ხშირად დასმული კითხვები
- მთავარი
- /
- ხშირად დასმული კითხვები
რა კურსები გაქვთ ამ ეტაპზე “ბექას სკოლაში”?
- ზოგადი ინგლისურის კურსი ყველაზე სიღრმისეული კურსია და ის ენის ყველა ასპექტს მოიცავს – speaking, listening, reading, writing, grammar და vocabulary. კურსი 3 თვეს გრძელდება და სრულად 54 საათს მოიცავს. კვირაში 3-ჯერ ტარდება საათნახევრიანი გაკვეთილები. გვყავს ჯგუფები როგორც ონლაინ, ისე – სკოლის სივრცეში. კურსით სარგებლობა ნებისმიერი ცოდნის დონის ადამიანს შეუძლია, მათ შორის, სრულიად დამწყებს. კურსის დამწყებ დონეებს (A1, A2) მხოლოდ ქართველი მასწავლებელი ასწავლის, ხოლო B1-ზე და უფრო მაღალ დონეებზე უცხოელი მასწავლებელიც ემატება. კურსის საფასური 1050 ლარია.
- სასაუბრო ინგლისურის კურსი შექმნილია იმისთვის, რომ სტუდენტებმა გაიუმჯობესონ ინგლისურად საუბრის უნარები სამსახურეობრივი ან აკადემიური მიზნებისთვის. კურსი 3 თვეს გრძელდება და მოიცავს 54 საათს. კვირაში 3-ჯერ ტარდება საათნახევრიანი გაკვეთილები. გვყავს ჯგუფები როგორც ონლაინ, ისე სკოლის სივრცეში. კურსით სარგებლობა B1 და უფრო მაღალი დონის მოსწავლეებს შეუძლიათ. კურსს მხოლოდ უცხოელი მასწავლებელი ასწავლის და საფასურია 1050 ლარი.
- სასაუბრო ინგლისურის ექსპრეს კურსი არის ადამიანებისთვის, ვინც გარკვეულ დონეზე იცის ინგლისური, მაგრამ ამ დონის შესაბამისად ვერ საუბრობს პრაქტიკის ნაკლებობის გამო. კურსი ორიენტირებულია თანამედროვე გამოყენებითი სასაუბრო ინგლისურის სწავლებაზე და მისი მთავარი მიზანია ჩვენი მოსწავლეებისთვის უცხო ენაზე საუბრის კომპლექსის მოხსნა, ბარიერების გადალახვა და ინგლისურად თავისუფლად ალაპარაკება მათი დონის შესაბამისად. კურსი 2 თვეს გრძელდება და მოიცავს 36 საათს. კვირაში 3-ჯერ ტარდება საათნახევრიანი გაკვეთილები. გვყავს ჯგუფები როგორც ონლაინ, ისე სკოლის სივრცეში. კურსით სარგებლობა B1 და უფრო მაღალი დონის მოსწავლეებს შეუძლიათ. კურსს მხოლოდ უცხოელი მასწავლებელი ასწავლის და საფასურია 700 ლარი.
- ბიზნეს სასაუბრო კურსი ინგლისურის სწრაფი კურსია დაკავებული ადამიანებისთვის, რომლებსაც უნდათ ინგლისურთან ერთად ბიზნესისთვის საჭირო უნარების განვითარება, როგორიცაა ბიზნეს სმოლ თოქი, პრეზენტაციის უნარები, ზრდილობიანი კომუნიკაცია ინგლისურად, მოლაპარაკებები, ფიჩინგი, სატელეფონო საუბარი, იმეილის წერა და ა. შ. კურსი 2 თვეს გრძელდება და მოიცავს 36 საათს. კვირაში 3-ჯერ ტარდება საათნახევრიანი გაკვეთილები. გვყავს ჯგუფები როგორც ონლაინ, ისე სკოლის სივრცეში. კურსით სარგებლობა B1 და უფრო მაღალი დონის მოსწავლეებს შეუძლიათ. კურსს მხოლოდ უცხოელი მასწავლებელი ასწავლის და საფასურია 700 ლარი.
- მოზარდების კურსის მიზანია, მოსწავლეებმა სწრაფად და ზედმეტი სტრესის გარეშე დაძლიონ უცხო ენასთან დაკავშირებული ბარიერები და ალაპარაკდნენ ინგლისურად. კურსი მოიცავს ენის ყველა კომპონენტს – speaking, listening, reading, writing, grammar და vocabulary. სრული კურსი 9 თვეს გრძელდება, 100 საათს მოიცავს და საათნახევრიანი გაკვეთილები კვირაში 2-ჯერ ტარდება სკოლის სივრცეში. კურსით სარგებლობა ნებისმიერი დონის მოსწავლეებისთვისაა შესაძლებელი. დამწყებ დონეებს (A1 და A2) ქართველი მასწავლებელი ასწავლის, ხოლო B1 დონის ზემოთ ჯგუფებს – უცხოელი მასწავლებელი. სრული კურსის საფასურია 2250 ლარია.
რა განსხვავებაა სასაუბრო კურსსა და ზოგადი ინგლისურის კურსს შორის?
სასაუბრო კურსი გახლავთ ინტენსიური, სწრაფი კურსი, რომლის მიზანიც სასაუბრო უნარების გაუმჯობესება და პასიური ცოდნის პრაქტიკაში რეალიზებაა. ეს კურსი არის მათთვის, ვისაც გარკვეული ცოდნა აქვს ინგლისურში, მაგრამ ამ ცოდნის შესაბამისად ვერ საუბრობს. სასაუბრო კურსის მიზანი არაა მოსწავლის შემდეგ დონეზე გადაყვანა, არამედ – მისი ცოდნის დონის შესაბამისად ალაპარაკება.
რაც შეეხება ზოგადი ინგლისურის კურსს, ის უფრო საფუძვლიანი კურსია, ენის ყველა კომპონენტს მოიცავს (speaking, listening, reading, writing, grammar და vocabulary) და მისი მიზანი არსებული დონის სრულად დაფარვა და მომდევნო დონეზე გადასვლაა.
რა განსხვავებაა სასაუბრო და ექსპრეს სასაუბრო ინგლისურის კურსებს შორის?
სასაუბრო კურსი უფრო აკადემიურია და არ შემოიფარგლება მხოლოდ საუბრის პრაქტიკით. კურსი ორიენტირებულია ისეთი უნარების გამომუშავებასა და დახვეწაზე, რაც თავდაჯერებული კომუნიკაციისთვის არის საჭირო როგორც აკადემიურ ან ბიზნეს გარემოში, ისე ყოველდღიური კომუნიკაციისას. კურსი 3 თვეს გრძელდება და მოიცავს სამ საათნახევრიან გაკვეთილს კვირაში. სასაუბრო კურსისთვის ვიყენებთ კემბრიჯის სახელმძღვანელოს და ის მოიცავს საშინაო დავალებას კემბრიჯის სასწავლო პლატფორმაზე.
ექსპრეს სასაუბრო კურსი ბევრად უფრო მსუბუქი კურსია და მისი მთავარი მიზანია ინგლისურად საუბრის კომპლექსის მოხსნა და თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადმოტანა. კურსი 2 თვეს გრძელდება და მოიცავს სამ საათნახევრიან გაკვეთილს კვირაში. ექსპრეს სასაუბრო კურსი ფაქტობირვად არ მოიცავს საშინაო დავალებას.
რა განსხვავებაა ექსპრეს სასაუბრო და ბიზნეს სასაუბრო ინგლისურის კურსებს შორის?
ორივე ეს კურსი მოიცავს თემატურ გაკვეთილებს და მათი ძირითადი მიზანია ინგლისურ ენაზე საუბრის კომპლექსის მოხსნა და თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადმოტანა. ორივე კურსზე ძირითადი დრო საუბრის პრაქტიკას და ლექსიკის გამდიდრებას ეხება. განსხვავება მათ შორის ისაა, რომ ექსპრეს სასაუბრო კურსზე გაკვეთილები ზოგად თემატიკას შეეხება, ბიზნეს სასაუბრო კურსზე კი – ბიზნეს თემატიკას.
რომელი კურსია უფრო ეფექტური?
იქიდან გამომდინარე, თუ რა მიზანი აქვს მოსწავლეს, შესაბამისად ვურჩევთ მისთვის რეკომენდებულ კურსს.
ნულიდან დამწყებთათვის, აუცილებლად ზოგადი ინგლისურის კურსია ყველაზე ეფექტური. ასევე მათთვის, ვისაც ინგლისურის საფუძვლიანად შესწავლა სურს, ენის ყველა კომპონენტის გათვალისწინებით (speaking, listening, reading, writing, grammar და vocabulary).
თუ მოსწავლეს უნდა ინგლისურად საუბრის და მოსმენის უნარების განვითარება სამსახურეობრივი ან აკადემიური მიზნებისთვის, მაშინ მას სასაუბრო ინგლისურის კურსს ვურჩევთ. ამ კურსზე მოსწავლეებს ვიღებთ B1 დონიდან.
თუ ადამიანს თეორიული ცოდნა უკვე დაგროვებული აქვს და ახლა არსებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება აქვს მიზნად, სურს უცხო ენასთან დაკავშირებული კომპლექსების და ბარიერების გადალახვა და ალაპარაკება მისი არსებული ცოდნის შესაბამისად, ამ შემთხვევაში ეფექტური ექსპრეს სასაუბრო კურსია. განსაკუთრებით, თუ მოსწავლე დროში შეზღუდულია და ამ ყველაფრის მიღწევა სწრაფად სურს. ამ კურსის შესარჩევად, მოსწავლე მინიმუმ B1 დონეზე უნდა ფლობდეს ენას.
თუ მოსწავლეს უნდა გრამატიკის ფრაგმენტული ცოდნის სტრუქტურირება და სისტემაში მოყვანა და ახალი ცოდნის შეძენა, მაშინ მან ბექას გრამატიკის კურსი უნდა აირჩიოს. ეს კურსი სხვებისგან განსხვავდება იმით, რომ უფრო მეტად თეორიული ცოდნის გამდიდრებაზეა ორიენტირებული და ის სალექციო ფორმატში მიმდინარეობს. გრამატიკის კურსზე ორი დონე გვაქვს – Intermediate (B1+) და Advanced (B2-C1).
როგორ მიმდინარეობს სასაუბრო კურსზე გაკვეთილები? რამდენად მოიცავს გრამატიკას?
სასაუბრო ინგლისურის კურსი საუბრის უნარების განვითარებაზეა ორიენტირებული. გაკვეთილები მოიცავს მოსასმენ სავარჯიშოებს, ვიდეოებს, საუბრის დავალებებს და პრეზენტაციებს. კურსში შედის გრამატიკის ის პრაქტიკული ასპექტები, რაც საუბრისთვის არის აუცილებელი.
ექსპრეს სასაუბრო და ბიზნეს სასაუბრო კურსები ძირითადად საუბრის პრაქტიკაზეა ორიენტირებული და საერთოდ არ მოიცავს გრამატიკას. თითოეული გაკვეთილი ერთ თემას ეხება და ის დატვირთულია ამ თემასთან დაკავშირებული სიტყვებით და ფრაზებით. გაკვეთილები მოიცავს თემატურ განხილვებს და დისკუსიებს ამ თემის გარშემო.
საშინაო დავალებები დიდი რაოდენობითაა სასწავლო პროცესში?
ექსპრეს სასაუბრო და ბიზნეს სასაუბრო კურსები ძირითადად საუბრის პრაქტიკაზეა ორიენტირებული და საერთოდ არ მოიცავს საშინაო დავალებას.
რაც შეეხება ზოგადი ინგლისურის კურსს, სასაუბრო კურსს და მოზარდების კურსს, დავალებები კემბრიჯის პლატფორმაზე – Digital Workbook-ში კეთდება, რომელიც თანამედროვე მიდგომებითაა შექმნილი. ტრადიციული საშინაო დავალებებისგან განსხვავებით, Digital Workbook ინტერაქციულ ელექტრონულ სავარჯიშოებს მოიცავს, რომლის შესრულებაც მოსწავლეს ნებისმიერ დროს შეუძლია ტელეფონიდან ან ლეპტოპიდან. სავარჯიშოს შესრულებისას, სწორს პასუხებს პლატფორმა იქვე აჩვენებს მოსწავლეს, ასევე, writing და speaking დავალებების შესრულების შემდეგ, მასწავლებელი იმავე პლატფორმაზე აძლევს მოსწავლეს უკუკავშირს.
ბექას გრამატიკის კურსი საკმაოდ დატვირთულია საშინაო დავალებით, რომლის ნაწილიც სავარჯიშოების წიგნში კეთდება, ნაწილი კი ტელეფონის საშუალებით – ინტერაქციული ელექტრონული ქვიზების სახით.
რამდენი ხანი მჭირდება 1 დონის სრულად დასაფარად?
ზოგადი ინგლისურის კურსი ენის ყველა ასპექტს მოიცავს (speaking, listening, reading, writing, grammar და vocabulary) და 3 თვეს გრძელდება. ერთი დონე სრულად ორ სამთვიან კურსში იფარება.
მოზარდების კურსზე სრული დონე იფარება ერთ სასწავლო წელში (9 თვეში).
სასაუბრო კურსზე ერთი დონე სრულად იფარება 3 თვეში. კურსი საუბრის და მოსმენის უნარებზეა ორიენტირებული და დონის დაფარვა ამ შემთხვევაში ნიშნავს ამ დონისთვის საჭირო უნარების განვითარებაზე.
ექსპრეს სასაუბრო და ბიზნეს სასაუბრო კურსებზე ერთი დონე 2 თვეს გრძელდება, თუმცა ამ კურსების მიზანი არაა დონის სრულად დაფარვა. ისინი უფრო მათთვისაა, ვისაც უნდა, რომ თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გადმოიტანოს და თავისი ცოდნის დონის შესაბამისად ალაპარაკდეს.
როდის გაქვთ ახალი ჯგუფების მიღება?
ზრდასრულებისთვის, ახალი ჯგუფების მიღება წელიწადში 4-ჯერ გვაქვს – სექტემბერში, დეკემბერში, მარტში და ივნისში. ყოველ წელს, კალენდრის შესაბამისად რიცხვები იცვლება. მიღების ზუსტი თარიღების შესახებ კომუნიკაცია ჩვენს სოციალურ მედიაში და ნიუსლეთერის საშუალებით გვაქვს ჩვენს პოტენციურ მოსწავლეებთან.
მოზარდების კურსზე მიღება წელიწადში 2-ჯერაა – სექტემბერში და თებერვალში.
რა ეტაპებია გასავლელი იმისთვის, რომ მოვხდე “ბექას სკოლის” კურსზე?
რეგისტრაციის პროცესი შემდეგ ნაბიჯებს მოიცავს:
- უნდა გაიაროთ რეგისტრაცია თქვენთვის სასურველ კურსზე და დაწეროთ ჩვენი ონლაინ ტესტი, რომლის საფუძველზეც დაადგენთ, თუ რა დონეზე იცით ინგლისური.
- ჩვენი ადმინისტრატორები თავად დაგიკავშირდებიან, მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას კურსების და გაკვეთილების განრიგების შესახებ. თქვენ თავად შეარჩევთ სასურველ განრიგს და გადმოგეგზავნებათ კურსის საფასურის გადახდის ინსტრუქცია.
- თანხის ჩარიცხვისთანავე, თქვენ ჩაჯდებით სასურველ ჯგუფში.
- სასაუბრო ინგლისურის დონის შესამოწმებლად, 10 წუთიანი ონლაინ ინტერვიუ ჩაგენიშნებათ ჩვენს უცხოელ მასწავლებელთან, რის საფუძველზეც განისაზღვრება თქვენი საბოლოო დონე.
- პირველ გაკვეთილის წინ, მეილის საშუალებით მიიღებთ სრულ ინსტრუქციას გაკვეთილების, სასწავლო მასალების შესახებ და დაიწყებთ სასწავლო პროცესს.
გაკვეთილების დროის შერჩევა როგორ ხდება?
ტესტის დაწერის და კურსზე დარეგისტრირების შემდეგ, ახალი ჯგუფების შედგენისას, “ბექას სკოლის” ადმინისტრატორები უკავშირდებიან მსურველებს და სთავაზობენ გაკვეთილების განრიგის სხვადასხვა ვერსიებს, რაც იმ მომენტში სკოლას აქვს. მოსწავლე თავად ირჩევს მისთვის მისაღებ დროს და თანხის გადახდის შემდეგ, ჯდება შესაბამის ჯგუფში.
იმ შემთხვევაში, თუ კურსი არ მომეწონა, როგორ შემიძლია მოვიქცე?
სასურველია, ამის შესახებ ინფორმაცია პირველივე კვირაში მოგვაწოდოთ, რომ შევძლოთ თქვენთვის რაიმე ალტერნატივის შემოთავაზება, როგორიცაა ჯგუფის (მასწავლებლის) ან სრულიად კურსის შეცვლა, რათა მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ თქვენი საჭიროებები.
როგორია ჯგუფების დაკომპლექტების პროცესი?
ჯგუფები ცოდნის დონის შესაბამისად დგება. ონლაინ ტესტის გავლის შემდეგ, ინიშნება 10 წუთიანი ონლაინ გასაუბრება ჩვენს უცხოელ მასწავლებელთან, რის საფუძველზეც განისაზღვრება თქვენი საბოლოო ცოდნის დონე.
ადმინისტრატორთან კომუნიკაციის შედეგად, თქვენ მიიღებთ ინფორმაციას, თუ რა განრიგებია სკოლაში თქვენთვის სასურველ კურსზე, შესაბამის დონეზე. აირჩევთ თქვენთვის მისაღებ დროს და კურსის საფასურის გადახდისთანავე, ჩაჯდებით სასურველ ჯგუფში.
ჯგუფში მოსწავლეების მაქსიმალური რაოდენობა წინასწარ არის განსაზღვრული კურსის შესაბამისად და თუ ჯგუფი უკვე შევსებულია, სამწუხაროდ, დამატებით მოსწავლეებს ვეღარ ვსვამთ. ამიტომ სასურველია ამ პროცესის დროულად გავლა, რომ თქვენთვის სასურველ ჯგუფში მოახერხოთ მოხვედრა.
ასაკობრივი შეზღუდვა გაქვთ? რა ასაკობრივი ჯგუფები გყავთ?
ზრდასრულთა კურსებზე მიღება 18 წლიდან იწყება, ასაკობრივი ზედა ზღვარი არ გვაქვს. ხოლო თინეიჯერებისთვის ცალკე კურსი გვაქვს, რომელიც 11-13 და 14-16 წლის მოზარდებით არის დაკომპლექტებული.
დღის რა მონაკვეთში ტარდება გაკვეთილები?
ჩვენთან პირველი გაკვეთილი დილის 10 საათზე იწყება და ბოლო გაკვეთილი საღამოს 11 საათზე სრულდება. მოთხოვნიდან გამომდინარე, გაკვეთილების უმეტესობა ტარდება დილის და საღამოს საათებში.
ჯგუფში სტუდენტთა მაქსიმალური რაოდენობა?
სასაუბრო, ექსპრეს სასაუბრო და ბიზნეს სასაუბრო კურსებზე – 6-7 სტუდენტი, ზოგადი ინგლისურის და მოზარდების კურსებზე კი – 8-9 სტუდენტი.
ბექას გრამატიკა სალექციო ფორმატის კურსია, რომელიც თეორიის ახსნაზეა ორიენტირებული და ამ კურსზე შედარებით დიდი ჯგუფები გვაქვს (15-18 სტუდენტი).
ჯგუფში 9 ადამიანი ბევრი არ არის?
სტუდენტების კმაყოფილების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, არ არის ბევრი.
კვირაში რამდენჯერ და რა ხანგრძლივობის გაკვეთილები ტარდება?
ზრდასრულების კურსებზე გაკვეთილები კვირაში 3-ჯერ ტარდება და 1.5 საათს გრძელდება. ინგლისურის კურსი მოზარდებისთვის კვირაში 2 გაკვეთილს მოიცავს და თითოეული 1.5 საათს გრძელდება.
ბექას გრამატიკის კურსი კვირაში ორ ლექციას მოიცავს და ლექციის ხანგრძლივობაა 1.5-2 საათი.
გაკვეთილების დროს და დღეებს მოსწავლე ინდივიდუალურად ირჩევს კურსის დაწყებამდე.
შესაძლოა თუ არა, სწავლა ონლაინ ჯგუფში დავიწყო და შემდეგ გადავიდე ადგილზე ან პირიქით?
იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის ჯგუფში თავისუფალი ადგილი არის მოცემულ მომენტში, შესაძლებელია ჯგუფის შეცვლა. თუმცა, სამწუხაროდ ხშირად მსგავსი ცვლილებების განხორციელება რთულია, რადგან ახალი კურსების დაწყებისთანავე ივსება ჯგუფები და შესაბამისად, სხვა ჯგუფში გადასვლისთვის თავისუფალი ადგილები აღარ არის ხოლმე. განსაზღვრულ მაქსიმალურ რაოდენობაზე მეტი სტუდენტის დამატება კი ჯგუფში არ ხდება.
თუ გაკვეთილი ჩემი მიზეზით გავაცდინე, ამინაზღაურდება?
გაცდენის შემთხვევაში, სამწუხაროდ გაკვეთილი ვერ ანაზღაურდება, თუმცა, გამონაკლის შემთხვევებში, მასწავლებელთან კომუნიკაციის საფუძველზე, შეგიძლიათ ონლაინ ჩაერთოთ გაკვეთილს.
ონლაინ გაკვეთილის ჩაწერა თუ ხდება, რომ გაცდენის შემთხვევაში ვუყურო?
გაკვეთილის ჩაწერა სამწუხაროდ არ ხდება.
სადაური მასწავლებლები გყავთ?
გვყავს როგორც ქართველი, ისე უცხოელი (native speaker) მასწავლებლები. ქართველი მასწავლებლები “ბექას სკოლაში” მხოლოდ გრამატიკის და ლექსიკის ნაწილს ასწავლიან, ხოლო დანარჩენს – უცხოელი მასწავლებლები. ჩვენი native speaker მასწავლებლები არიან ამერიკიდან, დიდი ბრიტანეთიდან და სამხრეთ აფრიკიდან (სადაც ინგლისური მშობლიური ენაა).
Speaking-ს უცხოელი მასწავლებელი ასწავლის თუ ქართველი?
“ბექას სკოლაში” სასაუბრო ინგლისურის ნაწილს მხოლოდ native speaker მასწავლებლები ასწავლიან ყველა კურსზე. ქართველი მასწავლებლები კი მხოლოდ გრამატიკის და ლექსიკის ნაწილს უძღვებიან.
უცხოელ მასწავლებელთან კომუნიკაცია/გაგება ხომ არ გამიჭირდება?
რა თქმა უნდა, არა. მასწავლებელმა ზუსტად იცის თქვენი ინგლისურის დონე და ის თუ როგორ დაამყაროს თქვენთან ზუსტად ისე კომუნიკაცია, რომ გაიგოთ ყველაფერი და არ შეგექმნათ რაიმე სირთულე.
თუმცა, დამწყებ დონეებს (A1 და A2) მხოლოდ ქართველი მასწავლებლები ასწავლიან, რადგან ენის შესწავლის პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლემ ყველაფერი კარგად გაიგოს მშობლიურ ენაზე.
გრამატიკას ბექა მასწავლის?
ჩვენ გვყავს ძალიან კარგი და გამოცდილი ქართველი მასწავლებლები, რომლებიც ზოგადი ინგლისურის კურსზე გრამატიკის ნაწილს ასწავლიან. ბექა მხოლოდ ბექას გრამატიკის კურსს უძღვება.
როგორია “ბექას სკოლის” სწავლების მეთოდოლოგია და მიდგომები?
ზოგადად, “ბექას სკოლაში” გვაქვს ქართველებზე მორგებული მეთოდოლოგია, რომლის საშუალებითაც, არა მხოლოდ ვასწავლით, არამედ ვცდილობთ “დავამუღამებინოთ“ ჩვენს მოსწავლეებს თანამედროვე გამოყენებითი ინგლისური ენა.
გრამატიკის ნაწილს ჩვენთან ქართველი მასწავლებელი უძღვება, რადგან მშობლიურ ენაზე ახსნილი გრამატიკული წესები უფრო მარტივად გასაგებია მოსწავლეებისთვის. ხოლო სასაუბრო და ლექსიკის ნაწილს ყოველთვის უცხოელი (native speaker) მასწავლებლები ასწავლიან, რათა მოსწავლეები შეეჩვიონ ყოველდღიურ ბუნებრივ ინგლისურ ენას, აქცენტს და სწორ გამოთქმას.
გარდა ამისა, გვაქვს არაფორმალური კულტურა – ვეწინააღმდეგებით აზრს, რომ იმისთვის, რომ სერიოზულად აღვიქმებოდეთ, მუდმივად სერიოზულები უნდა ვიყოთ! პირიქით, ძალიან გვიყვარს იუმორი, თავისუფლება და მხიარულება. ვცდილობთ შევქმნათ სტრესისგან თავისუფალი გარემო, სადაც ადამიანის ტვინს უფრო მარტივად შეუძლია ახალი ინფორმაციის ათვისება.
რაც შეეხება სასწავლო მეთოდოლოგიას, ყველა კურსს განსხვავებული მეთოდოლოგია და შესაბამისი სასწავლო მატერიალები აქვს.
ზოგადი ინგლისურის და მოზარდების კურსებს კემბრიჯის ახალი სახელმძღვანელოებით ვასწავლით, რომელიც აერთიანებს წიგნის ციფრულ და ორიგინალ ვერსიებს. სასწავლო მეთოდოლოგია და მატერიალები თანამედროვე მიდგომებზე დგას, მოიცავს ინტერაქციულ ელექტრონულ დავალებებს, რომელთა შესრულებაც მოსწავლეს ნებისმიერ დროს შეუძლია ტელეფონიდან ან ლეპტოპიდან. მოსწავლე სავარჯიშოებზე სწორ პასუხებს ავტომატურ რეჟიმში იღებს, ხოლო წერით და სასაუბრო ნაწილზე მასწავლებლისგან უკუკავშირსაც პლატფორმაზევე იღებს.
დამწყებ დონეზე ამ კურსებს სრულად ქართველი მასწავლებელი ასწავლის. B1 დონის ზემოთ, მოზარდებს სრულად უცხოელი მასწავლებელი ასწავლის, ხოლო ზრდასრულებს ქართველი და უცხოელი მასწავლებლები პარალელურად უძღვებიან.
სასაუბრო ინგლისურის კურსისთვის ასევე ვიყენებთ კემბრიჯის სახელმძღვანელოს და სასწავლო პლატფორმას.
ექსპრეს სასაუბრო და ბიზნეს სასაუბრო კურსებისთვის სახელმძღვანელოს არ ვიყენებთ. თითოეული გაკვეთილისთვის მომზადებული გვაქვს თემატური pdf ფაილები, რომლებიც მოიცავს ამ თემის შესაბამის სიტყვებს და ფრაზებს, სადისკუსიო კითხვებს, ტექსტბს, ვიდეოებს და მოსასმენ დავალებებს.
რას გულისხმობს კემბრიჯის პლატფორმა?
კემბრიჯის ახალი სახელმძღვანელო აერთიანებს როგორც წიგნის ციფრულ ვერსიას, ისე ორიგინალ წიგნს, და მოიცავს Student’s Book-ს და Workbook-ს.
გარდა ამისა, პლატფორმა მოიცავს Digital Workbook-ს, რომელიც თანამედროვე მიდგომებითაა შექმნილი. ტრადიციული საშინაო დავალებებისგან განსხვავებით, ის ინტერაქციულ ელექტრონულ სავარჯიშოებს მოიცავს, რომლის შესრულებაც მოსწავლეს ნებისმიერ დროს შეუძლია ტელეფონიდან ან ლეპტოპიდან.
მასწავლებელი ლაივ რეჟიმში ხედავს მოსწავლის აქტივობას – რა დრო დახარჯა პლატფორმაზე, დავალებები როგორ შეასრულა, რა შედეგი აქვს, რა ნაწილში უჭირს და სად სჭირდება დახმარება.
სავარჯიშოების წერისას, სწორ პასუხებს პლატფორმა ავტომატურად აჩვენებს მოსწავლეს და, შეცდომების შემთხვევაში, მიუთითებს, რა მასალის გამეორება სჭირდება. წერითი და სასაუბრო დავალებები პლატფორმაზე სრულდება და მასწავლებელი უკუკავშირს იქვე აძლევს.
ყოველი unit-ის შემდეგ მოსწავლეს შესაძლებლობა აქვს შეავსოს ინტერაქციული ტესტი და გადაამოწმოს, რამდენად კარგად გაიგო მასალა. პლატფორმაზე ასევე კეთდება შუალედური და საბოლოო ტესტები. პროგრესს ხედავს როგორც მოსწავლე, ისე მასწავლებელი და სკოლა. სწორედ ამ ტესტირების შედეგების მიხედვით ხდება მოსწავლის შემდეგ დონეზე გადაყვანა.
პლატფორმის გამჭვირვალობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოზარდთა კურსზე, სადაც მშობლებს მუდმივად აქვთ წვდომა იმაზე, თუ როგორ მეცადინეობს მათი შვილი, რა დავალებებს ასრულებს, სად უჭირს და რა პროგრესი აქვს.
რა სახელმძღვანელოები გამოიყენება?
ზოგადი ინგლისურის, სასაუბრო ინგლისურის და მოზარდების კურსებისთვის ვიყენებთ კემბრიჯის ამერიკული ინგლისურის სახელმძღვანელოებ და სასწავლო პლატფორმას Cambridge One. სახელმძღვანელოს პაკეტი მოიცავს Student’s Book-ს, Workbook-ს და ინტერაქციული ელექტრონული სავარჯიშოების კრებულს (Digital Workbook).
ექსპრეს სასაუბრო და ბიზნეს სასაუბრო კურსებისთვის სახელმძღვანელოს არ ვიყენებთ. თითოეული გაკვეთილისთვის მომზადებული გვაქვს თემატური pdf ფაილები, რომლებიც მოიცავს ამ თემის შესაბამის სიტყვებს და ფრაზებს, სადისკუსიო კითხვებს, ტექსტბს, ვიდეოებს და მოსასმენ დავალებებს.
ბექას გრამატიკის კურსისთვის ვიყენებთ ჩვენს ახალ სახელმძღვანელოებს, რომლებიც ბექამ შექმნა ამერიკელ ლინგვისტთან და მასწავლებელთან, ბენ მილერთან ერთად.
სად შემიძლია წიგნის შეძენა? შედის სწავლის საფასურში?
ზოგადი ინგლისურის და სასაუბრო ინგლისურის კურსებისთვის, მოსწავლეებს სკოლაშივე შეუძლიათ კემბრიჯის ორიგინალი წიგნების (მოიცავს Student’s Book-ს და Workbook-ს) და ციფრულ ვერსიების შეძენა. ზოგადი ინგლისურის სახელმძღვანელოს საფასურია 30 ლარი, ხოლო ზოგადი ინგლისურის საფასური – 60 ლარია.
მოზარდების კურსზე სახელმძღვანელო შედის კურსის საფასურში.
ექსპრეს სასაუბრო და ბიზნეს სასაუბრო კურსებისთვის სახელმძღვანელოს არ ვიყენებთ. თითოეული გაკვეთილისთვის მომზადებული გვაქვს თემატური pdf ფაილები, რომლებიც მოიცავს ამ თემის შესაბამის სიტყვებს და ფრაზებს, სადისკუსიო კითხვებს, ტექსტბს, ვიდეოებს და მოსასმენ დავალებებს. მასალები შედის კურსის საფასურში.
ბექას გრამატიკის კურსისთვის ვიყენებთ ჩვენს ახალ სახელმძღვანელოებს, რომლების შეძენაც შეგიძლიათ “ბექას სკოლაში”, გამომცემლობა “დიოგენეს” ვებსაიტზე ან “ბიბლუსის” მაღაზიათა ქსელში.
ბრიტანულ ინგლისურს ასწავლით თუ ამერიკულს?
ჩვენი კურსები უფრო მეტად ამერიკულ ინგლისურზეა ორიენტირებული და ვიყენებთ კემბრიჯის ამერიკული ინგლისურის სახელმძღვანელოებს. თუმცა, მასწავლებლები გვყავს არა მხოლოდ ამერიკიდან, არამედ – ინგლისიდან და სამხრეთ აფრიკიდანაც, რომლებისთვისაც უცხო არაა ბრიტანულ-ამერიკული განსხვავებები.
რა ფორმატში ტარდება გაკვეთილები, ონლაინ თუ ადგილზე
ზოგადი ინგლისურის, სასაუბრო, ექსპრეს სასაუბრო და ბიზნეს სასაუბრო კურსები ტარდება როგორც ონლაინ, ისე ადგილზე.
ბექას გრამატიკის კურსი ტარდება მხოლოდ ონლაინ რეჟიმში.
კურსი მოზარდებისთვის ტარდება მხოლოდ სკოლის სივრცეში.
არის თუ არა ონლაინ კურსი ისეთივე ეფექტური, როგორიც ადგილზე?
რა თქმა უნდა, ეს საკითხი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ადამიანის სწავლის სტილზე. ონლაინ და ადგილზე სწავლებისას გამოყენებული სასწავლო მატერიალები იდენტურია, შესაბამისად, მასწავლებლის მხრიდან დახარჯული ენერგია და გამოყენებული მასალები ზუსტად ერთნაირია. კემბრიჯის სასწავლო პლატფორმა, რომელსაც ვიყენებთ ჩვენი კურსებისთვის, სრულად მორგებულია ონლაინ სწავლების სპეციფიკას.
ხშირ შემთხვევაში, ონლაინ სწავლა უფრო ეკომფორტულებათ ჩვენს მოსწავლეებს, რადგან ამით ზოგავენ ტრანსპორტირებაში დასახარჯ დროს და მათთვის კომფორტული ადგილიდან ერთვებიან გაკვეთილებზე, საიდანაც სრული კონცენტრაცია შეუძლიათ.
რა ღირს თქვენი კურსები?
- ზოგადი ინგლისურის 3 თვიანი კურსი – 1050 ₾
- სასაუბრო ინგლისურის 3 თვიანი კურსი – 1050 ₾
- მოზარდების 10 თვიანი კურსი – 2250 ₾
- ექსპრეს სასაუბრო 2-თვინი კურსი – 700 ₾
- ბიზნეს სასაუბრო 2-თვიანი კურსი – 700 ₾
- ბექას გრამატიკის 4-თვიანი კურსი (Intermediate) – 800 ₾
- ბექას გრამატიკის 5-თვიანი კურსი (Advanced) – 1000 ₾
თანხის გადახდა როგორ ხდება?
თანხის გადახდა კურსის დაწყებამდე სრულად ხდება საბანკო გადარიცხვის საშუალებით. კურსზე მოქმედებს TBC ბანკის 4 თვიანი 0%-იანი განაწილების პროგრამა, ან TBC ბანკის 0%-იანი განვადება (განვადების შემთხვევაში, შეგიძლიათ გადახდა იმდენ თვეზე გადაანაწილოთ, რამდენზეც გსურთ, თუმცა ბანკი ამატებს “გაცემის საკომისიოს”, რაც დამოკიდებულია თვეების რაოდენობაზე).
სად მდებარეობს სკოლა? ფილიალები გაქვთ?
“ბექას სკოლა” გალაკტიონ ტაბიძის 18 ნომერში მდებარეობს, თავისუფლების მოედანთან. ამ ეტაპზე სხვა ფილიალი არ გვაქვს.
მანქანის პარკინგი თუ არის შესაძლებელი სკოლის შენობასთან?
იქიდან გამომდინარე, რომ სკოლის შენობა ცენტრალურ ლოკაციაზეა, გარშემო ზონალური პარკინგია, რომლის გამოყენებაც, City Park-ის აპლიკაციის დახმარებით შეგიძლიათ. ამასთან, ზუსტად შენობის გვერდით კერძო პარკინგიცაა, სადაც საათობრივად შეგიძლიათ დაპარკინგება, თუ ზონალურ პარკინგზე ადგილს ვერ იპოვით.
სერტიფიკატს გასცემთ? დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული?
კურსის წარმატებით დასრულებისას გავცემთ შესაბამისი კურსის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს და არანაირ დამატებით ხარჯებთან არა არის დაკავშირებული.
ინდივიდუალური სწავლება გაქვთ?
ინდივიდუალური სწავლება გვაქვს, თუმცა, ამ შემთხვევაში, ანაზღაურება საათობრივია და 1 საათის ღირებულება 150 ლარია, დღგ-ს ჩათვლით. დაინტერესების შემთხვევაში, შეგვიძლია ნებისმიერი კურსი სრულად მოვარგოთ მოსწავლის საჭიროებებს და შევიტანოთ ნებისმიერი სახის ცვლილება სასწავლო პროცესში.
კომპანიებისთვის სპეციალური შეთავაზება გაქვთ?
დიახ, “ბექას სკოლა” ორგანიზაციებს კორპორაციულ სერვისს სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც ჩვენი მასწავლებლები სწრაფად და ეფექტურად ასწავლიან კომპანიის გუნდს თანამედროვე გამოყენებით ინგლისურ ენას, მათსავე ოფისში ან ონლაინ.
როგორ საზღვრავთ ინგლისურის ცოდნის დონეს?
“ბექას სკოლაში” ენის დონის დასადგენად გამოიყენება ორეტაპიანი შეფასების სისტემა.
პირველი ეტაპი არის ონლაინ ტესტირება, რომელიც ადგენს, რომელი დონის გასავლელად არის ადამიანი მზად. ტესტი მოიცავს გრამატიკულ და ლექსიკურ სავარჯიშოებს და დავალებებს წაკითხულის გააზრების და მოსმენის უნარების შესამოწმებლად. ტესტი შედგება 70 კითხვისგან და მის გასაკეთებლად საჭიროა დაახლოებით 40 წუთი.
“ბექას სკოლის” ონლაინ ტესტი სრულიად უფასოა და მისი გაკეთება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
მეორე ეტაპი არის ონლაინ გასაუბრება ქართველ და უცხოელ მასწავლებლებთან, რომელიც გრძელდება დაახლოებით 15-20 წუთი. გასაუბრების დროს მოწმდება სტუდენტის საუბრის, მოსმენისა და გაგების უნარები. გასაუბრების შედეგად ხდება სტუდენტის საბოლოო დონის დადგენა. გასაუბრებას გადიან მხოლოდ ის მოსწავლეები, რომლებიც კონკრეტულ კურსზე არიან ჩარიცხული.