7 თანამედროვე მეთოდი ინგლისურის სასწავლად

ინგლისურის სწავლა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზანია დღეს. ცხოვრების რაღაც ეტაპზე ყველა ხვდება, რომ ინგლისური სჭირდება – სამსახურისთვის, სწავლისთვის, მოგზაურობისთვის ან უბრალოდ იმიტომ, რომ ინტერნეტის დიდი ნაწილი ინგლისურადაა.

მაგრამ როცა სწავლას იწყებ, სწრაფადვე ჩნდება კითხვა: რომელი მეთოდი მუშაობს რეალურად?

სიმართლე ისაა, რომ ერთი იდეალური ჯადოსნური მეთოდი არ არსებობს. სხვადასხვა მეთოდი სხვადასხვა უნარს ავითარებს – ზოგი გრამატიკაში გეხმარება, ზოგი საუბარში, ზოგი კი სიტყვების დამახსოვრებაში. ამიტომ ხშირად საუკეთესო შედეგი მაშინ მოდის, როცა რამდენიმე მიდგომას ერთად იყენებ.

მოდი გადავხედოთ ყველაზე ეფექტურ გზებს და ვნახოთ, რაში გვეხმარება თითოეული მათგანი.

რას ნახავ ამ ბლოგში

1. თვითმასწავლებელი წიგნები

თვითმასწავლებელი სახელმძღვანელოები განსაკუთრებით ეფექტურია ლექსიკისა და გრამატიკის ასათვისებლად. ინგლისური ენის სწავლა ამ მეთოდით მოითხოვს მაღალ თვითდისციპლინასა და სისტემურ მიდგომას, სადაც მნიშვნელოვანია რეგულარული მეცადინეობა და სავარჯიშოების გულდასმით შესრულება. ამ მეთოდის უდიდესი უპირატესობაა ინდივიდუალური ტემპი, ფინანსური ხელმისაწვდომობა და მოქნილობა, რაც საშუალებას გაძლევს ნებისმიერ დროსა და ადგილას იმუშაო საკუთარ თავზე. 

თუმცა, წიგნი არ გელაპარაკება და შეცდომებს არ გისწორებს, ამიტომ ამ მეთოდით ფაქტობრივად შეუძლებელია ისეთი აუცილებელი პრაქტიკული უნარების განვითარება, როგორიცაა საუბარი, მოსმენა და წერა.

საუკეთესო თვითმასწავლებელი სახელმძღვანელოებია:

2. მობილური აპლიკაციები

მობილური აპლიკაციებით ინგლისური ენის სწავლა თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი და პოპულარული მეთოდია. მისი უმთავრესი უპირატესობაა ინტერაქციულობა, თამაშის ელემენტები და მუდმივი ხელმისაწვდომობა, რაც სწავლის პროცესს უფრო სახალისოს ხდის და მოტივაციას გინარჩუნებს. 

თუმცა, მხოლოდ აპლიკაციით ენის სრულყოფილად შესწავლა პრაქტიკულად შეუძლებელია. მასალა ხშირად ზედაპირულია, არ მოიცავს გრამატიკის სიღრმისეულ ახსნებს და უფრო მეტად მზა მექანიკურ პასუხებზეა ორიენტირებული. ეს მეთოდი უფრო “სნექი” ან “ვიტამინია”, ვიდრე სრულფასოვანი საკვები. აპლიკაცია შეიძლება იყოს კარგი დამხმარე ინსტრუმენტი ძირითად კურსთან ერთად. მაგალითად, როცა რიგში დგახარ ან მეტროთი მგზავრობ, 5-10 წუთი სრულიად საკმარისია რამდენიმე ახალი ფრაზის დასამახსოვრებლად.

ყველაზე პოპულარული ენის შესასწავლი აპლიკაციებია:

3. ინგლისურენოვანი გარემო (Immersion Method)

ინგლისურენოვანი გარემოს შექმნა შენს ყოველდღიურობაში ენის ათვისების ერთ-ერთ ყველაზე ბუნებრივი და ეფექტური გზაა. ეს შეიძლება გულისხმობდეს ფილმების ყურებას ინგლისურად, ახალი ამბების კითხვას ინგლისურად, ინგლისურენოვანი პოდკასტების მოსმენას და ა. შ. თუ რამის კეთება გსიამოვნებს, აკეთე ის ინგლისურად და შენთვის ენის სწავლა იქნება სასიამოვნო ყოველდღიური აქტივობა და არა მტანჯველი მეცადინეობა. ეს მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურია მოსმენის და კითხვის უნარების გასავარჯიშებლად. 

რესურსები ინგლისურენოვანი გარემოს შესაქმნელად:

4. ხელოვნური ინტელექტი (AI)

ბოლო წლებში ინგლისურის სწავლაში ახალი მოთამაშე გამოჩნდა – ხელოვნური ინტელექტი. მისი მთავარი უპირატესობაა 24/7-ზე ხელმისაწვდომობა, შეცდომებზე მყისიერი რეაგირება და სტრესის გარეშე პრაქტიკის შესაძლებლობა, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა თუ უცხო ენაზე საუბრის კომპლექსი გაქვს.

თუმცა, ინგლისურის კურსისგან და მასწავლებლისგან განსხვავებით, AI ნაკლებად თანმიმდევრულია და უჭირს კულტურული ნიუანსების გაგება და ადამიანური ემოციური კავშირის დამყარება. მაქსიმალური სარგებლის მისაღებად რეკომენდებულია, რომ AI გამოიყენო, როგორც დამხმარე ინსტრუმენტი, ერთგვარი ასისტენტი, რომელსაც სთხოვ გრამატიკული წესების მარტივად ახსნას, ტექსტების რედაქტირებას ან სხვადასხვა როლური თამაშების გათამაშებას.

ინგლისურის გასაუმჯობესებლად შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა AI ინსტრუმენტები:

5. მეხსიერების ბარათები (Flashcards)

ინგლისური სიტყვების დამახსოვრებისთვის მეხსიერების ბარათები (flashcards) ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მეთოდია ლექსიკური მარაგის სწრაფად და “ფორსირებულად” გასაზრდელად. ბარათის ერთ მხარეს წერია განმარტება, მეორე მხარეს კი სიტყვა, რომელიც უნდა გამოიცნო და შემდეგ ამოატრიალო ბარათი და ნახო რამდენად სწორად გამოიცანი. ეს მეთოდი ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე ბლოკნოტში სიტყვების სიებად ჩამოწერა. ეფექტურობის ასამაღლებლად რეკომენდებულია ბარათების მეორე მხარეს არა მხოლოდ სიტყვის მნიშვნელობის, არამედ წინადადების ნიმუშისა და ასოციაციური ფოტოს დამატება, რათა ტვინმა სიტყვა რეალურ სიტუაციასთან დააკავშიროს და არა მხოლოდ მშრალ თარგმანთან.

ამ მეთოდის სრულყოფილებას უზრუნველყოფს ინტერვალური განმეორების ალგორითმი (Spaced Repetition System – SRS), რომელიც ჰერმან ებინგჰაუზის “დავიწყების მრუდის” თეორიას ეყრდნობა. ალგორითმი აანალიზებს თითოეული სიტყვის სირთულეს და გთავაზობს მათ გასამეორებლად ზუსტად იმ მომენტში, როდესაც შენი ტვინი მათ დავიწყებას იწყებს. ინტერვალების ეტაპობრივი ზრდა (მაგალითად: 1 დღე, 4 დღე, 10 დღე, 1 თვე) უზრუნველყოფს ინფორმაციის მოკლევადიანი მეხსიერებიდან გრძელვადიანში გადატანას, რაც მინიმალური დროის დანახარჯით მაქსიმალურ შედეგს იძლევა.

საუკეთესო ინსტრუმენტები flashcard-ებისთვის:

6. საუბრის პრაქტიკა

საბოლოო ჯამში, ყველაფერს იმისთვის ვაკეთებთ, რომ ვილაპარაკოთ. საუბრის პრაქტიკა ერთადერთი გზაა ენობრივი ბარიერის მოსახსნელად და თავდაჯერებულობის მოსაპოვებლად. ენის ფლობა არ არის მხოლოდ სიტყვების ცოდნა. ეს არის უნარი, რომ აზრები სწრაფად აქციო სიტყვებად და წინადადებებად. ეს ის ეტაპია, სადაც ბევრი ადამიანი ჩერდება, რადგან ეშინიათ შეცდომების დაშვების. მთავარი პრობლემა ისაა, რომ ხშირად რთულია ინგლისურ ენაზე მოსაუბრე პარტნიორის პოვნა. 

საუბრის პრაქტიკის რამდენიმე გზა:

7. “ბექას სკოლის” კურსები – კომპლექსური მიდგომა ენის შესასწავლად

თუ ეძებ გარემოს, სადაც ყველა ზემოთ ჩამოთვლილი თანამედროვე მეთოდი ერთიან სასწავლო სისტემაშია ინტეგრირებული, “ბექას სკოლა” საუკეთესო არჩევანია. სკოლის კურსები შექმნილია იმისათვის, რომ სტუდენტმა მაქსიმალურად მოკლე დროში შეძლოს ენობრივი ბარიერის გადალახვა და აკადემიური თუ პრაქტიკული უნარების გაუმჯობესება. აქ სწავლება არ შემოიფარგლება მხოლოდ წიგნებით და მშრალი თეორიით. პირიქით, კურსების სტრუქტურა ორიენტირებულია ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებაზე, რისთვისაც გამოიყენება უახლესი ტექნოლოგიური და მეთოდოლოგიური რესურსები.

“ბექას სკოლაში” დანერგილი მეთოდები და ინსტრუმენტები:

როგორც ვთქვით, ინგლისურის სწავლისთვის ერთი ჯადოსნური მეთოდი არ არსებობს. მასწავლებელი და წიგნები გაძლევს მყარ საფუძველს, მობილური აპლიკაციები გეხმარება ყოველდღიურ პრაქტიკაში, flashcard-ები გეხმარება სიტყვების და ფრაზების დამახსოვრებაში, ფილმები და სერიალები გივითარებს მოსმენის უნარებს, ხელოვნური ინტელექტი ქმნის უსასრულო პრაქტიკის შესაძლებლობას, ინგლისურად საუბრის პრაქტიკა კი გაძლევს თავისუფლებას და თავდაჯერებულობას.

საუკეთესო შედეგი მაშინ მოდის, როცა ამ ყველაფერს აერთიანებ და ენის სწავლას ყოველდღიური პროცესის ნაწილად აქცევ.

სარჩევი

“ბექას სკოლის” კურსები

ისწავლე ინგლისური ყველაზე კომფორტულ და მეგობრულ გარემოში საუკეთესო ქართველ და უცხოელ მასწავლებლებთან!

ჩვენს მრავალფეროვან სასწავლო პროგრამებში აუცილებლად იპოვი ისეთს, რომელიც შენს საჭიროებებსა და მიზნებზეა მორგებული.

მსგავსი პოსტები