ფლერი გამორჩეული პროფესიონალია, რომელიც უკვე 11 წელზე მეტია ინგლისურ ენას ასწავლის მსოფლიო სხვადასხვა ქალაქებში. ამჟამად, ის ზოგად ინგლისურსა და კორპორაციულ კურსებს ასწავლის ბექას სკოლაში. ფლერს TEFL და TESOL სერტიფიკატები აქვს, რაც მის პროფესიონალიზმს კიდევ უფრო უსვამს ხაზს. საქართველოში ჩამოსვლამდე, ინგლისურ ენას ტაილანდსა და კამბოჯაში ასწავლიდა, სადაც მოიპოვა მრავალი ჯილდო კრეატიულობისთვის, გაკვეთილების დაგეგმვისა და საგანმანათლებლო მასალების შექმნისათვის. წლების განმავლობაში მან დააგროვა 30-ზე მეტი ონლაინ სერტიფიკატი სწავლების თეორიაში მსოფლიოს ცნობილი უნივერსიტეტებიდან.
ფლერს ძალიან უყვარს კითხვა, მოგზაურობა და კომპიუტერული თამაშები. ის თბილისში თავის საყვარელ კატებთან და პარტნიორთან ერთად ცხოვრობს.