დღეს თანამედროვე ბიზნესის კეთება ინგლისურის ცოდნის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია!
სწორედ ამიტომ, “ბექას სკოლა” ორგანიზაციებს გთავაზობთ კორპორაციულ სერვისს, რომლის ფარგლებშიც ჩვენი მასწავლებლები უმოკლეს დროში, სწრაფად და ეფექტურად ასწავლიან თქვენს გუნდს თანამედროვე გამოყენებით ინგლისურ ენას, თანაც თქვენსავე ოფისში (ან ონლაინ)! თქვენ კი მათი პროგრესის შესახებ ინფორმაციას ყოველთვიურად მიიღებთ.
ჩვენი ყველაზე პოპულარული კურსები:
General English
ზოგადი და სიღრმისეული კურსი, რომელიც მოიცავს ენის ყველა კომპონენტს (speaking, listening, reading, writing, grammar, vocabulary). კურსის ბოლოს სტუდენტი გადადის ინგლისურის მომდევნო დონეზე.
Express Speaking
სწრაფი კურსი სალაპარაკო ინგლისურის გასავითარებლად. კურსის ბოლოს სტუდენტს ეხსნება საუბრის კომპლექსი და ეფექტურად იყენებს ინგლისურის ცოდნას პრაქტიკაში.
Business English
სიღრმისეული ბიზნეს ინგლისურის კურსი, მოიცავს ენის ყველა კომპონენტს. კურსის ბოლოს სტუდენტი გადადის ინგლისურის მომდევნო დონეზე და, პარალელურად, ივითარებს ბიზნეს გარემოსთვის საჭირო უნარებს.
Business Speaking
სწრაფი კურსი სალაპარაკო ინგლისურის გასავითარებლად ბიზნეს გარემოში. კურსის ბოლოს სტუდენტს ეხსნება საუბრის კომპლექსი, იძენს ახალ ინფორმაციას და უნარებს ბიზნესთან მიმართებაში და ეფექტურად იყენებს ინგლისურის ცოდნას პრაქტიკაში.
ქართული ენის კურსი
ქართული ენის კურსი beginner და elementary დონეებზე მყოფი უცხოელებისთვის.
კორპორაციული შეთავაზების ფარგლებში, გარდა სტანდარტული კურსებისა, ჩვენ გთავაზობთ:
- კურსის ადაპტაციას თქვენი კომპანიის საჭიროებების და საქმიანობის შესაბამისად
- თქვენი სფეროსთვის დამახასიათებელი ტერმინოლოგიის და სპეციფიკის ინტეგრირებას კურსში
- ქართველი და უცხოელი მასწავლებლების დიდი გუნდიდან თქვენთვის ყველაზე მისაღების შერჩევას
- კურსის დაგეგმვას თქვენი სურვილის შესაბამისად: გაკვეთილების დრო, ხანგრძლივობა, შენაარსი, გასავითარებელი უნარები და ა. შ.
- გაკვეთილებს თქვენი ორგანიზაციის ოფისში ან ონლაინ
- ყოველთვიურად ინდივიდუალური პროგრესის რეპორტს და დასწრების აღრიცხვას მასწავლებლისგან
- გადახდის გრაფიკზე ინდივიდუალურ შეთანხმებას
- მაღალ მოქნილობას, სწავლების პროცესში თქვენთვის საჭირო ცვლილებების შეტანას: გაკვეთილების დრო, გადასამზადებელი თანამშრომლები, სასწავლო მატერიალები, მეთოდოლოგია, მასწავლებლი და ა. შ.
- ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს;
- ინგლისურის დონის დასადგენ ტესტს სხვა ნებისმიერი თანამშრომლისთვის;
- მონაწილეობის მიღებას ჩვენს არაფორმალურ აქტივობებში, რაც თქვენს თანამშრომლებს მისცემს შესაძლებლობას, გაიუმჯობესონ ინგლისური კურსს მიღმა, არაფორმალურ გარემოში.
* ჩვენთან გადახდა ხდება საათობრივად და არა თანამშრომელთა რაოდენობის მიხედვით. ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა: 1-დან 10-მდე.
რასაც წიგნებიდან ვერ ისწავლი …
“ბექას სკოლა” გისურვებთ წარმატებებს!