ინგლისური ენის შესწავლა ნულიდან


ინგლისურის სწავლა ნულიდან ბექას სკოლაში
ინგლისური გლობალური ენაა და მყარად იკავებს პირველ პოზიციას, როგორც ყველაზე ფართოდ სალაპარაკო და ნასწავლი ენა მსოფლიოში.  ამაზე ციფრებიც მეტყველებს: 1.35 მილიარდი ადამიანი, რაც მთელი მსოფლიოს მოსახლეობის 17%-ია, ინგლისურად საუბრობს. 

 

თუ გსურთ ამ მასშტაბური სტატისტიკის ნაწილი გახდეთ და ინგლისური ენის შესწავლა ნულიდან დაიწყოთ, თქვენს გასამხნევებლად ისევ ციფრებს მოვიშველიებთ და გეტყვით, რომ მარტო არ ხართ! ყოველდღე მილიონობით ადამიანი დგამს პირველ ნაბიჯებს.

 

ახალი ენის და კონკრეტულად კი ინგლისური ენის შესწავლა მოგზაურობაა, რომლის დაწყებაც შეგიძლიათ ნებისმიერ ასაკში და მის მიერ მოტანილი სარგებელი და შესაძლებლობები ნამდვილად ღირს ძალისხმევად. როგორც იტყვიან – “At the top, it gets sweetened”

 

დაიმახსოვრეთ, ყოველი მცირე ძალისხმევა მნიშვნელოვანია და თანმიმდევრული პრაქტიკით, პროგრესს იმაზე ადრე დაინახავთ, ვიდრე ფიქრობთ. აღნიშნეთ თქვენი მიღწევები და ნუ შეგეშინდებათ შეცდომების დაშვების. ისინი აუცილებელია თქვენივე ზრდისთვის.

 

ინგლისური ენის შესწავლა ონლაინ ნულიდან ბექას სკოლაში 

 

შეცდომების რაოდენობამ რომ დაიკლოს, ხოლო მიღწევების აღნიშვნა უფრო მეტჯერ მოგიწიოთ, ამაში “ბექას სკოლა” დაგეხმარებათ. “ბექას სკოლა” ქართველი და უცხოელი სპეციალისტებით დაკომპლექტებული სასწავლო ცენტრია, სადაც უკვე რამდენიმე წელია წარმატებით ვასწავლით ინგლისურს.

 

ჩვენი საინტერესო და ყოვლისმომცველი პროგრამები ყველასთვისაა და მათ შორის, ვინც ახლა იწყებს ინგლისური ენის დაუფლებას. ბექას სკოლაში მიგვაჩნია, რომ ინგლისური ენის სწავლა უამრავ შესაძლებლობებს უხსნის ადამიანებს. ჩვენი მიზანია დავნერგოთ ინოვაციური მიდგომები, რომლებიც კონკრეტულად ქართველ მოსწავლეებზეა მორგებული. ამისთვის არაფორმალური და აკადემიური განათლების მეთოდების სინთეზს ვახდენთ.

 

“ბექას სკოლა” გთავაზობთ როგორც ადგილზე გაკვეთილებს, ასევე ონლაინ კურსსაც. ვითვალისწინებთ რა ჩვენი სტუდენტების გადატვირთულ გრაფიკს, ჩვენთან ინგლისური ენის შესწავლა ონლაინ ნულიდან შეგიძლიათ.

 

კურსის მიმოხილვა

ინგლისური დამწყებთათვის ონლაინ
ზოგადი ინგლისური ენის კურსი ბექას სკოლაში არის ყოვლისმომცველი პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია სასიცოცხლო ენობრივ კომპონენტებზე: საუბარი, მოსმენა, კითხვა, წერა, გრამატიკა და ლექსიკა. ჩვენ გვესმის, რომ ენის ეფექტური სწავლება მოიცავს დაბალანსებულ მიდგომას და კურსი უზრუნველყოფს სტუდენტების ჩამოყალიბებას ყველა ზემო ჩამოთვლილი მიმართულებით.

 

ენის შესწავლის საწყის ეტაპზე აუცილებელია, მოსწავლეს ჰყავდეს მშობლიურ ენაზე მოსაუბრე მასწავლებელი, ამიტომ კურსს ქართველი მასწავლებელი უძღვება. საწყისი კურსის გავლის შემდეგ, სტუდენტი მზად იქნება გადავიდეს Pre-Intermediate (A2) დონეზე, რაც გულისხმობს იმას, რომ უკვე შეეძლება უცხოელ (Native Speaker) მასწავლებელთან თავისუფლად ჰქონდეს კომუნიკაცია.

 

ინგლისური ნულიდან – დამწყები დონე

 

დამწყები დონე განკუთვნილია მათთვის, ვინც ინგლისური ნულიდან უნდა შეისწავლოს. ამ დონეზე ჩვენ ფოკუსირებული ვართ ფუნდამენტური ენობრივი უნარების ჩამოყალიბებაზე. ძირითადი მისალმებისა და შესავალი წინადადებების ძირითადი სტრუქტურების სწავლიდან, სტუდენტები მიიღებენ თავდაჯერებულობას მარტივი საუბრების წამოსაწყებად. ინტერაქტიული სავარჯიშოებისა და საინტერესო აქტივობების საშუალებით ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც მოსწავლეებს შეუძლიათ კომფორტულად ივარჯიშონ ლაპარაკსა და მოსმენაში.

 

ელემენტარული დონე

 

მათთვის, ვინც უკვე ფლობს ინგლისურ ენაზე კითხვის, წერისა და კომუნიკაციის საბაზისო უნარებს, ჩვენი დაწყებითი დონე სრულყოფილ საწყის წერტილია ინგლისური ენის უკეთ შესასწავლად. აქ ჩვენ უფრო ჩავუღრმავდებით ინგლისურ გრამატიკასა და ლექსიკას. სტუდენტებს საშუალება ექნებათ თავისუფლად გამოხატონ საკუთარი თავი და გაიაზრონ ყოველდღიური საუბრები. 

 

კურსის ხანგრძლივობა და მიდგომა

 

ჩვენი ზოგადი ინგლისური ენის კურსის თითოეული დონე გრძელდება ორი თვის განმავლობაში. გამოცდილი ინსტრუქტორები იყენებენ სტუდენტზე ორიენტირებულ მიდგომას, რომელიც სწავლის ინდივიდუალურ სტილსა და საჭიროებებს გულისხმობს. ჩვენ გვჯერა, რომ პოზიტიური და ინკლუზიური სასწავლო გარემო, სტუდენტებს ხელს უწყობს თავისუფლად დასვან კითხვები და ითანამშრომლონ სხვა სტუდენტებთან.

 

ინგლისური ენის შესწავლა ბავშვებისთვის

 

ინგლისური ენის შესწავლა ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პატარებმა თავიდანვე გამოიმუშაონ თავდაჯერებულობა და ჰქონდეთ ცოდნის ბაზა. “ბექას სკოლა”-ში მოსწავლეები სწრაფად და ზედმეტი სტრესის გარეშე ახერხებენ დაძლიონ ბარიერები და ინგლისურად ალაპარაკდნენ. 

 

ამაში ქართველ მასწავლებლებთან ერთად უცხოელი სპეციალისტები დიდ როლს თამაშობენ. უცხოელ მასწავლებლებთან გაკვეთილები მოზარდებს საუბრის უნარებს სწრაფად უვითარებს. ინგლისური ენის შესწავლა ბავშვებისთვის სპეციალური პროგრამით მიმდინარეობს და მოზარდების საჭიროებებზეა მორგებული.

 

კურსი 2 ასაკობრივ კატეგორიას მოიცავს და მასში 11-13 და 14-16 წლის მოზარდები შეძლებენ მონაწილეობის მიღებას. ასეთი სახის დაყოფა საერთაშორისო პრაქტიკაზეა დაფუძნებული. გარდა ასაკისა ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ მოსწავლეების ცოდნის დონეს. ამისთვის, ბავშვები ჯერ „ბექას სკოლის“ ინგლისურის ონლაინ ტესტს დაწერენ, შემდეგ კი გასაუბრებას გაივლიან სასაუბრო ინგლისურის დონის ზუსტად განსასაზღვრად.

 

რატომ უნდა აირჩიოთ ბექას სკოლის ზოგადი ინგლისური ენის კურსი

 

ინგლისური ენის შესწავლა ბექას სკოლაში არაერთ სარგებელს სთავაზობს სტუდენტს და რომ შევაჯამოთ:

 

  • მორგებულია ქართველ სტუდენტებზე: ჩვენი კურსი საგულდაგულოდ არის ადაპტირებული იმისათვის, რომ მოერგოს ინგლისური ენის ქართველი სტუდენტთა საჭიროებებსა და გამოწვევებს.
  • ყოვლისმომცველი შინაარსი: ჩვენ ვფარავთ ყველა ძირითად ენობრივ კომპონენტს, რაც უზრუნველყოფს ენობრივი უნარების კარგად განვითარებას.
  • დამხმარე სასწავლო გარემო: თქვენ შეგეძლება მონაწილეობა მიიღოთ ჩვენს არაფორმალურ აქტივობებში. იქნება ეს კინო კლუბი, მაფიის ღამე, სხვადასხვა ვორქშოფი და ა.შ. 
  • სასწავლო მასალები: მაგალითად, ზოგადი ინგლისურის კურსისთვის ოქსფორდის სახელმძღვანელოს English File-ს არის შერჩეული. დატვირთვა ძირითადად გაკვეთილებზე მოდის და მოსწავლეს არ უწევთ ბევრი საშინაო დავალების შესრულება.
  • ინგლისური ონლაინ: დღევანდელ სამყაროში მნიშვნელოვანია სტუდენტს ჰქონდეს არჩევანის შესაძლებლობა – ისწავლოს ინგლისური ონლაინ, ან ადგილზე. 

 

ასე რომ, დაიწყეთ ინგლისური ენის შესწავლა ნულიდან ბექას სკოლის გამოცდილ სპეციალისტებთან ერთად. დაარღვიეთ ენობრივი ბარიერები, გააფართოვეთ ჰორიზონტი და აღმოაჩინეთ შესაძლებლობების სამყარო ინგლისური ენის დახმარებით. შემოგვიერთდით დღეს და გადადგით პირველი ნაბიჯი უფრო ნათელი მომავლისკენ.