სასაუბრო ინგლისურის კურსი
რა არის სასაუბრო ინგლისურის კურსი
როგორც წესი, სასაუბრო ინგლისურის დონე უფრო რთულად ვითარდება ვიდრე ენის სხვა კომპონენტები. ამის მთავარი მიზეზი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში საუბრის პრაქტიკის არქონაა. სასაუბრო ინგლისურის კურსი არის ადამიანებისთვის, ვინც გარკვეულ დონეზე იცის ინგლისური, მაგრამ ამ დონის შესაბამისად ვერ საუბრობს პრაქტიკის ნაკლებობის გამო.
კურსის მიზანი
კურსი ორიენტირებულია თანამედროვე გამოყენებითი სასაუბრო ინგლისურის სწავლებაზე და მისი მთავარი მიზანია ჩვენი მოსწავლეებისთვის უცხო ენაზე საუბრის კომპლექსის მოხსნა, ბარიერების გადალახვა და ინგლისურად თავისუფლად ალაპარაკება მათი დონის შესაბამისად.
სასაუბრო ინგლისურის კურსი არ არის მათთვის, ვისაც სურს თითოეული დონის საფუძვლიანი გავლა, გრამატიკისა და ლექსიკის ცოდნის დონის გაუმჯობესება და შემდეგ სასწავლო დონეზე გადასვლა. ამ კურსის მიზანი, ახალი ცოდნის მიღებაზე მეტად არის არსებული პასიური ცოდნის გააქტიურება და პრაქტიკაში გადმოტანა.
მასწავლებლები
ექსპრეს სასაუბრო კურსს მხოლოდ native speaker (ამერიკელი, ბრიტანელი და სამხრეთაფრიკელი) მასწავლებლები უძღვებიან. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სტუდენტებისთვის უფრო მარტივია ინგლისურ ენასთან დაკავშირებული კომპლექსების და ბარიერების მოხსნა უცხოელ მასწავლებელთან.
სასწავლო მასალები და მეთოდოლოგია
სასაუბრო ინგლისურის კურსისთვის ვიყენებთ კემბრიჯის ამერიკული ინგლისურის სახელმძღვანელოს Prism და სასწავლო პლატფორმას Cambridge One. პლატფორმა მოიცავს Digital Workbook-ს, რომელიც თანამედროვე მიდგომებითაა შექმნილი. ტრადიციული დავალებებისგან განსხვავებით, ის ინტერაქციულ ელექტრონულ სავარჯიშოებს მოიცავს, რომლის შესრულებაც მოსწავლეს ნებისმიერ დროს შეუძლია ტელეფონიდან ან ლეპტოპიდან. სავარჯიშოების გაკეთების შემდეგ, სწორ პასუხებს პლატფორმა ავტომატურად აჩვენებს მოსწავლეს და, შეცდომების შემთხვევაში, მიუთითებს, რა მასალის გამეორება სჭირდება. Speaking-ის დავალებებიც პლატფორმაზე სრულდება და სტუდენტი მასწავლებლისგან უკუკავშირს იქვე იღებს.
მასწავლებელი ლაივ რეჟიმში ხედავს მოსწავლის აქტივობას – რა დრო დახარჯა პლატფორმაზე, დავალებები როგორ შეასრულა, რა შედეგი აქვს, რა ნაწილში უჭირს და სად სჭირდება დახმარება.
კურსის დეტალები
► კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე (54 საათი)
► ჯგუფში სტუდენტების რაოდენობა: 6-7 სტუდენტი
► გაკვეთილების რაოდენობა კვირაში: 3
► გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1.5 საათი
► სასწავლო დონეები: B1, B1+, B2 და C1
► მასწავლებლები: native speaker
► სრული კურსის ფასი: 1050 ₾ | კურსზე მოქმედებს 0%-იანი განვადება
ზოგადი ინგლისურის კურსი
რა არის ზოგადი ინგლისურის კურსი
ზოგადი ინგლისურის კურსი “ბექას სკოლის” მთავარი და ყველაზე სიღრმისეული კურსია, რომელიც თავისი შინაარსით და მიდგომებით სრულად არის მორგებული ქართველ სტუდენტზე. კურსი მოიცავს ენის ყველა კომპონენტს: speaking, listening, reading, writing, grammar და vocabulary.
კურსის მიზანი
კურსის მთავარი მიზანია, ჩვენმა სტუდენტებმა სრულად დაფარონ ინგლისურის შესაბამისი დონე და, კურსის გავლის შემდეგ, გადავიდნენ ინგლისურის ცოდნის მომდევნო დონეზე, ენის ყველა კომპონენტის გათვალისწინებით.
მასწავლებლები და მეთოდოლოგია
დამწყებ დონეებს (A1 და A2) მხოლოდ ქართველი მასწავლებელი ასწავლის, რადგან ენის შესწავლის პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებმა ყველაფერი კარგად გაიგონ მშობლიურ ენაზე. ეს დონეები ერთ სამთვიან კურსში იფარება.
B1 და უფრო მაღალ დონეებზე კურსს პარალელურად უცხოელი – native speaker და ქართველი მასწავლებლები უძღვებიან. კვირაში ერთი გაკვეთილს ატარებს ქართველი მასწავლებელი, ორს კი – უცხოელი. თოთოეული ამ დონის დასაფარად ორი სამთვიანი კურსის გავლაა საჭირო.
ქართველი მასწავლებელი ენის თეორიულ ნაწილს ასწავლის, რაც გრამატიკას და ლექსიკას მოიცავს. გრამატიკულ წესებს და ნორმებს ქართულ ენაზე ხსნის, რომ სტუდენტმა ყველაფერი გაიგოს და გაურკვეველი არაფერი დარჩეს. გრამატიკის საფუძვლიანი შესწავლა სტუდენტს ეხმარება არსებული ფრანგმენტული ცოდნის სტრუქტურირებაში და ახალი ცოდნის მიღებაში.
სტუდენტი მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში უკვე უცხოელ მასწავლებელთან იყენებს, სადაც ივითარებს ენის პრაქტიკაში გამოყენების უნარებს – speaking, listening, reading და writing. ეს გაკვეთილები სრულად ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. მსგავსი კომბინირებული მიდგომა მაქსიმალურად ზრდის სტუდენტის როგორც ცოდნის დონეს, ისე მის თავდაჯერებულობას ინგლისურენოვან გარემოში.
სასწავლო მასალები
ზოგადი ინგლისურის კურსისთვის ვიყენებთ კემბრიჯის ახალ ამერიკული ინგლისურის სახელმძღვანელოს Empower და სასწავლო პლატფორმას Cambridge One. სახელმძღვანელო აერთიანებს Student’s Book-ს და Workbook-ს და სტუდენტს ასევე წვდომა აქვს წიგნის ელექტრონულ ვერსიაზე.
საშინაო დავალებები
კემბრიჯის სასწავლო პლატფორმა მოიცავს Digital Workbook-ს, რომელიც თანამედროვე მიდგომებითაა შექმნილი. ტრადიციული დავალებებისგან განსხვავებით, ის ინტერაქციულ ელექტრონულ სავარჯიშოებს მოიცავს, რომლის შესრულებაც მოსწავლეს ნებისმიერ დროს შეუძლია ტელეფონიდან ან ლეპტოპიდან.
სავარჯიშოების წერისას, სწორ პასუხებს პლატფორმა ავტომატურად აჩვენებს მოსწავლეს და, შეცდომების შემთხვევაში, მიუთითებს, რა მასალის გამეორება სჭირდება. speaking და writing დავალებებიც პლატფორმაზე სრულდება და სტუდენტი მასწავლებლისგან უკუკავშირს იქვე იღებს.
მასწავლებელი ლაივ რეჟიმში ხედავს მოსწავლის აქტივობას – რა დრო დახარჯა პლატფორმაზე, დავალებები როგორ შეასრულა, რა შედეგი აქვს, რა ნაწილში უჭირს და სად სჭირდება დახმარება.
ტესტები
ყოველი იუნიტის შემდეგ მოსწავლეს შესაძლებლობა აქვს შეავსოს ინტერაქციული ტესტი და გადაამოწმოს, რამდენად კარგად გაიგო მასალა.
სასწავლო პლატფორმაზე კეთდება შუალედური და საბოლოო ტესტები. პროგრესს ხედავს როგორც მოსწავლე, ისე მასწავლებელი და სკოლა. სწორედ ამ ტესირების შედეგების მიხედვით ხდება მოსწავლის შემდეგ დონეზე გადაყვანა.
კურსის დეტალები
► კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე (54 საათი)
► ჯგუფში სტუდენტების რაოდენობა: 8-9 სტუდენტი
► გაკვეთილების რაოდენობა კვირაში: 3
► გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1.5 საათი
► სასწავლო დონეები: A1 და A2 დონეები ერთ კურსში იფარება, B1, B1+, B2 და C1 დონეები კი – ორ კურსში
► მასწავლებლები: A1 და A2 დონეებს მხოლოდ ქართველი მასწავლებელი ასწავლის, B1, B1+, B2 და C1 დონეებს კი – ქართველი და უცხოელი (კვირაში 1 გაკვეთილი ქართველთან, 2 უცხოელთან)
► სრული კურსის ფასი: 1050 ₾ | კურსზე მოქმედებს 0%-იანი განვადება
ინგლისური ენის გრამატიკა ბექას სკოლაში
ინგლისური ენის გრამატიკა ბექას სკოლაში
ბექას გრამატიკა სპეციალურად ქართველებისთვის შექმნილი ინგლისური ენის გრამატიკის სწრაფი ონლაინ კურსია, რომელიც სრულად ფარავს შესაბამისი დონის გრამატიკას დაწყებული დროის ფორმებით და დამთავრებული არტიკლებით და წინდებულებით. კურსის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ისეთ საკითხებს, რომლებიც ქართველ მოსწავლეებს ყველაზე მეტად უჭირთ.
კურსი ორიენტირებულია ბაზისური გრამატიკული წესების მაქსიმალურად სწრაფად შესწავლაზე, რაც სტუდენტს უქმნის მყარ თეორიულ საფუძველს იმისთვის, რომ შემდეგ უფრო სწრაფად და ეფექტურად განივითაროს ენის პრაქტიკაში გამოყენების უნარები.
.
კურსის დეტალები
► კურსის ხანგრძლივობა: 5 თვე
► ფორმატი: ინტერაქციული ლექციები ონლაინ
► ჯგუფში სტუდენტების რაოდენობა: 15-18 სტუდენტი
► გაკვეთილების რაოდენობა კვირაში: 2 გაკვეთილი
► გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1 საათი და 30 წუთი
► სრული კურსის ფასი: 800 ₾
.
ზოგადი ინგლისური მოზარდებისთვის
კურსის შესახებ
ზოგადი ინგლისურის კურსი მოზარდებისთვის “ბექას სკოლის” ახალი კურსია, რომელიც თავისი შინაარსით და მიდგომებით სრულად არის მორგებული ქართველ მოზარდებზე და სწავლება მიმდინარეობს არაფორმალურ, მეგობრულ, თავისუფალ და ფერად გარემოში. კურსი მოიცავს ენის ყველა კომპონენტს: Speaking, Listening, Reading, Writing, Grammar და Vocabulary.
კურსის მიზანი
კურსის მიზანია, მოსწავლეებმა სწრაფად და ზედმეტი სტრესის გარეშე დაძლიონ უცხო ენასთან დაკავშირებული ბარიერები და ალაპარაკდნენ ინგლისურად.
მასწავლებლები და სწავლების მეთოდოლოგია
დამწყებ დონეებს – A1, A2 – ქართველი, ხოლო B1 დონის ზემოთ ჯგუფებს უცხოელი – Native Speaker მასწავლებელი ასწავლის.
სასწავლო პროგრამა მოზარდზეა მორგებული და მოიცავს სხვადასხვა სახალისო აქტივობებს, როგორიცაა ვიდეოების ჩვენება, სამაგიდო თამაშები, პრეზენტაციები, ქვიზები და ა.შ.
სასწავლო მასალები
ზოგადი ინგლისურის კურსისთვის ვიყენებთ კემბრიჯის ამერიკული ინგლისურის სახელმძღვანელოს Think და სასწავლო პლატდორმას Cambridge One. სახელმძღვანელო აერთიანებს Student’s Book-ს და Workbook-ს და სტუდენტს ასევე აქვს წვდომა წიგნს ელექტრონულ ვერსიაზე.
საშინაო დავალებები
მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მოსწავლეები არ დავტვირთოთ საშინაო დავალებით და სამუშაოს უდიდესი ნაწილი გაკვეთილზევე გავაკეთოთ. თუმცა, მოსწავლეებს უწევთ ელექტრონული დავალებების გაკეთება ტელეფონის ან ლეპტოპის საშუალებით კემბრიჯის სასწავლო პლატფორმაზე. ტრადიციული დავალებებისგან განსხვავებით, ეს ინტერაქციული სავარჯიშოები ბევრად უფრო სახალისოა მათთვის.
სავარჯიშოების წერისას, სწორ პასუხებს პლატფორმა ავტომატურად აჩვენებს მოსწავლეს და, შეცდომების შემთხვევაში, მიუთითებს, რა მასალის გამეორება სჭირდება.
მასწავლებელი ლაივ რეჟიმში ხედავს მოსწავლის აქტივობას – რა დრო დახარჯა პლატფორმაზე, დავალებები როგორ შეასრულა, რა შედეგი აქვს, რა ნაწილში უჭირს და სად სჭირდება დახმარება.
ტესტირებები და ქვიზები
ყოველი იუნიტის შემდეგ მოსწავლეს შესაძლებლობა აქვს შეავსოს ინტერაქციული ტესტი და გადაამოწმოს, რამდენად კარგად გაიგო მასალა.
სასწავლო პლატფორმაზე კეთდება შუალედური და საბოლოო ტესტები. პროგრესს ხედავს როგორც მოსწავლე, ისე მასწავლებელი და სკოლა. სწორედ ამ ტესირების შედეგების მიხედვით ხდება მოსწავლის შემდეგ დონეზე გადაყვანა.
ყოველი თვის ბოლოს, მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ სახალისო ლაივ ქვიზებში, რომლებიც ტელეფონით კეთდება. ეს ქვიზები მასწავლებელს პროგრესის შეფასების შესაძლებლობას აძლევს და მოსწავლესაც სახალისო ფორმით აწვდის უკუკავშირს.
ყველა ჯგუფს თავისი კურატორი ყავს, რომელიც მშობლისთვის მთავარი საკონტაქტო პირია სკოლაში.
პარალელურად, მასწავლებელი, Მოსწავლეები და მათი მშობლები, კურსის დასაწყისშივე ემატებიან კონკრეტული ჯგუფის WhatsApp ჩატში, რომელიც კომუნიკაციის მთავარი პლატფორმა ხდება და ზიარდება სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ყველა სიახლე თუ სხვა საჭირო ინფორმაცია.
ყოველ ორ თვეში ერთხელ, მშობელს მეილის საშუალებით ეგზავნება შემდეგი ინფორმაცია:
- მასწავლებლის მხრიდან შვილის პროგრესის შეფასება
- დასწრების აღრიცხვა
- ტესტირების შედეგები
სასწავლო პლატფორმის გამჭვირვალეობა საშუალებას აძლევს მშობლებს, რომ მუდმივად ჰქონდეთ წვდომა იმაზე, თუ როგორ მეცადინეობს მათი შვილი, რა დავალებებს ასრულებს, სად უჭირს და რა პროგრესი აქვს.
მოსწავლის მიერ 3 გაცდენის ან პროგრესის შეფერხების შემთხვევაში, მასწავლებელთან კომუნიკაციის საფუძველზე, ჯგუფის კურატორი თავად უკავშირდება მშობელს ტელეფონის საშუალებით და უზიარებს ინფორმაციას არსებული სიტუაციის შესახებ, რათა პროცესში სურვილის შემთხვევაში ჩაერთოს მშობელიც.
კურსის დეტალები
► კურსის ხანგრძლივობა: 9 თვე
► ჯგუფში სტუდენტების რაოდენობა: 8-9 სტუდენტი
► გაკვეთილების რაოდენობა: კვირაში 2
► გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1.5 საათი
► ასაკობრივი ჯგუფები: 11-13 წ და 14-16 წ
► სასწავლო დონეები: A1, A2, B1, B1+, B2
► მასწავლებელი: A1, A2 დონეებზე – ქართველი, B1, B1+, B2 – უცხოელი
► სრული კურსის ფასი: 2250 ₾. ფასში შედის სახელმძღვანელო, ტესტირება და გასაუბრება | ჩვენი მომდინარე მოსწავლეების შვილებზე და ოჯახიდან მეორე ბავშვზე ვრცელდება 10%-იანი ფასდაკლება.
► გადახდის გრაფიკი: ნახევარი ან სრული კურსის საფასურის წინასწარი გადახდა | კურსზე მოქმედებს 0%-იანი განვადება Re|Bank-ის და TBC ბანკის საშუალებით.
რეგისტრაცია
კურსზე რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ ეს ფორმა შეავსოთ: სარეგისტრაციო ფორმა