სოციალური ლექსიკონი
- მთავარი
- /
- რესურსები
- /
- სოციალური ლექსიკონი
ალბათ ერთხელ მაინც შეგხვედრიათ ან თავად დაგიწერიათ facebook-ზე “ეს სიტყვა ქართულად როგორ იქნება?”, “როგორ ვთარგმნო ეს ფრაზა ინგლისურად?” და ა.შ. სიტყვების, ფრაზების და იდიომატური გამოთქმების თარგმნა ან გასაგებად ჩამოყალიბება ხშირად არაა მარტივი რამ. ენა სოციალური კონსტრუქციაა და სიტყვების მნიშვნელობებს დიდწილად მათი კონტექსტები განაპირობებენ. სწორედ ამიტომ, ენა ყოველთვის მოძრაობს, ახლდება და ახალ-ახალ გამოწვევებს გვიწესებს.
ამ გამოწვევების საპასუხოდ “ბექას სკოლამ” წამოიწყო crowdsourcing პროექტი “სოციალური ლექსიკონი”, ჯგუფი ფეისბუკზე, რომლის მიზანიც არის ენის მოყვარულებისა და პროფესიონალების გაერთიანება, რათა განიხილონ და გააზიარონ ცოდნა ინგლისური და ქართული ენების თარგმანის, ტერმინოლოგიის, ფრაზეოლოგიისა და ენის გამოყენების საკითხებზე.
“სოციალური ლექსიკონი” არის იდეალური ადგილი მათთვის, ვისაც სურს გაიღრმავოს ცოდნა ინგლისური და ქართული ენების შესახებ, მიიღოს დახმარება თარგმანებში და მონაწილეობა მიიღოს ენასთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში.
ჯგუფის მუშაობის პრინციპი მარტივია: თუ სადმე (ფილმში, სერიალში, წიგნში, პირად საუბარში, სტატიაში, რეკლამაში, სიზმარში…) წააწყდით სიტყვას ან ფრაზას ინგლისურად და გაინტერესებთ, როგორი იქნება სწორი ქართული თარგმანი (ან პირიქით), დაპოსტეთ და ჯგუფი შეეცდება ყველაზე მისაღებ თარგმანზე შეჯერდეს. პასუხების მოძიებაში ბექა და ჩვენი სკოლის მასწავლებლებიც აქტიურად იქნებიან ჩართულები.
ჯგუფი საკმაოდ აქტიურია და ამჟამად 35,000-მდე წევრს აერთიანებს.