ბექას სკოლის დამწყებების კურსი თავისი შინაარსით და მიდგომებით სრულად არის მორგებული იმ ქართველ სტუდენტებზე, რომლებიც ენის შესწავლაში პირველ ნაბიჯებს დგამენ. კურსი მოიცავს ენის ყველა საბაზისო კომპონენტს: speaking, listening, reading, writing, grammar და vocabulary.
კურსის მიზანი
კურსის მიზანია, ჩვენმა სტუდენტებმა სრულად დაფარონ ინგლისურის საწყისი დონეები (A1 და A2), გადალახონ ენობრივი ბარიერი და მოემზადონ საშუალო დონეზე გადასასვლელად.
მასწავლებლები და მეთოდოლოგია
დამწყებ დონეებს ქართველი მასწავლებელი ასწავლის, რადგან ენის შესწავლის პირველ ეტაპზე გადამწყვეტია, მოსწავლეებმა ყველაფერი კარგად და საფუძვლიანად გაიგონ მშობლიურ ენაზე. კურსი ძალიან სწრაფად ამზადებს მოსწავლეებს საშუალო დონისთვის, სადაც ისინი უკვე უცხოელ მასწავლებლებთან გააგრძელებენ სწავლას.
გრამატიკულ წესებსა და ახალ ლექსიკას ქართულ ენაზე ვხსნით, რათა სტუდენტებმა ყველაფერი კარგად გაიგონ და გაურკვეველი არაფერი დარჩეთ. გაკვეთილებზევე ხდება მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გადატანა და საბაზისო უნარების (საუბარი, მოსმენა, წერა და კითხვა) ეტაპობრივი განვითარება, რაც მაქსიმალურად ზრდის სტუდენტის თავდაჯერებულობას პირველივე ნაბიჯებიდან.
სასწავლო მასალები
ზოგადი ინგლისურის კურსისთვის ვიყენებთ კემბრიჯის უახლეს ამერიკული ინგლისურის სახელმძღვანელოს Empower და სასწავლო პლატფორმას Cambridge One. სახელმძღვანელო აერთიანებს Student’s Book-ს და Workbook-ს და სტუდენტს ასევე წვდომა აქვს წიგნის ელექტრონულ ვერსიაზე.
საშინაო დავალებები
კემბრიჯის სასწავლო პლატფორმა მოიცავს Digital Workbook-ს, რომელიც თანამედროვე მიდგომებითაა შექმნილი. ტრადიციული დავალებებისგან განსხვავებით, ის ინტერაქციულ ელექტრონულ სავარჯიშოებს მოიცავს, რომლის შესრულებაც მოსწავლეს ნებისმიერ დროს შეუძლია ტელეფონიდან ან ლეპტოპიდან.
სავარჯიშოების წერისას, სწორ პასუხებს პლატფორმა ავტომატურად აჩვენებს მოსწავლეს და, შეცდომების შემთხვევაში, მიუთითებს, რა მასალის გამეორება სჭირდება. სასაუბრო და წერითი დავალებებიც პლატფორმაზე სრულდება და სტუდენტი მასწავლებლისგან უკუკავშირს იქვე იღებს.
მასწავლებელი ლაივ რეჟიმში ხედავს მოსწავლის აქტივობას – რა დრო დახარჯა პლატფორმაზე, დავალებები როგორ შეასრულა, რა შედეგი აქვს, რა ნაწილში უჭირს და სად სჭირდება დახმარება.
ტესტები
ყოველი თავის შემდეგ მოსწავლეს შესაძლებლობა აქვს შეავსოს ინტერაქციული ტესტი და გადაამოწმოს, რამდენად კარგად გაიგო მასალა.
სასწავლო პლატფორმაზე კეთდება შუალედური და საბოლოო ტესტებიც. პროგრესს ხედავს როგორც მოსწავლე, ისე მასწავლებელი და სკოლა. სწორედ ამ ტესტირების შედეგების მიხედვით ხდება მოსწავლის შემდეგ დონეზე გადაყვანა.
კურსის დეტალები
- კურსის ხანგრძლივობა: 10 კვირა (45 საათი)
- ჯგუფში სტუდენტების რაოდენობა: 8-9 სტუდენტი
- გაკვეთილების რაოდენობა კვირაში: 3
- გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1.5 საათი
- სასწავლო დონეები: A1, A2
- მასწავლებელი: ქართველი
- სრული კურსის ფასი: 980 ₾ | კურსზე მოქმედებს 0%-იანი განვადება
- სასწავლო მასალების ფასი: 30-55 ₾
მოსწავლეების შეფასებები
“კურსის გავლამდე ორ სიტყვას ვერ ვიძახდი გადაბმულად, ახლა კი შემიძლია, რომ ნებისმიერ თემაზე ვისაუბრო ინგლისურად ბარიერებისა და კომპლექსების გარეშე.”
“ბექას სკოლაში სწავლის პროცესმა თავდაჯერებულობა შემმატა. აქ მთავარი არაა მხოლოდ გრამატიკა და წესები – ჩვენ ვსწავლობთ რეალური კომუნიკაციის გზით, რაც ძალიან ეფექტურია.”
“კურსის გავლამდე ორ სიტყვას ვერ ვიძახდი გადაბმულად, ახლა კი შემიძლია, რომ ნებისმიერ თემაზე ვისაუბრო ინგლისურად ბარიერებისა და კომპლექსების გარეშე.”
“ბექას სკოლაში სწავლის პროცესმა თავდაჯერებულობა შემმატა. აქ მთავარი არაა მხოლოდ გრამატიკა და წესები – ჩვენ ვსწავლობთ რეალური კომუნიკაციის გზით, რაც ძალიან ეფექტურია.”
კურსზე რეგისტრაცია
დარეგისტრირდი კურსზე ან პირდაპირ გაიარე ცოდნის დონის დასადგენი ტესტი და ჩვენ უახლოეს დღეებში დაგიკავშირდებით.
