• 2018 წელს წამოვიწყეთ Crowdsourcing პროექტი „სოციალური ლექსიკონი“, ჯგუფი ფეისბუქზე, რომლის მოდერირებაშიც ჩვენი სკოლის მასწავლებლები, ბექა და ჯგუფის სხვა აქტიური წევრები არიან ჩართულები და ცდილობენ პასუხი გასცენ მსგავს შეკითხვებს: “ეს სიტყვა ქართულად როგორ იქნება?”, “როგორ ვთარგმნო ეს ფრაზა ინგლისურად?” და ა. შ.
    .
  • უკვე შექმნილი გვაქვს 60-ზე მეტი უფასო ვიდეოგაკვეთილი, რომელთა საშუალებითაც ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს ვასწავლით ინგლისურ ენასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებს, რაც ქართველებს განსაკუითრებით უჭირთ.
    .
  • პერიოდულად ორგანიზებას ვუწევთ უფასო საჯარო ლექციებს, ონლაინ ვებინარებს, „ინგლისური ენის კლუბს“, „მაფია ღამეებს“, „კინოკლუბს“, სამაგიდო თამაშების საღამოებს და წვეულებებს, რომელზე დასწრებაც ყველა მსურველისთვის შესაძლებელია, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ჩვენი მოსწავლე. თვალი ადევნეთ ჩვენს facebook გვერდს.