გამარჯობა, მე ბექა ვარ, ინგლისურის მასწავლებელი.

ბექას სკოლა სამი წლის წინ დავაარსე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ორი მიზეზის გამო:

  • მინდოდა, შემექმნა მთლიანად ქართველებზე მორგებული მეთოდოლოგია, რაც გაუმარტივებდა ჩემს უკვე არსებულ და მომავალ მოსწავლეებს ინგლისურის სწავლის პროცესს. ის, რომ თვითნასწავლი ვარ და თავად გამოვცადე ბევრი მეთოდი, დამეხმარა ზუსტად მივმხვდარიყავი, სად უჭირთ ქართველებს ყველაზე მეტად. ამ ყველაფრის გათვალისწინებით და, რა თქმა უნდა, ბევრი მუშაობის, გამოცდილების დაგროვების და ძალიან კარგი გუნდის მეშვეობით შევძელით, რომ დღეს ჩვენს მოსწავლეებს უმოკლეს დროში აქვთ საუკეთესო შედეგები.
  • არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ მინდოდა შემექმნა სივრცე, სადაც სამსახურით დაღლილი ადამიანები სწავლასთან ერთად განტვირთვასაც შეძლებდნენ. თავიდანვე ვიცოდი, რომ ბექას სკოლა იქნებოდა ადგილი, სადაც ნებისმიერი ეროვნების, ორიენტაციის თუ შეხედულების მქონე ადამიანისთვის კომფორტული იქნებოდა ყოფნა. სივრცე, სადაც ყველაფერი მეორე ხარისხოვანი ხდება თავისუფლებასთან მიმართებით. ფერადი, ლაღი და მეგობრული გარემო გვაქვს. აქ მასწავლებლები მოსწავლეების მეგობრები არიან და პირიქით, ადამინისტრაციაში არავინ არავის უფროსი არ არის. რამდენადაც ბანალურად არ უნდა ჟღერდეს, ჩვენთან ყველა და განსაკუთრებით ჩვენი უცხოელი მასწავლებლები, თავს ისე გრძნობენ, როგორც საკუთარ სახლში.

დღეს უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ზუსტად ეს ორი ფაქტორი გახდა ბექას სკოლის სავიზიტო ბარათი. ის, რითიც ვამაყობთ და ის, რაც გამოგვარჩევს ყველა სხვა ცენტრისგან.

ჩვენ გვყავს მასწავლებელები ამერიკიდან, ინგლისიდან, სამხრეთ აფრიკიდან და საქართველოდან. უკვე გვყავს 2000-ზე მეტი კურსდამთავრებული, 50-მდე ვიდეოგაკვეთილი და ახლა ვმუშაობთ გრამატიკის სახელმძღვანელოზე, რომელიც სპეციალურად ქართველებისთვის იქნება შექმნილი და ქართულ ენაზე იქნება დაწერილი.

ჩვენთან შეგიძლია, მოხვიდე როცა გინდა და იმეცადინო ან ვინმეს ესაუბრო ინგლისურად, წამოწვე, ჭიქა ღვინო ან ვისკი მოწრუპო და, საერთოდ, ისე ისწავლო ინგლისური, როგორც გაგიხარდება. მთავარია, ისწავლო. პერიოდულად გვაქვს საჯარო ლექციები, სამაგიდო თამაშების საღამოები და სხვა დამატებითი აქტივობები.

ბექას სკოლის გუნდი ყოველდღიურად მუშაობს, რომ კიდევ უფრო სახალისო, მარტივი და ეფექტური გახადოს ინგლისური ენის სწავლის პროცესი.

ბევრი სხვა საინტერესო გეგმაც გვაქვს.