ინგლისურის სწავლა ინოვაციური მეთოდებით

ინგლისურის სწავლა ნულიდან ბექას სკოლაში
დღევანდელ სამყაროში ინგლისურის სწავლა ბევრად უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ახალი უნარის დაუფლება. ინგლისური ენის, როგორც მინიმუმ, გარკვეულ დონეზე ცოდნა აუცილებლობას წარმოადგენს და ფაქტობრივად ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია.

 

თუ გაინტერესებთ, რამდენი სიტყვა უნდა იცოდეთ, რომ ინგლისურ ენაზე საუბარი გაიგოთ და თქვენც, თუნდაც საშუალო დონეზე ისაუბროთ, მაშინ გეტყვით, რომ ეს მაგიური რიცხვი 2818-ს უდრის.

 

ამ რიცხვის დასადგენად 2013 წელს ტოკიოს უნივერსიტეტში ძალიან დიდი კვლევა ჩატარდა და დარგის ექსპერტებმა გამოავლინეს, რომ ყოველდღიურ სასაუბრო და წერით ინგლისურში გამოყენებული სიტყვების 90%-ს ზუსტად ეს 2818 სიტყვა შეადგენს. 

 

ინგლისურის სწავლა ბექას სკოლაში

 

2818 სიტყვას “ბექას სკოლამ” ერთად მოუყარა თავი – 2818 Words.pdf. სიტყვების უფრო დეტალური განმარტებებისთვის, მათი შესაბამისი ფრაზებისთვისა და მაგალითებისთვის კემბრიჯისა და ოქსფორდის ონლაინ ლექსიკონებსაც გირჩევთ: Cambridge Dictionary | Oxford Learner’s Dictionaries.  

 

არ დაგზარდებით და სიტყვების სწავლაში დახმარებისთვის მობილური აპლიკაციასაც შემოგთავაზებთ, რომელსაც NGSL Builder ჰქვია და ანდროიდსა და iOS-შე შეგიძლიათ გადმოწეროთ.

 

“ბექას სკოლა“ ინგლისური ენის ცენტრია, სადაც ქართველი და უცხოელი სპეციალისტები თანამედროვე მიდგომებსა და მეთოდებს იყენებენ ინგლისურის სწრაფად და რაც მთავარია ეფექტურად სასწავლებლად. “ბექას სკოლა”-ში მრავალფეროვანი ინგლისური ენის კურსები უამრავი რესურსისა და საჭირო ცოდნის გაზიარებაზეა ორიენტირებული. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ხარისხიანი განათლება სწორად დაგეგმილი პროცესებით, შესაბამისი გარემოთი და კარგად განსაზღვრული მეთოდოლოგიითა და მიდგომებით მიიღწევა. 

 

ზუსტად ამიტომ, თანამედროვე ინგლისურის სწავლა ქართველებზე ადაპტირებული ნოვატორული მიდგომებით დავიწყეთ, ამას დავუმატეთ არაფორმალური და აკადემიური განათლების მეთოდების სინთეზი და 2016 წელს 2 ენთუზიასტი მასწავლებლით დაწყებული პროექტი დღეს უკვე 25-მდე თანამშრომელსა და 5000-ზე მეტ გადამზადებულ მოსწავლეს მოიცავს.

მოკლედ რომ ჩამოვარაკრაკოთ, რა უპირატესობას გთავაზობთ “ბექას სკოლა”:

  • ჩვენი გამოცდილი მასწავლებლები დახელოვნებულები არიან რომ სწრაფად და ეფექტურად გასწავლონ გამოყენებითი ინგლისური ენა
  • აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ინგლისურის სწავლა ჩვენთან სახალისო, ინტერაქციული მეთოდებით ხდება სასიამოვნო გარემოში, როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ სივრცეში
  • ვახსენეთ გამოცდილი მასწავლებლები და გეტყვით, რომ მათი გამოცდილება არაერთ წელს მოიცავს. მეგობრულ და ხალისიან გუნდში არიან როგორც ქართველი, ასევე უცხოელი პროფესიონალი მასწავლებლები. ასე რომ, იპოვე ინგლისურის მასწავლებელი აქ.
  • სწავლა კაი და ცოტა გართობაზეც ვისაუბროთ – “ბექას სკოლის” არაფორმალური აქტივობები, ვორქშოფები, სამაგიდო და სხვადასხვა თამაშები საუკეთესო საშუალებაა სოციალიზაციისთვის და ახალი მეგობრების შესაძენად.

 

რატომ არის მნიშვნელოვანი ინგლისურის სწავლა

 

ინგლისური ენის პოპულარობას მისი lingua franca სტატუსი განაპირობებს. სტუდენტი ხართ, კარიერული წინსვლის მაძიებელი, მოგზაურობის მოყვარული, თუ ინგლისური ბიზნესისთვის გესაჭიროებათ, ეს ენა ერთნაირად მნიშვნელოვანია ყველასთვის. ის აფართოებს ჰორიზონტს, ზრდის საერთაშორისო კავშირებს და კარიერულ პერსპექტივებს. უფრო მეტიც, ინგლისური ტექნოლოგიის, მეცნიერებისა და გართობის ძირითადი ენაა, ასე რომ, ინგლისურის სწავლა მნიშვნელოვანია, რათა სიახლეებს არცერთ სფეროში არ ჩამოვრჩეთ. 

 

როგორც კომუნიკაციის, ბიზნესისა და კულტურის საერთაშორისო ენა, ინგლისური უამრავ შესაძლებლობას გვთავაზობს. და არ შეგაშინოთ იმ ფაქტმა, თუ დამწყები ხართ, “ბექას სკოლას” სპეციალურად თქვენთვის კურსი აქვს, ასე რომ, მოდი ჩვენთან და შეისწავლე ინგლისური ენა ნულიდან.

 

ბექას სკოლა – უფრო მეტი ვიდრე სასწავლო ცენტრი

ინგლისური ენის სწავლა საუკეთესო პრაქტიკებზე დაფუძნებით
არ გადავამეტებთ თუ ვიტყვით, რომ ჩვენი ინგლისურის კურსები ყველანაირი სტუდენტის საჭიროებას მოვარგეთ.

 

ექსპრეს სასაუბრო კურსი მათთვისაა, ვისაც ძალიან სწრაფად სურს სალაპარაკო ინგლისურის სწავლა. ამ კურსს მხოლოდ უცხოელი მასწავლებლები უძღვებიან, ვინაიდან ინგლისურ ენასთან დაკავშირებული კომპლექსების და ბარიერების მოხსნა უცხოელ მასწავლებელთან ბევრად მარტივია, განსაკუთრებით თანამედროვე სალაპარაკო ინგლისურის შესწავლის პროცესში.

 

გრამატიკას ცალკე კურსი ეთმობა. ინგლისურის გრამატიკის კურსი ბექასთან სპეციალურად ქართველებისთვის შექმნილი სწრაფი ონლაინ კურსია, რომელიც სრულად ფარავს შესაბამისი დონის გრამატიკას დაწყებული დროის ფორმებით და დამთავრებული არტიკლებით და წინდებულებით. 

 

არ დავივიწყოთ ზოგადი ინგლისურის კურსი. ეს არის ყველაზე სიღრმისეული კურსი, რომელიც თავისი შინაარსით და მიდგომებით სრულად არის მორგებული ქართველ სტუდენტზე. კურსში შედის ენის შესწავლის ყველა აუცილებელი კომპონენტი: Speaking, Listening, Reading, Writing, Grammar და Vocabulary.

 

კურსის მიზანი

 

ამ კურსით ჩვენი სტუდენტები სრულად ფარავენ ინგლისურის შესაბამისს დონეს და, კურსის დასრულების შემდეგ მზად არიან მომდევნო დონეზე გადავიდნენ. 

 

კურსის დეტალები:

 

  • კურსის ხანგრძლივობა 4 თვეა (72 საათი)
  • ჯგუფში სტუდენტების რაოდენობა: 8-9 სტუდენტი
  • კვირაში 3 გაკვეთილი, აქედან 1 ქართველ მასწავლებელთან, 2 უცხოელთან

 

საინტერესო აქტივობები

 

“ბექას სკოლა” სცილდება სწავლების ტრადიციულ მეთოდებს. ჩვენ გვჯერა ენობრივი უნარ-ჩვევების ჰოლისტიკური გზით განვითარების. რეგულარული გაკვეთილების გარდა, სტუდენტები მონაწილეობენ არაფორმალურ აქტივობებში, როგორიცაა სამაგიდო თამაშები, სემინარები, ფილმების საღამოები და სხვა საინტერესო ღონისძიებები, რომლებიც აძლიერებენ ენის ცოდნას მშვიდ გარემოში.

 

ჩვენ ვთანამშრომლობთ კინოთეატრ “ამირანთან” და საერთო პროექტის ფარგლებში მაყურებელს შეუძლია ძალიან საინტერესო, განსხვავებული ჟანრების მოკლემეტრაჟიანი ფილმები იხილოს. რაც მთავარია, უფასოდ. 

 

ბევრი ტრადიციული საგანმანათლებლო ცენტრისგან განსხვავებით, რომლებიც ამძიმებენ მოსწავლეებს გადაჭარბებული საშინაო დავალებით, “ბექას სკოლა” უფრო დაბალანსებულ მიდგომას იყენებს. ინტერაქციულ საკლასო სესიებზე ფოკუსირებით, სტუდენტები სწავლობენ პრაქტიკისა და გამოცდილების მეშვეობით, რაც ამცირებს საშინაო სავარჯიშოების საჭიროებას.

 

ინგლისურის სწავლა მოზარდებისთვის

ინგლისურის სწავლა აქ

“ბექას სკოლა”-ში სპეციალურად მოზარდებზე გათვლილი კურსი ახლახანს შეიქმნა. ზედმეტი სტრესის გარეშე უცხო ენასთან დაკავშირებული ბარიერების დაძლევა და ინგლისურად ალაპარაკება არაა მარტივი საქმე, თუმცა, “ბექას სკოლა”-ში ამ მიმართულებით გამოცდილი უცხოელი მასწავლებლები წამყვან როლს ასრულებენ. 

 

შეიქმნება 2 ასაკობრივი კატეგორიის ჯგუფები. ერთში 11-13 წლის ბავშვები იქნებიან, ხოლო მეორეში 14-16 წლის მოზარდები. ამ ასაკით დაყოფა საერთაშორისო პრაქტიკის ნაწილია, მაგრამ გარდა ასაკისა, ვითვალისწინებთ მოზარდების ცოდნის დონეს. მოზარდების ცოდნა ჯერ “ბექას სკოლის“ ონლაინ ტესტით შემოწმდება, ხოლო შემდეგ ჩატარდება გასაუბრება ინგლისურ ენაზე.

 

სასწავლო პროგრამა ინოვაციურია და პროცესი მოზარდისთვის ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს. ვიდეოები, სამაგიდო თამაშები, პრეზენტაციები, ქვიზები და ბევრი სხვა აქტივობა ინგლისურ ენაზე წარიმართება. 

 

ხაზი უნდა გავუსვათ, რომ მოსწავლეები არ დაიტვირთებიან საშინაო დავალებებით. ის, რაც მშობლებს და მოზარდეს ერთნაირად აინტერესებთ, შეფასების სქემაა. “ბექას სკოლაში“ მოსწავლეების მიღწევები არა სტრესული ტესტების, არამედ ქვიზების მეშვეობით შეფასდება.

 

ასე რომ, ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა. თამამად გეტყვით, რომ ინგლისურის სწავლა გვიანი არასწორაა. თუ უკვე გაქვთ რაღაც ცოდნა, მაგრამ არ ხართ დარწმუნებული ზუსტად რა დონეზე იცით ინგლისური, ინგლისური ენის ტესტი აქ შეგიძლიათ გააკეთოთ. ტესტის ბოლოს გაიგებთ პასუხს და ამის მიხედვით შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი კურსი.