა მასალის გამეორება სჭირდება. სასაუბრო და წერითი დავალებებიც პლატფორმაზე სრულდება და სტუდენტი მასწავლებლისგან უკუკავშირს იქვე იღებს.

მასწავლებელი ლაივ რეჟიმში ხედავს მოსწავლის აქტივობას – რა დრო დახარჯა პლატფორმაზე, დავალებები როგორ შეასრულა, რა შედეგი აქვს, რა ნაწილში უჭირს და სად სჭირდება დახმარება.

რატომ უნდა აირჩიო “ბექას სკოლის” კურსი დამწყებთათვის

სასწავლო რესურსები დამწყებთათვის

სწორად შერჩეული რესურსები ინგლისურის სწავლის პროცესს ბევრად ამარტივებს და უფრო ეფექტურს ხდის. საბედნიეროდ, დამწყებთათვის ხელმისაწვდომია უამრავი უფასო და ფასიანი რესურსი, რომლებიც ხელს უწყობს როგორც ლექსიკის, ისე მოსმენის, საუბრისა და კითხვის უნარების განვითარებას.

მობილური აპლიკაციები ინგლისურის სასწავლად

BBC Learning English

BBC Learning English არის BBC-ის ოფიციალურ საიტზე განთავსებული სპეციალური განყოფილება დამწყებთათვის. აქ ნახავთ მოკლე ვიდეოებს, პოდკასტებს, აუდიოებსა და დიალოგებს, რომლებიც რეალურ საუბრებზეა დაფუძნებული. მოსმენის უნარის განვითარებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო რესურსია.

საუკეთესო youtube არხები დამწყებთათვის

საუბრის პარტნიორების პოვნა

HelloTalk და Tandem – პლატფორმები, სადაც შეგიძლია წერო ან ისაუბრო ადამიანებთან მთელი მსოფლიოდან. შეგიძლია შენს თანამოსაუბრეს ასწავლო ქართული, ის კი ინგლისურის სწავლაში დაგეხმარება.

სიტყვების დასამახსოვრებელი აპლიკაციები

სარჩევი

“ბექას სკოლის” კურსები

ისწავლე ინგლისური ყველაზე კომფორტულ და მეგობრულ გარემოში საუკეთესო ქართველ და უცხოელ მასწავლებლებთან!

ჩვენს მრავალფეროვან სასწავლო პროგრამებში აუცილებლად იპოვი ისეთს, რომელიც შენს საჭიროებებსა და მიზნებზეა მორგებული.

მსგავსი პოსტები