– ბექა, როგორ ხარ?
– კარგად ?
– საღამოს საათებში თუ არის მეცადინეობები?
– კი, ჩვენთან პირველი გაკვეთილი დილის 10 საათზე იწყება და ბოლო გაკვეთილი საღამოს 11 საათზე სრულდება.
– რა განსხვავებაა ექსპრეს კურსსა და ზოგად კურსს შორის?
– ექსპრეს კურსი გახლავთ ინტენსიური, სწრაფი კურსი, რომლის მიზანიც სასაუბრო უნარების გაუმჯობესება და პასიური ცოდნის პრაქტიკაში რეალიზებაა. რაც შეეხება ზოგადი ინლისურის კურსს, ის უფრო საფუძვლიანი კურსია, ენის ყველა კომპონენტს მოიცავს და მისი მიზანი არსებული დონის ამოწურვა და მომდევნო დონისათვის მომზადებაა.
– როგორ მიმდინარეობს ექსპრეს კურსზე გაკვეთილები/ გრამატიკას საერთოდ არ მოიცავს?
– რა თქმა უნდა, მოიცავს გრამატიკას, თუმცა ყველაზე ნაკლები დოზით სხვა კურსებთან შედარებით.
– გრამატიკას ბექა მასწავლის?
– ჩვენ გვყავს ძალიან კარგი და გამოცდილი ქართველი მასწავლებლები, რომლებიც ზოგადი ინგლისურის კურსში გრამატიკას ასწავლიან. ბექა მხოლოდ ‘Beka’s Grammar”-ს უძღვება და კითხულობს ლექციებს ჩვენი მოსწავლეებისთვის.
– თანხის გადახდა როგორ ხდება?
– ზოგადი ინგლისურის კურსზე ყოველთვიურად, თვის დასაწყისში. ხოლო სხვა ორთვიან ან სამთვიან კურსებზე – ერთიანად კურსის დასაწყისში, პირველი საცდელი გაკვეთილის შემდეგ. თუმცა, დავამატეთ 0 პროცენტიანი განვადება. ასე რომ, ამიერიდან შეგიძლია ნებისმიერი კურსის საფასური რამდენ თვეზე გინდა გადაინაწილო ?
– ასაკობრივი შეზღუდვა თუ გაქვთ?
– ჩვენთან მიღება 18 წლიდან იწყება, ასაკობრივი ზედა ზღვარი არ გვაქვს.
– ფილიალი თუ გაქვთ?
– ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი ფილიალი გვაქვს გალაკტიონ ტაბიძის 18 ნომერში.
– ჯგუფში სტუდენტთა მაქსიმალური რაოდენობა?
– სასაუბრო კურსზე – 7. ზოგადი ინგლისურის კურსზე – 9.
– სფიქინგს ვინ ასწავლის, უცხოელი/ქართველი?
– ‘ბექას სკოლაში’ სფიქინგს მხოლოდ და მხოლოდ უცხოელი მასწავლებლები ასწავლიან, ხოლო გრამატიკას ქართველები.
– ჯგუფში 9 კაცი ბევრი ხომ არაა?
– თუ ვიმსჯელებთ სტუდენტთა კმაყოფილების მიხედვით, არა. თან, როგორც წესი, ყველა გაკვეთილზე სრული დასწრება არ არის ხოლმე.
– სერტიფიკატს გასცემთ? დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული?
– სერტიფიკატს გავცემთ კურსის ბოლოს და არანაირ დამატებით ხარჯებთან არაა დაკავშირებული.
– რამდენი ხანი მჭირდება 1 დონის სრულად დასაფარად?
– ზოგადი ინგლისურის კურსი 4 თვეს მოიცავს, თუმცა, ამის შემდეგ ექსპრეს კურსის აღებას ყოველთვის ვურჩევთ ხოლმე სტუდენტებს. ამ შემთხვევაში 6 თვე სჭირდება 1 დონის სრულად დაფარვას.
– უცხოელ მასწავლებელთან კომუნიკაცია/გაგება არ გამიჭირდება?
– რა თქმა უნდა, არა. მასწავლებელმა ზუსტად იცის თქვენი ინგლისურის დონე და ის თუ როგორ დაამყაროს თქვენთან ზუსტად ისე კომუნიკაცია, რომ გაიგოთ ყველაფერი და არ შეგექმნათ რაიმე სირთულე.
– საშინაო დავალებები ბევრია?
– ექსპრეს კურსზე არ არის დავალებები. ზოგადი ინგლისურის კურსზე – ზომიერად. დამწყებებისათვის განკუთვნილ კურსზე – ზომიერად. IELTS-ის გამოცდისთვის მოსამზადებელ კურსზე – საკმაოდ ბევრი.