• ჩვენ გვაქვს ქართველებზე მორგებული ყველაზე ეფექტური მეთოდოლოგია, რომლის საშუალებითაც, არა მხოლოდ გასწავლით, არამედ „დაგამუღამებინებთ“ კიდეც თანამედროვე გამოყენებით ინგლისურ ენას.
    .
  • ჩვენთვის ხარისხიანი სწავლების აუცილებელი წინაპირობაა მასწავლებლების შერჩევის მკაცრი კრიტერიუმები და პროფესიონალი native speaker მასწავლებლების ფართო არჩევანი.
    .
  • ხშირად, თუ სხვაგან სწავლის პროცესი ძალიან გაწელილია, ჩვენ ვცდილობთ, ჩვენმა მოსწავლეებმა დასახულ მიზნებს რაც შეიძლება სწრაფად მიაღწიონ.
    .
  • გვაქვს არაფორმალური კულტურა – ვეწინააღმდეგებით აზრს, რომ იმისთვის, რომ სერიოზულად აღვიქმებოდეთ, მუდმივად სერიოზულები უნდა ვიყოთ! არაფერიც, ძალიან გვიყვარს იუმორი, თავისუფლება და მხიარულება. სწორედ ამიტომ, ვცდილობთ შევქმნათ გარემო, სადაც ყველა ფერია და უპირობოდ ვცემთ პატივს ყველას თავისუფლებას.
    .
  • გვყავს „ქომიუნითი“, რომელიც ჩვენი ოჯახია, სადაც უშუალო კომუნიკაცია, ურთიერთპატივისცემა, თანასწორობა, გუნდურობა, ნდობა და მხარდაჭერა აუცილებელი პირობაა. მუდმივად ვცდილობთ დავანგრიოთ ხელოვნური ბარიერები ადამიანებს შორის და მივიღოთ სიამოვნება ერთმანეთთან ურთიერთობისგან.
    .
  • გვაქვს მუდმივი განვითარებისკენ სწრაფვა – ჩვენ გვჯერა, რომ ყოველთვის არის სივრცე ზრდისთვის, განვითარებისთვის და პროგრესისთვის. ამიტომ მუდმივად მზად ვართ არა მხოლოდ ვასწავლოთ, არამედ ვისწავლოთ და განვვითარდეთ.

რატომ ინგლისური

დღევანდელ სამყაროში ინგლისური ენის ცოდნის გარეშე რთულია, მიიღო ხარისხიანი თანამედროვე განათლება და გქონდეს წარმატებული კარიერა.

კავკასიის ბარომეტრის 2017 წლის მონაცემებისმიხედვით, ინგლისურის ცოდნა დადებით კორელაციაშია:

  • დასაქმებასთან, გადახდისუნარიანობასთან და ეკონომიკურ მდგომარეობასთან;
  • კომპიუტერულ უნარებთან და ინტერნეტის მოხმარებასთან, მაშინ, როცა ინტერნეტის ნახევარზე მეტი ინგლისურ ენაზეა, ქართულად კი 0,02%-იც კი არ არის;
  • ფორმალური განათლების სისტემაში გატარებულ წლებთან;
  • ჯანმრთელობის დონესთან;
  • და, საბოლოოდ, ბედნიერების დონესთანაც კი.

ამასთან, რაც უფრო მაღალია ქვეყნის მოსახლეობის ინგლისური ენის ცოდნის დონე, მით უფრო მეტ ღირებულებას ქმნიან ადამიანები თითოეულ ნამუშევარ საათში და აქვთ მეტი შემოსავალი (www.ef.edu/epi).

შესაბამისად, ჩვენ ვთვლით, რომ ინგლისურის ცოდნა პირდაპირ აისახება საქართველოს მოსახელეობის განათლების დონეზე, ინფორმირებულობაზე, კონკურენტუნარიანობაზე, ღირებულებით სისტემაზე, პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე და, საერთო ჯამში, ქვეყნის განვითარებაზე.

რატომ „ბექას სკოლა“

უცხო ენის სწავლა ბევრისთვის რთული პროცესია. ინგლისური ენის შესწავლის მსურველებისთვის უამრავი კერძო რეპეტიტორი თუ საგანმანათლებლო ცენტრი არსებობს. მეგობრების გამოცდილება ცალკეულ ცენტრთან თუ მასწავლებლებთან მიმართებაშიც განსხვავებულია და საბოლოოდ, ძალიან რთულია არჩევანის გაკეთება!

ჩვენ გვჯერა, რომ ხარისხიანი განათლება სწორად დაგეგმილ პროცესს, გარემოს, მეთოდოლოგიას და მიდგომებს მოითხოვს, რაც  უმეტეს შემთხვევაში, იმ ადამიანების პროფესიონალებზეა დამოკიდებული რომლებიც ამ პროცესს მართავენ.

„ბექას სკოლა“ ქართველი და უცხოელი პროფესიონალებით დაკომპლექტებული ინგლისური ენის ცენტრია და არა მხოლოდ!

სკოლა ეტაპობრივად განვითარდა. 2016 წელს 2 მასწავლებლით დავიწყეთ და დღეს 25-მდე თანამშრომელი (მათ შორის 10-ზე მეტი native speaker მასწავლებელი), 5000-მდე გადამზადებული და 400-მდე მიმდინარე მოსწავლე გვყავს.

ჩვენი მისიაა – თანამედროვე ინგლისური ენის სწავლება ქართველებზე ადაპტირებული ნოვატორული მიდგომებით, არაფორმალური და აკადემიური განათლების მეთოდების სინთეზით.

არჩევანის „ბექას სკოლაზე“ შეჩერებით, თქვენ:

  • უმოკლეს დროში, სწრაფად და ეფექტურად შეისწავლოთ თანამედროვე, გამოყენებით ინგლისურ ენას;
  • გექნებათ სახალისო, ინტერაქტიულ მეთოდებზე და თანამედროვე მიდგომებზე დაფუძნებული გაკვეთილები სასიამოვნო გარემოში, ონლაინ თუ სკოლაში;
  • გეყოლებათ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, მეგობრული და ხალისიანი ქართველი ან/და უცხოელი პროფესიონალი მასწავლებლები;
  • გექნებათ შესაძლებლობა, თქვენ მეგობრებთან ერთად, მიიღოთ მონაწილეობა ჩვენს არაფორმალურ აქტივობებში და დამატებით, კიდევ შეიძინოთ ახალი მეგობრები.

მეთოდოლოგია და მიდგომები

  • ჩვენ გვაქვს ქართველებზე მორგებული ყველაზე ეფექტური მეთოდოლოგია, რომლის საშუალებითაც, არა მხოლოდ გასწავლით, არამედ „დაგამუღამებინებთ“ კიდეც თანამედროვე გამოყენებით ინგლისურ ენას.
    .
  • ჩვენთვის ხარისხიანი სწავლების აუცილებელი წინაპირობაა მასწავლებლების შერჩევის მკაცრი კრიტერიუმები და პროფესიონალი native speaker მასწავლებლების ფართო არჩევანი.
    .
  • ხშირად, თუ სხვაგან სწავლის პროცესი ძალიან გაწელილია, ჩვენ ვცდილობთ, ჩვენმა მოსწავლეებმა დასახულ მიზნებს რაც შეიძლება სწრაფად მიაღწიონ.
    .
  • გვაქვს არაფორმალური კულტურა – ვეწინააღმდეგებით აზრს, რომ იმისთვის, რომ სერიოზულად აღვიქმებოდეთ, მუდმივად სერიოზულები უნდა ვიყოთ! არაფერიც, ძალიან გვიყვარს იუმორი, თავისუფლება და მხიარულება. სწორედ ამიტომ, ვცდილობთ შევქმნათ გარემო, სადაც ყველა ფერია და უპირობოდ ვცემთ პატივს ყველას თავისუფლებას.
    .
  • გვყავს „ქომიუნითი“, რომელიც ჩვენი ოჯახია, სადაც უშუალო კომუნიკაცია, ურთიერთპატივისცემა, თანასწორობა, გუნდურობა, ნდობა და მხარდაჭერა აუცილებელი პირობაა. მუდმივად ვცდილობთ დავანგრიოთ ხელოვნური ბარიერები ადამიანებს შორის და მივიღოთ სიამოვნება ერთმანეთთან ურთიერთობისგან.
    .
  • გვაქვს მუდმივი განვითარებისკენ სწრაფვა – ჩვენ გვჯერა, რომ ყოველთვის არის სივრცე ზრდისთვის, განვითარებისთვის და პროგრესისთვის. ამიტომ მუდმივად მზად ვართ არა მხოლოდ ვასწავლოთ, არამედ ვისწავლოთ და განვვითარდეთ.

უფასო რესურსები და აქტივობები

  • 2018 წელს წამოვიწყეთ Crowdsourcing პროექტი „სოციალური ლექსიკონი“, ჯგუფი ფეისბუქზე, რომლის მოდერირებაშიც ჩვენი სკოლის მასწავლებლები, ბექა და ჯგუფის სხვა აქტიური წევრები არიან ჩართულები და ცდილობენ პასუხი გასცენ მსგავს შეკითხვებს: “ეს სიტყვა ქართულად როგორ იქნება?”, “როგორ ვთარგმნო ეს ფრაზა ინგლისურად?” და ა. შ.
    .
  • უკვე შექმნილი გვაქვს 60-ზე მეტი უფასო ვიდეოგაკვეთილი, რომელთა საშუალებითაც ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს ვასწავლით ინგლისურ ენასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებს, რაც ქართველებს განსაკუითრებით უჭირთ.
    .
  • პერიოდულად ორგანიზებას ვუწევთ უფასო საჯარო ლექციებს, ონლაინ ვებინარებს, „ინგლისური ენის კლუბს“, „მაფია ღამეებს“, „კინოკლუბს“, სამაგიდო თამაშების საღამოებს და წვეულებებს, რომელზე დასწრებაც ყველა მსურველისთვის შესაძლებელია, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ჩვენი მოსწავლე. თვალი ადევნეთ ჩვენს facebook გვერდს.

ჩვენი გუნდი

[natali]

[natali]

ნატალი ქენქაძე

„ბექას სკოლის“ თანადამფუძნებელი
გენერალური მენეჯერი

natali@bekas.school

[beka]

[beka]

ბექა ბერიკაშვილი

„ბექას სკოლის“ თანადამფუძნებელი
სასწავლო მიმართულების ხელმძღვანელი

beka@bekas.school

[mancho]

[mancho]

მანჩო საგანელიძე

ფინანსური მენეჯერი

mancho@bekas.school

[giorgi]

[giorgi]

გიორგი მაჭარაშვილი

ადმინისტრაციული მენეჯერი

info@bekas.school

[sandro]

[sandro]

სანდრო ქავთარაძე

ადმინისტრატორი

info@bekas.school