• ჩვენ გვაქვს ქართველებზე მორგებული ყველაზე ეფექტური მეთოდოლოგია, რომლის საშუალებითაც, არა მხოლოდ გასწავლით, არამედ „დაგამუღამებინებთ“ კიდეც თანამედროვე გამოყენებით ინგლისურ ენას.
    .
  • ჩვენთვის ხარისხიანი სწავლების აუცილებელი წინაპირობაა მასწავლებლების შერჩევის მკაცრი კრიტერიუმები და პროფესიონალი native speaker მასწავლებლების ფართო არჩევანი.
    .
  • ხშირად, თუ სხვაგან სწავლის პროცესი ძალიან გაწელილია, ჩვენ ვცდილობთ, ჩვენმა მოსწავლეებმა დასახულ მიზნებს რაც შეიძლება სწრაფად მიაღწიონ.
    .
  • გვაქვს არაფორმალური კულტურა – ვეწინააღმდეგებით აზრს, რომ იმისთვის, რომ სერიოზულად აღვიქმებოდეთ, მუდმივად სერიოზულები უნდა ვიყოთ! არაფერიც, ძალიან გვიყვარს იუმორი, თავისუფლება და მხიარულება. სწორედ ამიტომ, ვცდილობთ შევქმნათ გარემო, სადაც ყველა ფერია და უპირობოდ ვცემთ პატივს ყველას თავისუფლებას.
    .
  • გვყავს „ქომიუნითი“, რომელიც ჩვენი ოჯახია, სადაც უშუალო კომუნიკაცია, ურთიერთპატივისცემა, თანასწორობა, გუნდურობა, ნდობა და მხარდაჭერა აუცილებელი პირობაა. მუდმივად ვცდილობთ დავანგრიოთ ხელოვნური ბარიერები ადამიანებს შორის და მივიღოთ სიამოვნება ერთმანეთთან ურთიერთობისგან.
    .
  • გვაქვს მუდმივი განვითარებისკენ სწრაფვა – ჩვენ გვჯერა, რომ ყოველთვის არის სივრცე ზრდისთვის, განვითარებისთვის და პროგრესისთვის. ამიტომ მუდმივად მზად ვართ არა მხოლოდ ვასწავლოთ, არამედ ვისწავლოთ და განვვითარდეთ.