სალაპარაკო ინგლისური ბექას სკოლაში


Centered Image
 

ვისაც 2000-ანი წლები ახსოვს, ამ პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრაზა – “ინგლისური და კომპიუტერი”-ც ემახსოვრება. ინგლისურისა და კომპიუტერის ცოდნა, განსაკუთრებით უფროსი თაობისთვის, ასოცირდებოდა რაღაც მაგიურ ძალასთან. ეს იყო სწავლის იერარქიის ბოლო საფეხური და იმის იქით აღარაფერი არსებობდა. არ აქვს მნიშვნელობა რა პროფესიის, ან როგორი ოჯახისშვილი იყავი, თუ იცოდი ინგლისური და კომპიუტერი, ყველაფერი ხუთიანზე იყო.

 

ამ სტერეოტიპს ახალგაზრდა თაობა ცოტა არასერიოზულად და გულუბრყვილოდ აღვიქვამდით, თურმე, სულ ტყუილად. მაშინდელი უფროსი თაობა ძალიან მართალი აღმოჩნდა.

 

და მაინც, რატომ ინგლისური?

 

ინგლისური ენა უკვე არაერთი ათწლეულია მყარად იკავებს გლობალური ენის სტატუსს.

 

კარიერული განვითარება, თანამედროვე განათლების ხელმისაწვდომობა, ტურიზმი, ინფორმაციის მიღება და ყველაფერი სხვა პირდაპირ გადაჯაჭვულია ინგლისურის ცოდნასთან. კომპანიები მთელს მსოფლიოში ეძებენ მათ, ვისაც ეფექტური კომუნიკაცია შეუძლია საერთაშორისო ენაზე.

 

დღეს ინგლისურის ცოდნა აღარ არის უბრალოდ დამატებითი პლუსი და უნარი. კარიერული წინსვლის, განათლების მიღებისა და მსგავსი მნიშვნელოვანი საკითხების გარდა, ინგლისურის ცოდნა ყველაფერში და ყველგან  გვჭირდება. რეალურად, ინგლისური ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია და ტექნოლოგიებისა და ციფრული სამყაროს მუდმივი განვითარების კვალდაკვალ, სალაპარაკო ინგლისური კიდევ უფრო მეტად დაგვჭირდება.

 

ინგლისური ენის ცენტრი – “ბექას სკოლა” 2016 წელს 2 მასწავლებლით დავიწყეთ და დღეს 25-მდე თანამშრომელს ვაერთიანებთ. მათ შორის არიან უცხოელი მასწავლებლები. 10-ზე მეტი native speaker მასწავლებელი სხვადასხვა კურსს უძღვება “ბექას სკოლა”-ში. ამ წლების განმავლობაში 5000-მდე გადამზადებული და 400-მდე მიმდინარე მოსწავლე გვყავს. 

 

გარდა იმისა, რომ სასაუბრო ინგლისური, ბიზნეს ინგლისური და ზოგადად, ამ ენის შესწავლა ძალიან მოთხოვნადია, “ბექას სკოლის” პოპულარობა ჩვენმა მიდგომებმაც განაპირობა. თანამედროვე ინგლისური ენის სწავლება ქართველებზე ადაპტირებული ნოვატორული მეთოდებით დავიწყეთ. არაფორმალური და აკადემიური განათლების სინთეზი ძალიან პრაქტიკული აღმოჩნდა და ჩვენი გუნდი კვლავ აგრძელებს სწავლის ტექნიკების დახვეწას.

პ.ს. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, “კომპიუტერის” შესწავლა ჩვენთან არ ხდება 🙁

 

სალაპარაკო ინგლისური ბექას სკოლაში

 

ჩვენი ინგლისური ენის კურსები საკმაოდ მრავალფეროვანია. ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კურსი არის სალაპარაკო ინგლისური.

ვინაიდან, ყველას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ყოველდღე აქტიური კომუნიკაცია ჰქონდეს ამ ენაზე, სასაუბრო ინგლისური რთულად ვითარდება. 

 

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, პრაქტიკის არ ქონა ჩვენ შევავსოთ და შევიმუშავეთ სპეციალური ექსპრეს სასაუბრო კურსი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში უცხოელ მასწავლებელთან ინტენსიურ გაკვეთილებს გულისხმობს. 

 

ექსპრეს სასაუბრო ინგლისურის კურსი ორიენტირებულია, რომ მოსწავლეებს უცხო ენაზე საუბრის კომპლექსის მოეხსნათ, მარტივად გადალახონ ნებისმიერი ბარიერი და რაღა თქმა უნდა, თავისუფლად ალაპარაკდნენ ინგლისურად. 

 

👉 ინგლისური ენის ექსპრეს კურსი ძალიან სწრაფ შედეგზეა ორიენტირებული.

 

ჩვენი შევქმენით სრულიად ახალი კურიკულუმი და სასწავლო მასალები.

გარდა სასწავლო მასალებისა, გვაქვს დამატებითი რესურსები, რაც აერთიანებს ქოუჩინგის და პიროვნული განვითარების ტექნიკებს. ჩვენი პრიორიტეტია, რომ მოსწავლეებს დავეხმაროთ იყვნენ ფოკუსირებულები, პროდუქტიულები და  ეფექტურად აიმაღლონ ინგლისურის ცოდნის დონე.

 

კურსის დეტალები:

► კურსის ხანგრძლივობა 8 კვირა (40 საათი)
► ჯგუფში მოსწავლეების რაოდენობა: 6-7
► გაკვეთილების რაოდენობა: 5 გაკვეთილი კვირაში
► გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1 საათი
► სრული კურსის ღირებულება: 680 ₾
► კურსზე მოქმედებს 0%-იანი განვადება TBC ბანკის ან Re|Bank-ის საშუალებით

 

ჩვენი სკოლა, გალაკტიონ ტაბიძის 18-ში, ლამაზ ისტორიულ შენობაშია, მაგრამ ვისაც ონლაინ სწავლება უფრო ეკომფორტულება, მათთვისაც გვაქვს გამოსავალი. 

 

ბიზნეს ინგლისურის კურსი

 

იმის გათვალისწინებით, რომ გლობალური ბიზნესი სწრაფად აფართოებს საქმიანობას საერთაშორისო დონეზე, საერთაშორისო კომუნიკაციისთვის და სხვადასხვა სფეროში მოსახვედრად ინგლისური ენა, როგორც იტყვიან – IS MUST. ბიზნეს ინგლისური ინდივიდებს აძლევს კონკურენტულ უპირატესობასა და უკეთეს სამუშაო პერსპექტივას.

“ბექას სკოლას” ბიზნეს სასაუბრო ინგლისური ძალიან სწრაფი ონლაინ კურსია. გარდა იმისა, რომ სწრაფად გასწავლით ბიზნეს ინგლისურს, კურსი ძალიან დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ბიზნესის სქილები – მოლაპარაკებები, პრეზენტაცია, ბიზნეს სმოლ თოქი,, ზრდილობიანი კომუნიკაცია ინგლისურად, ფიჩინგი, სატელეფონო საუბარი, იმეილის წერა და ა. შ.

კურსი ორ თვეს გრძელდება და გაკვეთილები ტარდება ყოველდღიურად. კარგი ამბავი – არც ექსპრეს და არც ბიზნეს კურსი არ მოიცავს საშინაო დავალებას!

 

რას გთავაზობთ ბექას სკოლა

 

რატომ “ბექას სკოლა” და არა სხვა ინგლისური ენის ცენტრი. გარდა იმისა, რომ მეთოდოლოგია, მიდგომები და პრაქტიკა ძალიან სპეციფიკური და კონკრეტულად ქართველ მოსწავლეებზეა მორგებული,  ჩვენი სკოლის ხიბლი არის უშუალო, თავისუფალო გარემო. 

 

ეს არ არის მკაცრი სასწავლო სივრცე, სადაც სტუდენტები შებოჭილები არიან. პირიქით, ვცდილობთ, კომფორტში გვყავდეს სტუდენტი და მაგალითად, თუ სახლში წასვლას ვერ ასწრებთ, შეგიძლიათ ჩვენთან მოხვიდეთ და აქ იმეცადინოთ, ჩაი და ყავა ჩვენზეა. 

 

აქ არ დაგხვდებათ სტანდარტული აკადემიური სასწავლო პროცესი. ხშირად გვაქვს დამატებითი აქტივობები, როგორიცაა პრეზენტაციები, კინოჩვენებები, განხილვები და საუბრები სხვადასხვა თემაზე. რა თქმა უნდა, ყველაფერი ინგლისურ ენაზეა და აქტივობებზე დასწრება ყველასთვის თავისუფალია.

 

ინგლისურენოვანი კინოკლუბი ძალიან პოპულარულ პროექტად იქცა. ჩვენ ვთანამშრომლობთ კინოთეატრ “ამირანთან” და ყოველ მეორე სამშაბათს, საღამოს 8 საათზე ძალიან საინტერესო, განსხვავებული ჟანრების მოკლემეტრაჟიან ფილმებს ვაჩვენებთ.

კულტურული ღირებულების გარდა, სხვა დატვირთვაც აქვს კლუბს:

 

  • ინგლისური ენის პრაქტიკა. მაყურებლები და დისკუსიის მონაწილეები ეჩვევიან ინგლისურ ენაზე კომუნიკაციას, ივითარებენ მოსმენის, საუბრის უნარებს და ლექსიკას.
  • კულტურული გაცვლა და სოციალიზაცია – ჩვენებებს ბევრი ადამიანი ესწრება, სხვადასხვა სფეროებიდან და ქვეყნებიდან. მათთან საინტერესო თემებზე საუბარი  სოციალიზაციას ამარტივებს და აახლოებს კლუბის 
  • გართობა – და რაღა თქმა უნდა გართობა, რაც მიგვაჩნია რომ სწავლისა და შემეცნების პროცესის განუყოფელი ნაწილია.

 

ჩვენი სკოლის ყველაზე ახალი კურსი –  ინგლისური მოზარდებისთვის  შინაარსით და მიდგომებით სრულად არის მორგებული ქართველ მოზარდებზე და სწავლება მიმდინარეობს მეგობრულ, არაფორმალურ, თავისუფალ და ფერად გარემოში.

 

კურსი მოიცავს ენის ყველა კომპონენტს:  Listening, Reading, Speaking, Writing, Grammar და Vocabulary. სასწავლო პროგრამაში სხვადასხვა სახალისო აქტივობა – სამაგიდო თამაშები, ვიდეოების ჩვენება, პრეზენტაციები, ქვიზები და ბევრი სხვა რამ, რაც მოზარდს დაეხმარება ენის დაუფლებაში.