ინგლისურის კურსები
- მთავარი
- /
- კურსები
ზოგადი ინგლისურის კურსი
ზოგადი ინგლისურის კურსი “ბექას სკოლის” მთავარი და ყველაზე სიღრმისეული კურსია, რომელიც თავისი შინაარსით და მიდგომებით სრულად არის მორგებული ქართველ სტუდენტებზე. კურსი მოიცავს ენის ყველა კომპონენტს: speaking, listening, reading, writing, grammar და vocabulary.
მომზადება კემბრიჯის გამოცდებისთვის
კემბრიჯის გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსი შექმნილია იმ სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ საერთაშორისო ინგლისური ენის სერტიფიკატის მიღება და გამოცდაზე მაღალი შედეგის დაფიქსირება. კურსი ორიენტირებულია იმ კონკრეტული სტრატეგიების ათვისებაზე, რომლებიც აუცილებელია საგამოცდო ბარიერის წარმატებით გადასალახად.
სასაუბრო ინგლისურის კურსი
სასაუბრო ინგლისურის კურსი შექმნილია იმისთვის, რომ სტუდენტებმა გაიუმჯობესონ ინგლისურად საუბრის უნარები სამსახურეობრივი ან აკადემიური მიზნებისთვის. კურსი არ შემოიფარგლება მხოლოდ საუბრის პრაქტიკით. ის ასევე ავითარებს ყველა იმ უნარს, რომლებიც საჭიროა მკაფიო, ეფექტური და თავდაჯერებული კომუნიკაციისთვის.
სასაუბრო ინგლისურის ექსპრეს კურსი
კურსის მთავარი მიზანია მოსწავლეებს დაეხმაროს ბიზნეს კომუნიკაციისთვის საჭირო ტერმინოლოგიის წრაფად ათვისებაში, ინგლისურად საუბრის კომპლექსის მოხსნაში, ბარიერების გადალახვაში და ინგლისურად თავისუფლად ალაპარაკებაში.
სასაუბრო ინგლისურის ექსპრეს კურსი
კურსი ორიენტირებულია თანამედროვე გამოყენებითი სასაუბრო ინგლისურის სწავლებაზე და მისი მთავარი მიზანია ჩვენი მოსწავლეებისთვის უცხო ენაზე საუბრის კომპლექსის მოხსნა, ბარიერების გადალახვა და ინგლისურად თავისუფლად ალაპარაკება მათი დონის შესაბამისად.
ბექას გრამატიკის კურსი
ბექას გრამატიკის კურსი სპეციალურად ქართველებისთვის შექმნილი ინგლისური ენის გრამატიკის ონლაინ კურსია, რომელიც სრულად ფარავს შესაბამისი დონის გრამატიკას დაწყებული დროის ფორმებით და დამთავრებული არტიკლებით და წინდებულებით.
ინგლისურის კურსი მოზარდებისთვის
კურსი ორიენტირებულია ენის საფუძვლიან შესწავლაზე და მოიცავს ენის ყველა კომპონენტს: speaking, listening, reading, writing, grammar და vocabulary. კურსი თავისი შინაარსით და მიდგომებით სრულად არის მორგებული ქართველ მოზარდებზე და სწავლება მიმდინარეობს არაფორმალურ, მეგობრულ, თავისუფალ და ფერად გარემოში.


