დღევანდელ სამყაროში ინგლისური ენის ცოდნის გარეშე რთულია, მიიღო ხარისხიანი თანამედროვე განათლება და გქონდეს წარმატებული კარიერა.

კავკასიის ბარომეტრის 2017 წლის მონაცემებისმიხედვით, ინგლისურის ცოდნა დადებით კორელაციაშია:

  • დასაქმებასთან, გადახდისუნარიანობასთან და ეკონომიკურ მდგომარეობასთან;
  • კომპიუტერულ უნარებთან და ინტერნეტის მოხმარებასთან, მაშინ, როცა ინტერნეტის ნახევარზე მეტი ინგლისურ ენაზეა, ქართულად კი 0,02%-იც კი არ არის;
  • ფორმალური განათლების სისტემაში გატარებულ წლებთან;
  • ჯანმრთელობის დონესთან;
  • და, საბოლოოდ, ბედნიერების დონესთანაც კი.

ამასთან, რაც უფრო მაღალია ქვეყნის მოსახლეობის ინგლისური ენის ცოდნის დონე, მით უფრო მეტ ღირებულებას ქმნიან ადამიანები თითოეულ ნამუშევარ საათში და აქვთ მეტი შემოსავალი (www.ef.edu/epi).

შესაბამისად, ჩვენ ვთვლით, რომ ინგლისურის ცოდნა პირდაპირ აისახება საქართველოს მოსახელეობის განათლების დონეზე, ინფორმირებულობაზე, კონკურენტუნარიანობაზე, ღირებულებით სისტემაზე, პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე და, საერთო ჯამში, ქვეყნის განვითარებაზე.